imedi /  10 მაისი 2019, 17:58 / სანდო წყარო

მსოფლიოში პირველად თუთიყუშს ტვინზე ოპერაცია ჩაუტარდა

თუთიყუში კაკაპო

თუთიყუში კაკაპო

ახალი ზელანდიის ვეტერინარებმა თუთიყუშ კაკაპოს თავის ტვინზე ოპერაცია ჩაატარეს. თუთიყუშის ამ სახეობას გაქრობა ემუქრება.

BBC-ის ცნობით, მეცნიერები 56 დღის თუთიყუშის გადარჩენას ცდილობენ, რომელსაც თავის ქალაზე ნახვრეტი ჰქონდა. 

თუთიყუშის თავის ტვინზე ოპერაცია ადამიანებზე აპრობირებული მეთოდით ჩატარდა. 

თუთიყუშების კაკაპოს სახეობა ბრაკონიერებმა გაანადგურეს. მსოფლიოში სულ 114 თუთიყუშია დარჩენილი. კაკაპო ყველაზე მსუქანი ღამის თუთიყუშია. ადრე ეს ჯიში ახალ ზელანდიაში ყველაზე გავრცელებული იყო, ახლა კი „წითელ წიგნშია“შესული. 

ყველა სიახლე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს პრევენციული საშუალებები გადაეცა

10 აპრილი 2020, 16:58

COVID19

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს პოლონეთის მთავრობისგან პრევენციული საშუალებები გადაეცა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, დამატებით პრევენციული საშუალებები გადაეცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს პოლონეთის მთავრობისგან სპეციალური სადეზინფექციო საშუალებები - 500 ლიტრი სადეზინფექციო სითხე და 22 ერთეული შესაწამლი აპარატი, ასევე, 3 ერთეული საველე კარვის გათბობის აპარატი გადაეცა.

კელი დეგნანი

10 აპრილი 2020, 16:55

COVID19

კელი დეგნანი: კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს საქართველო შთამბეჭდავად ართმევს თავს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრმა ელჩს, ქვეყანაში და ჯანდაცვის სფეროში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრისას დიპლომატმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ინფექციის გავრცელების მრუდი არის სტაბილური, რასაც ხელი შეუწყო გავრცელების პირველივე ეტაპზე გადადგმულმა სწორმა ნაბიჯებმა.

ლალი ტურძელაძე

10 აპრილი 2020, 16:52

COVID19

ლალი ტურძელაძე: მარნეულელი მძიმე პაციენტების გამოჯანმრთელება გვაძლევს სტიმულს შემდგომი მუშაობისთვისა და თავდადებისთვის

ჩვენ დღეს გავწერეთ მარნეულიდან ჩამოყვანილი ორი პაციენტი. ერთ-ერთი არის ის ყველასთვის ცნობილი 62 წლის ქალბატონი. იყო უმძიმესი, კრიტიკულ მდგომარეობაში, მაგრამ დღეს ეს ქალბატონი არის აბსოლუტურად ჯანმრთელი კორონავირუსისაგან - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ „ტვ პირველს“ განუცხადა. ექიმის განმარტებით, ამ ეტაპზე საუნივერსიტეტო კლინიკაში მხოლოდ 6 მძიმე პაციენტია. „მეორე გაწერილი პაციენტიც იგივე ოჯახიდან არის. 55 წლის ქალბატონის სრულიად გამოჯანმრთელდა. ძალიან გვიხარია და ეს ყველაფერი გვაძლევს სტიმულს ჩვენი შემდგომი მუშაობისთვისა და თავდადებისთვის. მათი გადაყვანის შემდეგ ჩვენთან დარჩება 54 პაციენტი. აქედან 6 აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში და ისინი მძიმე მდგომარეობაში არიან. ორი მათგანის მდგომარეობა შედარებით უკეთესია. დამაკმაყოფილებელია ორსულების მდგომარეობაც. გვყავ33 პნევმონიით გართულებული პაციენტი, მათი მდგომარეობა საყურადღებო და საშუალო სიმძიმის არის. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ტურძელაძემ.

გიორგი კავკასიძე

10 აპრილი 2020, 16:49

COVID19

ექიმი: მთავარია, რომ პირბადე თავის ფუნქციას ასრულებდეს და საერთაშორისო მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს

გასაგებია, რომ ფორს-მაჟორში ესთეტიკურად განსაკუთრებული შესახედაობის მქონე პირბადეები ვერ შეიკერებოდა, მაგრამ თუ ეს პირბადე აკმაყოფილებს საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს, მგონია, რომ ყველაფერი წესრიგშია, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორმა, ქართულ-ამერიკული ცენტრის ,,რეპროარტის“ კლინიკური განვითარების მენეჯერმა, გიორგი კავკასიძემ განაცხადა.

10 აპრილი 2020, 16:47

COVID19

რას ითვალისწინებს კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევების სახლში და საკარანტინო ზონებში მკურნალობის პროტოკოლი

ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევების სახლში და საკარანტინო ზონებში მკურნალობის პროტოკოლი შეიმუშავა. დოკუმენტის მიხედვით, ინფიცირებული მსუბუქი პაციენტების მართვა პირველადი ჯანდაცვის რგოლს, ოჯახის ექიმებს და თავად პაციენტებს დაეკისრათ. ამასთან, პროტოკოლში გაწერილია, რა შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეს პციენტი ოჯახის ექიმს. კერძოდ, ნებისმიერმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს ცხელება, ხველება, ქოშინი, ყელის ტკივილი, მადის დაქვეითება და სხვა სიმპტომები ოჯახის ექიმს უნდა მიმართოს. ეს ეხება იმ ადამიანებსაც, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იყვნენ საზღვარგარეთ ან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ უცხოეთიდან დაბრუნებულ ადამიანებთან.

სოფო კილაძე

10 აპრილი 2020, 16:36

COVID19

სოფო კილაძემ ზღვის უბანში თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარები მოინახულა

სოფო კილაძემ ზღვის უბანში თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარები მოინახულა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, პანსიონატში მცხოვრებ მოხუცებს გაესაუბრა და მათი საცხოვრებელი პირობები დაათვალიერა. კილაძე ადმინისტრაცის მხრიდან კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულ პრევენციულ ღონისძიებებსაც გაეცნო.

კორონავირუსი

10 აპრილი 2020, 16:35

COVID19

მარნეულში, სოფელ მარადისში ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

„სოფელში დაახლოებით 40 ოჯახია, ინფიცირების წყარო ამ წუთისთვის დადგენილი არ არის. ქალს საზღვრის გადმოკვეთის ისტორია არ აქვს, ფაქტი დღეს დადასტურდა და დადასტურების წუთიდან ყველა უწყება ჩართული ვართ და ყველა კავშირს ვიკვლევთ“, - აღნიშნა რეხვიაშვილმა.

10 აპრილი 2020, 16:34

საზოგადოება

თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე ხმობადი ფიჭვები მოიჭრება

დედაქალაქში სანიტარიული ჭრების ფარგლებში, დაავადებული და ხმობადი ფიჭვების ჭრა გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეიდან თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, 400-მდე ზეხმელი და დაავადებული ფიჭვი მოიჭრება, მათ ნაცვლად კი ჯანსაღი ხეები დაირგვება. აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ განახორციელებს.

10 აპრილი 2020, 16:30

პოლიტიკა

ბრიტანელი ევროპარლამენტარი: ნატოში გაწევრიანების პროცესი საქართველოში კარგად მიმდინარეობს

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო - შავი ზღვის სახელმწიფო, რომელზეც ბრიტანეთმა თავისი ფსონი უნდა დადოს, - ამის შესახებ ბრიტანელი ევროპარლამენტარი და ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი ჯეფრი ვან ორდენი წერს. ევროპარლამენტარის აზრით, ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. მისი თქმით, საქართველოს პროდასავლურმა მთავრობამ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების პრაქტიკაში გატარება თავის ყველაზე პრიორიტეტულ მიზნად აქცია, და ამ მიზანს მხარს უჭერს არა მხოლოდ მმართველი პარტია - ქართული ოცნება, არამედ საქართველოს მოსახლეობის 80%.

10 აპრილი 2020, 16:27

საზოგადოება

მეუფე გერასიმე: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში დღესასწაულზე ბზა არ გაიყიდება

„ბზას გაყიდვით არ გავყიდით, მხოლოდ მათ ვუკურთხებთ ვინც სახლიდან მოიტანს, რაც შეეხება წირვას, ეს შეთანხმებული წესებით ჩატარდება, როგორც აქამდე. საპატრიარქოსთან თემა გავლილია და ბზობას ჩვეულებრივად აღვნიშნავთ ზუგდიდის ყველა მოქმედ ტაძარში, დისტანციით და წესების დაცვით“- განაცხადა მეუფე გერასიმემ.

ალექს კინტანილია

10 აპრილი 2020, 16:25

COVID19

ესპანელმა ფეხბურთელმა შექმნა რესპირატორი, რომელიც კორონავირუსით დაავადებულებს დაეხმარება

ესპანელმა ფეხბურთელმა, ალექს კინტანილიამ მეგობრებთან ერთად შექმნა სპეციალური რესპირატორი, რომელიც კორონავირუსით დაავადებულებს დაეხმარება. “იბიცას” მცველი ინჟინრებთან და სპეციალისტებთან ერთად მექანიკური რესპირატორის პროექტირებასა და ტექნიკურ დახვეწაზე 19 დღის მანძილზე მუშაობდა. ასეთი ფუნქციების ხელსაწყოს მინიმალური ღირებულება 20 ათასი ევროა, მაშინ როცა ფეხბურთელის მიერ შექმნილი რესპირატორი მხოლოდ 2 ათასი ევრო ღირს. ეს რესპირატორი ხელოვნური სუნთქვის პროტოტიპია, რომელიც ინფიცირებული ადამიანის საჭიროებებზეა მორგებული და დაავადებისგან განკურნების ალბათობას ზრდის.

რუსეთის პატრიარქი კირილი

10 აპრილი 2020, 16:18

COVID19

რუსეთის ეკლესიამ მრევლს ვნების კვირასა და აღდგომის დღესასწაულზე სახლში დარჩენისკენ მოუწოდა

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრევლს ვნების კვირასა და აღდგომის დღესასწაულზე სახლში დარჩენისკენ და ღვთისმსახურებაზე მისვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. რუსული მედიის ცნობით, შესაბამისი მითითებები ქვეყნის ყველა ეპარქიაში უკვე გაიგზავნა.

კორონავირუსი

10 აპრილი 2020, 16:17

COVID19

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითიდან ინფიცირებულ ქალთან კონტაქტში მყოფი 5 ადამიანი კარანტინში გადაიყვანეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითიდან COVID-19-ით დაინფიცირებული 65 წლის ქალის ოჯახის ოთხი წევრი და ერთი მეზობელი წყალტუბოს კარანტინში გადაიყვანეს.

10 აპრილი 2020, 16:08

COVID19

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ 150-მდე ოჯახს სასურსათო კალათა გადაეცემა

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ 150-მდე ოჯახს სასურსათო კალათა გადაეცემა. ინიციატივა „დინა თბილისისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურ მცველს, ალექსანდრე ამისურლაშვილს ეკუთვნის, რომელიც ამავე დროს საფეხბურთო კლუბ „თელავის“ დამფუძნებელიცაა. დაახლოებით 150-ლარიანი სასურსათო კალათა, რომელიც მოწყვლად ოჯახებს თელაველმა ფეხბურთელმა გაუგზავნა, ადგილობრივმა მერიამ დღეს მიიღო. პროდუქტების დარიგება ეტაპობრივად ხდება.

პაცინეტი

10 აპრილი 2020, 16:01

COVID19

მარინა ენდელაძე: ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 38 პაციენტია გაწერილი, მათ შორის იყვნენ მძიმე პაციენტებიც

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, კლინიკიდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 38 პაციენტია გაწერილი, მათგან იყო მძიმე პაციენტები - მძიმე პნევმონიით და სეფსისით. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

დიდი ბრიტანეთი

10 აპრილი 2020, 16:00

COVID19

101 წლის ბრიტანელი კაცი კორონავირუსისგან განიკურნა

101 წლის ბრიტანელმა კაცმა კორონავირუსი დაამარცხა. ის დაავადებას ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა და მიიჩნევა ყველაზე უხუცეს პაციენტად, რომელმაც ეს ვირუსი გადაიტანა.

მარიამ ჯაში

10 აპრილი 2020, 15:59

საზოგადოება

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მარიამ ჯაშს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში გაწეული ღვაწლისთვის მადლობას უხდის

საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ დიდი გზა გაიარა და ის პროგრესი, რომელიც ამ სისტემამ მიაღწია ისეთი ადამიანების დამსახურებაა, როგორიცაა მარიამ ჯაში. მხარს ვუჭერთ მარიამს და ჯანდაცვის სხვა პროფესიონალებს, რომლებიც საქართველოში თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. - ნათქვამია მადლობის წერილში​

10 აპრილი 2020, 15:49

COVID19

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 118 000-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით 118 235 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 2 607 კი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ავიამზიდი შარლ დე გოლი

10 აპრილი 2020, 15:43

COVID19

ავიამზიდ „შარლ დე გოლზე“ 50 ადამიანს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროში დაადასტურეს, რომ ავიამზიდ „შარლ დე გოლზე“ 50 ადამიანს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

ავიარეისი

10 აპრილი 2020, 15:36

COVID19

თბილისი-ლარნაკას სპეცრეისით საქართველოში მოქალაქეები დაბრუნდნენ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ წუთებში თვიმფრინავი დაეშვა, რომელმაც სპეცრეისით საბერძნეთიდან, იქ დარჩენილი მოქალაქეები ჩამოიყვანა. რეისი თბილისი-ლარნაკას მიმართულებით შესრულდა. მგაზვრები თერმოსკრინინგს გაივლიან, რის შემდეგაც ისინი 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარებიან.