imedi /  15 მაისი 2019, 10:29 / სანდო წყარო

რომის იმპერატორ ნერონის სასახლეში საიდუმლო მიწისქვეშა ოთახი იპოვეს

ნერონი

არქეოლოგებმა, რომლებიც რომის იმპერატორ ნერონის სასახლის "ოქროს სახლის" რესტავრაციაზე მუშაობენ, 2000 წლის წინანდელ შენობაში, საიდუმლო ოთახი იპოვეს. ოთახი გაფორმებულია მითოლოგიური პერსონაჟებისა და ცხოველების ფრესკებით. ამის შესახებ ინფორმაციას Science Alert-ი ავრცელებს.

ოთახის დიდი  ნაწილი ამ დროის განმავლობაში დაგროვილ მიწისა და ჭუჭყის მასაშია ჩაფლული, რომელსაც სპეციალისტები ჯერ არ წმენდენ, რათა შენობის კონსტრუქციის რღვევა არ დაიწყოს. 

ოთახი სავარაუდოდ, ღვთაებრივ საცხოვრებელ ადგილად მიიჩნეოდა. იქ კედლებზე დატანილია მუსიკალური ინსტრუმენტებით კენტავრები, ღმერთი პანი, ფრინველები, წყლის არსებები და ა.შ. 

ყველა სიახლე

კობა ნარჩემაშვილი

31 მარტი 2020, 16:04

COVID19

კობა ნარჩემაშვილი: ჩვენ ახლა არჩევანი გვაქვს ცუდსა და უარეს შორის

ჩვენ ახლა არ გვაქვს არჩევანი ცუდსა და უკეთეს შორის, არჩევანი გვაქვს ცუდსა და უარეს შორის. ეს პასუხისმგებლობა ყოველ ჩვენგანს ეკუთვნის, ეს არ არის მხოლოდ მარტო ხელისუფლების, ჯანდაცვის ან მარტო ეპიდემიოლოგების სფერო, ეს არის ჩვენი ყველას პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. „ყველას მოქმედება, ვინც დღეს ჩაბმული არის შრომაში, ვისაც საშუალება არ აქვს სახლში დარჩეს, მათი მოქმედება არის გმირობის ტოლფასი, მათ შორის ჟურნალისტების. ყოველი ჩვენგანის პასუხისმგებლობის ზღვარი გადის ჩვენ ემოციაზე, რამდენად ვუფრთხილდებით მინუმუმ ჯახის წევრებს. უნდა გავუძლოთ კიდევ 2-3 კვირა. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გადაცემის ჯაჭვი გაწყდეს“, - აღნიშნა დეპუტატმა.

31 მარტი 2020, 16:01

COVID19

სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეები დღეს ამსტერდამიდან დაბრუნდებიან

საქართველოს მოქალაქეები სპეცრეისით დღეს ამსტერდამიდან დაბრუნდებიან. თბილისი-ამსტერდამი-თბილისის რეისს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი" შეასრულებს. ყველა ჩამოსული მგზავრი სპეციალურ შემოწმებას გაივლის და კარანტინში გადავა. შემდეგი სპეცრეისი ევროპიდან 3 აპრილს იგეგმება, მოქალაქეებს ვარშავიდან ჩამოიყვანენ.

სერგი კაპანაძე

31 მარტი 2020, 16:00

COVID19

სერგი კაპანაძე: იმის გათვალისწინებით, რომ პიკი ჯერ კიდევ წინ გვაქვს, მაქსიმალური შეზღუდვების შემოღება გამართლებული სტრატეგიაა

ამ ვითარებაში და იმის გათვალისწინებით, რომ პიკი ჯერ კიდევ წინ გვაქვს, მაქსიმალური შეზღუდვების შემოღება არის გამართლებული სტრატეგია, - ამის შესახებ „ევროპული საქართელოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

31 მარტი 2020, 15:58

COVID19

ატომური წყალქვეშა ნავების ეკიპაჟებმა, შესაძლოა არც კი იცოდნენ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიაა

ატომური წყალქვეშა ნავების ეკიპაჟებმა შესაძლოა არც კი იცოდნენ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიაა. ამის შესახებ Associated Press-სთან საუბარში საფრანგეთის ატომური წყალქვეშა ნავების ყოფილმა და მოქმედმა ოფიცრებმა ისაუბრეს. მათი განცხადებით, როგორც წესი, ატომური წყალქვეშა ნავების ეკიპაჟს მისიის შესრულებისას ცუდ სიახლეებს არ აცნობენ, რათა მათი მორალური მდგომარეობა არ გაუარესდეს წყლის ქვეშ ყოფნისას. შესაბამისად, ნებისმიერმა ეკიპაჟმა, რომელმაც პორტი კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე დატოვა, შესაძლოა არც კი იცოდეს თუ რა ხდება ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით. „მათ არ ეცოდინებათ. აუცილებელია, რომ ეკიპაჟი სრულად კონცენტრირებული იყოს მისიის შესრულებაზე“, - განაცხადა თადარიგის ადმირალმა დომინიკ საკმა, რომელიც 2003-2006 წლებში საფრანგეთის ბალისტიკურ წყალქვეშა ნავს ხელმძღვანელობდა.

31 მარტი 2020, 15:57

ეკონომიკა

ქართული ღვინის კომპანიამ ხელის სადენზიფექციო ხსნარის წარმოება დაიწყო

„ბადაგონი საქართველოსთვის“- ამ სლოგანით ღვინის კომპანიამ ყურძნისეული წარმოშობის სპირტზე დაფუძნებული 80-%- იან სადენზიფეციო ხსნარის დამზადება დაიწყო. კომპანია სპეციალურ ხსნარებს კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით უსასყიდლოდ გადასცემს ჯანდაცვის და შინაგან სამეთა სამინისტროებს, ეკლესიას, კახეთის მუნიციპალიტეტის მერიებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის.

ეკატერინე დგებუაძე

31 მარტი 2020, 15:52

COVID19

არსებობს თუ არა ალბათობა, რომ ეროვნული გამოცდები ვერ შედგეს - მინისტრის მოადგილის კომენტარი

ეს ვაიანტიც შეიძლება იყოს განხილული, მხოლოდ იმ ჭრილში, რომ ყველამ, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდება, შეძლოს ონლაინ გამოცდის ჩაბარება, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაზემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ჩართვისას განაცხადა. კითხვაზე, არსებობს, თუ არა საფრთხე, რომ ერთიანი ერთიანი ეროვნული გამოცდები ვერ შედგეს, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ეს დამოკიდებული იქნება, თუ როგორ განვითარდება პროცესები.

ნათია მეზვრიშვილი

31 მარტი 2020, 15:46

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: ჯარიმები არის საკმაოდ მკაცრი და პოლიცია დამრღვევების მიმართ გამოიყენებს შესაბამის ზომებს

როდესაც ვსაუბრობთ სიმკაცრეზე, როდესაც ვსაუბრობთ აღსრულებაზე, მიდგომა ყველას მიმართ ერთიანი იქნება. თუ წესი დაირღვევა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმოქმედებენ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

31 მარტი 2020, 15:42

COVID19

აშშ-ის საელჩო: მაღალკვალიფიცირებულ სამედიცინო პერსონალთან ერთად საქართველოს ჰყავს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოების ჯგუფები

მაღალკვალიფიცირებულ სამედიცინო პერსონალთან ერთად საქართველოს ჰყავს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების ჯგუფები, რომლებიც აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ გადამზადდა და სრულად აღიჭურვა - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო Facebook-გვერდზე წერს. მათივე ცნობით, იგივე ჯგუფები ახლა მარნეულში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საპასუხო ძალისხმევაში არიან ჩართული.

31 მარტი 2020, 15:33

COVID19

ჯანმო: ევროპაში კორონავირუსის ეპიდემიის სტაბილიზაციის ნიშნები გამოჩნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ევროპაში კორონავირუსის ეპიდემიის სტაბილიზაციის ნიშნები გამოჩნდა. ჯანმო-ს წარმომადგენლის, მაიკ რაიანის განცხადებით, იტალია და ესპანეთი პიკს უახლოვდებიან და რამდენიმე კვირის წინ ევროპაში დაწესებული შეზღუდვები შედეგს გამოიღებს.

ბიძინა კულუმბეგოვი

31 მარტი 2020, 15:33

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ვისაც „ბე-ცე-ჟეს“ ცნობილი იარა ეტყობა მხარზე, ბოლომდე დაიმედებული ნუ იქნებით

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, ვისაც ეს ცნობილი იარა ეტყობა მხარზე, „ბე-ცე-ჟეს“ ვაქცინა გაკეთებული აქვს, მაგრამ ამით ბოლომდე დაიმედებული ნუ ვიქნებით, ჩვენი მთავარი იმედი ახლა სოციალური დისტანცირებაა. დარჩით სახლში, რაც ყველაზე ქმედითი ღონისძიებაა - 60 პროცენტით ამცირებს დაავადების გავრცელებას და ადამიანიდან ადამიანზე გადადებას, - ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

31 მარტი 2020, 15:21

COVID19

ინდოელი პოლიციელები მოქალაქეებს ხელების დაბანას ცეკვით ასწავლიან - სახალისო ვიდეო

ინდოეთში პოლიციის ოფიცრებმა გადაწყვიტეს, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული ქაოსის დროს ხალხის მოტივირებისთვის „ხელების დაბანის ცეკვა“ შეესრულებინათ. bloomberg-ის ინფორმაციით, ამ ფორმით ისინი ხალხს ხელების სწორად დაბანას ცეკვით ასწავლიან. კერალას შტატი ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და კორონავირუსის 20-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

31 მარტი 2020, 15:18

COVID19

ე.წ. კომენდანტის საათის და საყოველთაო კარანტინის რეჟიმში სატრანსპორტო საშუალებებში, 3 ადამიანზე მეტი ვერ ჩაჯდება

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, ე.წ კომენდანტის საათის და საყოველთაო კარანტინის რეჟიმში სატრანსპორტო საშუალებებში, 3 ადამიანზე მეტი რატომ ვერ ჩაჯდება.

ალესანდრე ლუკაშენკო

31 მარტი 2020, 15:16

COVID19

ლუკაშენკო: ჰოკეი, აბანო და არაყი საუკეთესო ანტივირუსული საშუალებებია

უმჯობესია ფეხზე მდგომი მოკვდე, ვიდრე მუხლებზე დაჩოქილმა იცხოვრო. აქ არანაირი ვირუსი არ არის. ეს მაცივარია, რომელიც საუკეთესოა ჯანმრთელობისთცის. სპორტზე უკეთესი არაფერია, განსაკუთრებით ყინულზე, რომელიც ნამდვილი ვირუსის საწინააღმდეგო წამალია“, - აღნიშნა ლუკაშენკომ. მისივე თქმით, კორონავირუსთან საბრძოლველად ასევე კარგია ტრადიციული აბანო და არაყი.

ეკატერინე დგებუაძე

31 მარტი 2020, 15:16

COVID19

ეკატერინე დგებუაძე: ეს სასწავლო სემესტრი ნამდვილად შედგება

ეს სემესტრი ნამდვილად შედგება. ჩვენ დავასრულებთ 2019-20 სასწავლო წელს, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე ჩართვისას განაცხადა. კითხვაზე, ხომ არ არსებობს საფრთხე, რომ მიმდინარე სემესტრი ჩავარდეს, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამინისტრო ალტერნატიულ გზებზე მუშობს და რომ „ტელესკოლის“ გარდა სხვა ახალი ონლაინ პლატფორმების შექმნაც იგეგმება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

31 მარტი 2020, 15:12

COVID19

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კირონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ შვიდი თვის ხელფასი გაიღო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კირონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ ეროვნული სოლიდარობის კამპანია გამოაცხადა და შვიდი თვის ხელფასი გაიღო. მისივე თქმით, აღნიშნულ კამპანიას თურქეთის მინისტრთა კაბინეტის კიდევ რამდენიმე წევრი შეუერთდა, - ინფორმაციას ამის შესახებ hurriyet dailynews ავრცელებს.

ნათია მეზვრიშვილი

31 მარტი 2020, 15:02

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა გულისხმობს იმას, რომ ე.წ. ბირჟაზე 5 და 6 ადამიანი არ უნდა დადგეს

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საყოველთაო კარანტინის პირობებში მოქალაქეების შეკრების წესი განმარტა. „ძალიან მნიშვნელოვანი შეზღუდვაა, რომელიც ეხება სამზე მეტი პირის თავშეყრას. აქამდე 10 იყო დასაშვები ზღვარი, მაგრამ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს უფრო მეტად შეიზღუდა. აქ იგულისხმება სამზე მეტი პირის თავშეყრის აკრძალვა“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

კორონავირუსი

31 მარტი 2020, 14:50

COVID19

ნათია მეზვრიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ე.წ. კომენდანტის საათის რეჟიმში თან ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები

საღამოს 21:00-საათიდან გადავდივართ სხვა რეჟიმზე, ე.წ. კომენდანტის საათზე. მინდა, მოქალაქეებს მოვუწოდო, რომ დღეიდან აუცილებლად იქონიონ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, - ამის შესახებ ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

31 მარტი 2020, 14:49

COVID19

თურქმენეთში სიტყვა „კორონავირუსი“ აკრძალეს

უფლებადამცველების ინფორმაციით, ქვეყანაში სიტყვა „კორონავირუსის“ გამოყენება ყველა მედიასაშუალებას აეკრძალა. ის ამოიღეს აგრეთვე სპეციალური ბროშურებიდან, რომლებსაც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს, საავადყოფოებსა და სამუშაო ადგილებს ურიგებს. გარდა ამისა, შეიძლება დააპატიმრონ მოქალაქეები, რომლებიც ქუჩაში ნიღბებს ატარებენ და მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შესახებ ლაპარაკობენ.

31 მარტი 2020, 14:45

COVID19

ბელგიაში კორონავირუსით კიდევ 192 ადამიანი დაიღუპა

ბელგიაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 192 ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 705-მდე გაიზარდა. გამოვლენილია ინფიცირების 876 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 12 700-ს აღემატება.

31 მარტი 2020, 14:42

COVID19

ესპანეთში კორონავირუსით კიდევ 476 პაციენტი გარდაიცვალა

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ისევ გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-მა ქვეყანაში 476 პაციენტი იმსხვერპლა და დაღუპილთა საერთო რიცხვმა 8 189 შეადგინა. 6 461-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობაც. დღეისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 94 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 19 000-ზე მეტი პაციენტი.