imedi /  25 მაისი 2019, 00:05 / სანდო წყარო

როგორ ამოვიცნოთ, რომ ადამიანს დემენცია აქვს. 8 ნიშანი

დემენცია

დემენცია სიმპტომების ერთობლიობაა, რომელსაც ტვინის მუშაობის მოშლა იწვევს. ეს არის სინდრომი, რომლის დროსაც ადამიანი კარგავს მეხსიერებას და ყოველდღიური მოქმედების უნარს. მსოფლიოში დემენციის დიაგნოზი დაახლოებით 50 მილიონ ადამიანს აქვს. ხშირად ეს დაავადება მოხუცებში გვხდება, თუმცა ის დაბერების ნორმალური მდგომარეობა არ არის. დემენციის წარმოქმნის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ალცჰაიმერის დაავადებაა, სწორედ მასზე მოდის შემთხვევათა 60-70%.

ადამიანს შეიძლება დემენცია ჰქონდეს, თუ ამ 8 ნიშანს ავლენს.

1. მუდმივად კარგავს საჭირო ნივთებს (გასაღები, დოკუმენტები).

2. ნივთებს ყველაზე მოულოდნელ ადგილებში დებს (მაგალითად, კბილის ჯაგრისს მაცივარში).

3. მიიჩნევს, რომ დაკარგული ნივთები ვიღაცამ მოიპარა, მისი გადარწმუნება კი შეუძლებელია.

4. ერთსა და იმავე კითხვას ბევრჯერ სვამს, პასუხი კი ავიწყდება.

5. ადამიანს უჭირს დიალოგის წარმართვა, აზრების დალაგება და საჭირო სიტყვების პოვნა.

6. უჭირს ყოველდღიურ საქმეებთან გამკლავება.

7. ერევა დრო და ადგილი (შესაძლოა ნაცნობ ადგილას დაიკარგოს).

8. მისი განწყობა ხშირად იცვლება უმიზეზოდ, ასევე ეცვლება ხასიათი და ქცევა.

დემენციის ნიშნების დროს უნდა მიმართოთ ნევროლოგს ან ფსიქიატრს, იდეალურ შემთხვევაში კი გერონტოფსიქიატრს, სპეციალისტს, რომლის მიმართულებაც უფროსი ასაკის ადამიანების პრობლემებია, თუმცა ასეთი სპეციალისტები ძალიან ცოტანი არიან.

ყველა სიახლე

ჰონგ-კონგი

16 ივნისი 2019, 19:36

მსოფლიო

ჰონგ-კონგის ლიდერმა დემონსტრანტებს მოუბოდიშა

ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კერი ლამმა მასობრივი საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუბოდიშა. როგორც მის განცხადებაში წერია, ის აპირებს გულწრფელად მიიღოს ჰონგ-კონგის მცხოვრებლებისგან ჩინეთში ექსტრადიციის შესახებ კანონთან დაკავშირებული კრიტიკა.

16 ივნისი 2019, 19:22

მსოფლიო

ფრანგი თინეიჯერები სავალდებულო სამოქალაქო სამსახურში დასაქმდებიან

15-დან 16 წლამდე მოზარდები პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და სხვა უნარების განსავითარებლად საჭირო ტრენინგებისთვის თავშესაფარში გადანაწილდებიან. მოგვიანებით კი სხვა, ორკვირიან პროგრამაში მოხალისეების როლს მოირგებენ.

ელენე ლოლაძე

16 ივნისი 2019, 19:06

სპორტი

კიკბოქსინგის მსოფლიო თასის გამარჯვებული ელენე ლოლაძე გახდა

ტურნირში, რომელიც WAKO-ს ეგიდით ჩატარდა, მონაწილეობდა 42 ქვეყნიდან 2800 სპორტსმენი მონაწილეობდა. WAKO ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც აღიარებს საერთაშორისო სპორტული კომიტეტი. შეჯიბრი 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს 16 ივნისს დასრულდა.

16 ივნისი 2019, 19:01

მსოფლიო

საფრანგეთში ხანძარმა 250 ათასი ლიტრი კონიაკი გაანადგურა

საფრანგეთში, შარანტას რეგიონში გაჩენილი ხანძრის შედეგად 250 ათასი ლიტრი კონიაკი განადგურდა. BFMTV-ის ცნობით, ხანძარი 15 ივნისს გაჩნდა და მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მეორე დღის შუადღემდე ვერ შეძლეს. ადგილზე 70 მეხანძრე მუშაობდა და ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

საუდის არაბეთი

16 ივნისი 2019, 18:42

მსოფლიო

CNN: არაბი ბიჭი რომელიც 13 წლისა დააკავეს სიკვდილით დასჯას გადაურჩა

როგორც CNN-ის ინფორმაციაში წერია, ბრალდების მიხედვით ქურეირისი სულ ცოტა 10 წლის იყო როდესაც პირველი დანაშაული დაუფიქსირდა. კერძოდ, ბრალი ედებოდა აქტივისტ ძმასთან ერთად ყოფნა, რომელმაც საუდის არაბეთის დასავლეთით, ქალაქ ავამიაში პოლიციის განყოფილებას გამოძიების ცნობით მოლოტოვის კოქტეილი ესროლა.

არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორი

16 ივნისი 2019, 18:39

ტაბლოიდი

მეგან მარკლის და პრინც ჰარის შვილის ნამდვილი ფოტო გავრცელდა

SussexRoyal-ის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილის არჩის ფოტო გავრცელდა. პრინც არჩის ახალი ფოტო, რომელიც ინტერნეტში გუშინ გავრცელდა, ყალბი აღმოჩნდა. პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა პირველ შვილს სახელად არჩი დაარქვეს. სრული სახელია არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორი.

16 ივნისი 2019, 18:30

თემა

ხელების კანკალი პარკინსონის დაავადების უტყუარი ნიშანია?

პარკინსონის დაავადება ადამიანების 1%-ს აქვს, მაგრამ მასზე საჯაროდ იშვიათად საუბრობენ. ნიშნავს თუ არა აუცილებლად ხელების კანკალი პარკინსონის დაავადებას? რა სიმპტომების ახასიათებს მას? არის თუ არა შესაძლებელი ამ დაავადებისგანგანკურნება?

16 ივნისი 2019, 18:30

ტექნოლოგიები

ევროპა ახალი თაობის ავიაგამანადგურებელს 2026 წელს შექმნის

ევროპა ახალი თაობის ავიაგამანადგურებელის შექმნას 2026 წლისთვის გეგმავს. გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი თანამშრომლობისთვის პირველ ნაბიჯს 17 ივნისს „პარიზის ავიასალონის“ ღონისძიებაზე გადადგამენ. ავიასალონზე ვიზიტისას ამ ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შესაბამის ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.

ტურისტი

16 ივნისი 2019, 18:08

ტაბლოიდი

ინგლისის ერთ-ერთ კუნძულზე სამუშაოდ ეძებენ მებაღეს რომელსაც წლიურად £28 ათასს გადაუხდიან

კუნძულზე მდებარეობს შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრე და უძველესი ნავსადგური, ასევე უნიკალური მცენარეებით გაშენებული ბაღი. მებაღეს, რომელიც განაცხადების მიხედვით შეირჩევა, კუნძულზე სთავაზობენ რამდენიმე საძინებლით სახლს. დღესდღეობით კუნძულზე 30 ადამიანი ცხოვრობს, წლიურად კი 350 ათასამდე ტურისტი სტუმრობს.

ივანკა ტრამპი

16 ივნისი 2019, 18:02

ეკონომიკა

ივანკა ტრამპმა 2018 წელს $5 მილიონი გამოიმუშავა

აშშ-ის პრეზიდენტის შვილმა ივანკმა ტრამპმა 2018 წელს მამის სასტუმროში ინვესტირებით $4 მილიონი გამოიმუშავა. bloomberg-ის ცნობით, სასტუმრო ვაშინგტონში მდებარეობს. ივანკამ დაახლოებით კიდევ $1 მილიონი იშოვა ბრენდული ტანსაცმლის და სამკაულების წარმოებიდან.

ჩხუბი

16 ივნისი 2019, 17:45

ძალოვნები

ფოთში ტაეკვონდოს ფედერაციის წარმომადგენლებმა იჩხუბეს

ფედერაციის ნაწილი, პრეზიდენტს, სულხან ბაბუაძეს არასწორ მენეჯმენტში სდებს ბრალს, მიაჩნიათ, რომ ყველა პროცესი ფედერაციაში გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს და ისინი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვენ. ჩხუბზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

პილარ რუბიო
სერხიო რამოსი

16 ივნისი 2019, 17:34

ტაბლოიდი

სერხიო რამოსმა ოფიციალურად იქორწინა

მადრიდის რეალის კაპიტანმა სერხიო რამოსმა ესპანელ ტელეწამყვან პილარ რუბიოზე ოფიციალურად იქორწინა. ფოტოები Instagram-ზე გავრცელდა. წყვილი შვიდი წელია რაც ერთად ცხოვრობს და სამი შვილი ჰყავთ. თუმცა დაქორწინება ახლა გადაწყვიტეს.

16 ივნისი 2019, 17:28

მსოფლიო

ჯორჯ კლუნის სახელის თაღლითური მიზნით გამოყენების ბრალდებით ტაილანდში წყვილი დააკავეს

იტალიელი კაცი, რომელიც ჰოლივუდელი მსახიობის ჯორჯ კლუნის სახელით ბიზნესის წარმოებას ცდილობდა, ცოლთან ერთად ტაილანდში დააკავეს. პოლიციის განცხადებით, 58 წლის ფრანჩესკო გალდელი და 45 წლის ვანჯა გოფი სპეცოფერასიის შედეგად ტაილანდის კურორტ პატაიას გარეუბანში დააკავეს.

მაურისიო სარი

16 ივნისი 2019, 17:28

სპორტი

მაურისიო სარიმ „ჩელსი“ დატოვა და „იუვენტუსში“ გადასასვლელად ემზადება

სარი ტურინის "იუვენტუსთან" სამწლიანი კონტრაქტის გასაფორმებლად ემზადება. 60 წლის სარი წლის განმავლობაში ხელფასის სახით 5 მილიონ ფუნტ სტერლინგს აიღებს. "იუვენტუსში" სარი იტალიელ მასიმილიანო ალეგრის შეცვლის, რომელმაც კლუბი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.

ჩაი თუ ყავას

16 ივნისი 2019, 17:15

ტექნოლოგიები

რომელ სასმელს ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში - ჩაის თუ ყავას. კვლევა

ქართველებისთვის ჩაი ერთ-ერთი საყვარელი ცხელი სასმელია და ჩვენს ქვეყანაში მისი პოპულარობა ყავისას ნამდვილად არ ჩამოუვარდება. „აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსმა“ ქვეყნის მასშტაბით 1200 რესპონდენტის გამოკითხვით დაადგინა, რომ ადამიანების 82% კვირაში ერთხელ მაინც მიირთმევს ჩაის.

გურამ ფალავანდიშვილი

16 ივნისი 2019, 17:10

საქართველო

ფალავანდიშვილი: სახელმწიფო თუ არ იყენებს ძალას, მაშინ ხალხმა უნდა ალაგმოს უწესრიგობა

"ვერ დავუშვებთ ქალაქისა და ჩვენი შვილების წაბილწვას ბინძური პროპაგანდით. 20:00 საათზე შევიკრიბებით ვერის ბაღში, ვიმსჯელებთ და დავთქვამთ გეგმას. ჩვენთვის მთავარია, არ მოხდეს ქალაქში უწესრიგობა და სიბილწის პროპაგანდა“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი

16 ივნისი 2019, 16:54

საქართველო

ზურაბიშვილი: უმუშევრობის მაღალი დონეა, ვერ ვპოულობთ საჭირო სპეციალისტებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბორჯომში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და რეგიონის განვითარების შესაძლებლობასა და პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს პრეზიდენტმა საზღვარგარეთ რეგიონის პოპულარიზაციისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

გრენლანდია

16 ივნისი 2019, 16:44

ტექნოლოგიები

გრენლანდიაზე ერთ დღეში 2 მილიარდი ტონა ყინული გადნა

გრენლანდიამ გასულ კვირას 2 მილიარდი ტონა ყინული დაკარგა. CNN-ის ცნობით, ყინულის ეს მოცულობა მხოლოდ ერთ დღეში - 13 ივნისს გადნა. გამოცემის ცნობით, მეცნიერები ამბობენ, რომ გრენლანდიაზე ამ მოცულობის ყინულის დნობა ივნისის თვეში უჩვეულოა.

რობ მაკეირი

16 ივნისი 2019, 16:39

მსოფლიო

ბრიტანეთის ელჩი ირანის საგარეო უწყებაში მისი დაბარების შესახებ ცნობებს უარყოფს

ელჩის განცხადებით, მან თავად სთხოვა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ შეხვედრა, რაც უწყებამ დაუკმაყოფილა. ელჩი დასძენს, რომ რომც დაებარათ ის საგარეო უწყებაში, როგორც ყველა დიპლომატი დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებდა და გამოცხადდებოდა.

16 ივნისი 2019, 16:35

ძალოვნები

ტყიბულში, სოფელ ძიროვნის ტყეში ხანძარია

ტყიბულში, სოფელ ძიროვნის ტყეში ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ადგილზე მობილიზებულნი არიან ტყიბულის და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.