Imedi /  03 ივნისი 2019, 18:20 / სანდო წყარო

Huawei წყალქვეშა საკაბელო ბიზნესს თმობს

Huawei

Huawei

უცხოური მედია დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ Huawei წყალქვეშა საკაბელო ბიზნესს ყიდის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საზღვაო სისტემა, რომლის 51% Huawei-ს მფლობელობაშია, ბოჭკოვან კაბელებს აერთიანებს. ქსელი კონტინენტებს იმაზე დოზით აკავშირებს ერთმანეთს, როგორც Microsof-ი, Facebook-ი და Google-ი

Huawei-მ წყალქვეშა საკაბელო ბიზნესი 2009 წელს წამოიწყო. დღემდე ჩინურ ტექნოლოგირ გიგანტს 90 პროექტის ფარგლებში 50 ათას კილომეტრზე მეტი სიგრძის ქსელი აქვს გაყვანილი.

ბოლო პერიოდში Huawei უამრავი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. აშშ-ჩინეთის ურთიერთობების გამწვავების ფონზე 19 მაისს Google-მა Huawei-ს Android-ის ლიცენზია შეუჩერარამდენიმე ქვეყანა ეჭვობს, რომ კომპანიის ტექნიკურ აღჭურვილობას ჩინეთის მთავრობა შესაძლოა, ჯაშუშობის მიზნით იყენებდეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გამწვავებით სირთულეები უკვე შეექმნა ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტს. ტაივანში Foxconn-მა Huawei-ის ტელეფონების აწყობა შეაჩერა.

როგორ და რატომ კრძალავენ დასავლეთის ქვეყნები Huawei-ს ვრცელი სტატია ამ ბმულზე წაიკითხეთ.

ყველა სიახლე

ჯასტინ ტრიუდო მელანია ტრამპი დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2019, 10:38

ტაბლოიდი

მელანია ტრამპისა და ჯასტინ ტრიუდოს ფოტოს ინტერნეტში სახალისო კომენტარები მოჰყვა

ფრანგული ტელეარხის BFMTV-ის ინფორმაციით, „დიდი შვიდეულის“ სამიტის მონაწილეებმა მეუღლეებთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპისა და კანადის პრემიერმინისტრის ჯასტინ ტრიუდოს გადაღებულ ფოტოს ინტერნეტში სახალისო კომენტარები მოჰყვა.

მალიორკა ავიაკატასტროფა

26 აგვისტო 2019, 10:23

მსოფლიო

ესპანეთში ავიაკატასტროფის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში, კუნძულ მალიორკაზე ვერტმფრენის და მსუბუქი თვითმფრინავის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. 2 მათგანი მცირეწლოვანია. ამის შესახებ BBC წერს. ოფიციალური წყაროების ცნობით შემთხვევა 25 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 13:30 საათზე მოხდა. შეჯახების მიზეზი უცნობია.

დოტა

26 აგვისტო 2019, 10:17

ტექნოლოგიები

ვიდეოთამაშ Dota 2-ის ჩემპიონებმა უიმბლდონის ტოპმოთამაშეებზე მეტი ფული მოიგეს

ფინალში OG-მ გუნდი Team Liquid-ი 3:1 დაამარცხა. ტურნირის პირველი ადგილის მოპოვებისთვის, OG 15 მილიონ დოლარზე მიიღებს და როგორც გამოცემა წერს ეს თანხა გაცილებით მეტია, ვიდრე უიმბლდონის ტოპმოთამაშეების მიერ მოგებული თანხა. OG ჩემპიონატ The International 2019-ის პირველი ორგზის გამარჯვებული გუნდია.

პუმა

26 აგვისტო 2019, 10:04

ტაბლოიდი

აშშ-ში კაცმა პუმას თავისი შვილი ხახიდან გამოსტაცა

8 წლის ბიჭი მეზობლად მცხოვრებ მეგობართან მიდიოდა, როდესაც მას პუმა დაესხა თავს, წააქცია და თავში წვდა. ბიჭის ძმამ მამას დაუძახა, მან კი ცხოველის განდევნა შეძლო. ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.

რუსული რუბლი

26 აგვისტო 2019, 09:43

ეკონომიკა

დღეიდან ანტირუსული სანქციების მორიგი პაკეტი ამოქმედდა

აშშ-ის მიერ რუსეთისთვის ე.წ. სკრიპალების საქმის გამო დაწესებული სანქციების მეორე პაკეტი დღეიდან ამოქმედდა. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის ფედერალური მთავრობის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. ახალი სანქციების თანახმად, აშშ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მოსკოვისთვის კრედიტების გაცემაზე უარის თქმას ითხოვს.

26 აგვისტო 2019, 09:39

საქართველო

დღეიდან „ფორსაჟის“ გადაღებების გამო რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ინფორმაციით, 26 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით ჰოლივუდის ფილმის - Fast and Furious 9-ის ერთ-ერთი ეპიზოდის დაგეგმილი გადაღებების გამო, რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ანსუ ფატი

26 აგვისტო 2019, 09:30

სპორტი

„ბარსელონაში“ 16 წლის ანსუ ფატის დებიუტი შედგა

კატალონიური „ბარსელონას“ შემადგენლობაში 16 წლის გვინეა-ბისაუელი ფორვარდის ანსუ ფატის დებიუტი შედგა. ახალგაზრდა ფეხბურთელი „კამპ ნოუზე“ „ბეტისის“ წინააღმდეგ ესპანეთის „ლა ლიგის“ მატჩში 78-ე წუთზე ჩაერთო. მატჩის განაცხადში 16 წლის ანსუ ფატის მოხვედრა „ბარსელონას“ ლიდერების - ლიონელ მესის, ლუის სუარესისა და უსმან დემბელეს ტრავმებით იყო გამოწვეული.

წყალდიდობა სუდანში

26 აგვისტო 2019, 09:01

მსოფლიო

სუდანში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად 62 ადამიანი დაიღუპა

სუდანში გადაუღებელი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად 62 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. ივლისში დაწყებული ძლიერი წვიმების შედეგად ქვეყნის 15 შტატში 200 ათასზე მეტი ადამიანი დაზარალდა.

კოსოვო

26 აგვისტო 2019, 08:51

მსოფლიო

კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება კიდევ ერთმა ქვეყანამ გააუქმა

​​​​​​​კოსოვომ 2008 წელს, ცალმხრივი წესით გამოაცხადა სერბეთისგან დამოუკიდებლობა. კოსოვოს სუვერენიტეტს არ აღიარებს სერბეთი, თუმცა როგორც სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, ეს საკითხი თეორიულად შესაძლებელია რეფერენდუმის გზით გადაწყდეს.

სოხუმი

26 აგვისტო 2019, 08:30

საქართველო

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური ჩატარდება

საერთო ჯამში ხაულ ხაჯიმბასთან ერთად „პრეზიდენტის“ პოსტისთვის 9 კანდიდატი იბრძვის. ხმის მიცემა 150 საარჩევნო უბანზე იყო შესაძლებელი. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, „არჩევნებს“ 79 ჟურნალისტი და 60 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება.

„დიდი შვიდეულის“ სამიტი

26 აგვისტო 2019, 08:14

მსოფლიო

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ამაზონთან დაკავშირებით შეთანხმებას უახლოვდებიან

„დიდი შვიდეულის“ სამიტის მონაწილეები ამაზონს ტყეების ხანძართან დაკავშირებით საერთო შეთანხმების მიღწევას უახლოვდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, შეთანხმება ტექნიკური და ფინანსური დახმარების შესახებ თითქმის მიღწეულია.

დევიდ ბექჰემი

26 აგვისტო 2019, 00:50

ტაბლოიდი

ბექჰემი ოჯახთან ერთად საფრანგეთში ისვენებს

ბრიტანელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი ოჯახთან ერთად საფრანგეთში იმყოფება. სპორტსმენი მეუღლესთან და შვილთან ერთად დასვენების დღეს იახტაზე ატარებს. მედიის მიერ გავრცელებულ ფოტოზე მომღერალი ელტონ ჯონიც ჩანს. ფეხბურთელი საფრანგეთში გასულ წელსაც ჩავიდა.

ჰითროუს აეროპორტი

26 აგვისტო 2019, 00:18

ტექნოლოგიები

დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში ბარგის შემოწმებასთან დაკავშირებით ახალი ტექნოლოგია დაინერგება

პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, ახალი ტექნოლოგია უსაფრთხოების შემოწმების პროცესს დააჩქარებს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს აეროპორტში რიგის შემცირებას და შესაძლოა, სითხეებსა და ლეპტოპზე დაწესებული შეზღუდვებიც მოიხსნას.

სუდანი

25 აგვისტო 2019, 23:30

მსოფლიო

სუდანის სუვერენულმა საბჭომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

სუდანის სუვერენულმა საბჭომ ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილება შეტაკებას მოჰყვა, რომელსაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციის განცხადებით, ბენი ამერის და ნუბას ტომების შეტაკებები ისევ განახლდა, თვითმხილველებს კი ამის დასტურად მომხდარი აფეთქებები მოჰყავთ.

პრინცი ჰარი

25 აგვისტო 2019, 22:37

ტაბლოიდი

მედია: პრინცი ჰარი ყოფილი შეყვარებულის ქორწილს დაესწრება

პრინცი ჰარი ყოფილი შეყვარებულის კრესიდა ბონასის ქორწილს დაესწრება. ამის შესახებ ამერიკული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ჰარი და კრესიდა კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ. წყარო ასევე ამბობს, რომ სავარაუდოდ, ქორწილს მეგან მარკლიც დაესწრება.

25 აგვისტო 2019, 22:26

საქართველო

ყაზბეგში თოვლი მოვიდა. ვიდეო

ყაზბეგში თოვლი მოვიდა. ამის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში ნიკა გომიაშვილი ავრცელებს. ვიდეო 25 აგვისტოსაა გადაღებული. „25.08.2019 აგვისტოში ზამთარი მოვიდა“, - წერს ფეისბუკმომხმარებელი.

25 აგვისტო 2019, 22:17

მსოფლიო

მერილენდში დაბადების დღის წვეულებაზე მოზარდებს ცეცხლი გაუხსნეს

დაშავებულები 18-დან 20 წლამდე ახალგარზდები არიან. ზოგიერთის მდგომარეობა კრიტიკულად ითვლება, თუმცა პოლიციის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტთან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა პოლიცია არ გამორიცხავს, რომ გასროლას შესაძლოა, ჩხუბი უძღოდა წინ.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

25 აგვისტო 2019, 21:52

მსოფლიო

„დიდი შვიდეულის“ სამიტზე მოულოდნელად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა

მისმა გამოჩენამ დიპლომატიურ წრეებში დაბნეულობა გამოიწვია. თეთრი სახლის წარმომადგენელმა თქვა, რომ დონალდ ტრამპი ამის შესახებ არ იყო ინფორმირებული. როგორც ცნობილია, ტრამპის ადმინისტრაციამ ირანელ დიპლომატს გასულ თვეს სანქციები დაუწესა.

სოფელ ქვემო ხოდაშენის ამბულატორია

25 აგვისტო 2019, 21:13

საქართველო

სოფელ ქვემო ხოდაშენის ამბულატორიაში გაუსაძლისი პირობებია. ვიდეო

როგორც ექიმები აცხადებენ, ავარიულ შენობაში წლებია მუშაობენ. დაზიანებული საძირკვლის გამო შენობის შიგნით და გარეთ კედლებიდან ბათქაში ყოველდღე ცვივა. წვიმის დროს კი ოთახებში წყალი ჩადის, ხოლო ფანჯრებზე მინის ნაცვლად პოლიეთილენის პარკებია დამაგრებული.

ზელიმხან ხანგოშვილი

25 აგვისტო 2019, 21:07

საქართველო

ზელიმხან ხანგოშვილს საქართველოში გამოძიების დასრულების შემდეგ ჩამოასვენებენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციის დეტალებს გერმანელ სამართალდამცავებთან გერმანიაში საქართველოს საკონსულო არკვევს. გერმანიაში პანკისის ხეობის მკვიდრის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.