Imedi /  03 ივნისი 2019, 20:43 / სანდო წყარო

უსახლკაროსადმი უპატივცემულობის გამო ესპანელ ვლოგერს პატიმრობა ელის

YouTube

YouTube

უპატივცემულო საქციელის გამო ესპანელ ვლოგერს 15-თვიანი პატიმრობა ელის. მიზეზი უსახლკაროს მოტყუებაა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, იუთუბერმა უსახლკარო კაცს ორცხობილა შესთავაზა, რომლის შიგთავსიც კბილის პასტა იყო. 

The New York Times-ი ბარსელონას სასამართლოზე დაყრდნობით წერს, რომ კენჰუა რენმა „მორალური პრინციპი“ დაარღვია.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ YouTube-არხი ReSet-ი უნდა დაიხუროს და 2024 წლამდე გვერდზე ვიდეოები არ აიტვირთოს. 

ესპანელ ვლოგერს უსახლკარო კაცისთვის კომპენსაციის სახით €20,000 გადახდაც მოუწევს.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

04 აპრილი 2020, 14:23

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ყველაფერი, რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა, ჩემი პირადი პასუხისმგებლობაა

„ყველაფერი, რაც იმ ღამეს მოხდა, არის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა და ჩვენ ყველამ ერთად მაშინ გადავარჩინეთ ქვეყანა, სახელმწიფო ინსტიტუტი თავდასხმისგან, ქალაქიც და ჩვენი ქვეყნის მომავალიც დიდი არეულობისგან“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარია

04 აპრილი 2020, 14:03

COVID19

პრემიერი: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო COVID19-ის წინააღმდეგ მებრძოლი მედიცინის შეკრული რესპუბლიკური ცენტრი იქნება

„აქ უკვე არის ინფექციური, რომელიც თავის ფუნქციას ასრულებს. ქობულეთში არის კიდევ ერთი კლინიკა. რესპუბლიკური საავადმყოფო ფუნქციონირებას დაიწყებს ოთხ დღეში, მაგრამ სრულ სიმძლავრეზე გავა 1 კვირის-10 დღის განმავლობაშ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისთვის და ზოგადად, დასავლეთ საქართველოსთვის, რამეთუ, ეს იქნება ამ ეტაპზე სრულად სპეციალიზირებული COVID-19-ის წინააღმდეგ მებრძოლი შეკრული რესპუბლიკური ცენტრი მედიცინის, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აჭარაში და საქართველოში მაქსიმალურად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას და ქვეყანამ მინიმალური დანაკარგებით გაიაროს ეს მძიმე ბრძოლა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

04 აპრილი 2020, 14:02

COVID19

გიორგი გახარია: დღეს ქვეყანაში არსებობს საჭირო მარაგები და ეს მარაგები მუდმივად ივსება

დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში აუცილებელი საჭირო მარაგები არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამედიცინო აღჭურვილობის მარაგების შესახებ კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

04 აპრილი 2020, 13:56

COVID19

კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის და საკრებულოების თანამშრომლები ხელფასის მესამედს StopCov ფონდში გადარიცხავენ

მისი განმარტებით, რეგიონში ყველა საჯარო მოხელე მზად არის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს და ვირუსის გამო დაზარალებულ ადამიანებს ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს.

გიორგი გახარია ბათუმის პორტი

04 აპრილი 2020, 13:56

COVID19

პრემიერი ბათუმის პორტში დახვდა გემებს, რომლებითაც ქვეყანაში 63 000 კგ საკვები პროდუქტი და მედიკამენტები შემოვიდა

ბათუმის პორტში შემოდის ორი კონტეინერმზიდი გემი შემოვიდა, რომელთაგან ერთი 40 000კგ საკვებ პროდუქტით ხოლო მეორე, რომელიც 23 000 კგ საკვებითა და მედიკამენტებით არის დატვირთული. გემებს ბათუმის პორტში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დახვდა.

გიორგი გახარია

04 აპრილი 2020, 13:51

COVID19

პრემიერი ოზურგეთის მერიის მაღალჩინოსნებზე პრემიების შესაძლო გაცემაზე: ეს თუ დადასტურდა, კატეგორიულად მიუღებელია

მესმის, რომ ეს ხალხი დღეს წინა ხაზზე იმყოფება და კორონავირუსს ებრძვის, მაგრამ ეს მათი ვალდებულებაა. ისინი საჯარო მოხელეები არიან და ხალხს უნდა ემსახურონ, და არა პრემიები აიღონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოზურგეთის მერიის მაღალჩინოსნების მიერ პრემიების შესაძლო აღების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

04 აპრილი 2020, 13:48

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: სამედიცინო აღჭურვილობის მარაგი ყოველდღიურად ივსება

„ჩვენ ამ ეტაპისთვის გვაქვს 2 კვირის მარაგი, მაგრამ მუდმივ რეჟიმში სახელმწიფო მუშაობს მარაგების შევსებაზე და აქედან გამომდინარე, ის პრიორიტეტი, რომ ექიმები უნდა იყვნენ სრულიად დაცულები, ჩვენ ამას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. ყოველკვირეულად და ყოველდღიურად გვაქვს ახალი ხელშეკრულებები, ახალი კონტრაქტები და, შესაბამისად, მარაგებიც ყოველდღიურად ივსება“, - განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძე

04 აპრილი 2020, 13:43

COVID19

ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის ოჯახს მიუსამძიმრა

„მინდა მივუსამძიმრო ოჯახს. ნამდვილად სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა დღეს. ეს გახლდათ ქალბატონი, რომელსაც აღენიშნებოდა მრავლობითი ქრონიკული დაავადებები და კოვიდ-ინფექციის ფონზე მას განუვითარდა ორმხრივი პნევმონია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ექიმების მცდელობა, რა თქმა უნდა, აღმოჩნდა წარუმატებელი, რაც ძალიან სამწუხაროა და ჩვენ ყველანი ამას განვიცდით“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

04 აპრილი 2020, 13:42

თემა

კარანტინი დივანზე - როგორ გავატაროთ დრო მხიარულად

როგორ დავრჩეთ შინ და გავატაროთ კარანტინი პოზიტიური განწყობით ისე, რომ დრო სასიკეთოდ გამოვიყენოთ? იზოლაციაში ყოფნამ ყველას ცხოვრების წესი შეცვალა. იძულებული გავხდით დისტანციურ ცხოვრებას მოვერგოთ, ვისწავლოთ, ვიურთიერთოთ და ვიმუშაოთ სოციალური დისტანციით - ინტერნეტის საშუალებით. მეგობრებთან ერთად კაფე-ბარებში სიარულის, საყვარელ ადამიანთან ერთად კონცერტზე წასვლის, ან უბრალოდ, სავაჭრო ცენტრში საყიდლებზე სიარულს ეს ერთი შეხედვით უბრალო სიამოვნება დღეს ხელმისაწვდომი აღარაა. ამიტომ გვინდა გაგიზიაროთ რამდენიმე რჩევა, თუ როგორ დავძლიოთ მოწყენილობა, როგორ გავიხალისოთ დღეები და როგორ ჩავერთოთ ჩვეულებრივ ცხოვრებაში სახლიდან გაუსვლელად:

გიორგი გახარია

04 აპრილი 2020, 13:38

COVID19

გიორგი გახარია: რელიგიურ დღესასწაულს თვალყურს სახლიდან ვადევნებ

მე, როგორც ერთი ქრისტიანი, რელიგიურ დღესასწაულს თვალყურს ვადევნებ სახლიდან. ეს არის ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორც ერთი მოქალაქის, ასევე მთავრობის ხელმძღვანელის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარია

04 აპრილი 2020, 13:30

COVID19

გიორგი გახარია: ყველას უნდა ესმოდეს, რომ არანაირი კომპრომისი ადამიანის სიცოცხლეებთან დაკავშირებით არ იქნება

„ეს არის ტრაგიკული შემთხვევა და სწორედ მსგავსი შემთხვევების მინიმიზაციისთვის ჩვენ ვდგამთ მკაცრ ნაბიჯებს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევებმა ჩვენ უნდა დაგვანახოს და დაგვარწმუნოს, რომ ამ ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს და სიმკაცრე ნაბიჯების არ არის ვიღაცის სურვილი. ეს არის ის ტრაგიკული აუცილებლობა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ პირველ რიგში პასუხისმგებლები ვართ ჩვენ მშობლების, მოხუცებულების წინაშე“, - განაცხადა პრემიერმა.

საპარტნიორო ფონდი

04 აპრილი 2020, 13:29

COVID19

„საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლები 3 თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს StopCoV ფონდში გადარიცხავენ

„საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლები საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციატივას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ უერთდებიან მოქალაქეებისადმი სოლიდარობის აქციას და სამი თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.

ამირან გამყრელიძე

04 აპრილი 2020, 13:21

COVID19

ამირან გამყრელიძემ კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის ინფიცირების ისტორიაზე ისაუბრა

ეს პაციენტი ეკუთვნის კლასტერს, რომელსაც შიდა კლასიფიკაციაში ქვემო ბოლნისის სოფელ კაპანახჩის კლასტერს ვეძახით, სადაც 5 შემთხვევაა დადასტურებული, - ამის შესახებ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

04 აპრილი 2020, 13:17

COVID19

ამირან გამყრელიძემ კორონავირუსით გარდაცვლილების დაკრძალვის წესები კიდევ ერთხელ განმარტა

„სასურველია და აუცილებელია, რომ გარდაცვლილი კორონავირუსული ინფექციით ან შესაძლო შემთხვევით, დაიკრძალოს 72 საათამდე და არ იყოს ამ დროს ტრადიციული დიდი მისამძიმრებები, პანაშვიდებს რასაც ჩვენ ვეძახით და ამავე დროს არ არის სასურველი შესაბამისი სარიტუალო სუფრები და ა,შ.“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კორონავირუსი

04 აპრილი 2020, 13:04

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 157 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 28 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

გიორგი გახარია

04 აპრილი 2020, 13:03

COVID19

გიორგი გახარია: ევროპიდან თბილისში რეისის ორგანიზება ძალიან მარტივია, მაგრამ ამის თავიც კი არ აქვთ

ევროპიდან თბილისში რეისის ორგანიზება ძალიან მარტივია, მაგრამ ამის თავიც კი არ აქვთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრობის“ ინიციატივის შეფასებისას, რომელიც უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას გულისხმობს.

გიორგი ხოჯევანიშვილი

04 აპრილი 2020, 12:59

COVID19

შიდა ქართლის გუბერნატორი 3 თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს StopCov ფონდში გადარიცხავს

შიდა ქართლის გუბერნატორი 3 თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს სოლიდარობის ფონდს გადაურიცხავს. გიორგი ხოჯევანიშვილმა ამის შესახებ მედიას ტრადიციულ შეხვედრაზე აცნობა და განაცხადა, რომ ის სრულად უჭერს მხარს ახალ ინიციატივას.

გიორგი გახარია პირბადეები

04 აპრილი 2020, 12:55

COVID19

გიორგი გახარია ბათუმში პირბადეების დამზადების პროცესს გაეცნო

საქართველოში წარმოებული პირბადეები უპირველეს ყოვლისა უფასოდ დაურიგდათ 70 წელს გადაცილებული ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს, შემდეგ - ჯანდაცვის სექტორს, საპატრულო პოლიციას, მებაჟეებსა და სასურსათო ქსელებში დასაქმებულებს. მომდევნო ეტაპზე კი ფარმაცევტული ქსელების სრულად მომარაგება იგეგმება.

კორონავირუსი

04 აპრილი 2020, 12:32

COVID19

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნაისტებს განუცხადა.

ქუთაისი აგრარული ბაზარი

04 აპრილი 2020, 12:29

COVID19

იმერეთში ყველა აგრარული ბაზარი დაიხურა

იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ბაზრის ტერიტორიაზე მხოლოდ მაღაზიები იმუშავებენ. ზვიად შალამბერიძემ იმ დარღვევებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელიც იმერეთში დაფიქსირდა.