Imedi /  24 ივნისი 2019, 17:37 / სანდო წყარო

მკვლევრები: აშშ-ში საპრეზიდენტო შეტყობინების ბოროტად გამოყენების დიდი რისკია

განგაშის შეტყობინება

განგაშის შეტყობინება

ამერიკის შეერთებული შტატების მოკლეტექსტური შეტყობინებების სისტემის გატეხვა, რომელიც მოსალოდნელ საგანგებო სიტუაციებში გზავნილს ავრცელებს სმარტფონებზე, ადვილია. ინფორმაციას მკვლევრები ავრცელებენ. ამის შესახებ BBC წერს.

კოლორადოს უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა აჩვენეს, როგორც ტყდება სისტემა და როგორ იგზავნება ყალბი შეტყობინებები

ერთ-ერთი ცდისას ფეხბურთის სტადიონზე მყოფ 50 ათას ადამიანს გაეგზავნა საპრეზიდენტო შეტყობინების სახელით ცნობილი მოკლეტექსტური შეტყობინება, რომელიც განგაშისას გამოიყენება.

როგორც მკვლევრები აცხადებენ, სისტემის ბოროტად გამოყენებამ შესაძლოა ფართომასშტაბიანი პანიკა დათესოს საზოგადოებაში.

ყველა სიახლე

სოფიო ბერუაშვილი

30 მარტი 2020, 16:27

COVID19

ექიმი: საფრანგეთში 16 წლის გოგო გარდაიცვალა, რომელიც არანაირ რისკჯგუფში არ იყო, 24 საათში დამძიმდა მდგომარეობა და გარდაიცვალა

„ყველასთვის ცნობილია, რომ რაც უფრო ასაკოვანია პაციენტი, მით უფრო მეტი დაავადება აქვს და მეტად არის რისკჯგუფში, თუმცა ჩვენს ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტების 50%-ია 70 წელს გადაცილებული ადამიანები, მაგრამ ის 50% არ უნდა დავივიწყოთ, ვინც 70 წელს ქვემოთ არის. დაახლოებით 20% 40-დან 50 წლამდე პაციენტი გვყავს კორონავირუსით ინფიცირებული. ასევე, როგორც ცნობილია, ბოლო დღეებში 16 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელიც არანაირი რისკჯგუფის მატარებელი არ იყო და არანაირი დაავადება არ ჰქონდა. 24 საათში დამძიმდა მდგომარეობა და სამწუხაროდ, ლეტალური შედეგით დასრულდა“, - განაცხადა სოფიო ბერუაშვილმა.

პრინცი ჩარლზი

30 მარტი 2020, 16:25

COVID19

პრინცი ჩარლზი თვითიზოლაციაში აღარ იმყოფება

კორონავირუსით ინფიცირებული პრინცი ჩარლზი თვითიზოლაციაში აღარ იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მისი პრესსპიკერის განცხადებით, პრინცმა ექიმთან კონსულტაცია გაიარა, რის შემდეგად გადაწყდა, რომ ის თვითიზოლაციაში აღარ იქნება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

30 მარტი 2020, 16:21

COVID19

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მრჩეველები კარანტინის რეჟიმზე გადავლენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მრჩეველები კარანტინის რეჟიმზე გადავლენ. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განაცხადეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ თვითიზოლაციის რეჟიმი მანამ იმოქმედებს, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მოკვლევა არ დასრულდება.

ტოკიო 2020

30 მარტი 2020, 16:12

სპორტი

ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა თამაშების გახსნის თარიღი დაასახელა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია 2021 წლის 23 ივლისს გაიმართება. Associated Press-ის ცნობით, ამის შესახებ ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, იოსირო მორიმ განაცხადა. ტოკიოს პარალიმპიური თამაშები 2021 წლის 24 აგვისტოს დაიწყება.

30 მარტი 2020, 16:09

საზოგადოება

უახლოეს დღეებში საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი

30 მარტიდან 31 მარტის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. 1-ელ აპრილს დღისით ზოგან გაწვიმდება, ხოლო 2 აპრილს საქართველოში ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ალექსანდრე მოწერელია

30 მარტი 2020, 16:06

COVID19

ალექსანდრე მოწერელია: ერთ ქალბატონს ქართულ მხარეს მკურნალობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ აფხაზურმა მხარემ არ გადმოუშვა

რუსეთის მოქალაქეობის გამო, საბერიოდან გადმოყვანილი 50 წლის ქალთან ერთად მყოფი კიდევ ერთი ქალი აფხაზურმა მხარემ სამკურნალოდ ადმინისტრაციულ საზღვარზე არ გადმოუშვა და უკან გააბრუნა, - ამის შესახებ დღეს „რუსთავი 2“-ში ჩართვისას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა. მოწერელიამ იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ არ მოხდა გალიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ კიდევ ერთი ქალის გადმოყვანა.

გიორგი ვოლსკი

30 მარტი 2020, 15:57

COVID19

გიორგი ვოლსკი: საგანგებო მდგომარეობის გამკაცრება დამოკიდებულია იმ პერსპექტივის ანალიზზე, რომელიც მაღალ პროფესიონალურ დონეზე კეთდება

გიორგი ვოლსკის თქმით, არ არის გამორიცხული არც კარანტინის გამოცხადება და არც სხვა ზომების გატარება. „თუკი მოხდა საგანგებო მდგომარეობის გამკაცრება ან საკარანტინო რეჟიმის გამოცხადება ეს იქნება დამყარებული არა რომელიმე პოლიტიკოსის გადაწყვეტილებზე, ან პოპულისტურ ქმედებებზე, რაც ჩვენს ოპონენტებს ბოლო პერიოდში დასჩემდათ, არამედ ჩამოყალიბებულ, მეცნიერულად გაანალიზებული ვითარების საფუძველზე“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო

30 მარტი 2020, 15:56

COVID19

ზუგდიდის საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით ახალგაზრდა ქალი მოათავსეს

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულია ახალგაზრდა ქალი, რომელსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები - ცხელება და ხველა აღენიშნება. პაციენტის განცხადებით, ის ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს და კონტაქტი ჰქონდა უცხოელებთან.

ევროკომისია

30 მარტი 2020, 15:52

COVID19

კორონავირუსთან გლობალური ბრძოლის ფარგლებში ევროკომისია „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს 140 მილიონ ევროს გამოუყოფს

კორონავირუსთან გლობალური ბრძოლის ფარგლებში ევროკომისია „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას, უკრაინასა და ბელარუსს გადაუდებელი საჭიროებებისთვის 140 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ლევან გოფოძე

30 მარტი 2020, 15:41

COVID19

ლევან გოფოძე: ტესტები, რომლებიც ლუგარის ლაბორატორიაში კეთდება, არის ოქროს სტანდარტი

ჩვენი კლინიკისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომ სწრაფი ტესტები გვქონდეს, რადგან ჩვენი კლინიკა მუშაობს იმ პაციენტებზე, რომელთაც აღენიშნებათ კარგად გამოხატული კლინიკური ნიშნები და ჰგავს მეტ-ნაკლებად კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის სიმპტომებს, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სწორედ იმიტომ, რომ მათ კლინიკაში იმყოფებიან პაციენტები, რომელთაც არ აქვთ დადასტურებული კორონავირუსი, თუმცა სიმპტომები, რომელიც აღენიშნებათ, ძალიან ჰგავს კორონავირუსს, აუცილებელია ტესტის პასუხი სანდო იყოს.

პირბადეები

30 მარტი 2020, 15:40

COVID19

ავსტრიაში სუპერმარკეტების მომხმარებლებს პირბადეებს დაურიგებენ

ავსტრიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სუპერმარკეტების მომხმარებლებს პირბადეებს დაურიგებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Vienna.at ავრცელებს. ავსტრიის კანცლერის, სებასტიან კურცის განცხადებით, პირბადეები არა ინფექციისგან თავის დასაცავად, არამედ გარშემომყოფთა უსაფრთხოებისთვისაა საჭირო.

30 მარტი 2020, 15:34

COVID19

ნიუ-იორკის ცენტრალ-პარკში საველე ჰოსპიტალი მოეწყო

ნიუ-იორკის ცენტრალ-პარკში კორონავირუსით დაინფიცირებულებისთვის საველე ჰოსპიტალი მოეწყო. ქალაქის გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემას სამხედრო-საზღვაო ძალების სამედიცინო განყოფილება დაეხმარება. პარკში პაციენტებისთვის 68 საწოლი მოეწყო და სავალე ჰოსპიტალი მუშაობას სავარაუდოდ, ხვალიდან შეუდგება.

შოთა რეხვიაშვილი

30 მარტი 2020, 15:23

COVID19

შოთა რეხვიაშვილი: ფულადი შემწეობის თაობაზე დეზინფორმაცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა

გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ პირველადი აუცილებლობის პროდუქტთან ერთად ყველა მოსახლისთვის რიგდებოდა ფულადი შემწეობის სახით 50 ლარი, ეს არის დეზინფორმაცია, - ამის შესახებ ქვემო ქართლის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ლევან გოფოძე

30 მარტი 2020, 15:20

COVID19

ლევან გოფოძე: რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ პარამეტრები ყოველდღიურად უმჯობესდება

ჩვენთან საავადმყოფოში 39 პაციენტია, ახლა შემოვიდა მეორმოცე, მათგან არცერთი დადასტურებული კოვიდინფიცირებული პაციენტი არ გვყავს, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი პაციენტის მდგომარეოება ყოველდღიურად უმჯობესდება.

მიხეილ ჩხენკელი

30 მარტი 2020, 15:12

COVID19

მიხეილ ჩხენკელმა „ტელესკოლის“ მოსწავლეებს მიმართა

ძვირფასო მოსწავლეებო, ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო! როგორც იცით, კორონავირუსის გამოწვევის დასაძლევად დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში. თუმცა ამ გამოწვევამ არ უნდა შეაჩეროს განათლების მიღების პროცესი. ამიტომ ჩვენ საქართველოს პირველ არხთან ერთად გთავაზობთ საინტერესო პროექტს, რომელსაც „ტელესკოლა“ ჰქვია. პროექტის ფარგლებში თქვენ ნახავთ ძალიან საინტერესო გაკვეთილებს ყველა საგანში, რომლებსაც ძალიან გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ.

ალექსანდრე მოწერელია

30 მარტი 2020, 15:08

COVID19

ალექსანდრე მოწერელია: სამეგრელოს რეგიონში ძირითად ქსელურ მარკეტებში ფასების ზრდა არ ფიქსირდება

ძირითად ქსელურ მარკეტებში სამეგრელოს რეგიონში სურსათზე ფასების ზრდა არ ფიქსირდება. არის გარკვეული შემთხვევები ადგილობრივ სასურსათო მაღაზიებსა და ბაზარში, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, სურსათზე ფასები კონტროლდება როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ასევე ფინანსური პოლიციის მეშვეობით. „ამის შესახებ არის გარკვეული მონაცემები, ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ ანალიზს, რომ პროდუქტებზე ხელოვნურად ფასების მატება არ მოხდეს“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

თურქეთში საქართველოს საელჩო

30 მარტი 2020, 15:04

COVID19

თურქეთის 14 ქალაქში კარანტინის გამოცხადების გამო საქართველოს საელჩო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის შემდეგ 14 ქალაქში გამოცხადდა კარანტინი: რიზე, ვანი, იოზგათი, მალათია, თუნჯელი, ართვინი, გუმუშჰანე, ქუთაჰია, ჩანქირი, სივასი, გირესუნი, ჩანაქქალე, ჩორუმი და დუზჯე“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

30 მარტი 2020, 15:04

COVID19

მელბურნში კორონავირუსის სამკურნალოდ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა დაიწყეს

მსოფლიო ჯანდაცვის ორაგნიზაციის ინფორმაციით, ვაქცინამ, რომელიც ასევე „ბეცეჟეს“ სახელითაა ცნობილი, შესაძლოა ინფიცირებულებში დაავადება შეასუსტოს. მელბურნის ბავშვთა კვლევის ინსიტუტის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიგელ ქურტისი მსოფლიოს კვლევით ორგანიზაციებს მოუწოდებს, კვლევაში აქტიურად ჩაერთონ.

ალექსანდრე მოწერელია

30 მარტი 2020, 15:04

COVID19

გუბერნატორი: ყველას ვთხოვ, დაიცვან დადგენილი წესები და ნუ აიძულებენ სახელმწიფოს რადიკალურ ზომებზე წავიდეს

„კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვთხოვო, რომ დღეს დაჯარიმება ნამდვილად არ არის თვითმიზანი და სახელმწიფოს ის ღონისძიება, რომელიც ასეთი გაჭირვების ჟამს უნდა ტარდებოდეს, თუმცა ჩვენ ვერავის მივცემთ იმის უფლებას, რომ სავალდებულოდ შესასრულებელი მოთხოვნები, რაც დაწესებულია საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ვინმეს უპასუხისმგებლო მოქმედების შედეგად დაირღვეს და საფრთხე შეუქმნას როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვასაც. ყველას ვთხოვ, დაიცვან დადგენილი წესები და ნუ აიძულებენ სახელმწიფოს რადიკალურ ზომებზე წავიდეს“, - განაცხადა გუბერნატორმა.

სახის ამოცნობის ტექნოლოგია

30 მარტი 2020, 14:53

ტექნოლოგიები

Microsoft-მა სახის ამოცნობის ტექნოლოგიაზე მომუშავე სტარტაპების დაფინანსება შეწყვიტა

Microsoft-მა სახის ამოცნობის ტექნოლოგიაზე მომუშავე სტარტაპებში ყველა მინორიტარული ინვესტიცია შეწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა TechCrunch-ი ავრცელებს. ასეთი გადაწყვეტილება ისრაელური კომპანია AnyVision-ის გარშემო განვითარებული სკანდალითაა გამოწვეული.