imedi /  28 ივნისი 2019, 13:06 / სანდო წყარო

შეიქმნა აპლიკაცია, რომელსაც ნებისმიერი ქალის გაშიშვლება შეუძლია. ფოტოები

შეიქმნა აპლიკაცია, რომელსაც ფოტოზე ნებისმიერი ქალის "გაშიშვლება" შეუძლია. ეს არის DeepNude, რომელიც უცნობმა პროგრამისტმა შეიმუშავა. ამის შესახებ Vice წერს.

აპლიკაციის ღირებულება, სულ რაღაც, 50 დოლარია. ამჟამად პროგრამისტები იმ აპლიკაციის შექმნაზე მუშაობენ, რომელთა საშუალებითაც კაცების გახდაც იქნება შესაძლებელი.

უფლებადამცველები აპლიკაციის წინააღმდეგ გამოდიან.

ყველა სიახლე

ხანძარი წეროვანთან

24 აგვისტო 2019, 14:23

ძალოვნები

წეროვანის დასახლებასთან საძოვრები იწვის

ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ხარნძრის კერაა. ახლახანს ცეცხლი წეროვანში დასახლების მიმდებარე საძოვრებს გაუჩნდა. მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტი არ არის. ტერიტორიზე ძლიერი დაკვამლინებაა. ადგილზე სამი სამაშველო-სახანძრო ჯგუფი მუშაობს. ხანძრის მიზეზი არ არის დადგენილი. არც ის არის ცნობილი თუ რა ფართობზე გავრცელდა ცეცხლი.

ზელიმხან ხანგოშვილი

24 აგვისტო 2019, 14:21

საქართველო

მამუკა არეშიძე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ორ შესაძლო მოტივზე საუბრობს

მას მიაჩნია, რომ საქმე ანგარიშსწორებას უკავშირდება, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ხანგოშვილი რამზან კადიროვის სპეცსამსახურების მსხვერპლი გამხდარიყო. „ან ხანგოშვილს სამაგიერო გადაუხადეს, ან მისი და კადიროვის სპეცსამსახურების გზები გადაიკვეთა. მე უფრო პირველი ვერსიისკენ ვიხრები“, - განაცხადა არეშიძემ.

მამუკა ბახტაძე

24 აგვისტო 2019, 14:11

საქართველო

მამუკა ბახტაძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უკრაინამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 28 წლის წინ, 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა.

აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი

24 აგვისტო 2019, 13:57

ეკონომიკა

აშშ $250 მილიარდის ჩინურ პროდუქციას 25%-ის ნაცვლად 30%-ით დაბეგრავს

აშშ 250 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციას 25%-ის ნაცვლად 30%-ით დაბეგრავს. ასეთი გადაწყვეტილება თეთრი სახლის ლიდერმა მას შემდეგ მიიღო, რაც 23 აგვისტოს ჩინეთმა 75 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ პროდუქციაზე ტარიფები დააწესა.

24 აგვისტო 2019, 13:18

ტექნოლოგიები

ექიმებმა დიეტის გარეშე გახდომის მეთოდს მიაგნეს

იმისთვის რომ წონაში დაიკლოთ სულაც არ არის საჭირო დიეტა - ამის შესახებ The Sun-ი წერს. გამოცემის ცნობით, ექიმი დიეტოლოგები აცხადებენ, რომ ამისთვის საყვარელი კერძების ულუფების შემცირებაა საჭირო. ცნობილი დიეტოლოგის გრემი ტომილსონის განცხადებით, ხანდახან ადამინს საყვარელი საკვების ულუფა დიდი არ ეჩვენება, თუმცა მასში 3 ჯერ მეტი კალორია შეიძლება აღმოჩნდეს.

რონ „მარკიზ“ მესელი

24 აგვისტო 2019, 13:10

ტაბლოიდი

ფინეთში წარმოსახვით გიტარაზე დაკვრაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა

კონკურსი ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე მონაწილეები წინასწარ მომზადებულ ერთწუთიან კომპოზიციას „უკრავენ“, მეორე ეტაპზე კი მათ ორგანიზატორების მიერ შერჩეული ფონოგრამის თანხლებით იმპროვიზაცია უწევთ. წარმოსახვით გიტარაზე დაკვრაში მსოფლიო ჩემპიონატი პირველად 1996 წელს ჩატარდა.

ზელიმხან ხანგოშვილი

24 აგვისტო 2019, 12:57

ძალოვნები

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი

გერმანიაში პანკისის მკვიდრ ზელიმხან ხანგოშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა ველოსიპედით გამვლელმა იმ დროს მიაყენა, როცა ის პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა. რა გახდა მკვლელობის კონკრეტული მოტივი, ოჯახის წევრებს ამ თემაზე საუბარი უჭირთ.

უკრაინის დამოუკიდებლობის დღე

24 აგვისტო 2019, 12:50

მსოფლიო

უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ. ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, წელს ტრადიციული სამხედრო აღლუმი არ იმართება. პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეებს პრემია გადასცა. ქვეყნის ბიუჯეტიდან 300 მილიონი გრივნა გამოიყო.

ირანი

24 აგვისტო 2019, 12:45

მსოფლიო

ირანმა ახალი რაკეტა გამოსცადა

რამდენიმე დღის წინ ირანის თავდაცვის მინისტრმა ამირ ხატამიმ განაცხადა, რომ თეირანი კონვენციით აკრძალული რაკეტების შექმნას არ აპირებს და ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას სხვა რაკეტების სიჩქარისა და სიზუსტის გაუმჯობესების ხარჯზე მიაღწევს.

„ლედი და მაწანწალა“

24 აგვისტო 2019, 12:35

კულტურა

Disney-მ „ლედი და მაწანწალას“ ფილმის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა

რეჟისორ ჩარლი ბინის ფილმი ორი ძაღლის - კოკერ-სპანიელ ლედის და ქუჩის ძაღლის მაწანწალას სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. იქნება თუ არა განსხვავება ორიგინალური მულტფილმის სიუჟეტსა და ფილმის სიუჟეტს შორის, ჯერჯერობით უცნობია. ფილმის პრემიერა Disney+-ის სტრიმინგ სერვისზე 12 ნოემბერს გაიმართება.

ექსპერტ-კრიმინალისტები საყავრეში ჩავიდნენ

24 აგვისტო 2019, 12:29

ძალოვნები

სოფელ საყავრესთან ექსპერტ-კრიმინალისტები ხანძრის მიზეზს იკვლევენ

შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრეში შსს ექსპერტ-კრიმინალისტები ჩავიდნენ. სპეციალისტები ნახანძრალი ტერიტორიის შესწავლას იწყებენ ინციდენტის გამომწვევი მიზეზის დასადგენად. imedinews-ის ინფორმაციით, შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

24 აგვისტო 2019, 12:08

ტექნოლოგიები

აშშ-ში ელექტროსიგარეტის კვამლისგან სიკვდილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ-ში ელექტროსიგარეტის გამოყენების შედეგად სიკვდილის პირველი ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ Fox News-ი წერს. შტატის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პაციენტი კლინიკაში სერიოზული რესპირატორული დაავადების სიმპტომებით გადაიყვანეს. ის ელექტროსიგარეტს იყენებდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მეთიუ მაკკონაჰი

24 აგვისტო 2019, 12:08

კულტურა

მეთიუ მაკკონაჰიმ საფეხბურთო კლუბი იყიდა

კლუბის სხვა მეწილეები ბრაიან შეფილდი, ედუარდო მარგეინი და მარიუს ჰაასი იქნებიან. აქციების საკონტროლო პაკეტი ენტონი პრეკურს ეკუთვნის. 2021 წლამდე კლუბმა ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში 20 500 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი უნდა ააშენოს.

ლიონელ მესი

24 აგვისტო 2019, 11:45

სპორტი

Marca: ლიონელ მესი „ბარსელონას“ პრეზიდენტით უკმაყოფილოა

კატალონიური „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მიყავს „ბარსელონას“ პრეზიდენტს ხოსეპ ბარტომეუს მოლარაპაკებები ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით. ამის შესახებ გამოცემა Marca საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

24 აგვისტო 2019, 11:35

კულტურა

საქართველო ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალს პირველად მასპინძლობს

საქართველო წელს პირველად ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი თბილისში გაიხსნა გუშინ კი შეკვეთილში „ბლექ სი არენას“ სცენა ვერდის ცნობილ ოპერა „აიდას“ დაეთმო. რომელიც საოპერო მუსიკის სამყაროში ერთერთი გამორჩეულია და კომპოზიტორმა ეგვიპტის ოპერის თეატრისთვის დაწერა.

ხანძარი ბახმაროში

24 აგვისტო 2019, 11:30

ძალოვნები

ბახმაროში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ბახმაროს კურორტზე ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა მახარიძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ოზურგეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სოფელი საყავრე

24 აგვისტო 2019, 11:20

ძალოვნები

სოფელ საყავრესთან ხანძარს მთელი ღამის განმავლობაში აქრობდნენ

შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების დახმარებით მეხანძრე-მაშველებმა ტყის მასივში ცეცხლის ძირითადი კერების ჩაქრობა შეძლეს.

ხანძარი ახალსოფელთან

24 აგვისტო 2019, 11:11

ძალოვნები

ყვარელში, ახალსოფელთან ხანძრის ქრობაში ვერტმფრენი ჩაერთო

ყვარლის რაიონში, სოფელი ახალსოფლის მიმდებარედ ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძარი ფოთლოვან ტყეს გუშინ საღამოს გაუჩნდა. რთული რელიეფის გამო ადგილზე სახანძრო ტექნიკა ვერ მიდის. ხანძრის ქრობაში დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ადგილზე იმყოფება 50 მეხანძრე მაშველი.

G7 სამიტი

24 აგვისტო 2019, 11:05

მსოფლიო

საფრანგეთი დიდი შვიდეულის სამიტს მასპინძლობს

საფრანგეთის ქალაქი ბიარიცი დიდი შვიდეულის სამიტს მასპინძლობს. საერთაშორისო ფორუმი დღეს დაიწყება და 26 აგვისტომდე გაგრძელდება. G7-ის ქვეყნები - კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, ბრიტანეთი და აშშ წელს მსოფლიოში უთანასწორობის საკითხების განხილვაზე კონცენტრირდებიან.

არჩილ თალაკვაძე

24 აგვისტო 2019, 11:03

საქართველო

არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

„საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქართველებისა და უკრაინელების მეგობრობა ძლიერი და მტკიცეა. ჩვენ საერთო ფასეულობები და თავისუფლებისთვის ბრძოლა გვაერთიანებს. ჩვენი არჩევანი ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულფასოვანი წევრობაა. გულითადად ვულოცავ უკრაინას ამ მნიშვნელოვან დღეს!“ - ნათქვამია არჩილ თალაკვაძის მილოცვაში.