imedi /  03 ივლისი 2019, 00:33 / სანდო წყარო

უკანაფშავში ინტერნეტი პირველად ჩაირთო

ინტერნეტი

უკანაფშავი

უკანაფშავში, სოფელ ვაკისოფელში ინტერნეტი პირველად ჩაირთო. "ეს იყო დიდი ხნის ოცნება და დღეს ახდა. სადღაც ოთხი-ხუთი წელია ვითხოვდით, რომ უკანაფშავსა და სხვა მაღალმთიან რეგიონებში ყოფილიყო ინტერნეტი და გაჩენილიყო ინტერნეტზე დაფუძნებული სატელეფონო კავშირი", - ამბობს ნოდარ ტოხოსაშვილი, რომელსაც ვაკისოფელში მეურნეობა აქვს და ზაფხულს იქ ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას "მთის ამბები" ავრცელებს. 

ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში Wi-Fi ინტერნეტით ფშავში 17, უკანაფშავში 10, პირაქეთა ხევსურეთში 18, პირიქითა ხევსურეთში 8, არხოტში 3 და გუდამაყრის ხეობაში 13 სოფელი დაიფარება. 

 

 

 

პროექტს ააიპ „მთის სათემო ქსელი“ ახორციელებს და ის 25 ათასი დოლარით ამერიკულმა ორგანიზაცია „ინტერნეტსაზოგადოებამ“ დააფინანსა, 246 805 ლარით კი საქართველოს მთავრობამ. ამ თანხით, ჟინვალიდან სხვადასხვა ხეობების მიმართულებით, ინტერნეტის რადიოქსელი მოეწყობა. 15 ათასი ევრო გამოყო საქართველოში ჩეხეთის საელჩომ, რომლის გრანტითაც ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყრის სოფლებში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახებისთვის ინტერნეტის ინსტალაცია უფასო იქნება. 

ყველა სიახლე

31 ოქტომბერი 2020, 16:36

პოლიტიკა

15:00 საათის მონაცემებით, აქტივობით პირველ ადგილზე კვლავ რაჭა-ლეჩხუმია

15:00 საათის მდგომარეობით, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჟა-ლეჩხუმის რეგიონში ფიქსირდება. აქ ამომრჩეველთა აქტივობამ 49.5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 17 495 ამომრჩეველია. რეგიონში 35 358 საარჩევნო ასაკის მოქალაქეა. აქტივობით, ბოლო პოზიციაზე ქვემო ქართლია. რეგიონში 400 095 ამომრჩეველია, თუმცა, 15:00 საათის მონაცემებით, აქ აქტივობამ 33.9% შეადგინა.

31 ოქტომბერი 2020, 16:32

პოლიტიკა

დიდუბის საარჩევნო საოლქო კომისიის თავმჯდომარე: 15:00 საათისთვის დიდუბეში აქტივობა 37%-მდე გაიზარდა

დიდუბე-ჩუღურეთის საარჩრვნო ოლქში, ამ დროისთვის, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დიდუბის საარჩევნო საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 15:00 საათისთვის აქტივობა დიდუბეში 37%-მდე გაიზარდა, რაც ციფრებში 25,787 ამომრჩეველს ნიშნავს. ლიკა ავალიშვილის განცხადებით, საოლქოში მხოლოდ ერთი საჩივარი შევიდა.

იევეს სტევენსი

31 ოქტომბერი 2020, 16:32

COVID19

ბელგიის კრიზისის ცენტრის სპიკერი: ეგოიზმი ვირუსის საუკეთესო თანამზრახველია

„ეგოიზმი არის ვირუსის საუკეთესო თანამზრახველი”, - განაცხადა კრიზისის ცენტრის სპიკერმა დღეს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ბელგიაში ეპიდვითარებაზე საუბრისას. კრიზისის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს და ყველა იმ წესის დაცვისკენ მოუწოდებს, რაც ვირუსის სწრაფად გავრცელების შესამცირებლად არის დაწესებული.

იმედო ლაცაბიძე

31 ოქტომბერი 2020, 16:28

პოლიტიკა

15:00 საათის მონაცემებით, ხაშურის ოლქში, საკუთარი არჩევანი 25,000-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა

15:00 საათის მონაცემებით ხაშურის ოლქში რეგისტრირებული 66,000 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი უკვე 25,000-მა დააფიქსირა. ეპიდემიის გამო ოლქში შექმნილ სპეციალურ უბანზე 149 ამომრჩეველია რეგისტრირებული და მათგან დაახლოებით 40%-მა უკვე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

31 ოქტომბერი 2020, 16:24

პოლიტიკა

15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 1 279 947 ამომრჩეველი (36,45%) მივიდა

15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 1 279 947 ამომრჩეველი (36,45%) მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 16:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 15:00 საათისთვის სულ მცირე 700 ათასზე მეტმა ჩვენმა მხარდამჭერმა მისცა ხმა ჩვენს პარტიას და ჩვენს კანდიდატებს

არჩევნები წარიმართება არსებითად მშვიდ გარემოში, არსებითი ხარვეზების გარეშე, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ფიქსირდება გარკვეული მღელვარება და მცირე ინციდენტები, რამდენიმე საარჩევნო უბანთან.

ნინო ცაციაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 16:04

სამართალი

ნინო ცაციაშვილი: არჩევნებამდეც გავავრცელეთ ინფორმაცია სპეცტექნიკისა და პოლიციელთა გადაადგილების შესახებ, პრევენციისთვის ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა

შინაგან საქმეთა სამინისტროში არჩევნების პროცესის მიმდინარეობის შესახებ გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ საპოლიციო ძალების გადაადგილების შესახებ სამინისტრომ ინფორმაცია გუშინაც გაავრცელა. ცაციაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებისა და პრევენციული ღონისძიებებისთვის, სადაც საჭირო იქნება, იქ მოხდება პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება.

ნინო ცაციაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 15:58

პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი: ჩვენ პოლიციელებს მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, რომ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება და დააფიქსირონ არჩევანი

„სამწუხაროდ, გუშინაც იყო მცდელობა დეზინფორმაციის გავრცელების... ჩვენ პოლიციელებს მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, რომ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება და დააფიქსირონ არჩევანი", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 15:56

პოლიტიკა

აჭარაში 15:00 საათის მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა 112,023-მა ამომრჩეველმა მიიღო

აჭარაში 15:00 საათის მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა 112,023-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 35,57 პროცენტია. მონაცემები აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისამ გამოაქვეყნა. ოლქების მიხედვით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი ბათუმში დაფიქსირდა - 47,464.

მაია ცქიტიშვილი

31 ოქტომბერი 2020, 15:49

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი: ხმა მივეცი ქვეყნის წარმატებას, ევროპულ მომავალს, განვითარებას, შენებასა და ისეთ სახელმწიფოს, სადაც ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება ადამიანია

ხმა მივეცი ქვეყნის წარმატებას, ევროპულ მომავალს, განვითარებას, შენებასა და ისეთ სახელმწიფოს, სადაც ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება ადამიანია - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დავაფიქსიროთ საკუთარი არჩევანი.

ნინო ცაციაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 15:48

პოლიტიკა

შს მინისტრის მოადგილე: მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, სამართალდარღვევების გამოკვეთის შემთხვევაში, ამას შესაბამისი მკაცრი რეაგირება მოჰყვება

ნებისმიერ ფაქტს და სამართალდარღვევას, რომელიც არჩევნების მიმდინარეობისას გამოიკვეთება, დეტალურად შევისწავლით და, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, ვინ იქნება დამრღვევი, მოჰყვება შესაბამისი მკაცრი რეაგირება - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მირანდა მესხი

31 ოქტომბერი 2020, 15:42

პოლიტიკა

მირანდა მესხი: 15:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 30,04% შეადგინა

15:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 30,04% შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხი ავრცელებს. მისი თქმით, ამ დროისთვის, დაწერილია მხოლოდ 9 საჩივარი, რომლებსაც რეაგირება უკვე მოჰყვა. „ეს ძირითად ტექნიკური გადაცდომებია, რაც გავლენას ვერ იქონიებს საარჩევნო შედეგზე“, - აცხადებს მესხი.

31 ოქტომბერი 2020, 15:38

მსოფლიო

დეივიდ ლიდინგტონი: ცივი ომის შემდეგ საქართველო ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად მიიჩნევა აღმოსავლეთ ევროპაში

მყარი ეკონომიკური პოლიტიკით საქართველო მსოფლიო ბანკის ლიგაში დაწინაურდა და პლანეტის საუკეთესო ქვეყნებს გაუთანაბრდა, სადაც ბიზნესის კეთება მართებულად ითვლება. საერთაშორისო ინვესტორებისადმი გახსნილობით 19 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა მოხერხდა საქართველოში და მათ შორის უმსხვილესია ბრიტანული კომპანიების წილი, - გამოცემა Cityam დეივიდ ლიდინგტონი, ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის სტატიას აქვეყნებს.

ილია მეორე

31 ოქტომბერი 2020, 15:35

პოლიტიკა

ილია მეორე: მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. როგორც გავრცელებული ვიდეომასალიდან ირკვევა, პატრიარქმა ხმის მიცემისას გადასატანი ყუთით ისარგებლა.

31 ოქტომბერი 2020, 15:27

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძემ არჩევნებში მონაწილეობა გადასატანი ყუთის საშუალებით მიიღო

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, რომელიც კოვიდინფიცირებულია, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გადასატანი ყუთის მეშვეობით მიიიღო. „ლელო საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კორონავირუსზე ორი კვირაა მკურნალობს.

ნინო ცაციაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 15:15

სამართალი

ნინო ცაციაშვილი: სამართალდამცველთა ჯგფები სხვადასხვა საარჩევნო უბანზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთის მიზნით გადაადგილდებიან

სამართალდამცველთა ჯგფები სხვადასხვა საარჩევნო უბანზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთის მიზნით გადაადგილდებიან, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ოპოზიციის განცხადებებზე, უბნებზე სამართალდამცველების მობილიზებასთან დაკავშირებით.

ივანე მაჭავარიანი

31 ოქტომბერი 2020, 15:11

პოლიტიკა

ივანე მაჭავარიანი: არჩევანი, რომელიც გავაკეთე, ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ აღდგენასა და სწრაფ განვითარებას

არჩევანი, რომელიც გავაკეთე, ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ აღდგენასა და სწრაფ განვითარებას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, რომელმაც საკუთარი არჩევანი N6 ჩუღურეთის ოლქში დააფიქსირა. მისი თქმით, იმ გამოწვევების პირობებში, რომელშიც დღეს იმყოფება მსოფლიო და რეგიონი, ქვეყანას სჭირდება მშვიდი და გაწონასწორებული, განვითარებაზე ორიენტირებული ხელისუფლება.

ნინო ცაციაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 15:06

სამართალი

პოლიციამ არჩევნებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პოლიციამ გამოძიება არჩევნებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე დაიწყო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 15:01

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თელავის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებს გეგმავს

„ქართული ოცნების“ თელავის საარჩევნო შტაბი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს აანონსებს, რომლის მიზანიც, ცალკეულ უბნებზე, კენჭისყრის პროცესის ჩაშლის მცდელობაა. საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, დღის მეორე ნახევარში ელოდება პროკოვაციებს. პლატონ კალმახელიძემ ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგი გამართა.

ლევან დავითაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 14:59

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი: ხმა მივეცი, პირველ რიგში, მშვიდობასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას

მე ხმა მივეცი, პირველ რიგში, მშვიდობასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. მინისტრმა საკუთარი არჩევანი გლდანში, 173-ე სკოლის შენობაში განთავსებულ 74-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა. მისი თქმით, ხმა მივეცი ქვეყანაში ადამიანის სამოქალაქო უფლებების დაცულობის უზრუნველყოფას, რომ ვერასდროს მოხდეს საკუთრების უფლების ხელყოფა.