Imedi /  03 ივლისი 2019, 17:16 / სანდო წყარო

Apple-მა გამოაქვეყნა ანგარიში სადაც ქვეყნები აპლიკაციების წაშლის მოთხოვნით მიმართავენ

App Store

App Store

პირველად, Apple-მა გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა კონცერნს აპლიკაციების მაღაზიიდან სხვადასხვა მიზეზით აპლიკაციების წაშლას სთხოვს. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს.

ანგარიშში, 11 ქვეყნის 80 მოთხოვნაზეა საუბარი, რის შედეგადაც ტექნოლოგიურმა გიგანტმა 634 აპლიკაცია წაშალა App Store-იდან. ლაპარაკია 2018 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე. 

Apple-ს კონკრეტულად არ გამოუქვეყნებია იმ აპლიკაციების ჩამონათვალი, რომელიც წაშალა. მაგალითად ჩინეთს 517 აპლიკაციის წაშლა სურდა App Store-დან, მიზეზად კი აზარტულ თამაშებს და პორნოგრაფიის გავრცელებას ასახელებდა.

ვიეტნამი და ავსტრიაც იყო 11 სახელმწიფოს შორის, რომლებმაც რამდენიმე აპლიკაციის წაშლა მოითხოვეს აზარტული თამაშების კანონის დარღვევის გამო.

ქვეყნების ჩამონათვალში ასევე ფიგურირებს საუდის არაბეთი, თურქეთი, ლიბანი, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვეიცარია, გერმანია და აშშ.

ყველა სიახლე

დავით ზალკანიანი

14 ივლისი 2020, 17:15

პოლიტიკა

დავით ზალკალიანის თქმით, ნატო-საქართველოს კომისიამ საქართველოში განხორციელებული რეფორმები პოზიტიურად შეაფასა

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს აქვთ სრული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ეს შეხვედრაც გამოვიყენე, რათა მათთვის ბოლო ინფორმაცია მიმეწოდებინა. ძალიან კარგი, შინაარსიანი, პოზიტიური განხილვა შედგა. ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრულ საქმიანობას დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების კუთხით და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის“, - განაცხადა მინისტრმა.

ანრი ოხანაშვილი

14 ივლისი 2020, 17:08

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: არჩევნების წინ გაგიაქტიურდათ ინსტინქტი

„მე მესმის, რომ არჩევნების წინ გაგიაქტიურდათ ინსტინქტი, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში ბევრად შემცირებული იქნებით, თუ იქნებით, და გადალახეთ ბარიერი, ეს კიდევ საკითხავია და მაქსიმალურად ცდილობთ ტრიბუნა გამოიყენოთ და კარგია, საზოგადოებამ უნდა დაინახოს რას საუბრობთ რა ინტერესებს იცავთ, როგორ „ზრუნავთ“ საზოგადოების ინტერესებზე. ალბათ, ოცნებობდით, რომ რამე შეცდომა დაგვეშვა, სამწუხაროდ ასეთი მავნე პოლიტიკოსებიც არიან, რომ ფიქრობდნენ, იქნებ მეტი გარდაიცვალოს, რომ ამით ვინმემ იხეიროს. ასეთ პოლიტიკურ ჯგუფებთან როცა გვაქვს საქმე, ძალიან ძნელია თქვენ გესაუბროთ რაიმე აზრიან საკითხებზე, იმიტომ რომ თქვენი საზრუნავი და თქვენი ამოცანაა როგორმე რადიკალიზაციის გზით ხელისუფლებაში მოსვლა. ამის არანაირი რესურსი არ გაქვთ და მაინც ცდილობთ იგივე ქმედებების განმეორებას, რასაც არაერთხელ ჰქონდა თქვენი მხრიდან ადგილი“, - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის კრიტიკას პლენარულ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

მარიამ ჯაში

14 ივლისი 2020, 17:07

პოლიტიკა

მარიამ ჯაში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონზე: ის ხელისუფლების გადანაწილების ბალანსის პრინციპებს აზიანებს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა არ დაუჭირა მხარი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას.

ემანუელ მაკრონი

14 ივლისი 2020, 17:02

COVID19

ემანუელ მაკრონი: არსებობს იმის ნიშნები, რომ კორონავირუსის გავრცელება კვლავ დაიწყება და ამისთვის უნდა მოვემზადოთ

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის დაბრუნების ნიშნები არსებობს, თუმცა ქვეყანა ეპიდემიის შესაძლო მეორე ტალღისთვის მოემზადა.

დანიელ ლიუს ლი

14 ივლისი 2020, 17:01

მსოფლიო

აშშ-ში 17 წლის განმავლობაში პირველად ფედერალური პატიმარი სიკვდილით დასაჯეს

სიკვდილით დასჯის რამდენიმე პროცედურა გადაიდო, რადგან მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ გარკვეული ლეგალური წინააღმდეგობები არსებობს. ამასთან, სიკვდილმისჯილები ამტკიცებდნენ, რომ ინიექციით მკვლელობა „სასტიკი“ სასჯელია. თუმცა უზენაესმა სასამართლომ 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ პროცედურა გეგმის მიხედვით უნდა ჩატარდეს. დენილე ლიუის ლი 1996 წელს, არკანზასში ოჯახი წამებისა და მკვლელობისთვის გაასამართლეს.

14 ივლისი 2020, 17:00

საზოგადოება

დღეიდან პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მრავალპროფილიან საქმიანობას უბრუნდება

დღეიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მრავალპროფილიან საქმიანობას უბრუნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. მათი თქმით, პანდემიასთან ბრძოლისას პირველის საუნივერსიტეტო კლინიკა იყო ყველაზე კრიტიკული პაციენტების მიმღები დაწესებულება, დაახლოებით 4 თვის განმავლობაში.

ვიქტორ ბაბარიკო

14 ივლისი 2020, 16:53

მსოფლიო

ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტს არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე უარი ეთქვა

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტს, ვიქტორ ბაბარიკოს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ცესკოს თავმჯდომარემ, ლიდია ერმოშინამ განაცხადა. „ბელგაზპრომბანკის“ მმართველი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ვიქტორ ბაბარიკო ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტად ითვლებოდა. რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზი უცხო ქვეყნის მიერ მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება და შემოსავლების დეკლარაციაში არსებული შეუსაბამობა გახდა. კერძოდ, ცესკოს განცხადებით, ბაბარიკოს დეკლარაციაში არაა ასახული მატერიალური სახსრები, უძრავი ქონება და რამდენიმე კომპანიისგან მიღებული შემოსავლები. ერმოშინას განცხადებით, ბაბარიკომ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება შექმნა და უცხოეთში ფულის გატანით იყო დაკავებული. ცესკოს თავმჯდომარის მტკიცებით, ბაბარიკომ საგადასახადო სამსახურს დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი დაუმალა.

ანრი ოხანაშვილი

14 ივლისი 2020, 16:53

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: თქვენგან ვერ მივიღებთ ვერანაირ მორალურობაზე საუბარს

„ნაციონალურ მოძრაობას“ მივმართავ, სახელმწიფო ინსტიტუტებს თქვენ რომ აზიანებდით და დააზიანეთ, ვინ უნდა შეძლოს კიდევ იმ მასშტაბით და იმ დოზით დაზიანება. არ გაქვთ თქვენ ამის პოლიტიკური უფლება და მორალური, რომ კითხვის ნიშნები დასვათ და შეკითხვებზე და საკითხებზე, რომლებსაც თქვენ დასვამთ, აუცილებლად მიიღებთ პასუხს“,- ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, ოპოზიციის კრიტიკას პლენარულ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

14 ივლისი 2020, 16:52

პოლიტიკა

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებული კანონპროექტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას კენჭი ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით უყარეს. ცვლილებს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, 1 კი წინააღმდეგი იყო. რეგისტრაცია 100-მა დეპუტატმა გაიარა, კენჭისყრას არ ესწრებოდნენ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები. როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, კანონპროექტის მიზანია, რომ 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს.

14 ივლისი 2020, 16:51

პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს უმასპინძლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში კრისტიან ურსეს უმასპინძლა. მინისტრმა ევროსაბჭოს მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტისათვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში და, ასევე, პირადად კრისტიან ურსეს ხუთწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისთვის.

14 ივლისი 2020, 16:46

COVID19

ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 4000-მდე ადამიანი დაინფიცირდა

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 984 შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 911 629-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 61 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 23 788-ს აღწევს. ამასთან, 573 953 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დიმიტრი ხუნდაძე

14 ივლისი 2020, 16:45

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: საზოგადოებას ვპირდები, რომ მათი ჯანმრთელობის დასაცავად მაქსიმუმი გაკეთდება

ეპიდემიოლოგიური ვითარება გლობალურად მთელ მსოფლიოში მძიმეა და რთულია ვითარება პარლამენტში იმიტომ, რომ ოპოზიცია ჩვეულ რეჟიმშია. სიკეთესაც ბოროტებად აღიქვამს და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ანტიკონსტიტუციურსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ეძახის, - ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. მისი თქმით, ოპოზიცია, რომელიც პარლამენტში მომწამვლელი ნივთიერებებით დარბოდა, დღეს საპარლამენტო პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

14 ივლისი 2020, 16:43

ეკონომიკა

საქართველოში საწვავის უმსხვილესი იმპორტიორი რუსეთია

საქართველოში 2020 წლის ექვს თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის ყველაზე დიდი მოცულობა 35.3% (176,0 ათასი ტონა) რუსეთიდან არის იმპორტირებული. ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის სხდომა

14 ივლისი 2020, 16:43

პოლიტიკა

საკრებულოს იურიდიულმა კომისიამ ფრიდონ ინჯიასა და გოჩა თევდორაძის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი განიხილა

დღეს თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა ორი დეპუტატის: ვაჟა ოთარაშვილის და ზაზა მამალაძის უფლებამოსილების ცნობის საკითხები წარადგინა. ისინი საკრებულოს ყოფილი წევრების, ფრიდონ ინჯიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეებად დასახელდნენ.

აცტეკების სასახლე

14 ივლისი 2020, 16:38

კულტურა

მეხიკოში აცტეკების სასახლის ნარჩენები აღმოაჩინეს

მუშებმა ბაზალტის ფილებით მოპირკეთებული იატაკები იპოვეს. მოგვიანებით სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ამ ქვით აცტეკი მმართველის აქსაიაუაკატლის სასახლის ღია სივრცეები იყო გაფორმებული. აცტეკების იმპერიის დაცემის შემდეგ კი სასახლეში ესპანელი კონკისკადორი ერნან კორტესი ცხოვრობდა.

მამუკა მდინარაძე

14 ივლისი 2020, 16:36

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე საგანგებო მდგომარეობაზე: ელემენტარული შეზღუდვები გვიწევს, არ ვითხოვთ ბომბებსა და მძიმე არტილერიას

ელემენტარული შეზღუდვები გვიწევს, რათა COVID-19-თან ბრძოლის ელემენტარული იარაღი გვქონდეს. არ ვითხოვთ ბომბებს და მძიმე არტილერიას, რაც საგანგებო მდგომარეობის დროს გამოიყენება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ნინო ლომჯარია

14 ივლისი 2020, 16:35

საზოგადოება

ომბუდსმენი: გარკვეული კადრების გავრცელება გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ტრავმირებას იწვევს, ამიტომ გასათვალისწინებელია, ისე გავავრცელოთ ფაქტები, რომ ვიფიქროთ ოჯახის მდგომარეობაზე

ნინო ლომჯარია - გიორგი შაქარაშვილის ოჯახის განცხადებით, კადრების გავრცელება მათ ტრავმირებას იწვევს, ამიტომ გასათვალისწინებელია, ისე გავავრცელოთ ფაქტები, რომ ვიფიქროთ ოჯახის მდგომარეობაზე

14 ივლისი 2020, 16:34

ეკონომიკა

სალომე ზურაბიშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შიდა ტურიზმის განვითარების საკითხებზე იმსჯელა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ორბელიანების სასახლეში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მარიამ ქვრივიშვილს შეხვდა.

როჟე ტორენი

14 ივლისი 2020, 16:31

მსოფლიო

კატალონიის პარლამენტის სპიკერის განცხადებით, მას ესპანეთის ხელისუფლება უთვალთვალებს

კატალონიის პარლამენტის თავმჯდომარე როჟე ტორენი აცხადებს, რომ მას ესპანეთის ხელისუფლების დავალებით უთვალთვალებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა El Pais-ი ავრცელებს. „ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, რათა ყველაფერი გავარკვიოთ. თვალთვალს ჩვენ პოლიტიკურ და სამართლებრივ ქმედებებს დავუპირისპირებთ“, - განაცხადა ტორენმა.

14 ივლისი 2020, 16:28

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი სამოქალაქო აქტივისტებს, „გავიგუდეს“ წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამოქალაქო აქტივისტების „გავიგუდე“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის მიერ მოწონებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის შესახებ პარლამენტში განხილვის დაჩქარების საკითხი განიხილეს.