imedi /  04 ივლისი 2019, 00:57 / სანდო წყარო

აშშ-ში მსოფლიოში პირველად მასაჟის ვირტუალური სალონი გაიხსნება

აშშ-ში ლოს-ანჯელესში მიმდინარე კვირის ბოლოს, მასაჟის ვირტუალური სალონი Esqapes Immersive Relaxation Center გაიხსნება, - წერს techcult-ი. სალონის უპირატესობა ის არის, რომ მასაჟის დროს მომხმარებელს დასვენების 10 ვერსიას შესთავაზებენ. მათ შორის საუნას, ზღვის და მთის კურორტს.

მასაჟის ცენტრის თანამშრომლები აცხადებენ რომ შენობაში იქნება კურორტის შესაბამისი არომატი. გამოცემა აზუსტებს რომ მასაჟი რეალური იქნება, რომელსაც სპეციალური სავარძელი შეასრულებს. 

Esqapes Immersive Relaxation Center-ი მომხმარებელს არ სთავაზობს „ცოცხალ“ მასაჟს, როგორც კარიბის ზღვის სანაპიროზე, თუმცა მსურველებს კარგად დასვენების გარანტიას აძლევს. 

ყველა სიახლე

02 მარტი 2021, 14:51

სამართალი

საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაიწყო. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.

02 მარტი 2021, 14:46

საზოგადოება

კახა კალაძემ ახალგახსნილი საბავშვო ბაღი დაათვალიერა

თბილისს კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა. გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე N101-ე საბავშვო ბაღი დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ილია ელოშვილთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, კახაბერ გვანცელაძესთან ერთად დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. თბილისის მერის თქმით, 2018 წლიდან დღემდე თბილისში 15-ზე მეტი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდა.

მაია ბითაძე

02 მარტი 2021, 14:41

ეკონომიკა

მაია ბითაძე: სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტის მიღების შემდეგ ათიათასობით თბილისელი ყველა იმ სერვისით ისარგებლებს, რომელიც 100%-ით მუნიციპალიტეტის მხრიდან ფინანსდება

მიუხედავად იმისა, რომ თბილისში უკვე აიკრძალა ქაოტური მშენებლობები, აიკრძალა კოეფიციენტების გაყიდვა, რაც ერთი ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, კვლავ რჩება საკითხები, რომელიც დასარეგულირებელია და რისი ერთი ნათელი მაგალითი იქნება ის საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც ჩვენ ახლა განვიხილავთ. ცვლილებების მიღების შემდეგ ათიათასობით თბილისელი ისარგებლებს ყველა იმ სერვისით, რომელიც ასი პროცენტით ფინანსდება მუნიციპალიტეტის მხრიდან“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

02 მარტი 2021, 14:38

COVID19

Twitter-ი ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის შემცველი ტვიტების მონიშვნას იწყებს

სოციალური ქსელი Twitter-ი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის შემცველი ტვიტების მონიშვნას იწყებს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

ბექა დავითულიანი

02 მარტი 2021, 14:35

ეკონომიკა

ბექა დავითულიანი: ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა შეიძლება მხოლოდ ჩვენს არაკეთილმოსურნე ქვეყანას არ აწყობდეს, რომელიც ეცდება, მის იმპორტზე ვიყოთ დამოკიდებულები

„დღეს ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი ხაზი, ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, გადის პანდემიასა და პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისზე. პანდემიის ნაწილში ჩვენ პირველი ეტაპი ნამდვილად ვმართეთ წარმატებით, თუმცა მეორე ეტაპზე, რაც შეეხება ვაქცინაციის ნაწილს, გვაქვს გარკვეული შეფერხებები. ეს არის ფაქტი. მართალია, გუშინ მინისტრის მოადგილემ სრულიად გასაგებად ახსნა, თუ რატომ ფერხდება ეს პროცესი, რაც ქართული მხარის პრობლემა არ არის, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება და ჩვენ აბსოლუტურად ყველა გზას უნდა მივმართოთ - ფორმალურს თუ არაფორმალურს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, მით უმეტეს, რომ რისკები იზრდება შეზღუდვების მოხსნის კვალდაკვალ და პარალელურად“.

ბექა ოდიშარია

02 მარტი 2021, 14:34

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მინდა მოვუწოდო, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე

ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მინდა მოვუწოდო, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გარკვევით გვითხრა ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირმა, რომ დადგა დრო, ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე.

02 მარტი 2021, 14:26

პოლიტიკა

ოპოზიციამ პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დაასრულა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ოპოზიციის წარმომადგენლებმა დატოვეს. ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების პიკეტირება დასრულებულია. პარლამენტის პიკეტირება დღეს სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტერიტორია ბოლოს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დატოვეს.

მაკა ბოჭორიშვილი

02 მარტი 2021, 14:21

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მცდელობების მიუხედავად, ვითარება ამ დრომდე ვერ განიმუხტა და ქვეყანაში პოლარიზაციის დონე უფრო გაიზარდა

„სწორედ, ამ კონტექსტში, ქვეყანაში არსებული პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება, პარლამენტის ბოიკოტი, წარმოადგენს ევროკავშირის წუხილის საგანს. ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის მხრიდან რეგულარულად ისმოდა მოწოდებები ქვეყანაში ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის აუცილებლობის შესახებ და ოპოზიციური პარტიების საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვის თაობაზე. მიუხედავად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მცდელობებისა, ვითარების განმუხტვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა და ქვეყანაში პოლარიზაციის დონე კიდევ უფრო გაიზარდა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

02 მარტი 2021, 14:18

საზოგადოება

საპატრიარქოს პრესსამსახური პრემიერ-მინისტრისა და პატრიარქის შეხვედრის ვიდეოკადრებს ავრცელებს

საპატრიარქოს პრესსამსახური პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ილია მეორის შეხვედრის ვიდეოკადრებს ავრცელებს. შეხვედრისას პრემიერმა ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მხარდაჭერაზე, ასევე იმ ცილისმწამებლურ კამპანიაზე, რომელიც აქტიურად მიმდიმარეობს ეკლესიის წინააღმდეგ.

ნინო წილოსანი

02 მარტი 2021, 14:16

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ჩვენ გავაუმჯობესეთ კანონმდებლობა, ინსტიტუციები, დემოკრატიის პრინციპები და ეკონომიკური შესაძლებლობები იმისთვის რომ კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან

დიდი ევროპული ოჯახის წევრობა გულისხმობს მათ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მიღწევებთან ინტეგრირებას. მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ გავაუმჯობესეთ კანონმდებლობა, ინსტიტუციები, დემოკრატიის პრინციპები და ეკონომიკური შესაძლებლობები იმისთვის რომ კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან. ამ გადმოსახედიდან ნათლად ჩანს, რა უნდა გავაკეთოთ საბოლოო მიზნის მისაღწევად, ნათლად ჩანს ჩვენი მზაობა და იმის ფონზე, რომ ჩვენი პარტნიორების მუდმივი მხარდაჭერას აღგვითქვამენ ამ პროცესის განმავლობაში ასევე გარდაუვალია შედეგი რაც ჩვენს ევროპული ოჯახში წევრობას გულისხმობს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

02 მარტი 2021, 14:10

ეკონომიკა

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე შესაძლოა პარლამენტში მინისტრებს მოუსმინონ

“მიმდინარე კვირას დაგეგმილ “მინისტრის საათის“ ფორმატში შს მინისტრს უნდა მოვუსმინოთ. თუკი იქნება კონსულტაციები, შესაძლებელია, პარასკევს, პლენარული სხდომის ან კომიტეტის ფორმატში სხვა პროფილის მინისტრებს მოვუსმინოთ და მაღალი პრიორიტეტი სწორედ ამ საკითხს მივანიჭოთ“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ანრი ოხანაშვილი

02 მარტი 2021, 14:09

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ერთ საღამოს ვიკრიბებით და დიალოგზე ვსაუბრობთ და დილით პიკეტს აწყობენ - ეს პროცესს არ წაადგება

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დიალოგის რესურსი იყოს, თუ შემხვედრი პოზიციაც იქნება კონსტრუქციული და არა ისეთი, რასაც დღეს ყველა ვხედავდით პროვოკაციების და პიკეტის სახით, რომელიც ხელს უშლის ერთი მხრივ დიალოგს, არ წაადგება დემოკრატიულ პროცესებს და ამით ცდილობენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია მოახდინონ. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ უნდა ვისაუბროთ, საღამოს არ უნდა მეუბნებოდე, რომ მზად ვართ საუბრისთვის და დილით არ უნდა აწყობდე პიკეტირებას პროვოკაციებს, ეს ხომ მარტივი ჭეშმარიტებაა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კახა კახიშვილი

02 მარტი 2021, 14:05

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: საკრებულოებში მაჟორიტარი დეპუტატების შეკვეცის საკითხი მხოლოდ საარჩევნო ჯგუფის ფარგლებში არ უნდა გადაწყდეს

ვიდრე „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის მემორანდუმი შედგებოდა, ვთქვი, რომ საარჩევნო კოდექსში არის რიგი ცვლილებები, რასაც მხარს არ დავუჭერ, - ეს განცხადება დღეს, პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა კახა კახიშვილმა გააკეთა.

შარლ მიშელი

02 მარტი 2021, 13:59

პოლიტიკა

შარლ მიშელი: თითოეული პოლიტიკური აქტორისგან ვიგრძენი სურვილი იმისა, რომ დაიწყონ დიალოგი

ევროკავშირი და მათ შორის პირადად მეც შეშფოთებული ვართ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისითა და პოლარიზაციით. ამის მიუხედავად, დღეს მე თითოეული პოლიტიკური აქტორისგან ვიგრძენი სურვილი იმისა, რომ დაიწყონ დიალოგი, წინ გადადგან ნაბიჯი და იპოვონ გამოსავალი შექმნილი რთული ვითარებიდან, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი Facebook-ზე წერს.

დავით ზალკალიანი

02 მარტი 2021, 13:58

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, რაც შარლ მიშელის ვიზიტმა დაადასტურა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაცილების ოფიციალური ცერემონიის დასრულებისას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

02 მარტი 2021, 13:52

სამართალი

პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი წამების, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი წამების, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გ.ხ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

02 მარტი 2021, 13:52

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 10 565 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 565 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 441 პაციენტი გარდაიცვალა.

02 მარტი 2021, 13:45

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 3 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, გერმანიაში კორონავირუსის 3 943 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 358 ადამიანი გარდაიცვალა.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი

02 მარტი 2021, 13:42

სამართალი

სუს-ის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა დატოვა. ეს ინფორმაცია imedinews-ს სუს-ის პრესსამსახურში დაუდასყურეს. მათი განმარტებით, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებიბა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ირაკლი ქადაგიშვილი

02 მარტი 2021, 13:39

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: შარლ მიშელმა ოპოზიციას მიანიშნა, რომ დიალოგის ადგილი საპარლამენტო ველია

შარლ მიშელმა ოპოზიციას მიანიშნა, რომ დიალოგის ადგილი საპარლამენტო ველია, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. „შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი სულ სხვა განვითარებას ელოდა, მაგრამ ჩვენ გუშინ დავინახეთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აბსოლუტურად სხვა რეჟიმში გადაიყვანა ურთიერთობა, როცა თქვა, რომ არ შეიძლება, არსებობდეს რადიკალური მოთხოვნები, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ დიალოგის ფორმატი. მან მიანიშნა დიალოგის ადგილი – საპარლამენტო ველი. ყველა ის საკითხი, რომელიც შეიძლება ამ დოკუმენტში თუ ზოგადად არსებობდეს, საკონსტიტუციო ჩარჩოებში და საკონსტოტუციო ინსტრუმენტებით უნდა წყდებოდეს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.