imedi /  08 ივლისი 2019, 10:12 / სანდო წყარო

ჩინეთმა მარსმავლის მშენებლობა დაასრულა და 2020 წელს მარსზე პირველ მისიას გაუშვებს

მარსმავალი

მარსმავალი

ჩინელმა მეცნიერებმა მარსმავლის მშენებლობა დაასრულეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Global Times-ი წერს.

„ჩინეთი მარსზე პირველ მისიას 2020 წელს გაუშვებს, მარსმავლის მშენებლობა დასრულებულია. მისია ორბიტული აპარატის, მარსმავლისა და დასაჯდომი მოდულისგან შედგება“, - წერს გამოცემა.

როგორც ჩინეთის სამთვარეო პროგრამის სამეცნიერო ხელმძღვანელმა ოუიან ცზიუანმა განაცხადა, კვლევის მთავარი მიზანი მარსზე სიცოცხლის ნიშნების ძებნა არის.

„მისია ასევე შეისწავლის, აქვს თუ არა ამ პლანეტას ტრანსფორმაციისთვის საჭირო პოტენციალი, რათა შემდგომში მასზე ადამიანების ცხოვრება შესაძლებელი გახდეს“, - განაცხადა ცზიუანმა.

ყველა სიახლე

პოლიცია

24 თებერვალი 2020, 18:38

ძალოვნები

ბაკურიანში სრიალისას ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

imedinews-ს შსს -ში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

გოჩა სვანიძე

24 თებერვალი 2020, 18:37

სპორტი

გოჩა სვანიძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების გადადების მიზეზები განმარტა

„რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები არ შედგა იმიტომ რომ, კრების ჩატარების დროს ჩვენ წესდებაში გვაქვს ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი. რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა იყოს წარმოდგენილი კლუბების ნახევარზე მეტი და ხმების 2/3“, - ამის შესახებ რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

დერეკ მიტჩელი არჩილ თალაკვაძე

24 თებერვალი 2020, 18:27

საქართველო

არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა

„მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტთან, დერეკ მიტჩელთან, რომელიც საქართველოს მხარდამჭერი და მეგობარია. განვიხილეთ რეფორმებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული მთავარი გადაწყვეტილებები, მიმდინარე პოლიტიკური თემები და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საკითხი“, - წერს თალაკვაძე.

24 თებერვალი 2020, 18:19

საქართველო

კახა კუჭავა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტს და კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტს, ანდერს კნაპეს და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მართველობის კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრეას კიფერს შეხვდა.

კახა კალაძე

24 თებერვალი 2020, 18:06

საქართველო

კახა კალაძე: ჩვენი სპორტსმენების მიზანმიმართული დისკრედიტაცია და ტალახის სროლა კატეგორიულად მიუღებელია

მიმდინარეობს მიზანმიმართული დისკრედუიატაცია, ტალახის სროლა ჩვენს სპორტსმენებზე, რაც ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. კახა კალაძემ წარმატებული ქართველი სპორტსმენების მიმართ მხარდაჭრა კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნი|შნა, რომ ბოლო პერიოდის სტატიკით ასეი შედეგები ქართველ სპორტსმენებს მანამდე არ ჰქონია. კალაძის განცხადებით, ეს ქვეყნის წარმატებაა და ამისთვის სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა.

გიორგი ვოლსკი

24 თებერვალი 2020, 17:59

საქართველო

გიორგი ვოლსკი: ტატუნაშვილის, ოთხოზორიას, საქართველოს მიმართ გამოჩენილი აგრესიის გამო რუსეთი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს იხდის

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პოლიტიკური ბრძოლა, ან ცხელ ფაზაში გადასული დაპირისპირებები არის ის რეალობა, რაც მსოფლიოში შეიქმნა. ტატუნაშვილის, ოთხოზორიას, საქართველოს მიმართ გამოჩენილი აგრესიის გამო რუსეთი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს იხდის და ეს ფაქტია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ცოტნე გამსახურდია

24 თებერვალი 2020, 17:58

საქართველო

კონსტანტინე გამსახურდია: მიუხედავად საერთო მძიმე სურათისა, ცოტნეს ჯანმრთელობის მხრივ გარკვეული პროგრესია

მისივე განმარტებით, ის ახლახანს გიორგი გამსახურდიასთან ერთად ისტანბულის აჯიბადემის კლინიკიდაში იმყოფებოდა, სადაც შევხვდნენ ქალბატონებს, ფეიზა ოზთურქს, საავადმყოფოს დირექტორის მოადგილეს და ჰილალ ჩატალს, საერთაშორისო პაციენტების დეპარტამენტის დირექტორს, ასევე აჯიბადემის კლინიკის სათავო ოფისის წარმომადგენელს, ბატონ ოსმან შეიხოღლუს და მათგან მოისმინეს ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.

გრიგოლ ვაშაძე

24 თებერვალი 2020, 17:56

საქართველო

გრიგოლ ვაშაძე: მერაბიშვილს ჩემთვის ჯერ არ მოუმართავს, როგორ გითხრათ, ღიაა თუ არა მისთვის ნაცმოძრაობა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, პარტიაში გაწევრიანების თაობაზე ვანო მერაბიშვილს მისთვის არ მიუმართავს, შესაბამისად, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ახლა არასწორი იქნებოდა.

გიორგი ჩერქეზიშვილი

24 თებერვალი 2020, 17:50

ეკონომიკა

გიორგი ჩერქეზიშვილი: ინვესტორთა საბჭო ხელს შეუწყობს „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტის განხორციელებას

დღეს ინვესტორთა საბჭომ ბიზნესასოციაციებთან და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტზე იმსჯელა. მიზანი პოტენციური ინვესტორების მოზიდვაა, რომელთაც პროექტი ბიუროკრატიასთან ურთიერთობას გაუმარტივებს.

ენტონი ჰოპკინსი

24 თებერვალი 2020, 17:44

კულტურა

მაიკ ტაისონის და მისი მწვრთნელის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში მთავარ როლს ენტონი ჰოპკინსი შეასრულებს

ენტონი ჰოპკინსი მთავარ როლს შეასრულებს ბიოგრაფიულ ფილმში „კას და მაიკი“, რომელიც მაიკ ტაისონისა და მისი მწვრთნელის, კასა დ’ამატოს ურთიერთობებს ასახავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Deadline ავრცელებს.

ოქროს ზოდები

24 თებერვალი 2020, 17:35

ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო გაძვირდა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი ბოლო თვეების მაქსიმუმზეა. „ტრუას უნციის“ (31,1035 გრამი) ფასი $1690-ია. ნიუ-იორკის ბირჟაზე ოქროზე მარტის ფიუჩერსები 2,52%-ით გაძვირდა. ასევე 1,7 %-ით გაძვირდა ვერცხლი და უნციაზე $ 18,84 შეადგინა. ექსპერტები ძვირფასი მეტალების გაძვირებას კორონავირუსის საფრთხეს უკავშირებენ.

დავით ზალკალიანი

24 თებერვალი 2020, 17:28

საქართველო

დავით ზალკალიანი: რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის შედეგებზე ეფექტურად გამკლავება მტკიცე საერთაშორისო პასუხის გარეშე შეუძლებელია

რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის შედეგებზე ეფექტურად გამკლავება, იქნება ეს საქართველოსა თუ უკრაინაში, შეუძლებელია მტკიცე საერთაშორისო პასუხის გარეშე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბათუმის ბულვარი

24 თებერვალი 2020, 17:12

ეკონომიკა

ბათუმის საკრებულო სანაპირო ზოლის კონკრეტული მონაკვეთების ბრენდული სასტუმროებისთვის მართვაში გადაცემას განიხილავს

ბათუმში, ზღვის სანაპირო ზოლის კონკრეტული მონაკვეთები ბრენდულ სასტუმროებს მართვაში იჯარის წესით გადაეცემათ. მერიამ ინიციატივა ქალაქის საკრებულოს უკვე გადაუგზავნა, დეპუტატები სანაპიროს საკითხზე ხვალ იმსჯელებენ. როგორც ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, პლაჟები არ შემოიღობება და არავის შეეზღუდება მისი გამოყენების უფლება.

დავით ზალკალიანი

24 თებერვალი 2020, 17:07

საქართველო

დავით ზალკალიანი: საგანგაშოა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში გაუარესებული ვითარება იძულებით გადაადგილების ახალი ტალღის გარდაუვალ საშიშროებას ქმნის

„საგანგაშოა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში გაუარესებული ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება ქმნის იძულებით გადაადგილების ახალი ტალღის გარდაუვალ საშიშროებას“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

24 თებერვალი 2020, 16:59

საქართველო

გიორგი ვოლსკი: ვინც მერაბიშვილს პოლიტპატიმარს უწოდებს, კარგად იცის, რომ მკვლელობისთვის დაჭერა პოლიტიკურ პატიმრობას არ გულისხმობს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მკვლელობისა და ადამიანის ღირსების და ჯანმრთელობის შელახვისთვის დაჭერა არანაირ პოლიტიკურ პატიმრობას არ გულისხმობს. ამის შესახებ მან ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა გამონათქვამების შეფასებისას განაცხადა.

24 თებერვალი 2020, 16:58

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ბიზნესისთვის საკმაოდ ბევრი ინიციატივა გვაქვს, რომელთა ნაწილიც მათ დღეს გავაცანით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ინვესტორთა საბჭოსა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა და პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ არსებული კომპონენტები და საინვესტიციო შეთავაზებები გააცნო.

ერაყი

24 თებერვალი 2020, 16:55

მსოფლიო

ერაყში​ კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ერაყში​ კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Shafaq news-ი ავრცელებს. ნაჯაფის პროვინციის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდგინდა ირანელ სტუდენტს, რომელიც ერაყში მანამდე ჩავიდა, ვიდრე ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა აიკრძალებოდა.

მამუკა მდინარაძე

24 თებერვალი 2020, 16:52

საქართველო

მამუკა მდინარაძე IPSOS-ის კვლევაზე: 39%-ს ვეპოტინებით თურმე, თქვენ წარმოიდგინეთ რეალური შედეგი რა არის

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე „მთავარი არხის“ ეთერში გასულ Ipsos-ის კვლევებს ეხმაურება. „ისინი წარმოგვიდგენენ კვლევებს და არ წარმოგვიდგენენ მოსაზრებებს, რომელთა მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ 18%; 20%; 25%; 30 %-იანი მხარდაჭერა აქვს. დღეს აღმოჩნდა, რომ მათი კვლევით, 34 და 39%-საც ვეპოტინებით თურმე“, - განაცხადა მდინარაძემ.

24 თებერვალი 2020, 16:40

მსოფლიო

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. მანამდე ინფორმაცია 3 მსხვერპლის შესახებ გავრცელდა. ბოლო შემთხვევა ლომბარდიას რეგიონში დაფიქსირდა. საშიშ დაავადებას 88 წლის კაცი ემსხვერპლა.

მამუკა მდინარაძე

24 თებერვალი 2020, 16:35

საქართველო

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: თავის დროზე, იმ რეზოლუციას უჭერდნენ მხარს, რომელიც მხოლოდ რუსეთს აწყობდა

ალბათ, გახსოვთ, ჩვენი დამოკიდებულება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიმართ. როგორც კი, ოპოზიციამ ნორმალური იდეა გაახმოვანა, მაშინვე დავეთანხმეთ და არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, რომ ეს სია მიგვეღო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიედრმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.