Imedi /  10 ივლისი 2019, 15:02 / სანდო წყარო

YouTube-მა საავტორო უფლებებთან დაკავშირებით ცვლილებები დააანონსა

YouTube-ი მომხმარებლებს საავტორო უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების პროცესს გაუმარტივებს. The Verge-ის ინფორმაციით, კომპანიამ ცვლილებები უკვე დააანონსა. 

საავტორო უფლებების მქონე კონტენტის მფლობელები, მაგალითად ხმის ჩამწერი კომპანიები ან კინოსტუდიები, ვალდებულები იქნებიან მიუთითონ ვიდეოს რომელ მონაკვეთშია მათი მასალა გამოყენებული. ეს ცვლილება ვიდეოს შემქმნელებს საშუალებას მისცემს მარტივად შეაფასონ რამდენად მართებულია მათთან გაგზავნილი საჩივარი საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ. გარდა ამისა, იუთუბერები ვიდეოს ისე რედაქტირებას შეძლებენ, რომ მათი შემოსავალი არ დაიკარგოს. YouTube-ზე აირჩევენ ხმა გამოურთონ კონკრეტულ მონაკვეთს, სხვა მუსიკით ჩაანაცვლონ თუ ამოჭრან ის მონაკვეთი ვიდეოდან.  

აქამდე, მასალაზე საავტორო უფლების მქონე პირებს სხვის ვიდეოში არ ჰქონდათ იმ მონაკვეთის მითითების ვალდებულება, რომელშიც მათი ნამუშევარი იყო გამოყენებული. რის გამოც მომხმარებლებს საჩივრის მიღების შემდეგ თავად უწევდათ ვიდეოში პრობლემური მონაკვეთების ძებნა. 

ყველა სიახლე

ხანძარი

18 ნოემბერი 2019, 12:37

ძალოვნები

სოფლებში სორმონსა და რიონში ხანძარი ლოკალიზებულია

ქრობის პროცესში ჩართულია 8 ჯგუფი და 50-მდე მეხანძრე-მაშველი, ხანძრის ქრობას ღამის განმავლობაში ძლიერ ქართან ერთად ცუდი ხილვადობა უშლიდა ხელს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. გამოძიება 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

ესტონეთი

18 ნოემბერი 2019, 12:29

საქართველო

ესტონეთი ცხინვალს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის დეფაქტო მთავრობას ერთი კვირის წინ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება საგარეო უწყებამ Twitter-ზე გაავრცელა. ესტონეთი საქართველოს მთლიანობას მხარს უჭერს.

ბიონსე

18 ნოემბერი 2019, 12:29

ტაბლოიდი

ბიონსე მეუღლის საქველმოქმედო ფონდის საღამოზე გამჭვირვალე კაბით მივიდა

ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს. ღონისძიება, ფლორიდის ქალაქ ჰოლივუდში, სასტუმრო Seminole Hard Rock Hotel & Casino-ში გაიმართა. მოგვიანებით, ფოტოები Instagram-ზე 38 წლის მომღერალმაც გამაოქვეყნა. Roberto Cavalli-ს კაბასთან ერთად ბეიონსეს ვერცხლისფერი ფეხსაცმელი ეცვა.

ბათუმი, თეთრი ხალათების აქცია

18 ნოემბერი 2019, 12:14

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად „თეთრი ხალათების აქცია“ გაიმართა

მედიკოსები ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას უცხადებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. თბილისში, ბათუმშსა და რამდენიმე რეგიონში„თეთრი ხალათების აქცია“ გაიმართა. ექიმები რუს კოლეგებს მოუწოდებენ, სოლიდარობა გამოუცხადონ ქართველ ექიმს. ბათუმში აქცია სამედიცინო დაწესებულება “მედცენტრის” ორგანიზებით გაიმართა.

პროპორციული არჩევნები

18 ნოემბერი 2019, 12:13

საქართველო

„ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ახალი ინიციატივის განხილვას აღარ აპირებს

მმართველი პარტიის განცხადებით, არჩევნები ჩატარდება მოქმედი კონსტიტუციით დადგენილი წესით, დადგენილ ვადებში, უმაღლესი დემოკრატიული სანდარტით და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მაღალი ჩართულობით. პარტიის განცხადება კახა კალაძემ წაიკითხა.

აშშ პოლიცია

18 ნოემბერი 2019, 12:07

მსოფლიო

კალიფორნიაში სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, კალიფორნიის ქალაქ ფრესნოში კერძო წვეულებაზე სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press-ი ავრცელებს. ფრესნოს პოლიციის ინფორმაციით, სროლა, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე, ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა, სადაც საფეხბურთო მატჩის საყურებლად, ერთ-ერთ სახლში, 35-მდე ადამიანი იყო შეკრებილი.

კახა კალაძე

18 ნოემბერი 2019, 12:07

საქართველო

ქართულმა ოცნებამ აქციის ორგანიზატორებად ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტი პარტიები დაასახელა

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, დესტრუქციის გაგრძელების შემთხვევაში, ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება ექნება. მმართველი პარტიის განცხადებით, გუშინდელი აქციები "ნაციონალური მოძრაობის" და მისი სატელიტი პარტიების მიერ იყო ორგანიზებული.

facebook

18 ნოემბერი 2019, 12:04

ტექნოლოგიები

Facebook-ი ახალ ფუნქციას დაამატებს

სოციალური ქსელი Facebook-ი ახალ ფუნქციას ტესტავს. „პოპულარული ფოტო“ Instagram-ის ლენტის მსგავსი იქნება. ახალი ფუნქცია „რეკომენდირებული ვიდეოს“ პრინციპით იმუშავებს. „პოპულარული ფოტო“ აჩვენებს არა მხოლოდ მეგობრების, არამედ სხვა ადამიანების ფოტოებსაც, რომელსაც Facebook-ის ალგორითმი განსაზღვრავს.

ჯარი

18 ნოემბერი 2019, 11:58

მსოფლიო

BBC და The Sunday Times: ბრიტანელმა სამხედროებმა ერაყსა და ავღანეთში მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს

ჟურნალისტების მტკიცებით, არსებობს მტკიცებულებები, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობასა და წამებაში ბრიტანეთის მონაწილეობის შესახებ. ისინი ეყრდნობიან IHAT- ის გამომძიებელთა ჯგუფის მიერ შეკრებილ ინფორმაციას, ასევე ბრიტანეთის სამხედრო პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიებას.

კადრი ფილმიდან „ცოდვების ქალაქი“

18 ნოემბერი 2019, 11:43

კულტურა

„ცოდვების ქალაქის“ კომიქსის მიხედვით სერიალს გადაიღებენ

კომპანია Legendary Television-ი ფრენკ მილერის კომიქსის მიხედვით, „ცოდვების ქალაქი“ (Sin City) სერიალს გადაიღებს. Deadline-ს ცნობით, ფრენკ მილერმა კომპანიასთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. კონტრაქტის მიხედვით, ასევე გადაიღებენ ანიმაციურ სერიალს „დიდები“, რომლის კომიქსის ავტორიც ეს რეჟისორია.

ლუიზა ვინტონი

18 ნოემბერი 2019, 11:42

საქართველო

ლუიზა ვინტონი: პროტესტი ქართული დემოკრატიის გამოხატულებაა

პროტესტი ქართული დემოკრატიის გამოხატულებაა. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, რა პოლიტიკური სისტემა ექნება მას და როგორი იქნება მისი დემოკრატიის სტრუქტურა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონმა განუცხადა.

რევაზ არველაძე

18 ნოემბერი 2019, 11:26

საქართველო

რევაზ არველაძე: თუ პარლამენტში არ შემიშვებენ წავალ და ლექციებს წავიკითხავ

პარლამენტის უხუცესი დეპუტატის, უმრავლესობის წევრის, რევაზ არველაძის განცხადებით, თუ პარლამენტში არ შეუშვებენ, წავა და ლექციებს წაიკითხავს. ამის შესახებ არველაძემ პარლამენტის შენობასთან თქვა, სადაც ის აქციის მონაწილეებმა არ შეუშვეს.

ფოთის საკრებულო

18 ნოემბერი 2019, 11:25

საქართველო

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება შეუჩერდა

ფოთის საკრებულომ თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას უფლებამოსილება შეუჩერა. საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ამ თხოვნით საკრებულოს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურმა მიმართა.

თამარ ჩუგოშვილი

18 ნოემბერი 2019, 11:18

საქართველო

უმრავლესობიდან წასული დეპუტატები ბიუროს ოფიციალური განცხადებით დღეს მიმართავენ

პარლამენტის ორი ვიცესპიკერი, სამი კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტის თავმჯდომარის ოთხი მოადგილე, ორი მაჟორიტარი დეპუტატი და ფრაქციის ერთი თავმჯდომარე დღეს, უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით, პარლამენტის ბიუროს შესაბამისი განცხადებით, მიმართავენ.

აქცია პარლამენტთან

18 ნოემბერი 2019, 11:07

საქართველო

აქციის მონაწილეები დეპუტატებს პარლამენტში არ უშვებენ

დაპირისპირების მიზეზი პარლამენტის შესასვლელის ბლოკირება გახდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატმა რევაზ არველაძემ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სცადა, თუმცა აქციის მონაწილეებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

ბოლივია

18 ნოემბერი 2019, 10:59

მსოფლიო

ბოლივიაში პოლიტიკური კრიზისის გამო საკვების დეფიციტია

ბოლივიაში პოლიტიკური კრიზის ფონზე საკვების უკმარისობა გაჩნდა. კვირა დღეს ქვეყნის ფაქტობრივ დედაქალაქ ლა-პასში მოსახლეობა გრძელ რიგებში იდგა, რათა საკვების მოსამზადებლად ქათამი, კვერცხი და სხვა პროდუქტები მიეღო. მორალესის მხარდამჭერებმა ჩაკეტეს საავტომობილო გზები, რითაც ლა-პასი თითქმის იზოლირებული აღმოჩნდა.

პოლიცია ქართული ოცნება

18 ნოემბერი 2019, 10:52

საქართველო

„ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები

მმართველი პარტიის ოფისში „ქართული ოცნების“ წევრები იკრიბებიან. ოფისში უკვე მივიდნენ თბილისის მერი, კახი კალაძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი. ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხების განხილვაა დღეს დაგეგმილი. მმართველი პარტიის წევრებს მედიასთან კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ.

ძიუდო

18 ნოემბერი 2019, 10:44

სპორტი

საქართველოს ძიუდოს კლუბი „მებრძოლი“ ევროპა ლიგის გამარჯვებულია

რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის "ნიცას" და რუსეთის "ედელვაისს" მოუგეს. გადამწყვეტ შეხვედრაში კი გერმანიის "სუსი" დაამარცხეს.

ტყის ხანძარი

18 ნოემბერი 2019, 10:30

ძალოვნები

სოფელ აბარისა და ხიდეშლების ტყეებში ხანძარია

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარში ხანძარია, ცეცხი ბალახს და ბუჩქებს უკიდიათ, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის თქმით, დასახლებულ პუნქტებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არის.

ტყის ხანძარი

18 ნოემბერი 2019, 10:25

ძალოვნები

წყალტუბოს ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ სორმონის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. ადგილზე რვა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ხანძარი სორმონის ტყეში გუშინ საღამოს გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობას ქართან ერთად ცუდი ხილვადობა უშლიდა ხელს.