imedi /  13 ივლისი 2019, 17:06 / სანდო წყარო

ბაიკონურიდან კოსმოსში ტელესკოპი Spektrum-SG გაუშვეს

ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან რუსული რაკეტა „პროტონ-მ“-ი დაიძრა, რომელიც კოსმოსში რუსულ-გერმანულ ტელესკოპ Spektrum-SG-ს გაიყვანს. ამის შესახებ BBC წერს.

სხვადასხვა ტექნიკური ხასიათის პრობლემის გამო Spektrum-SG-ის გაშვება ორჯერ გადაიდო. პირველად ის 21 ივნისს, შემდეგ კი 12 ივლისს უნდა გაეშვათ.  

უშუალოდ ტელესკოპის მუშაობა სამი თვის შემდეგ დაიწყება, როდესაც ის დედამიწიდან 1,5 მილიონ კილომეტრში მდებარე ლაგრანჟის წერტილ L2-ს მიაღწევს. Spektrum-SG კოსმოსში 2025 წლამდე იმუშავებს.

ტელესკოპის მისიის ძირითადი მიზანი რენტგენის დიაპაზონში ცის ვრცელი რუკის შედგენაა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ Spektrum-SG-ის დახმარებით ასობით ათასი გალაქტიკისა და მილიარდობით შავი ხვრელისა და ნეიტრონული ვარსკვლავის ნახვას შეძლებენ, რაც სამყაროს ევოლუციის შესახებ უკეთეს წარმოდგენას შეგვიქმნის.

ყველა სიახლე

12 ნოემბერი 2019, 13:58

საქართველო

პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს გედევან ფოფხაძე და დაჩი ბერაია, ასევე კობა ლურსმანაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი დაუპირისპირდნენ. მანამდე, გედევან ფოფხაძემ დაჩი ბერაიას ნაბიჭვარი უწოდა. პარლამენტში, ამ დროისთვის, შესვენებაა გამოცხადებული.

ტიმოთი უიქსი კევინ კინგი

12 ნოემბერი 2019, 13:54

მსოფლიო

ავღანეთი დაკავებულ ტერორისტებს „თალიბანის“ მძევლებზე გადაცვლის

ავღანეთი „თალიბანის“ დაკავებულ მეთაურებს დაჯგუფების მიერ მძევლად აყვანილი უცხოელების სანაცვლოდ გაათავისუფლებს. ავღანეთის ამერიკულ უნივერსიტეტის ლექტორები, ამერიკელი კევინ კინგი და ავსტრალიელი ტიმოთი ვიქსი 2016 წელს გაიტაცეს.

ტოჩინოშინი

12 ნოემბერი 2019, 13:34

სპორტი

ტოჩინოშინმა კიუშიუ ბაშოს ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ქალაქ ფუკოაკოში მიმდინარე კიუშიუ ბაშოზე ტოჩინოშინმა მესამე ბრძოლა გამართა და პირველად გაიმარჯვა. ლევან გორგაძემ ენდოს დამარცხება ჰატაკიკომით შეძლო. ქართველმა სუმოისტმა ოძეკის ტიტული დაკარგა და სეკივაკეს წოდებით ასპარეზობს. მეოთხე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, რომელსაც, ქართველის მსგავსად, მხოლოდ ერთი ბრძოლა აქვს მოგებული.

გედევან ფოფხაძე

12 ნოემბერი 2019, 13:34

საქართველო

გედევან ფოფხაძემ დაჩი ბერაიას ნაბიჭვარი უწოდა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები გედევან ფოფხაძე და დაჩი ბერაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ფოფხაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელიც საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საუბრობდა.

მარიამ კუბლაშვილი

12 ნოემბერი 2019, 13:23

საქართველო

ჯიშკარიანის ადვოკატის მტკიცებით, თამთა თოდაძე საზღვარგარეთ თავშესაფრის მოთხოვნას აპირებს

მარიამ კუბლაშვილის თქმით, თოდაძე აპირებს თქვას, რომ მას დევნიან და უმრავლესობაში მყოფი დეპუტატი ძალაუფლებას ბოროტად იყენებს. თავად თამთა თოდაძე კი ადვოკატის განცხადებას აბსურდულს უწოდებს.

მეუფე საბა

12 ნოემბერი 2019, 13:23

საქართველო

მეუფე საბა: შაკო ბარამიძისთვის წესის აგების საკითხს სინოდზე განვიხილავთ

„რა ინტერესი უნდა მქონდეს რომ წესის აგება არ მინდოდეს. როცა გირჩის ამ ინიციატივაზე პროტესტი გამოვთქვით, მაშინ თქვეს ეკლესიას ვინ კითხავსო და თუ ეკლესიას ვინ კითხავს, რა საბუთებს იძლევიან, გარდაცვალების შემდეგ რატო იცილებენ პასუხისმგებლობას და ჩვენ რატო გვეუბნებიან. თქვენ აუგეთ ახლა წესიო" - განაცახადა მეუფე საბამ.

 მერაბ ბლადაძე

12 ნოემბერი 2019, 13:15

საქართველო

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მერაბ ბლადაძემ „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, მერაბ ბლადაძემ „პარტიოტთა ალიანსი“ დატოვა. მან ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ის საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს მუშაობას. დეპუტატმა აღნიშნა, რომ პარტიის დატოვების მიზეზი ლიდერებთან ხედვების შეუთავსებლობაა.

აკაკი ბობოხიძე

12 ნოემბერი 2019, 13:06

საქართველო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს აკაკი ბობოხიძე და მიხეილ ყაველაშვილი დაუპირისპირდნენ

​​​​​​​ყაველაშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე საუბრობდა და აკაკი ბობოხიძე მოიხსენია როგორც „კაკოია ბობოხიძე“. რაზეც ბობოხიძემ საკუთარი ადგილიდან უპასუხა: „კაკოია ბობოხიძე“ ბებიაშენს დაუძახე“.

ბაროკოს ფესტივალი

12 ნოემბერი 2019, 13:04

კულტურა

თბილისში „ბაროკოს ფესტივალი“ გაიმართება

თბილისში 13 ნოემბრიდან „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, კულტურის სამსახურის ფესტივალის ფარგლებში, კონცერტები, წარმოდგენები და შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან გაიმართება. ღონისძიებას, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები- დავიდე ამადიო (ჩელო, იტალია), სერჯო აცოლინი (ფაგოტი, იტალია), ბალაჟ მატე (ჩელო, უნგრეთი) ესტუმრებიან.

ისრაელი

12 ნოემბერი 2019, 12:59

საქართველო

ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას. თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრქუციების მისაღებად. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურს "- ნათქვამია განცხადებაში.

ამინდი

12 ნოემბერი 2019, 12:50

საქართველო

საქართველოში თბილი ამინდი 14 ნოემბრამდე შენარჩუნდება

საქართველოში 11-14 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 ნოემბერს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ზოგან აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში კი, მოიღრუბლება და შედარებით აცივდება. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ექიმი პაციენტი

12 ნოემბერი 2019, 12:44

ტექნოლოგიები

WSJ: Google-ი ამერიკელების ავადმყოფობის ისტორიებს ფარულად აგროვებს

პროგრამა „პროექტი ნაითინგეილი“ ქვეყნის 21 შტატში მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობისა და მკურნალობის შესახებ პერსონალური მონაცემების შეგროვებას ითვალისწინებს. მისი ერთ-ერთი მიზანი სამედიცინო საძიებო სისტემის და ხელოვნური ინტელექტის შექმნაა.

ქანდაკება

12 ნოემბერი 2019, 12:33

კულტურა

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება N’Uovo გაიხსნა

ქანდაკება N'Uovo აბსტრაქტული კომპოზიციაა, რომელიც კეთილდღეობას, მომავლის ნაყოფიერებასა და სიახლის სიმბოლოს გამოხატავს. ქანდაკების განთავსების ადგილი პირველი რესპუბლიკის მოედანზე არსებული შადრევანია. ხუთმეტრიანი ქანდაკება მოძრავია და ქარის ზემოქმედების საშუალებით ტრიალებს.

ავსტრალია ხანძარი

12 ნოემბერი 2019, 12:04

მსოფლიო

ავსტრალიაში კატასტროფული ხანძრებისთვის ემზადებიან

ამ ეტაპზე, ახალი სამხრეთ უელსის შტატში ხანძრის 50 კერაა დაფიქსირებული. ხელისუფლების თქმით, მაღალი ტემპერატურის და ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად გავრცელდება. რეგიონში დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. საფრთხე ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქ - სიდნეისაც ემუქრება.

ჰარი პოტერი

12 ნოემბერი 2019, 11:28

ტაბლოიდი

Airbnb-ზე ჰარი პოტერის მშობლების სახლი ქირავდება

ჰარი პოტერის ფანებს Airbnb-ზე ოთახის ქირაობა ჯეიმს და ლილი პოტერების სახლში შეეძლებათ. ჯადოსნური ატმოსფერო, ინგლისურ სოფელ ლავენჰემში, ფოლკის საგრაფოში განთავსდება. სიუჟეტის მიხედვით, ჰარი ამ ადგილას დაიბადა და ცოტახნით ცხოვრობდა კიდეც. თავისი მშობლები კი გარდაცვალებამდე აქ იყვნენ.

კიმ როზენფელდი

12 ნოემბერი 2019, 11:26

ტექნოლოგიები

პლატფორმის Apple TV+ ტოპ-მენეჯერმა კომპანია სერვისის ამოქმედებიდან 10 დღეში დატოვა

როზენფელდი კომპანიაში სერიალებზე, დოკუმენტურ ფილმებზე და ეთერში ჯერ არ გასულ შოუებზე იყო პასუხისმგებელი. მენეჯერის გადაწყვეტილების მიზეზი Apple TV+-ის სტრუქტურის ცვლილება გახდა. როზენფელდი Apple-თან თანამშრომლობას თავისი კომპანია Hალფ Fულლ Pროდუცტიონს-ის სახელით განაგრძობს.

ჯვრის მონასტერი

12 ნოემბერი 2019, 11:05

კულტურა

აშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზას დააფინანსებს

2019 წლის აშშ-ს ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის კონკურსში ჯვრის მონასტრის განვითარების პროექტმა გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს საელჩომ გაავრცელა. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში 100 000 დოლარი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს გადაეცემა.

ჰილარი კლინტონი

12 ნოემბერი 2019, 10:55

მსოფლიო

კლინტონი ბრიტანეთს რუსეთის მიერ ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის თქმით, ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს ანგარიშს არჩევნებამდე გაეცნოს. „ეს აუცილებელი პირობა უნდა იყოს. იმიტომ, რომ უდავოა, რომ რუსეთი დასავლური დემოკრატიების პოლიტიკის განსაზღვრას ცდილობს“.

ტრეფიკინგი

12 ნოემბერი 2019, 10:50

ძალოვნები

პოლიციამ არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგის ბრალდებით მშობელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი გამოავლინეს.

12 ნოემბერი 2019, 10:34

ძალოვნები

ქედაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 15 მგზავრი დაშავდა

მოქალაქეები ბათუმიდან დაბა ქედისკენ მიდიოდნენ. ავტობუსის გზიდან გადავიდა და ამოყირავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.