imedi /  16 ივლისი 2019, 17:18 / სანდო წყარო

რატომ უჩნდებათ ადამიანებს მიწის ჭამის სურვილი

მიწის ჭამა

მიწის ჭამის სურვილს იმავე გეოფაგიას მთელ მსოფლიოში დიდი ხნის ისტორია აქვს. ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ეპოქის 500-ზე მეტი დოკუმენტი შეისწავლეს. მკვლევართა განმარტებით, მიწის ჭამის შემთხვევები აღრიცხულია არგენტინაში, ირანსა და ნამიბიაში. BBC იმის გარკვევას შეეცადა, თუ რატომ ჭამს ადამიანი მიწას და არის თუ არა გეოფაგია საშიში ადამიანისთვის ჯანმრთელობისთვის?

ვინ და სად ჭამს ყველაზე ხშირად მიწას?

მეცნიერებმა გეოფაგიის შესწავლისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოჰყვეს. პირველი და უმთავრესია ის დასკვნა, რომ ყველაზე ხშირად ადამიანები მიწას ტროპიკებში ჭამენ. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ გეოფაგია ძირითადად ბავშვებსა და ფეხმძიმე ქალებში შეინიშნება. გეოფაგიის დაბალი მაჩვენებელი კი გარკვეულ ქვეყნებში შეიძლება იყოს კულტურული ტაბუს შედეგად მიღებული ინფორმაციული ვაკუუმი. ამერიკელ მეცნიერებს ამის მაგალითად მოჰყავთ ნიუ-იორკის ცნობილი საოპერო მომღერალი, რომელიც ფეხმძიმობის პერიოდში მიწას ჭამდა, მაგრამ ეს მკაცრად გასაიდუმლოებული ჰქონდა. 

დასავლურ მედიცინაში გეოფაგია დიდი ხანია პათოლოგიად მიიჩნევა. მას შუშის განზრახ ჭამასთან ერთად გაუკუღმართებულ კვებით ქცევას მიაკუთვნებენ. თუმცა კამერუნში, ტანზანიაში ან კენიაში გეოფაგია ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგალითად, კენიაში სრულიად უპრობლემოდ შეგიძლიათ შეიძინოთ კაოლინის (თეთრი ცეცხლგამძლე თიხა) შეკვრა, რომელსაც სხვადასხვა კვებითი დანამატი აქვს. ის შეიძლება იყოს შავი პილპილით ან კარდამონით (ილი).

რატომ ჭამენ ადამიანები მიწას?

ფსიქოლოგების განმარტებით, ყველას თავისი მიზეზი აქვს. ზოგს უბრალოდ უნდა და ამიტომ ჭამს, სხვა კი თიხის მეშვეობით გულისრევის შეგრძნებას ან მუცლის ტკივილს ებრძვის. აფრიკულ ქვეყნებში მიიჩნევა, რომ თიხა საჭმლის მონელებას უწყობს ხელს.

გეოფაგია არა ავადმყოფობა, არამედ მკურნალობის მეთოდია?

დავიწყოთ იქიდან, რომ ყველა მიწა არ იჭმევა. კაოლინი არის თიხისებრთა ოჯახის სახეობა, რომელიც გეოფაგებში ძალიან პოპულარულია. თიხა შეიცავს ნივთიერებებს, რომლებსაც აქვთ უნარი, საჭმლის მომნელებელ სისტემაში ტოქსინები და პათოგენები დაბლოკონ. ვირთხებსა და მაიმუნებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მოწამლვის დროს ცხოველებს საჭმელად უვარგისი ნივთიერებების მიღება შეუძლიათ. ზოგიერთი ქვეყნის სამზარეულოში არის ტრადიცია, რომ საკვებში თიხა შეურიონ, რათა კერძიდან ტოქსინები განდევნონ და ის უფრო გემრიელი გახადონ. 

ანემია ხშირად გეოფაგიასთან ასოცირდება, ამიტომ რკინით მდიდარი ნიადაგის მიღებას რკინის ნაკლებობითაც ხსნიან. გარდა ამისა, არსებობს თეორია, რომ გეოფაგია არის რეაქცია ძლიერ შიმშილზე ან მიკროელემენტების დეფიციტზე, რის შედეგადაც ის, რისი ჭამაც აკრძალულია, გემრიელად გეჩვენებათ. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მიწის ჭამას არანაირი სარგებელი არ აქვს.

ფეხმძიმე ქალისთვის მიწის ჭამა შეიძლება?

ფსიქოლოგების შეფასებით, გეოფაგია ხშირი მოვლენაა ტროპიკებში, რადგან აქ პათოგენების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა. შეხედულება იმის შესახებ, რომ ფეხმძიმე ქალმა უნდა ჭამოს ის რაც უნდა, მითია. ეს მიდგომა უფრო კულტურითა და ტრადიციით აიხსნება, მას ბიოლოგიასთან არანაირი საერთო არ აქვს. ფსიქოლოგების განმარტებით, თუ მიწის ჭამა კულტურული ტრადიციაა, მაშინ კამერუნელ ფეხმძიმე ქალებს ის შეიძლება ისე ძლიერად მოუნდეთ, როგორც ევროპელებს - შოკოლადი ან ნაყინი. თუმცა ყველაფერი რაც გვინდება, რა თქმა უნდა, სასარგებლო არ არის. ასეა თუ ისე, გეოფაგია ისეთ კულტურებშიც გვხდება, სადაც მას არც ისე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. როცა მიწას ჭამენ ცხოველები, ეს ნორმალურია, მაგრამ თუ საქმე ადამიანს ეხება, მეცნიერები მსგავს ქმედებას კვებითი ქცევის დარღვევად მიიჩნევენ.

არის თუ არა გეოფაგია ფსიქიკური დარღვევა?

აშკარაა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გეოფაგია ფსიქიკურ დაავადებასთან არის დაკავშირებული. თუმცა მკვეთრი ზღვარის გავლება ანომალიასა და ნორმას შორის საკმაოდ რთულია. 2000 წელს აშშ-ის ტოქსიკური ნივთიერებებისა და დაავადებების რეგისტრაციის სააგენტომ განაცხადა, რომ დღეში 500 მილიგრამზე მეტი მიწის მიღება შეიძლება უკვე პათოლოგიად ჩაითვალოს. თუმცა ამავე უწყების სპეციალისტებიც კი აღიარებდნენ, რომ ეს ძალიან პირობითი შეფასებაა. 

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მეცნიერები გეოფაგიას არანორმალურ ქმედებად არ აღიქვამენ, მაგრამ თუ ის სხვა კლინიკურ სიმპტომებთან ერთად ფიქსირდება, პაციენტთან მუშაობენ, რომ მან ამ ჩვევაზე უარი თქვას.

გეოფაგიას ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლია?

მიწის ჭამას, რა თქმა უნდა, თავისი მინუსები აქვს. შეშფოთების ძირითადი მიზეზია დაავადებები, რომლებიც ნიადაგის მეშვეობით გადადის და ტოსიკური ნივთიერებები, რომლებსაც თიხა შეიცავს. გარდა ამისა, სპეციალისტები თანხმდებიან, რომ მიწის ან თიხის ჭამა მიკროელემენტების დეფიციტს კი არ შველის, პირიქით - მას იწვევს. 

გეოფაგია შეიძლება იყოს ასევე ჩვევა, იმპულსური ქმედება, რომელიც სხვებისგან უნდა დამალოთ. მეცნიერები მიწის ჭამას ნარკოდამიკიდებულებასაც კი ადარებენ. მათი აზრით, გეოფაგიასთან დაკავშირებული ყველა შეხედულება თეორიის დონეს არ სცდება. კონკრეტული დასკვნების გასაკეთებლად თითოეული ჰიპოთეზა უნდა შემოწმდეს პრაქტიკაში ბიოსამედიცინო და კულტურული ფაქტორების გათვალისწინებით. ეს კი უკვე მომავლის პრეროგატივაა.

ყველა სიახლე

14 აგვისტო 2020, 14:25

ტექნოლოგიები

კომპანია Epic Games-მა Apple-ს სასამართლოში უჩივლა

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამ სარჩელით მათ სურთ Apple-ის „უსამართლო და ანტიკიკონკურენტული ქმედებები“ დაასრულონ. Epic Games-ი მიიჩნევს, რომ ამერიკულმა კომპანიამ მონოპოლია შექმნა და 2 ბაზარზე დომინანტური მდგომარეობით სარგებლობს.

ღასან ხალილი

14 აგვისტო 2020, 14:24

საზოგადოება

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი 15 სექტემბერს სწავლის დაწყებას დადებითად აფასებს

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება 15 სექტემბერს სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა.

14 აგვისტო 2020, 14:19

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 105 ათასს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 60 091 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 262 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 3 224 876 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 105 463 ადამიანი გარდაიცვალა.

14 აგვისტო 2020, 14:15

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალებს 304 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) 10-კვირიანი კურსი გაიარეს. მათ სამწყობრო მომზადება, ტაქტიკა, ნავიგაცია, საცეცხლე მომზადება, კავშირგაბმულობა, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და საქართველოს სამხედრო ისტორია შეისწავლეს.

14 აგვისტო 2020, 14:08

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსით 1449 ადამიანი დაინფიცირდა

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 1449 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 221 413-მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 9 225 პაციენტი გარდაიცვალა, 200 800 კი გამოჯანმრთელდა.

ნინო ლომჯარია

14 აგვისტო 2020, 13:54

სამართალი

ომბუდსმენის შეფასებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრება დაუსაბუთებელია

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებას და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაუსაბუთებელი დაკისრებით მოცემულ სიტუაციაში შესაძლოა დაირღვეს მხარეთა თანასწორობის უფლება.

14 აგვისტო 2020, 13:53

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით 5000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 065 შემთხვევა გამოვლინდა, 114 ადამიანი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების სულ 912 823 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 15 498 ადამიანი, 722 964-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

თორნიკე რიჟვაძე

14 აგვისტო 2020, 13:47

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე: ეს ის ორგანიზაციაა ხომ, რაღაც ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ გახსნილი და ოფის-მენეჯერები იკვლევენ?

ეს ის ორგანიზაციაა ხომ, რაღაც ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ გახსნილი და ოფის- მენეჯერები იკვლევენ და იურიდიულ დასკვნებს აკეთებენ, ალბათ მათზე მეკითხებით ხომ? აჭარაში ამ დასკვნებს ჩვეულებრივი ოფის-მენეჯერები აკეთებენ, შედიან იურიდულ- ეკონომიკურ საკითხებში, რომლის წარმოდგენაში არ არიან“, - განაცხადა რიჟვაძემ და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის ადგილობრივ წარმომადგენლობას არ ენდობა.

14 აგვისტო 2020, 13:47

საზოგადოება

19 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

19 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 14-17 აგვისტოს +24, +29 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 18 აგვისტოს +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 14-15 აგვისტოს +26, +31 გრადუსი იქნება, 16-17 აგვისტოს შედარებით აგრილდება და ტემპერატურა +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 18 აგვისტოდან ისევ +26, +31 გრადუსამდე დათბება.

მიხეილ რამიშვილი

14 აგვისტო 2020, 13:31

სამართალი

მიხეილ რამიშვილი: საქმით ჩანს, რომ გამოძიება მუშაობს თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიაზე და არა - მკვლელობის

„კითხვა იქნება მრავალი. მოთხოვნებს არ დავაკონკრეტებ. არსებული გარემო აბსოლუტურად მიუღებელია. მე აქ ბრალდებულის ინტერესებს არ ვიცავ, მე ვიცავ დაზარალებული ინტერესებს და ეს გარემო და ფონი, ფსიქოლოგიურად, ცოტა, მიუღებელია. ვერსიებზე მუშაობენ, მაგრამ საქმით საპირისპირო მტკიცდება. ისინი სამივე ვერსიაზე მუშაობენ, მაგრამ, ჩემთვის, როგორც მხარისთვის, ამ შემთხვევაში, დაზარალებულის მხარისთვის, საქმით, მუშაობენ თვითმკვლელობაზე და არა -მკვლელობაზე“.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

14 აგვისტო 2020, 13:30

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს მათ, ვინც ბელარუსში დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს მათ, ვინც ბელარუსში დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს.

14 აგვისტო 2020, 13:29

COVID19

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 1723 შემთხვევაში დადასტურდა, რაც ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. საერთო ჯამში, უკრაინაში COVID-19-ით 87 872 ადამიანი დაინფიცირდა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 2011-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 46 797 პაციენტი.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

14 აგვისტო 2020, 13:22

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაია: ბელარუსებს აღარასოდეს მოუნდებათ ამ ხელისუფლებასთან თანაცხოვრება

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს. სვეტლანა ტიხანოვსკაიას განცხადებით, იმ უბნესი, სადაც კომისიამ ხმები სწორად დათვალა, მან ამომრჩეველთა ხმების 60-70% მიიღო.

14 აგვისტო 2020, 13:11

COVID19

დაბა სტეფანწმინდაში ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს

დაბა სტეფანწმინდაში ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. მას შემდეგ რაც მუნიციპალიტეტში ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა, მოსახლეობის ტესტირება გრძელდება. ეპიდემიოლოგები დილიდან დაავადებული პაციენტების ახლო კონტაქტებს იკვლევენ, თუმცა აქ COVID-19-ზე გამოკვლევა სურვილის მიხედვით, სხვა ადამიანებსაც შეუძლიათ.

თამარ გაბუნია

14 აგვისტო 2020, 13:10

COVID19

თამარ გაბუნიას თქმით, სამედიცინო პერსონალის სოლიდური ნაწილი საცხოვრებელ პირობებში დაინფიცირდა

„არის შემთხვევები, როდესაც პერსონალი რამდენიმე ადგილზე მუშაობს. სამინისტრო ამ საკითხს სწავლობს, თუმცა სამედიცინო პერსონალის დეფიციტიდან გამომდინარე, ამ პრობლემის სწრაფი გადაწყვეტა ყოველთვის ასე სწრაფად ვერ მოხერხდება, მაგრამ არის ალტერნატიული გზები, რომელსაც სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად ვამუშავებთ. ესაა ორკვირიანი მონაცვლეობა, მორიგეობა და პერსონალის ტესტირება. დღეს ტესტირება ყველაზე კარგი დაცვაა იმისთვის, რომ პერსონალი შემოწმებული და დაცული იყოს“,-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ორსული

14 აგვისტო 2020, 13:09

რეგიონი

გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წელს ორსულებში ტყვიის შემცველობაზე კვლევას დაიწყებს

ბავშვებში ტყვიის შემადგენლობის შემცირება, დღეს არსებულ მდგომარეობა და სახელწიფოს სტატეგია, - ამ საკითხებზე ბათუმში კონფერენცია ტარდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, აჭარის მთავრობის წევრები და გაეროს ბავშვთან ფონდის წარმომადგენლები ტყვიის წყაროებისა და გზების დადგენაზე, ასევე სწრაფ რეაგირებაზე მსჯელობენ.

14 აგვისტო 2020, 13:06

სამართალი

თბილისში, დიდუბეში მდებარე ერთ-ერთ საცხობში აფეთქება მოხდა

„აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. საცხობის ორმა თანამშრომელმა საშუალო სიმძიმის დამწვრობა მიიღო და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარის ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, საცხობში ბუნებრივი აირი დარჩათ მოშვებული, რამაც მისი დაგროვება და შემდეგ აფეთქება გამოწვია“ - აცხადებენ კომპანიაში.

14 აგვისტო 2020, 13:02

მსოფლიო

მინსკში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებს ათავისუფლებენ

გათავისუფლებულების ნაწილი წამებისა და გადავსებული საკნების შესახებ საუბრობს. ზოგიერთს სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა. ოფიციალური მონაცემებით, ბელარუსში 6700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. საპროტესტო აქციები ქვეყანაში არჩევენების შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო.

14 აგვისტო 2020, 12:58

რეგიონი

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შალვა კერესელიძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ მცხეთის, ყაზბეგის, დუშეთის და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ძველი ქანდის, ქვემო წეროვნის და წეროვნის კვლევითი ინსტიტუტის მოსახლეობას შეხვდა.

ალექსანდრე ლუკაშენკო

14 აგვისტო 2020, 12:55

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო: ცოცხალი ვარ და საზღვარგარეთ არ ვიმყოფები

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ცოცხალია და საზღვარგარეთ არ იმყოფება.