imedi /  18 ივლისი 2019, 22:52 / სანდო წყარო

BBC: 2021 წელს ევროპაში ელექტრომობილების რაოდენობა გასამმაგდება

ელექტრომობილების რაოდენობა ევროპაში 2021 წლისთვის გასამმაგდება. ინფორმაციას BBC ევროპის ეკოლოგიაზე ლობისტების ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო მნაცემებით, 2021 წელს ავტომწარმოებლები ბაზარზე ელექტრომობილის 214 მოდელს გამოიტანენ. 2018 წლის ბოლოს ამ მაჩვენებელმა 60 შეადგინა. 

ევროპის ტრანსპორტის ფედერაციის ინფორმაციით, ავტომწარმოებლები მზად არიან ავტომობილების ელექტროფიკაციისთვის.  

გამოცემის ცნობით, 2021 წელს ავტომწარმოებლები ბაზარზე 92 სრულად ელექტრო ავტომობილს წარმოადგენენ, ხოლო 118 მოდელი ჰიბრიდი იქნება. 

ყველა სიახლე

კახა კუჭავა

23 ოქტომბერი 2020, 12:51

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ძალიან ბევრმა რეიტინგმა შეიძლება დაადასტუროს, თუ რამდენად გაიზარდა საქართველოში სიტყვისა და მედიის თავისუფლება

„არსებობს მთელი რიგი ფაქტორებისა, რომლებიც განსაზღვრავენ სინამდვილეს და ჩვენ სრულად უნდა შევაფასოთ მთელი სურათი, თუ რას მივაღწიეთ, რა იყო და რა არის ახლა - ყველას უნდა შევახსენო, რომ 2012 წლამდე, სანამ ქართული ოცნება მმართველი პარტია გახდებოდა, თითქმის შეუძლებელი იყო ახალი ლიცენზიების მოპოვება მედია მაუწყებლებისთვის“.

კახა კუჭავა

23 ოქტომბერი 2020, 12:44

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ქართველ ხალხს ახსოვს ის გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც 2012 წელს დაგვხვდა - ჩვენ ვამაყობთ ბოლო 8 წლის განმავლობაში მიღებული შედეგებით

„ჩვენი ევროპელი მეგობრებისთვის და სტრატეგიული პარტნიორებისთვის საქართველო ისტორიულად ყოველთვის მათი მოკავშირე იყო, რაც რეგიონალური სტრატეგიული მნიშვნელობის თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვანი იყო კავკასიის რეგიონისთვის. რეგიონში და ზოგადად საბჭოთა კავშირის სივრცეში, საქართველომ, დაამტკიცა, განსაკუთრებით კი დემოკრატიის კუთხით, რომ სამაგალითოა“.

ივანე ჩხაიძე

23 ოქტომბერი 2020, 12:40

საზოგადოება

ივანე ჩხაიძე: ცხოვრების არააქტიური წესი, რომელიც პანდემიასა და კარანტინის პერიოდს მოჰყვა, ნეგატიურად მოქმედებს ბავშვის ორგანიზმზე

პანდემიის გამო, გაზაფხულისა და ზაფხულის განმავლობაში ჩვენს ბავშვებს ფიზიკური აქტივობები: თამაში, მოძრაობა, ეზო, ბაღი დააკლდათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტებია ფილტვის ჯანმრთელობისთვის, - ამის შესახებ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

23 ოქტომბერი 2020, 12:39

საზოგადოება

ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს განათლების სამინისტრო საქველმოქმედო ფონდ „ათინათთან“ ერთობლივ პროექტებს განახორციელებს

ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქველმოქმედო ფონდთან „ათინათი“ თანამშრომლობას იწყებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამის მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვლმა და ფონდის დირექტორმა ანა ალავერდაშვილმა მოაწერეს.

კახა კალაძე

23 ოქტომბერი 2020, 12:37

პოლიტიკა

კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაზე: მიზანმიმართულად შექმნილი იყო ვირტუალური საქართველო, სადაც ადამიანებს ეგონათ, რომ ყველაფერი კარგად იყო, თუმცა უამრავი დანაშაული ფიქსირდებოდა

კრიმინალის მონაცემები გადამოწმებადია, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში, რა რიცხვები იყო. განსხვავება იყო ერთი, მაშინ მიზანმიმართულად შექმნილი იყო ვირტუალური საქართველო, სადაც ადამიანებს ეგონათ, რომ ყველაფერი კარგად იყო, ქვეყანაში ყველაფერი კარგი ხდებოდა, თუმცა უამრავი დანაშაული ფიქსირდებოდა, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

პაატა იმნაძე

23 ოქტომბერი 2020, 12:31

COVID19

ეპიდემიოლოგები ნოემბრის შუა რიცხვებში საქართველოში დღეში 3-4 ათას კოვიდინფიცირებულს პროგნოზირებენ

მისი თქმით, ნოემბრის შუა რიცხვებში საქართველოში დღეში 3-4 ათას კოვიდინფიცირებულს პროგნოზირებენ. „ხვალ გვექნება ჩვენი განახლებული პროგნიზები. დაახლოებით 3 სხვადასხვა მათემატიკურ მოდელს ვიყენებთ და დღეში ალბათ 3-4 ათასი შემთხვევა იქნება“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

23 ოქტომბერი 2020, 12:31

COVID19

რუსეთში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის 17,340 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ კი ინფიცირების 1,480,646 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 1,119,251. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 283 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 25,525 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

არჩილ თალაკვაზე

23 ოქტომბერი 2020, 12:28

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებთან შეხვედრებს მართავს

პარლამენტის თავმჯდომარე იტალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში მყოფ ქართველებს ონლაინკონფერენციის ფორმატში შეხვდა, ხელისუფლებისა და პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური გუნდის მიერ შესრულებულ სამუშაოზე ესაუბრა და სამომავლო გეგმები გააცნო. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ პროგრამაზე და პანდემიის პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

პაატა იმნაძე

23 ოქტომბერი 2020, 12:26

COVID19

დღეიდან საქართველოში ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება იქნება შესაძლებელი

კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის ანტიგენტზე დამყარებული ტესტის გამოყენება მოხდება ისეთივე პროტოკოლით, როგორც PCR ტესტით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძემ საკოორდინაციოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

23 ოქტომბერი 2020, 12:22

სპორტი

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია მსოფლიო ტურის შეჯიბრებებს ანახლებს

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია პანდემიით გამოწვეული 8 თვიანი შესვენების შემდეგ მსოფლიო ტურის შეჯიბრებებს ანახლებს. 23-25 ოქტომბერს ბუდაპეშტში გაიმართება უნგრეთის გრან სლემი, რომელიც COVID-19-თან დაკავშირებული მკაცრი რეგულაციებით ჩატარდება. გრან სლემზე დაგეგმილია 69 ქვეყნის ძიუდოისტების ასპარეზობა.

სამედიცინო პერსონალი

23 ოქტომბერი 2020, 12:21

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი სამედიცინო პერსონალის 130-ზე მეტ წარმომადგენელს დაუდასტურდა

დღევანდელიი მონაცემებიდან ირკვევა, რომ კოვიდინფიცირებულებს შორის არიან სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ეს რიცხვი 131-ს შეადგენს და მათ შორის არიან როგორც ექიმები, ასევე ექთნები.

ეკატერინე ტიკარაძე

23 ოქტომბერი 2020, 12:18

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: რთულია პროგნოზი, ვინაიდან ჩვენ სრულად ვართ დამოკიდებული 3 700 000 მოქალაქის კეთილსინდისიერ ქმედებებზე

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების დამყოლობა და ქცევა. ის, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებენ, ეს არის მხოლოდ პროგნოზი, - ასე უფასუხა ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, მოსალოდნელია თუ არა, საქართველოში კოვიდინფიცირებულთა დღიურმა მაჩვენებელმა 3-დან 5 ათასამდე იმერყევოს.

ამირან გამყრელიძე

23 ოქტომბერი 2020, 12:12

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: სიმპტომის გამოვლენისას არ არის საჭირო ვეძიოთ, სად ჩავიტაროთ ტესტი - დავურეკოთ ოჯახის ექიმს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას ურჩევს, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში იმის ძიება არ დაიწყონ, სად ჩაიტარონ ტესტი და ოჯახის ექიმს დაურეკონ. ამირან გამყრელიძის თქმით, პაციენტმა ოჯახის ექიმის დარიგების შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

23 ოქტომბერი 2020, 12:09

სამართალი

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ნ.ს. დამნაშავედ ცნო.

პაატა იმნაძე

23 ოქტომბერი 2020, 12:07

COVID19

პაატა იმნაძე: თუ ჩვენი მოსახლეობის 90%-ზე მეტს პირბადე სწორად ექნება გაკეთებული, დაავადებულთა რიცხვი 70%-ით შემცირდება

ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირბადის ტარებას. ეს არის კვლევებით დადასტურებული, რომ ჩვენი მოსახლეობის 90%-ზე მეტს პირბადე სწორად თუ ექნება გაკეთებული, დაავადებულთა რიცხვი 70%-თ შემცირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

23 ოქტომბერი 2020, 12:05

საზოგადოება

დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნები განთავსდება, სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავა

დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, იმ სკოლებში, სადაც, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, საარჩევნო უბნები განთავსდება, სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავა, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილი

23 ოქტომბერი 2020, 11:59

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: ჩვენ უკვე ვეჩვევით ვირუსთან ერთად გარკვეული წესებით თანაცხოვრებას

ჩვენ უკვე ვეჩვევით ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას, გარკვეული წესებით ცხოვრებას, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

23 ოქტომბერი 2020, 11:57

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: დავამატეთ რამდენიმე მიმღები ზარის ობიექტი, რის შედეგადაც პაციენტებზე მონიტორინგი გაუმჯობესდა

„უბნის ექიმებზე პაციენტების რაოდენობა სწორად ნაწილდება და შესაბამისად მათი ჩართულობა უფრო მეტად გააქტიურებულია. გუშინდელი დღის განმავლობაში, ჩვენ ვმართეთ 3 446 საქმე, აქედან პრობლემური 340, რომელიც კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობას ეხებოდა და კონკრეტულად ჩვენთან დაკონტრაქტებული ოჯახის ექიმების მხრიდან ვაწარმოეთ 749 საქმე,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ნათია მეზვრიშვილი

23 ოქტომბერი 2020, 11:56

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან დაკავშირებული პრობლემები მოხსნილია

პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან, ეს პრობლემები შეიძლება ითქვას მოხსნილია და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

23 ოქტომბერი 2020, 11:56

COVID19

ამირან გამყრელიძე: ყველამ უნდა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის ვინაობა და მისი ნომერი

ჩემი დღევანდელი ერთ-ერთი მთავარი სლოგანია, რომ თითოეულმა ადამიანმა იცოდეს ვინაა თავისი ოჯახის ექიმი და მისი ნომერი, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.