imedi /  30 ივლისი 2019, 00:38 / სანდო წყარო

App Store-ის მუშაობაში შეფერხებებია

აპლიკაციების ონლაინ-მაღაზია App Store მთელ მსოფლიოში შეფერხებებით მუშაობს. ამის შესახებ Downdetector-ი წერს.

ხარვეზებზე მომხმარებლების 70% წერს, 23% კი ამბობს, რომ პრობლემები ავტორიზაციასთან დაკავშირებით ექმნება.

წინასწარი მონაცემებით, შეფერხებები აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ბრაზილიაში, იაპონიაში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეხოთ.

ყველა სიახლე

17 ნოემბერი 2019, 11:48

საქართველო

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის შვილი: გვეუბნებიან რომ მამა სახლში მალე დაბრუნდება

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის შვილს თათა გაფრინდაშვილს დაკავებულის მალე გათავისუფლების მოლოდინი აქვს. ამის შესახებ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. 15 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავებიან.

საპატრიარქო

17 ნოემბერი 2019, 11:27

საქართველო

საქართველოში მოქმედმა რელიგიათა ხელმძღვანელებმა პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს

საპატრიარქოს ინფორმაციით, სტუმართა შორის იყვნენ: ებრაელთა თემის, მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, ლათინ-კათოლიკეთა, იეზიდთა სასულიერო კრების, ევანგელურ-ლუთერული და სახარების რწმენის ეკლესიის ხელმძღვანელები და მათი თანხმლები პირები.

რუსთაველის გამზირი აქცია

17 ნოემბერი 2019, 11:22

საქართველო

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან

ოპოზიცია სამოქალაქო სექტორთან ერთად მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება. აქციის მონაწილეები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას, ცესკოს შემადგენლობის შეცვლასა და დროებითი ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვენ.

როდნი რიდი

17 ნოემბერი 2019, 10:42

მსოფლიო

ტეხასის სასამართლომ მკვლელობისთვის მსჯავრდებულის სიკვდილით დასჯა გადადო

ტეხასის სასამართლომ მკვლელობისთვის მსჯავრდებულის როდნი რიდის სიკვდილით დასჯა გადადო, მას შემდეგ რაც საქმეს საზოგადოების მხრიდან რეზონანსი მოყვა და მსჯავრდებულს ცნობილმა ადამიანებმა დაუჭირეს მხარი. ამის შესახებ BBC წერს. სიკვდილით დასჯა როდნი რიდს 1996 წელს 19 წლის სტეისი სტაიტსის მკვლელობისთვის მიუსაჯეს.

Huawei Mate X 5G

17 ნოემბერი 2019, 10:17

ტექნოლოგიები

Huawei-ის დასაკეცი სმარტფონების პირველი პარტია 2 წუთში გაიყიდა

Huawei-ის ონლაინმაღაზიაში დასაკეცი სმარტფონის Huawei Mate X 5G-ის პირველი პარტია გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს. კომპანიამ გასაყიდად ახალი სმარტფონის მცირე პარტია გაიტანა, თუმცა საკმაოდ მაღალი ფასის მიუხედავად, მარაგი 2 წუთში ამოიწურა.

გოგა ბითაძე

17 ნოემბერი 2019, 10:03

სპორტი

გოგა ბითაძის „ინდიანამ“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) „ინდიანა პეისერსმა“, რომლის ღირსებასაც გოგა ბითაძე იცავს, შინ „მილუოკი ბაქსი“ მიიღო და 83:102 დამარცხდა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 18:20 წუთი გაატარა და თავის აქტივში 7 ქულა და 1 მოხსნა ჩაიწერა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

17 ნოემბერი 2019, 10:00

საქართველო

ფეხბურთის ფედერაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხარდაჭერას უცხადებს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა საზოგადოების პრეზიდენტს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც რამდენიმე დღეა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში იმყოფება, - ამის შესახებ ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს განცხადებაშია ნათქვამი.

საპროტესტო აქცია

17 ნოემბერი 2019, 09:24

საქართველო

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართება

„ორშაბათს 18 ნოემბერს 12:00 საათზე, ჩვენი სამუშაო ადგილების, სამედიცინო დაწესებულებების წინ (საფეხმავლო ნაწილზე) გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და გავაპროტესტოთ მისი უკანონო დაკავების ფაქტი. დავდგეთ ერთად თეთრი ხალათებით და 5 წუთის განმავლობაში მდუმარე აქციით გამოვხატოთ პროტესტი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ხულიო სესარ განდარილია

17 ნოემბერი 2019, 09:17

მსოფლიო

აშშ-მა კუბის შინაგან საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა

აშშ-მა კუბის შინაგან საქმეთა მინისტრს ხულიო სესარ განდარილიას სანქციები დაუწესა. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებაშია ნათქვამი. სანქციები ასევე ეხება ხულიო სესარ განდარილიას ორ შვილს. მათ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.

ფილმი ჯოკერი

17 ნოემბერი 2019, 09:08

კულტურა

„ჯოკერის“ შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

„ჯოკერის“ შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი ავრცელებს. ფილმმა, რომლის პრემიერაც აშშ-ში 28 სექტემბერს გაიმართა, შიდა ბაზარზე გაქირავებიდან 316 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო, მსოფლიოს მასშტაბით კი მილიარდს გადააჭარბა.

მინსკი

17 ნოემბერი 2019, 08:45

მსოფლიო

ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამომრჩეველთა სიაში დაახლოებით 6,8 მილიონი ადამიანია. წარმომადგენელთა პალატის 110 მანდატისთვის 513 კანდიდატი იბრძვის, მათგან 32 კი მოქმედი მოწვევის პარლამენტის წევრია.

აშშ ჩინეთი

17 ნოემბერი 2019, 08:35

ეკონომიკა

ჩინეთმა და აშშ-მა სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს

„ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცეპრემიერმა ლიუ ჰემ ამერიკული მხარის ინიციატივით გამართა სატელეფონო საუბარი სავაჭრო მოლაპარაკებებშ აშშ-ის წარმომადგენელ რობერტ ლაიტჰაიზერთან და აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინთან“, - აცხადებენ ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში.

ესპანეთი ქალი ფეხბურთელები

17 ნოემბერი 2019, 08:24

სპორტი

ესპანეთში ქალი ფეხბურთელები გაიფიცნენ

ესპანეთში თითქმის ერთწლიანი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ 16 კლუბის 200-მდე ქალი ფეხბურთელი გაიფიცა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. გაფიცულები ითხოვენ პროფესიულ შეთანხმებას, რომელიც მინიმალურ სამუშაო პირობებს, მინიმალური ხელფასის ზღვარს და ორსულობის პერიოდში ანაზღაურების შენარჩუნებას დაარეგულირებდა.

სან-დიეგო სროლა

17 ნოემბერი 2019, 08:12

მსოფლიო

სან-დიეგოში სროლას 5-სულიანი ოჯახი ემსხვერპლა

Associated Press-ის ცნობით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. კერძოდ, მოკლულები არიან 3, 5 და 9 წლის ბავშვები. სამართალდამცველებმა სახლში ასევე აღმოაჩინეს 29 წლის ქალისა და 31 წლის კაცის ცხედრები. კიდევ ერთი დაჭრილი, 11 წლის ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.

აქცია პარლამენტთან

17 ნოემბერი 2019, 01:02

საქართველო

პარლამენტთან აქციის მონაწილეები ღამეს ათევენ

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციის მონაწილეები ღამეს ათევენ, მათთან ერთად იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. მანამდე პარლამენტის წინ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთი დიდი ზომის კარავი გაშალეს.

17 ნოემბერი 2019, 00:52

ტექნოლოგიები

აშშ-ში ორივე ფილტვის გადანერგვის ოპერაცია პირველად ჩატარდა

აშშ-ში, დეტროიტში ჰენრი ფორდის სახელობის კლინიკაში პირველად პაციენტს ორივე ფილტვის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია არ იყო დაგეგმილი. ექიმები რისკზე წავიდნენ და 17 წლის ახალგაზრდას, რომელსაც ვეიპერების დაავადება აღმოაჩნდა ფილტვები გადაუნერგეს.

ირანი

17 ნოემბერი 2019, 00:48

მსოფლიო

ირანში საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა

ერთი ქალაქ სირჯანის ცენტრში დაპირისპიებას ემსხვერპლა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ ადგილზე შეტაკება მოხდა, როდესაც პროტესტის მონაწილეები საწვავის საწყობს დაესხნენ თავს. მეორე მომიტინგე ქალაქ ბეჰბაჰანში დაიღუპა. დაშავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.

ყვითელი ჟილეტები

17 ნოემბერი 2019, 00:15

მსოფლიო

პარიზში ყვითელი ჟილეტების აქციაზე პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა

პარიზში, ყვითელი ჟილეტების აქციაზე, რომლითაც ანტისამთავრობო აქციების ერთი წლისთავს აღნიშნავდნენ, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დემონსტრანტები ძალადობრივ დაპირისპირებაში ჩაერთნენ. პოლიციამ 124 ადამიანი დაკითხვაზე გადაიყვანა, 78 კი პატიმრობაშია.

თეირანი

16 ნოემბერი 2019, 23:55

მსოფლიო

თეირანში ამინდის გაუარესების გამო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა

ირანის დედაქალაქ თეირანში ყველა დაწყებითი და საშუალო სკოლა დროებით დაიხურა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის მიზეზი ამინდის გაუარესება გახდა. სკოლებში სწავლა არც ხვალ განახლდება. კვირა ირანში სამუშაო დღეა. მეტეოროლოგების პროგნოზით, ხვალ თეირანში დიდთოვლობა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

ალექსანდრე გრიცენკო 

16 ნოემბერი 2019, 23:13

მსოფლიო

კიევში სამართალდამცველებმა „უკრექსიმბანკის“ პრეზიდენტი დააკავეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ელენა გიტლიანსკაიამ უკრაინულ მედიასთან დაადასტურა, რომ „უკრექსიმბანკის“ პრეზიდენტი ალექსანდრე გრიცენკო დღეს სამართალდამცველებმა დააკავეს. მისი თქმით, გრიცენკოს დაკავების მიზეზი დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად ფულის დატაცება და გათეთრება გახდა.