imedi /  11 აგვისტო 2019, 17:33 / სანდო წყარო

მეცნიერები: შესაძლოა ცხოველები ადამიანების ორგანოების დონორები გახდნენ

ტრანსპლანტაცია

ჩინურმა სტარტაფმა Qihan Biotech-მა $20 მილიონი დოლარი შეაგროვა ორგანოების შესაქმნელად რომელიც ადამიანს გამოადგება.

bloomberg-ის ცნობით, კომპანია გენების მეშვეობით, შეეცდება ეს ორგანოები ცხოველების სხეულში „გამოზარდოს“ და შემდეგ ადამიანის სხეულში ტრანსპლანტაცია მოახდინოს. ცდებისთვის ღორი და მაიმუნი შეირჩა. წარმატების შემთხვევაში მეცნიერები მედიცინის ტრანსფორმაციას მოახდენენ. 

ჩინეთი ამ ცდების ჩატარებას უნიკალური შესაძლებლობებით ფულის, დროის და კულტურის თანხვედრით შეეცდება და ყველაფერს გააკეთებს, რომ პროექტი წარმატებული იყოს, - წერს bloomberg-ი

გამოცემის ცნობით, ცხოველების ქსოვილის გამოყენების ისტორია ადამიანის დაზიანებული ან ავადმყოფი ქსოვილის შესაცვლელად, ცნობილია, როგორც ქსენოტრანსპლანტაცია, რომელიც ევროპაში მე-16 საუკუნიდან იღებს სათავეს. ამ მიმართულებით მეცნიერები მე-19 საუკუნეშიც აქტიურად მუშაობდნენ, თუმცა ეს პროექტი მაშინ დამუხრუჭდა. მეცნიერებმა ცდების შედეგად ნახეს, რომ ადამიანის სხეული უცხო ქსოვილს და ორგანოს არ იღებს. 

ამ მიმართულებით, მედიცინაში გარღვევა მე-20 საუკუნის შუა წლებში მოხდა. მას შემდეგ რაც იმუნოდეპრესანტები შეიქმნა. 

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2019, 20:14

მსოფლიო

ტრამპმა თურქეთს სანქციები მოუხსნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს სანქციები მოუხსნა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ფინანსთა მინისტრს დავავალე, რომ თურქეთის წინააღმდეგ 14 ოქტომბერს ძალაში შესული ფინანსური სანქციები გაუქმდეს“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

მოქალაქეების დეპორტაცია

23 ოქტომბერი 2019, 19:47

მსოფლიო

გერმანიიდან რუსეთის მოქალაქეების დეპორტაციის მაჩვენებელი გაიზარდა

ინფორმაციას Der Tagesspiegel-ი ქვეყნის მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყნიდან 2017 წელს რუსეთის 184 მოქალაქე გააძევეს, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 422-მდე გაიზარდა.

ელ კლასიკო ბარსელონა რეალი

23 ოქტომბერი 2019, 19:35

სპორტი

„ბარსელონა“ და „რეალი“ ერთმანეთს 18 დეკემბერს შეხვდებიან

მატჩის ახალ თარიღს „ლა ლიგის“ ხელმძღვანელობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან ამ დღეს სამეფო თასის მატჩები უნდა გაიმართოს. შეხვედრა 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა მატჩი კატალონიაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო გადაიდო.

ქრთამი

23 ოქტომბერი 2019, 19:14

ძალოვნები

სასამართლომ წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილე დამნაშავეებად ცნო

წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილე თბილისის საქალაქო სასამარლომ დამნაშავეებად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გრიგოლ ივანეიშვილს - 12 წელი, ხოლო თეიმურაზ ჩოჩუას-7 წელი მიესაჯათ. ჩოჩუას საპროცესო გარიგება გაუფრომდა, რომლის მიხედვითაც ის სასჯელიდან 3 წელს პენიტენციალურ დაწესებულებაში გაატარებს,

ტარიელ ონიანი

23 ოქტომბერი 2019, 19:11

ძალოვნები

ტარიელ ონიანი რუსეთმა ესპანეთს გადასცა

ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი რუსეთმა ესპანეთს გადასცა. ამის შესახებ რუსეთის შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა განაცხადა. ექსტრადიცია დღეს განხორციელდა. ონიანი 2009 წელს ადამიანის გატაცებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ზელენსკი

23 ოქტომბერი 2019, 18:51

ტაბლოიდი

ზელენსკის ორეული გამოუჩნდა

უზბეკეთის მცხოვრები უმიდ ისაბაევი უკრაინის პრეზიდენტს ძალიან ჰგავს. როგორც ზელენსკის ორეული ამბობს, უკრაინის ლიდერს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კინოში მუშაობის დრო აღარ რჩება და მზად არის ზელენსკი ამ ამპლუაში ჩაანაცვლოს. უმიდი დარწმუნებულია, რომ კომედიურ როლებს კარგად ითამაშებს.

მოდა

23 ოქტომბერი 2019, 18:50

კულტურა

ბრიტანეთის მოდის საბჭომ 2019 წლის The Fashion Awards-ის ნომინანტები დაასახელა

ბრიტანეთის მოდის საბჭომ 2019 წლის The Fashion Awards-ის ნომინანტები დაასახელა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. დაჯილდოების ვარსკვლავები ბოთეგა ვენეტას ინგლისელი შემოქმედებითი ხელმძღვანელი, დანიელ ლი და დიორის კაცის ხაზის, ასევე ინგლისელი კრეატიული დირექტორი, კიმ ჯონსი იქნებიან.

მასწავლებლის სახლი დაჯილდოება

23 ოქტომბერი 2019, 18:50

საქართველო

„მასწავლებლის სახლმა“ წლის საუკეთესო პედაგოგები დაასახელა

სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებელი თემურ სუყაშვილი გახდა, გეოგრაფიის საუკეთესო მასწავლებელი - მარინე ვართუმაშვილი, ისტორიის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული კი ჯაბა ლაბაძემ მოიპოვა.

მაიკლ დუგლასი ქემერონ დუგლასი

23 ოქტომბერი 2019, 18:46

ტაბლოიდი

მაიკლ დუგლასის ვაჟი ამბობს, რომ მამა ნარკოკურიერად იყენებდა

ამერიკელი კინოვარსკვლავი მაიკლ დუგლასი ვაჟს ქემერონს ვარსკვლავურ საღამოებზე ნარკოტიკების (მარიხუანას) დარიგებას აიძულებდა. გამოცემა Mirori ამის შესახებ ქემერონ დუგლასის წიგნზე „გრძელი გზა შინისკენ“ დაყრდნობით წერს. კაცი 40 წლისაა და ამბობს რომ ახლა გაიაზრა თუ რა დავალებას აძლევდა მამა.

მეგან მარკლი

23 ოქტომბერი 2019, 18:33

ტაბლოიდი

ელისაბედ მეორემ მისაღები ოთახიდან მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ფოტო ისევ აიღო

ის, რომ ფოტო მისაღებ ოთახში აღარ დევს, ჟურნალისტებმა მიმდინარე წლის ოქტომბერში, დედოფალსა და გრენადის უმაღლეს კომისარს შორის გამართულ შეხვედრაზე შენიშნეს. როგორც გამოცემა წერს, მეგან მარკლის ფოტოს ადგილი ახლა პრინც ჰარისა და პრინც უილიამის ფოტოს უკავია.

ქუთაისის ტორპედო

23 ოქტომბერი 2019, 18:26

სპორტი

„საბურთალომ“ ქუთაისის „ტორპედო“ 2:0 დაამარცხა

პირველი ბურთი 48-ე წუთზე ეფექტური დარტყმით გიორგი კოხრეიძემ გახსნა. საბოლოო ანგარიში კი 69-ე წუთზე ანრი ჭიჭინაძის ავტოგოლის შედეგად დაფიქსირდა. ამ შეხვედრაში „ტორპედო“ ძირითადი შემადგენლობით გამოვიდა და საბოლოოდ გადაწყდა, რომ დარჩენილ ტურებშიც ეს ფეხბურთელები ითამაშებენ.

იენს სტოლტენბერგი

23 ოქტომბერი 2019, 18:23

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ISIS-თან ბრძოლა არ დამთავრებულა

„ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება ნატოს სირიაში შესვლის მთავარი მიზანი იყო. ჩვენი მონაპოვარი უნდა შევინარჩუნოთ. ამასთან, უნდა გვესმოდეს, რომ ISIS-თან ბრძოლა არ დამთავრებულა, მათ დაბრუნება შეუძლიათ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნავთობსაბადოები

23 ოქტომბერი 2019, 18:06

ეკონომიკა

ბრაზილია აუქციონზე ნავთობსაბადოებს გამოიტანს

ბრაზილიაში 6 ნოემბერს ნავთობის საბადოების გაყიდვაზე აუქციონი გამოცხადდება, წერს Bloomberg. ამ გადაწყვეტილებამ ქვეყნის ბიუჯეტს შესაძლოა მინიმუმ $50 მილიარდი მოუტანოს და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული აუქციონი გახდეს. ლიცენზიის ფასი გამარჯვებულისთვის სავარაუდოდ $25 მილიარდი იქნება.

კირა ნაითლი

23 ოქტომბერი 2019, 18:01

კულტურა

Vogue-მ ორსული კირა ნაითლის ფოტო გამოაქვეყნა

Vogue-ს ამერიკულმა გამოცემამ Instagram-ზე ბრიტანელი მსახიობ კირა ნაითლის ორსულობის პერიოდის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე კირა ნაითლს The Total Mayhem-ის კაბა აცვია, რომელიც ყვავილებით არის გაფორმებული. ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე კაბა 1295 ფუნტი სტერლინგი ღირს.

პატიმრების წამება

23 ოქტომბერი 2019, 17:42

საქართველო

გავრცელდა ვიდეო თუ როგორ სცემენ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმრებს

გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრები პროტესტის ნიშნად შიმშილობდნენ. ისინი იუსტიციის დეფაქტო უწყების მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გამკაცრებულ რეგულაციებს აპროტესტებდნენ, თუმცა მოშიმშილე პატიმრებს სასტიკად სცემეს და საკვების მიღება აიძულეს.

ეკატერინე ტიკარაძე უნივერსალური სამედიცინო ცენტრი

23 ოქტომბერი 2019, 17:37

საქართველო

„უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლების საკითხს სპეციალური საბჭო შეისწავლის

შეხვედრაზე კლინიკის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და ხელფასების გაცემის საკითხებზე ისაუბრეს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შენობის რეაბილიტაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მართვაზე სახელმწიფო იზრუნებს. ცენტრთან დაკავშირებულ კონკრეტულ სამომავლო გეგმებს სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო განიხილავს.

23 ოქტომბერი 2019, 17:34

მსოფლიო

გერმანელი სამართალდამცველები ინგლისში ნაპოვნი ცხედრების საქმეზე მოკვლევას დაიწყებენ

გერმანელი სამართალდამცველები ინგლისში, ესექსის საგრაფოში, სატვირთო მანქანის კონტეინერში 39 ადამიანის ცხედარის აღმოჩენის შემდეგ. შესაბამის მოკვლევას ჩაატარებენ. მომხდარზე 25 წლის კაცია დაკავებული.

ზვიად გამსახურდია

23 ოქტომბერი 2019, 17:16

კულტურა

ხელოვნების სასახლეში ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

28 ოქტომბერს, ხელოვნების სასახლეში საქართველოს პირველი პრეზიდენტის და ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. ექსპოზიციაზე დაცული უნიკალური ვიდეო, აუდიო და საარქივო დოკუმენტები გამოიფინება,

სირია

23 ოქტომბერი 2019, 17:08

მსოფლიო

რუსეთმა თურქეთისა და სირიის საზღვარზე ჯარი შეიყვანა

ამას რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს. გავრცელებული ცნობით, რუსული დანაყოფები ქალაქ კობანესკენ მიემართებიან, სადაც სირიის ჯართან ერთად ქურთული შენაერთების სასაზღვრო ტერიტორიიდან გასვლას გააკონტროლებენ.

გიორგი ბაგრატიონი

23 ოქტომბერი 2019, 17:04

ძალოვნები

გიორგი ბაგრატიონი დაცვის პოლიციის უფროსად დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე გიორგი ბაგრატიონი დაინიშნა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პირადად წარუდგინა.