imedi /  16 აგვისტო 2019, 23:46 / სანდო წყარო

შექმნილია მიკროავტობუსი, რომელიც მძღოლის გარეშე გადაადგილდება

გერმანიაში, ბერლინში ჩვეულებრივი გზის პირობებში გატესტეს მიკროავტობუსი, რომელსაც გადაადგილება მძღოლის გარეშე შეუძლია, ამის შესახებ Deutsche Welle წერს.  

გამოცემის ცნობით, ელექტროავტობუსი, რომელშიც 6 ადგილია 16 აგვისტოდან ბერლინში ტეგელის რაიონში იმოძრავებს, რომელიც მგზავრებს ამავე სახელწოდების ტბასთან გადაიყვანს. 

ავტობუსი ნასწავლი მარშრუტით გადაადგილდება, რომლის სიგრძეც 1,2 კილომეტრია. ის ჩერდება 4 გაჩერებაზე და ორივე კარს აღებს. გადაადგილების სიჩქარე საათში 15 კილომეტრს არ აღემატება. მგზავრებს არ სჭირდებათ ბილეთი. მგზავრებს შორის არის ერთი მეთვალყურე, რომელიც გადაადგილების პროცესს აკვირდება. პრობლემის წარმოქმნისას ის პროცესში ერთვება. 

ავტობუსს წლის ბოლომდე დააკვირდებიან და ახალი პროდუქტის მიმართ საზოგადოების განწყობას შეაფასებენ. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება მძღოლის გარეშე მოძრავი მიკროავტობუსების სერიული წარმოება. 

ყველა სიახლე

14 ივნისი 2021, 13:55

ეკონომიკა

საქართველოს მთავრობამ ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა“ ითვალისწინებს, საქართველოში არსებული ქარსაფარი ზოლების იდენტიფიცირება-ინვენტარიზაციასა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ნათია თურნავა

14 ივნისი 2021, 13:42

COVID19

ნათია თურნავა: ტურიზმის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს მოვუწოდებთ, უფრო აქტიურად ისარგებლონ ვაქცინაციის პრიორიტეტული უფლებით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეგიონებში, ვაქცინაციის დამატებითი კაბინეტების გახსნა ადამიანებს საშუალებას აძლევს, თბილისში ჩასვლის გარეშე შეძლონ იმუნიზაცია. მისი თქმით, ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაცია ნორმალური ტემპით მიმდინარეობს, თუმცა, სასურველია, მეტი აქტიურობა იყოს.

გიტანას ნაუსედა

14 ივნისი 2021, 13:41

პოლიტიკა

ლიეტუვის პრეზიდენტი: მივესალმებით ნატოს ღია კარის პოლიტიკას და ეს, პირველ რიგში, ჩვენს მეგობრებს, საქართველოსა და უკრაინას ეხება

ჩვენ მივესალმებით ნატოს ღია კარის პოლიტიკას და ეს, პირველ რიგში, ჩვენს მეგობრებს, საქართველოსა და უკრაინას ეხება, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ.

14 ივნისი 2021, 13:33

საზოგადოება

მატარებლის მგზავრები „საბას“ ბიბლიოთეკით სარგებლობას შეძლებენ

რაც შეეხება TKT.GE-ს, იგი კავკასიაში ონლაინ ბილეთების ყველაზე დიდი პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებისთვის ცხოვრების გასამარტივებლად მაქსიმალურად კომფორტულ სერვისს ქმნის. ქართული პლატფორმა დღეისათვის 450,000 -ზე მეტ ერთგულ მომხმარებელს სთავაზობს კინოს, სპორტის, თეატრების, ოპერის, კონცერტების, ფესტივალების, მატარებლისა და ავია ბილეთების შეძენას ელექტრონული ფორმით.

ნათია თურნავა

14 ივნისი 2021, 13:32

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მაისში ექსპორტში თითქმის 45%-იანი ზრდა გვაქვს

2021 წლის მაისში, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი მკვეთრად გაუმჯობესდა. კერძოდ, ექსპორტში გვაქვს თითქმის 45%-იანი ზრდა. ექსპორტმა მაისში მიაღწია თითქმის 340 მილიონ დოლარს, - ამის შესახებ ეკონიმიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

14 ივნისი 2021, 13:31

ეკონომიკა

მაგთიკომის განცხადება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის ქმედებებზე

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში 2017 წლის 23 დეკემბერს ცვლილების შეტანის შემდეგ (წყარო) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური ირიცხება კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტში, ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტისა. აღნიშნული ცვლილება „გამართლებულ“ იქნა კომისიის ახალი ფუნქციის - საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დამატებით.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 ივნისი 2021, 13:26

პოლიტიკა

„ევროაქტივი“: ქართული მედიაცია აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი მძევლის გათავისუფლებით დასრულდა

ბელგიური გამოცემა „ევროაქტივი“ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან და ორ ქვეყანას შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, სადაც ხაზს უსვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის როლს კონფლიქტის დეესკალაციის საკითხში.

ნათია თურნავა

14 ივნისი 2021, 13:20

ეკონომიკა

ნათია თურნავა: არასწორია ინფორმაცია, თითქოს ეკონომიკა აზარტული თამაშების სფეროს ხარჯზე გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, თუ რის ხარჯზე ფიქსირდება საქართველოში ეკონომიკური ზრდა, განაცხადა, რომ მაჩვენებლის მატება არ უკავშირდება აზარტულ თამაშებს.

14 ივნისი 2021, 13:16

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ივნისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. სინოპტიკოსების პროგნოზით ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34 გრადუსი იქნება.

დავით ზალკალიანი

14 ივნისი 2021, 13:15

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციაზე: ამით ჩვენი საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა საერთაშორისო არენაზე

„ამით ჩვენი საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა საერთაშორისო არენაზე და ჩვენი როლი, ფუნქცია და მნიშვნელობა გამოიკვეთა. ამიტომ მე მგონი უადგილოა იმაზე საუბარი, რომ საერთაშორისო დღის წესრიგსა და გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში საქართველო წარმოდგენილი არ არის და საქართველოზე არ საუბრობენ. ფაქტები აბსოლუტურად განსხვავებულ რამეზე მეტყველებს”, - აღნიშნა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანი

14 ივნისი 2021, 13:08

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეულია ბრიუსელის ფორუმის ფორმატში ისეთი მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, როგორიც გახლავთ გერმანიის კანცლერი, ნატოს გენერალური მდივანი, კანადის პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეულია ბრიუსელის ფორუმის ფორმატში, ღონისძიებაზე ისეთი მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, როგორიც გახლავთ გერმანიის კანცლერი, ნატოს გენერალური მდივანი, კანადის პრემიერი, - ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

დავუთ ზალკალიანი

14 ივნისი 2021, 12:58

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ​ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა

აბსოლუტურად მართალია მსჯელობა იმაზე, რომ დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება. იგივეა წევრობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 ივნისი 2021, 12:53

პოლიტიკა

ნატოს ბრიუსელის ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად წამყვან სპიკერად არის დასახელებული

2021 წლის 14-18 ივნისს მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში, გაიმართება ბრიუსელის ფორუმი. ფორუმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ღონისძიების დღის წესრიგი, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წამყვან სპიკერად არის დასახელებული ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ და კრუსთან, ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასთან, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ, კირიაკოს მიცოტაკისთან, სლოვაკეთის პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვასთან.

დავით ზალკალიანი

14 ივნისი 2021, 12:53

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ნატოს სამიტის დეკლარაციაზე: მაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ მისი ტექსტი არის ძალიან კარგი და მასში ასახულია საქართველოს პროგრესი

„რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით, ძალიან მკაფიო გზავნილები იქნება. ხაზგასმით იქნება აღნიშნული, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოში გაწევრიანებისთვის. ასევე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ყურადღება იქნება გამახვილებული შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტზე. ანუ, ჩვენი ყველა პრიორიტეტი აისახება სამიტის დეკლარაციაში“, - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

იენს სტოლტენბერგი

14 ივნისი 2021, 12:50

პოლიტიკა

სტოლტენბერგი: ნატოს მოკავშირეები დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურებენ აქამდე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება

„დღევანდელ სამიტზე თარიღები არ დასახელდება. ჩვენ ვფოკუსირდებით რეფორმებზე, საქართველოს მხარდაჭერასა და თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებაზე. ჩვენი მესიჯია, რომ ნატოს კარი ღიაა. მხოლოდ ასპირანტი ქვეყანა და ალიანსი გადაწყვეტს ჩვენი ალიანსის გაფართოების საკითხს. რუსეთს ამ პროცესში ჩარევის უფლება არ აქვს. სუვერენული ქვეყნის უფლებაა თავისი გზა აირჩიოს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

14 ივნისი 2021, 12:41

რეგიონი

მატანის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს

სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი, შედეგად სოფელ მატანში მცხოვრები 5000-მდე ადამიანი, სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

14 ივნისი 2021, 12:41

COVID19

რომელი ვაქცინების რამდენ დამატებით დოზას ელის საქართველო ახლო მომავალში

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ივლისი-ოქტომბრის პერიოდში ქვეყანა ვაქცინის 3 მილიონ 200 000-ზე მეტ დოზას მიიღებს. ეს იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინები, კერძოდ „ფაიზერის“, „სინოფარმის“, „სინოვაკის“, „ნოვავაქსის“ და „ჯონსონის-ენდ- ჯონსონის“ ვაქცინები.

იენს სტოლტენბერგი

14 ივნისი 2021, 12:40

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ნატოს შავ ზღვაში მნიშვნელოვანი პარტნიორები ჰყავს - საქართველო და უკრაინა

ნატოს შავ ზღვაში მნიშვნელოვანი პარტნიორები ჰყავს - საქართველო და უკრაინა, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

14 ივნისი 2021, 12:34

COVID19

„სინოვაკის“ ვაქცინით ექიმები, ტურიზმის სექტორისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები იცრებიან

საქართველოს ორ დიდ ქალაქში - თბილისსა და ბათუმში ექიმების, ტურიზმისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. იმუნიზაციის მსურველები „სინოვაკის“ ვაქცინით ბათუმის საოჯახო მედიცინის ცენტრში, თბილისისა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იცრებიან. პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ესწრება.

რატი იონათამიშვილი

14 ივნისი 2021, 12:26

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: შშმ პირთა უფლებების დაცვა არის თითოეული მოქალაქის ვალდებულება

შშმ პირთა უფლებების დაცვა არის თითოეული მოქალაქის ვალდებულება, რადგან დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, ნიშნავს დისკრიმინაციას საზოგადოების ყველა წევრის მიმართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, 14 ივნისი არის უფლებების დაცვის დღე, რა დროსაც ვახდენთ მეტ ფოკუსირებას შშმ პირთა უფლებებზე, საჭიროებასა და ინტერესებზე.