imedi /  06 სექტემბერი 2019, 12:23 / სანდო წყარო

Sony-მ ახალი Walkman-ი წარადგინა

Sony Walkman

Sony Walkman

კომპანია Sony-მ ახალი Walkman-ი წარადგინა. ახალი პლეერის გამოსვლა კომპანიამ პირველი ​Walkman-ის გამოსვლიდან მე-40 წლისთავს მიუძღვნა. ამის შესახებ გამოცემა CNet-ი წერს.

ახალი Walkman-ი ​Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს, სენსორული ეკრანი და 16-გიგაბაიტიანი მეხსიერება აქვს და Wi-Fi-ის საშუალებით სხვა მოწყობილობებთან მუშაობა შეუძლია.

Walkman-ი ლიმიტირებული რაოდენობით გამოვა, ამერიკაში და ევროპაში მისი ფასი ამ დროისთვის უცნობია. CNet-ის ცნობით, ავსტრალიაში ის 410 დოლარი ეღირება და დახლებზე დეკემბრიდან გამოჩნდება.

ყველა სიახლე

პირბადე კორონავირუსი

27 თებერვალი 2020, 08:13

საქართველო

თბილისის აფთიაქებში პირბადეების მარაგი სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში შეივსება

დედაქალაქის მასშტაბით სააფთიაქო ქსელების ნაწილში ადასტურებენ, რომ პირბადეების მარაგი ამოწურულია. კომპანიების განმარტებით, პირბადეებზე ფასები არ გაზრდილა და 18-20 თეთრის ფარგლებშია. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა რომ სამინისტრო აფთიაქებს პირბადეების შემოტანაში დაეხმარება.

საჩხერე სასტუმრო

27 თებერვალი 2020, 08:01

საქართველო

საჩხერის სასტუმროში მოთავსებული ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

სასტუმროში მოთავსებულ 34 პაციენტზე მუდმივი დაკვირვება და მონიტორინგი მიმდინარეობს. ორკვირიანი ვადის გასვლის შემდეგ კი ყველა მათგანი სასტუმროს დატოვებს. მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, ამ ხნის მანძილზე საჩხერის საავადმყოფოში მომართვიანობა არ გაზრდილა. დირექტორი ამბობს, რომ ამ დროის მონაცემებით, არც დამატებითი პაციენტების შემოყვანა იგეგმება.

27 თებერვალი 2020, 01:51

საქართველო

მითი და რეალობა კორონავირუსის შესახებ - ჯანმოს განმარტებები

თერმული სკანერები ეფექტურია იმ ადამიანების გამოვლენაში, რომლებსაც განუვითარდათ სიცხე ახალი კორონავირუსის ინფექციის გამო. თუმცა ის ვერ გამოავლენს იმ პირებს, რომლებიც ინფიცირებული არიან, მაგრამ ჯერ კიდევ არ აქვთ ცხელება.

მერაბ ჯანელიძე

27 თებერვალი 2020, 01:20

საქართველო

თბილისის აეროპორტში მგზავრებს 24-საათიან რეჟიმში ამოწმებენ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ექიმები 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ- ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმმა მერაბ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დავით ნანობაშვილი

27 თებერვალი 2020, 01:04

საქართველო

იმუნოლოგი დავით ნანობაშვილი: ყველაზე ნაკლები რისკის ქვეშ არიან 6-დან 24-წლამდე ასაკის ადამიანები

ყველაზე ნაკლები რისკის ქვეშ არიან 6-დან 24-წლამდე ასაკის ადამიანები, თითქმის არ არიან, მათ შესაძლოა ვირუსი დაემართოთ, მაგრამ გადააქვთ ადვილად, - ამის შესახებ იმუნოლოგმა, დავით ნანობაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, 6 წლამდე ასაკის ბავშვები მეტი რისკის ქვეშ არიან, რადგან მათ შემთხვევაში სხვა დამამძიმებელი ფაქტორებიც მუშაობს.

კორონავირუსი

27 თებერვალი 2020, 00:56

მსოფლიო

ნორვეგიაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

ნორვეგიაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ის ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავ რცელებს.

გრეგ ლეკიორი

27 თებერვალი 2020, 00:50

კულტურა

ბრიტანეთში წლის საუკეთესო წყალქვეშა ფოტოგრაფი გამოავლინეს

ჟიურის წევრებმა საუკეთესო ნამუშევრები 70 ქვეყნიდან მიღებული 5500 ფოტოს შორის შეარჩიეს. 2020 წელს მთავარ ნომინაციაში (საუკეთესო ფოტოგრაფი) ფრანგმა ფოტოგრაფმა გრეგ ლეკიორმა გაიმარჯვა, ფოტოთი „გაყინული სახლი ბორბლებზე“. ფოტო ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე ექსპედიციის დროს გაკეთდა.

რობერტ უეტონი

27 თებერვალი 2020, 00:45

ტაბლოიდი

მსოფლიოში უხუცესი კაცი 111 წლის ბრიტანელი გახდა

უიეტონი 1908 წლის 29 მარტს დაიბადა და 1 თვეში 112 წლის ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ის გინესის რეკორდების წიგნებში არ შეუყვანიათ, ის მსოფლიოში უხუცეს ადამიანად მიიჩნევა. ბრიტანელს 3 შვილი, 10 შვილიშვილი და 25 შვილთაშვილი ჰყავს.

თეთრი სახლი

27 თებერვალი 2020, 00:36

მსოფლიო

თეთრი სახლი წინააღმდეგია მექსიკასთან საზღვარზე კედლის ასაშენებლად გამოყოფილი თანხები კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდეს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის კონგრესს კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 2.5 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა. თეთრ სახლში განმარტეს, რომ დამატებითი თანხები ვაქცინის შექმნის დაჩქარებასა და საჭირო აღჭურვილობისა და მასალების შეძენას მოხმარდება.

27 თებერვალი 2020, 00:21

ტექნოლოგიები

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ქალი, რომელიც ალკოჰოლს შარდავს

აღმოჩენა შემთხვევით გაკეთდა. 61 წლის ქალს ღვიძლის გადანერგვის ოპერაციისთვის ამზადებდნენ: მას ციროზის მძიმე ფორმა და მეორე ტიპის დიაბეტი ჰქონდა. ორივე დაავადება ხშირ შემთხვევაში იმ ადამიანებს აქვთ, ვინც ალკოჰოლს ჭარბი რაოდენობით მოიხმარს. ამიტომ ექიმებს სულაც არ გაუკვირდათ, რომ პაციენტის ანალიზები ეთანოლის შემცველობაზე დადებით შედეგ აჩვენებდა, თუმცა თავად ქალი ამტკიცებდა, რომ პრაქტიკულად არ სვამს.

ნინო ნიჟარაძე

27 თებერვალი 2020, 00:09

საქართველო

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: რამდენიმე ადამიანს, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ, საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს

„ამ ეტაპზე აჭარაში, საეჭვო კლინიკური ნიშნით არც ერთი პაციენტი არ გვყავს. კორონავირუსის გამოვლენა, პრინციპში, პროგნოზირებადი იყო და ველოდებოდით, რომ ასეთი მასშტაბური ინფექციის გამოვლენიდან რაღაც ეტაპზე საქართველოშიც დაფიქსირდებოდა. სტრატეგიას ქმნის ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. ჩვენი სამოქმედო გეგმაც არის იდენტური", - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

27 თებერვალი 2020, 00:08

საქართველო

ფოთიდან თბილისში, მაღალი ტემპერატურით 18 წლის გოგო გადმოჰყავთ, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა

როგორც ფოთის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი imedinews-სთან აცხადებს, გოგონა ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობდა იტალიაში, საქართველოში ჩამოსვლიდან 2 დღეში თავი შეუძლოდ იგრძნო, ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, რის შემდეგაც კლინიკას მიმართა.

დონალდ ტრამპი

27 თებერვალი 2020, 00:07

მსოფლიო

ტრამპმა CNN კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაციის ცუდად წარმოჩენაში დაადანაშაულა

„დაბალი რეიტინგების მქონე „ფეიკ ნიუს“ MSDNC და CNN ყველაფერს აკეთებენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება რაც შეიძლება ცუდად წარმოაჩინონ, მათ შორის ბაზრებზე პანიკა ატეხონ. არაფრის მაქნისი დემოკრატების მსგავსად მხოლოდ ლაყბობენ და არაფერს აკეთებენ. აშშ მშვენიერ ფორმაშია!“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ის გვერდზე.

Facebook

27 თებერვალი 2020, 00:05

მსოფლიო

Facebook გაამკაცრებს წესებს იმ რეკლამასთან დაკავშირებით, რომელიც კორონავირუსს ეხება

საინფორმაციო პორტალი Business Insider-ი კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ აღნიშნული ზომა იმ პუბლიკაციებს ეხება, რომელიც მომხმარებლებს კორონავირუსისგან განკურნებას ან პროფილაქტიკას ჰპირდება. ამგვარი პუბლიკაციები ამიერიდან დაიბლოკება.

ინფექციური საავადმყოფო

26 თებერვალი 2020, 23:47

საქართველო

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 19 ადამიანიდან 16-ს კორონავირუსი არ აქვს, 2 კი ჯერ გამოკვლეული არაა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 19 პაციენტიდან მათთან მკურნალობას მხოლოდ 6 გააგრძელებს. ცერცვაძის თქმით, ამ 6 პაციენტიდან ერთს აქვს კორონავირუსი, სამი - გრიპისგან მკურნალობას საჭიროებს, კიდევ ორი კი ახალი შემოყვანილია და ჯერ გამოკვლეული არაა.

26 თებერვალი 2020, 23:37

საქართველო

საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. საგანგებო ჯგუფი მთავრობის მეთაურმა საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე შექმნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.

26 თებერვალი 2020, 23:29

საქართველო

ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებს პირბადეების შემოტანაში დაეხმარება

ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებს პირბადეების შემოტანაში დაეხმარება, - ამის შესახებ ოკუპირებული ტრიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსი

26 თებერვალი 2020, 23:26

საქართველო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები: როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან. ვიდეო

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე.

ამირან გამყრელიძე

26 თებერვალი 2020, 23:17

საქართველო

ამირან გამყრელიძე: ინფიცირება ხდება დახველებისას, ცემინებისას, 1 მეტრზე ახლო კონტაქტისას, დანარჩენ შემთხვევაში გადადების რისკი თითქმის არ არსებობს

კორონავირუსით ადამიანიდან ადამიანზე ინფიცირება ხდება ძირითადად წვეთოვანი გზით - დახველებისას, ცემინებისას, 1 მეტრზე ახლო კონტაქტისას. სხვა დანარჩენ შემთხვევაში გადადების რისკი თითქმის არ არსებობს, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ალექსანდრე ღვთისიაშვილი

26 თებერვალი 2020, 23:14

საქართველო

ალექსანდრე ღვთისიაშვილი: საელჩოები მუდმივ კავშირზე არიან საქართველოს მოქალაქეებთან იმ ქვეყნებში, სადაც დაფიქსირებულია ვირუსის მაღალი გავრცელება

საქართველოს საელჩოები მუდმივ რეჟიმში აგროვებენ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობისა და ზომების თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ღვთისიაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.