imedi /  07 სექტემბერი 2019, 21:38 / სანდო წყარო

ინდონეზიაში ორთავიანი გველი იპოვეს

ინდონეზიაში, კუნძულ ბალის ერთ-ერთ სოფელში ორთავიანი გველი იპოვეს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

იშვიათი სახეობის ქვეწარმავალი სოფელ ტაბანანში ნახეს. გამოცემის ინფორმაციით, მსგავსი ფაქტი აგვისტოს ბოლოს აშშ-შის შტატ ნიუ-ჯერსიშიც მოხდა, სადაც ბუნებადამცველებმა ორთავიანი დიდი ზომის გველი ნახეს. ქვეწარმავალს სახელად "ორმაგი დეივი" დაარქვეს, რადგან მის მპოვნელ ორ კაცს სწორედ დეივი ერქვა. 

ნიუ-ჯერსიში ჩხრიალა გველი გადაშენების პირას მყოფ სახეობებს შორისაა და რადგანაც ორთავიანი ქვეწარმავალი ველურ ბუნებაში, დიდი ალბათობით, ვერ გადარჩებოდა, ბუნებადამცველებმა მისი დატოვება და მოვლა გადაწყვიტეს.

ყველა სიახლე

ლებრონ ჯეიმსი იანის ანტეტოკუნმპო

17 თებერვალი 2020, 12:13

სპორტი

NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში ლებრონ ჯეიმსის გუნდმა გაიმარჯვა

ჩიკაგოში ნაციონალური საკალათბურთო ასოციიციის (NBA) ყველა ვარსკვლავის 69-ე მატჩი გაიმართა. ლებრონ ჯეიმსისა და იანისის ანტეტოკუნმპოს გუნდების მატჩში ანგარიშით 157:155 ლებრონის გუნდმა გაიმარჯვა. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.

გერმანია პოლიცია

17 თებერვალი 2020, 11:57

მსოფლიო

გერმანიაში დააკავეს რადიკალები, რომლებიც მეჩეთებსა და თავშესაფრის მაძიებლებზე თავდასხმებს გეგმავდნენ

გერმანიაში დააკავეს რადიკალური მემარჯვენე ორგანიზაცია „მყარი ბირთვის“ 12 წევრი, რომლებიც მეჩეთებზე, პოლიტიკოსებსა და თავშესაფრის მაძიებლებზე თავდასხმებს გეგმავდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

გიორგი მარგველაშვილი

17 თებერვალი 2020, 11:48

საქართველო

გიორგი მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება

„ავტორიტარიზმის არჩევით „ქართულმა ოცნებამ“ წითელი ხაზები გადაკვეთა, არ არის დემოკრატია, ხალხის ერთიანობა და დასავლური გზა. არ შემიძლია ამის ყურება. ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას და ვეცდები, ვემსახურო ჩვენს დასავლურ არჩევანს ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად“, - ამის შესახებ საქართველოს ექს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავის ოფიციალურ Twitter-ზე წერს.

პარლამენტი დაპირისპირება

17 თებერვალი 2020, 11:39

საქართველო

პარლამენტის შენობასთან დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებსა და დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთმა აქტივისტმა პარლამენტში შესვლა სცადა.

იუსტიციის სახლი

17 თებერვალი 2020, 11:37

საქართველო

შშმ პირების დასახმარებლად იუსტიციის სახლის თანამშრომლები ჟესტურ ენაში გადაამზადეს

ჟესტურ ენაში იუსტიციის სახლის თანამშრომლების გადამზადების მეორე ეტაპი დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სახელმწიფო სერვისების კიდევ უფრო ეფექტიანად მიწოდების მიზნით ხორციელდება.

17 თებერვალი 2020, 11:22

საქართველო

გერმანიაში ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა

საქართველო 2022 წელს ბერლინში ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის, ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა იქნება. გერმნიაში მსოფლიოში უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ITB Berlin საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა პრეზენტაცია გამართა.

17 თებერვალი 2020, 11:21

მსოფლიო

სალვადორში ავტოკატასტროფას 11 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც

11 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა სალვადორში მომხდარი ავტოკატასტროფის დროს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მგზავრებით სავსე ავტობუსი ხრამში გადავარდა. ინციდენტი ლა-ლიბერტადის რაიონში მოხდა. ბოლო მონაცემებით, ჰოსპიტალში 22 ადამიანი გადაიყვანეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის 6 ბავშვია. ინციდენტის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

17 თებერვალი 2020, 11:17

ეკონომიკა

თბილისს ისრაელიდან იურიდიული კომპანიების წარმომადგენლები ეწვივნენ

იურისტები საქრთველოს კანონმდებლობას გაეცნობიან და საქართველოში ინვესტირების მსურველ კომპანიებს საქართველოში ჩამოსასვლელად მოამზადებენ, ასევე შეისწავლიან, როგორ მუშაობს საქართველოში ისრაელის ბიზნესი და ხვდებათ თუ არა მათ სირთულეები.

17 თებერვალი 2020, 11:07

საქართველო

ინვესტორი მერიას ვაკის პარკში სასტუმროს ნაცვლად რესტორნის აღდგენას სთავაზობს

ინვესტორის განცხადებით, რესტორან "ბუდაპეშტის" მშენებლობისას არ დაზიანდება არც ერთი ნარგავი და დამატებით გამწვანდება და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. განხორციელდება მასშტაბური ინვესტიცია და არსებული მდგომარეობის ნაცვლად, ტერიტორიას თავისი პირვანდელი სახე დაუბრუნდება.

იაპონია, კორონავირუსი

17 თებერვალი 2020, 11:00

მსოფლიო

კორონავირუსის გამო, იაპონიაში იმპერატორის დაბადების დღის აღნიშვნა გადადეს

იაპონიაში კორონავირუსის გავრცელების გამო, 2020 წლის 23 თებერვალს ტოკიოში იმპერატორ ნარუჰიტოს დაბადების დღის აღნიშვნა გადადეს, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. იმპერატორის სასახლეში მონარქის დაბადების დღე აღარ აღინიშნება. ნარუჰიტო იაპონიის იმპერატორი 2019 წლის მაისში გახდა. მანამდე ამ ტიტულს მამამისი, აკიჰოტო ატარებდა.

17 თებერვალი 2020, 10:47

საქართველო

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის, ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

მისისიპი, წყალდოდობა

17 თებერვალი 2020, 10:36

მსოფლიო

აშშ-ში მისისიპის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ქალაქ ჯეკსონში რამდენიმე რეგიონი დაიტბორა. მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა და რამდენიმე ადგილას წყლის დონემ 11 მეტრს მიაღწია. შტატის ნაციონალური მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მდინარეში წყლის დონე ამ ნიშნულზე ბოლოს 1983 წელს იყო.

შსს

17 თებერვალი 2020, 10:29

ძალოვნები

ქურდობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ქირაობდნენ ავტომობილებს, შემდეგ ხსნიდნენ კატალიზატორებს, რომლებსაც სხვადასხვა ავტოსახელოსნოში აბარებდნენ.

17 თებერვალი 2020, 10:27

მსოფლიო

ჰუბეის მცხოვრებლებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ

ჰუბეის პროვინციაში, რომელიც კორონავირუს Covid-19-ის გავრცელების ეპიცენტრად ითვლება, მოსახლეობას სახლებიდან გასვლა აუკრძალეს. ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post-ი წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ქუჩებში ფეხით მოსიარულეებისა და ტრანსპორტის გადაადგილება კატეგორიულად იკრძალება.

მედიააკადემია

17 თებერვალი 2020, 10:08

საქართველო

დრამატურგმა ბასა ჯანიკაშვილმა მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის ტრენინგი გამართა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ ათი მედია ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა. „როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ და გავაშუქოთ ამბავი, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი ჟურნალისტებს ორი დღის განმავლობაში სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა. ტრენინგი თანამედროვე მედიის ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებს ეხებოდა, როგორიცაა ამბის დრამატურგია და ამბის თხრობის თანმიმდევრობის განსაზღვრა.

17 თებერვალი 2020, 09:58

მსოფლიო

სირიის სამთავრობო ჯარებმა ალეპოს ძირითადი ნაწილი დაიკავეს

რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სირიის სამთავრობო ჯარებმა ალეპოს ძირითადი ნაწილი დაიკავეს. რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით ასადის სამთავრობო ძალებმა რეგიონში აქტიური საბრძოლო მოქმედებები დეკემბრიდან განაახლეს.

პარლამენტი აქცია

17 თებერვალი 2020, 09:45

საქართველო

პარლამენტში ირაკლი შოთაძის მოსმენა საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის

იურიდიული კომიტეტის დღევანდელი სხდომა, რომელზეც დეპუტატები გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ, სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის. პოლიტიკოსები კი პარლამენტის პიკეტირებას და სირცხვილის დერეფნის მოწყობას ხვალიდან აპირებენ.

ამინდი

17 თებერვალი 2020, 09:23

საქართველო

სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდს, აღმოსავლეთში კი მცირე თოვლს პროგნოზირებენ

„უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება მოსალოდნელი. 18 თებერვალს გამოიდარებს აღმოსავლეთ საქართველოში, 19 თებერვლიდან კი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს. ღამის საათებში ყინვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნდება“, - აცხადებს სინოპტიკოსი მაია ქააძე.

სასწრაფო

17 თებერვალი 2020, 09:14

საქართველო

ახალციხეში ავარიის შედეგად დაშავებული მცირეწლოვნის მდგომარეობა მძიმეა

ახალციხეში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი თბილისში, იაშვილის კლინიკაში მოათავსეს. მკურნალი ექიმის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზეა. ავტოავარიის შედეგად კიდევ ორი არასრულწლოვანი დაშავდა, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ნინო წილოსანი

17 თებერვალი 2020, 09:08

საქართველო

საპარლამენტო კომიტეტებში აკვაკულტურის კანონის განხილვა დაიწყო

კანონპროექტის ავტორის ნინო წილოსანის თქმით, ეს ინიციატივა მოაწესრიგებს საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ჩარჩოს, ვინაიდან ამ ეტაპზე ეს სფერო არ რეგულირდება. მისი განცხადებით, სახელმწიფო კანონის მიღებით ადგილობრივ კოოპერატივებს მაქსიმალურად წაახალისებს.