imedi /  03 ოქტომბერი 2019, 00:45 / სანდო წყარო

მარკ ცუკერბერგის Facebook-ის თანამშრომლებთან საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა

მარკ ცუკერბერგი

მარკ ცუკერბერგი

გამოცემა The Verge-მა გამოაქვეყნა Facebook-ის ხელმძღვანელის, მარკ ცუკერბერგის თანამშრომლებთან ორი შეხვედრის ტექსტი და აუდიოჩანაწერი. ამ შეხვედრების დროს ის მაქსიმალურად გულწრფელად პასუხობდა შეკითხვებს. შეხვედრები 2019 წლის ივლისში შედგა. აუდიოს გამოქვეყნების შემდეგ ცუკერბერგმა მისი ნამდვილობა დაადასტურა: „მართალია ეს ყველაფერი კომპანიის შიგნით უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ახლა თქვენ შეგიძლიათ ნახოთ გაუფილტრავი ვერსია იმისა, რასაც მე ვფიქრობ და ვეუბნები თანამშრომლებს“. გთავაზობთ, რამდენიმე საინტერესო ფრაგმენტს ამ ჩანაწერებიდან.

კომპანიის მიმართ მუქარების შესახებ

კითხვა: პირადად თქვენ თუ გაღელვებთ ის, რომ რეგულატორები შეიძლება მოვიდნენ და კომპანია გაყონ [Instagram და WhatsApp ისევ დამოუკიდებელ კომპანიებად აქციონ]? რას ფიქრობთ ბოლოდრინდელ გამოძიებებზე და ელიზაბეტ უორენის [სენტორის, აშშ-ის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატის] შესახებ?    

პასუხი: რა თქმა უნდა, ძალიან მაღელვებს, როდესაც ვიღაც ჩვენი კომპანიის გაყოფას ცდილობს. მაგრამ მე ვაფასებ სამართლის უზენაესობას, რაც ჩვენს ქვეყანას ბევრი სხვა ქვეყნისაგან გამოარჩევს.  

დიახ, შესაძლოა, არსებობს პოლიტიკური მოძრაობა, რომლის წარმომადგენლებიც ბრაზობენ ტექნოლოგიურ კომპანიებზე ან არ მოსწონთ კონცენტრაცია [ძალაუფლების], ან სხვა რამ აღელვებთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ <…> სწორი პასუხია - ამ კომპანიების გაყოფა. თუ ელიზაბეტ უორენს, რომელსაც ასე მიაჩნია, აირჩევენ, ჩვენ აუცლებლად ვიდავებთ [მის ქმედებებზე] სასამართლოში. და დაწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ. მაგრამ მე არ მინდა სარჩელების შეტანა ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ - ჩვენ გვაღელვებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენ გვინდა მუშაობა მთავრობასთან და კარგი საქმეების კეთება. მაგრამ როდესაც თქვენ ვიღაც გემუქრებათ, თქვენ გადიხართ რინგზე და იბრძვით.  

კომპანიის გაყოფა, იქნება ეს Facebook-ი, Google-ი თუ Amazon-ი, სინამდვილეში პრობლემებს ვერ გადაწყვეტს. ეს ვერ შეამცირებს არჩევნებში ჩარევის ალბათობას. პირიქით, ეს გაზრდის ამ ალბათობას, რადგან კომპანიები ვერ შეძლებენ თავიანთი მოქმედებების კოორდინაციას და ერთად მუშაობას.

კრუპტოვალუტა Libra-ს შექმნაზე

პასუხი: ჩვენ გვინდა ავამუშაოთ ფულადი გადარიცხვები ტრადიციულ ვალუტებში ბევრ ქვეყანაში ამ წლის ბოლომდე. და ჩვენ გვაქვს Libra-სთან დაკავშირებული კიდევ უფრო დიდი პროექტი - შევეცდებით ციფრული ფულის ახალი სახეობის შემნას, რომელიც მთელ მსოფლიოში იმუშავებს და იქნება სტაბილური.

ფინანსები - ძალიან მკაცრად რეგულირებული სივრცეა. არსებობს ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლების გადაჭრაც აუცილებელია ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების სფეროში. არსებობს ბევრი მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ვიცოდეთ ჩვენი კლიენტების ვინაობა.

და ჩვენ არ ვაპირებთ უცებ გამოცხადებას და თქმას: „აი ჩვენ ყველაფერი გადავწყვიტეთ და პროდუქტი უნდა ჩავუშვათ“. თავდაპირველად, ჩვენ ბევრ რეგულატორს შევხდებით, მოვუსმენთ მათ, თუ როგორ შეიძლება ვიმოქმედოთ. ეს იქნება გრძელი გზა, მაგრამ მოლოდინიც ასეთი გვქონდა.

TikTok-ის პოპულარობის შესახებ

კითხვა: ჩვენს კომპანიას აღელვებს TikTok-ის მზარდი კულტურული გავლენა მოზარდებსა და Z თაობის წარმომადგენლებზე. რა გეგმა გაქვთ?

პასუხი: TikTok-ი კარგად ვითარდება. საინტერესოა, რომ რაღაც დროის განმავლობაში ინტერნეტ-ლანდშაფტი ძირითადად ამერიკული კომპანიებისგან შედგებოდა. შემდეგ კი გაჩნდა ჩინური კომპანიების პარალელური სამყარო, რომლებიც თავიანთ სერვისს მომხმარებლებს დიდწილად მხოლოდ ჩინეთში სთავაზობდნენ.

TikTok-ი - ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის მიერ შექმნილი პირველი მომხმარებლური ინტერნეტ-პროდუქტია, რომელიც საკმაოდ პოპულარულია მთელ მსოფლიოში. აშშ-ში მისი აუდიტორია იზრდება, განსაკუთრებით მოზარდებს შორის. ასე რომ, ეს ძალიან საინტერესო მოვლენაა.

ჩვენ მომავალი ქმედებების რამდენიმე ვარიანტი გვაქვს. მაგალითად, ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი აპლიკაცია Lasso, რომელსაც პოპულარიზებას ვუწევთ, მაგალითად მექსიკაში, რომ იქ გავუსწროთ TikTok-ს. დასაწყისში ჩვენ შევეცდებით იმის გაგებას, შევძლებთ თუ არა მათთვის კონკურენციის გაწევას ისეთ ადგილებში, სადაც ის ჯერ კიდევ ძალიან პოპულარული არ არის. ჩვენ ასევე გავაკეთეთ უფრო stories-ზე ფოკუსირებული ჩანართი რეკომენდაციებით Instagram-ზე, რადგან კონტენტის ეს ტიპი სულ უფრო პოპულარული ხდება მომხმარებლებში.

ვფიქრობ, სწავლის, გაგების და ტენდენციის გასწრების დრო გვაქვს. TikTok-ი იზრდება, მაგრამ ისინი უზარმაზარ ფულს ხარჯავენ მის პოპულარიზებაზე. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ რეკლამაზე ფულის ხარჯვის შეწყვეტის შემდეგ, მომხმარებლების შენარჩუნება იოლი არ არის. ბაზარი აქ ჯერ არ ჩამოყალიბებულა და ჩვენ დრო გვაქვს.

ცუკერბერგის, როგორც საჯარო პირის შესახებ

კითხვა: როგორც ჩანს, Facebook-თან დაკავშირებული დისკუსიების დიდი ნაწილი სინამდვილეში დაკავშირებულია არა კომპანიის საქმიანობასთან, არამედ თქვნთან და თქვენს პირად ცხოვრებასთან. მაგალითად, იმასთან, რომ თქვენ არ ესწრებით მოსმენებს [სახელისუფლებო ორგანოებში]. რას აკეთებთ ამის გამოსასწორებლად?

პასუხი: ვფიქრობ, მიზეზი ის არის, რომ ბევრის აზრით, ჩვენი კომპანია ძალიან ძლიერია. მე რომ აქ ხმის უფლება მაქვს, ეს ბევრს ანერვიულებს, თუმცა ეს ბევრჯერ გამოგვადგა [Facebook-ის შენარჩუნებაში]. 

რაც შეეხება მოსმენებს, მე არ ვაპირებ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოსმენებზე ვიარო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბევრს სურს. როდესაც Cambridge Analytica-ს საქმიანობასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა, მე დავესწარი მოსმენებს აშშ-სა და ევროკავშირში. მაგრამ უაზრობად მიმაჩნია ვიარო მოსმენებზე ყველა ქვეყანაში, და მათაც არ აქვთ უფლება ეს მომთხოვონ.

მე ძალიან სერიოზულად ვეპყრობი ჩემს პირად ქცევას და იმას, თუ როგორ აისახება ის კომპანიაზე. ვფიქრობ, რომ მთლიანობაში ჩვენ მიერ შექმნილი სტრუქტურა კარგად მოემსახურა კომპანიას და საზოგადოებას. მაგრამ ჩვენ ბევრჯერ გაგვაკრიტიკებენ. ადამიანებს უფლება აქვთ ილაპარაკონ თავიანთ შიშებზე, მაგალითად იმაზე „საკმარისად კონტრლდება თუ არა მსოფლიოს ხუთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანია?“. ჩვენ მორჩილებით უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ დისკუსიაში.

Facebook-ის მიმართ ცუდ დამოკიდებულებაზე

კითხვა: რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მეგობრებს უკეთესი დამოკიდებულება ჰქონდეთ Facebook-ის მიმართ?

პასუხი: ადრე მე უფრო მეტად ვიყავი კონცენტრირებული არსზე და ვცდილობდი შემექმნა პროდუქტი, რის გამოც ნაკლებ ყურადღბას ვაქცევდი - პროდუქტის აღქმას. ვშიშობ, ამის ფუფუნება აღარ გვაქვს. მუშაობის პირველი 10 წლის განმავლობაში პრესაში იმაზე მეტი პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ, ვიდრე ამას რომელიმე კომპანია იმსახურებს. საქმე მხოლოდ ჩვენში არ იყო - ასე წერდნენ ზოგადად ტექნოლოგიურ ინდუსტრიაზე.  

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში (განსაკუთრებით 2016 წლის არჩევნების შემდეგ) ადამიანების აღქმა მიემართა პრობლემებზე კონცენტრაციისკენ. ვფიქრობ, რომ ამის გადალახვა შეიძლება მხოლოდ მათი დარწმუნებით იმაში, რომ ჩვენ მათი ინტერესებიდან გამოვდივართ. თქვენ არ იცით ყველა ტექნიკური პროექტი, მაგრამ გესმით ის, რაც გვაღელვებს და ის თუ რას ფიქრობენ ადამიანები კომპანიაში.  

Facebook-ის მოდერატორების ცხოვრების შესახებ

კითხვა: Facebook-ის მომხმარებლები ყოველ საათში მილიონობით ახალ პოსტს აქვეყნებენ. ამის გამო კომპანიამ მოდერაციისთვის გარე კომპანიების მოზიდვა დაიწყო. წელს The Verge-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მოთხრობილია თანამშრომლების ფსიქოლოგიური და ემოციური პრობლემების შესახებ. რას გეგმავს Facebook იმისთვის, რომ დაიცვას ეს ადამიანები ყველაზე უარესისაგან რაც არის ინტერნეტში?

პასუხი: ამ ისტორიებიდან ზოგიერთი ზედმეტად დრამატიზებულია. ამდენად ბევრი ადამიანიც არ უყურებს საშინელ რაღაცეებს მთელი დღის განმავლობაში. მაგრამ, რა თქმა უნდა, არის საშინელი ფაქტები, რომლებსაც ადამიანები აწყდებიან, და ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა. ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი რაც შესაძლებელია, რომ დავეხმაროთ მათ, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც [მუშაობისას] ყველაზე ამაზრზენ კონტენტს აწყდებიან.

ყველა სიახლე

კაპიტანი მარველი

24 იანვარი 2020, 00:51

კულტურა

„კაპიტან მარველის“ სიქველი 2022 წელს გამოვა

უკვე ცნობილია, რომ სცენარს მეგან მაკდონელი დაწერს, რომელიც ახლა Marvel-ის კინოსამყაროში შემავალ სერიალზე „ვანდა-ვიჟენი“ მუშაობს. სავარაუდოდ პროექტს მსახიობი ბრი ლარსონი დაბრუნდება, რომელმაც პირველ ნაწილში მთავარი როლი შეასრულა.

მოხუცები რომანტიკა

24 იანვარი 2020, 00:31

ტაბლოიდი

ერთ დღეს გარდაიცვალა ამერიკელი ცოლ-ქმარი, რომელმაც ერთად 65 წელს იცხოვრა

86 წლის ჯეკ მორისონი და 83 წლის ჰარიეტი ქალაქ სენტ-ლუისის მოხუცებულთა თავშესაფარში გარდაიცვალნენ. მათ ერთად 65 წელი გაატარეს. ჯეკმს და ჰარიეტმს პირველი პაემნი1955 წლის ჰელოუინის საღამოს ჰქონდა და მას შემდეგ არ დაშორებულან.

ჯანმო

24 იანვარი 2020, 00:07

მსოფლიო

WHO: კორონავირუსის გამო მსოფლიოში საგანგაშო მდგომარეობის გამოცხადება ჯერ ადრეა

ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ დაღუპულთა უმრავლესობას ჰიპერტონია, დიაბეტის ან გულის და სისხლძარღვების დაავადებაც აღენიშნებოდა, რომლებმაც მათი იმუნიტეტი დაასუსტეს.

მუმია ხმის აღდგენა

23 იანვარი 2020, 23:41

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა 3 ათასი წლის წინ გარდაცვლილი ეგვიპტელი ქურუმის ხმა აღადგინეს

ნესიამუნის მუმია პროექტის „ხმები წარსულიდან“ მონაწილე გახდა, რადგან ქურუმის ხმის იოგები მშვენიერ მდგომარეობაში შემოინახა. სპეციალისტებმა ქურმის ხმის იოგების ასლი 3D-პრინტერზე დაბეჭდეს და მისი ხმის ჟღერადობაც აღადგინეს.

უკრაინა ეკინიგზა

23 იანვარი 2020, 23:02

ეკონომიკა

გერმანიამ უკრაინის რკინიგზის მართვაზე უარი განაცხადა

ამასთან, კომპანიაში განაცხადეს, რომ მზად არიან უკრაინულ მხარეს კონსულტაციები გაუწიონ. უკრაინის რკინიგზის Deutsche Bahn-ისთვის გადაცემის სურვილის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ოლექსეი გონჩარუკმა განაცხადა. მისი თქმით, ეს იმის მაჩვენებელი გახდებოდა, რომ უკრაინა უპრეცედენტო უცხოური ინვესტიციებისთვის არის ღია.

პოლიციის მანქანა

23 იანვარი 2020, 22:35

ძალოვნები

ცაგერში არხში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრებს ეძებენ

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მდინარე ცხენისწყლის არხში გადავარდა. სავარაუდოდ, მანქანა დიდი სისწრაფით მოძრაობდა, დამცავ ჯებირებს შეეჯახა და არხში ჩავარდა. ავტომობილში 60 წლამდე კაცი და ორი ახალგაზრდა იმყოფებოდნენ. მდინარემ ერთი გარდაცვლილის ცხედარი უკვე გამორიყა.

ანხელ გურია და გიორგი გახარია

23 იანვარი 2020, 22:01

საქართველო

პრემიერი დავოსში OECD-ის გენერალურ მდივანს შეხვდა

„საქართველო მეტად აპირებს ჩვენი უწყების პროგრამებში და კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობას. ქვეყანა ძალიან აქტიურად მონაწილეობს ყველა ამ ინიციატივაში, როგორც სამუშაო ჯგუფების, ასევე მმართველი საბჭოს ფორმატში. საერთო ჯამში, საქართველოსთან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მზად ვართ უფრო მეტი ვაკეთოთ ერთად”, – აღნიშნა ანხელ გურიამ.

განკითხვის დღის საათი

23 იანვარი 2020, 21:41

ტაბლოიდი

„განკითხვის დღის საათის“ ისრები 20 წამით წინ გადაწიეს

სიმბოლური საათი კაცობრიობის განადგურებამდე დარჩენილ დროს ითვლის და ახლა მასზე დაფიქსირებული დროა 23:58:40 საათი. ასე ახლოს შუაღამესთან, რომელიც გლობალურ კატასტროფას ნიშნავს საათი არასოდეს ყოფილა. განკითხვის დღის საათზე დროს წელიწადში ერთხელ ცვლიან.

ნინო ლომჯარია

23 იანვარი 2020, 21:09

საქართველო

ნინო ლომჯარია ვანო მერაბიშვილს და ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა

ინფორმაცია სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ლომჯარია თავის მოადგილე გიორგი ბურჯანაძესთან ერთად მივიდა. ლომჯარიამ გურამ დონაძესთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა დონაძემ მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

ჰოლოკოსტის ფორუმი

23 იანვარი 2020, 20:51

მსოფლიო

მსოფლიო ლიდერებმა იერუსალიმში ანტისემიტიზმი დაგმეს

მსოფლიო ლიდერებმა იერუსალიმში, ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმზე, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკ ოსვენციმის გათავისუფლების 75-ე წლისთავისადმი არის მიძღვნილი, ანტისემიტიზმი დაგმეს. ღონისძიებაში 40-მდე ლიდერი მონაწილეობს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

გიორგი გახარია

23 იანვარი 2020, 20:28

საქართველო

გიორგი გახარია: სავარაუდოდ, მეგობრები წერილებით არ უნდა საუბრობდნენ

„ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, რომ ყველა სახის შეფასება, თუნდაც მწვავე, სამართლიანი, შეიძლება, ჩვენი გადმოსახედიდან უსამართლო, ობიექტურად განვიხილოთ, რასაც უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ“, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ „ქრონიკას“კონგრესმენების წერილის შეფასებისას განუცხადა.

სალომე ზურაბიშვილი და მაიკ პენსი

23 იანვარი 2020, 20:10

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში მაიკ პენსს გაესაუბრა

პრეზიდენტის თქმით, პენსმა თბილისისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, ზურაბიშვილმა კი მას ამისთვის მადლობა გადაუხადა. „მაიკ პენსი : საქართველო გვიყვარს, მის გვერდით ვართ და ვიქნებით მუდამ. ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე საქართველოს მხარდაჭერისთვის“, - წერს პრეზიდენტი.

ელისაბედ მეორე

23 იანვარი 2020, 19:42

მსოფლიო

ელისაბედ მეორემ Brexit-ის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ბრიტანეთის პარლამენტის წევრებს დედოფლის გადაწყვეტილების შესახებ თემთა პალატის სპიკერის მოადგილე ნაიჯელ ევანსმა შეატყობინა. ახლა დოკუმენტის რატიფიცირებაზე ევროპარლამენტმა უნდა იმსჯელოს. ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირიდან ქვეყნის გამოსვლის შესახებ კანონპროექტს მხარი 23 იანვარს დაუჭირა.

ირაკლი კობახიძე

23 იანვარი 2020, 19:25

საქართველო

ირაკლი კობახიძე: კონგრესმენების წერილში წერია, რომ ანაკლიის კონსორციუმის უკან აშშ იდგა, რაც არასწორია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე კონგრესმენების წერილში არსებულ ფაქტობრივ შეცდომებზე მიუთითებს. ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ამის რამდენიმე მაგალითი დაასახელა. მისი თქმით, წერილში ერთ-ერთი ნაწილი ეხება ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომელიც როგორც წერილში წერია, ასოცირებულია პროპორციული არჩევნების შესახებ კენჭისყრის ჩავარდნასთან.

ირაკლი კობახიძე

23 იანვარი 2020, 19:08

საქართველო

ირაკლი კობახიძე: კონგრესმენების წერილში კონკრეტული უზუსტობებია, რასაც რეაგირება მოჰყვება

საპარლამენტი უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონგრესმენების წერილში კონკრეტული უზუსტობებია, რასაც რეაგირება მოჰყვება. მმართველი გუნდის წარმომადგენელმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, რომ რეაგირება სხვადასხვა ფორმით იქნება და მუშაობა უკვე დაწყებულია.

ვლადიმერ პუტინი

23 იანვარი 2020, 19:05

მსოფლიო

პუტინმა აშშ-ს, ჩინეთს, საფრანგეთს და ბრიტანეთს სამიტის ჩატარება შესთავაზა

„შევხვდეთ ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც ჩვენი კოლეგებისთვის მოსახერხებელი იქნება. რუსეთი ასეთი სერიოზული საუბრისთვის მზად არის. ჩვენ წინაშე ბევრი ამოცანა. ერთ-ერთი მათგანი ცოტა ხნის წინ ბერლინში განვიხილეთ - ლიბია“, - განაცხადა პუტინმა.

გრეტა ტუნბერგი

23 იანვარი 2020, 18:45

მსოფლიო

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: ტუნბერგმა ჯერ ეკონომიკა ისწავლოს და მერე გვირჩიოს რა ვქნათ

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა ეკოაქტივისტ გრეტა ტუნბერგს ურჩია ჯერ ეკონომიკურ კოლეჯში ისწავლოს და შემდეგ დაიწყოს აშშ-ს რჩევების მიცემა, როგორი ენერგეტიკული პოლიტიკა აწარმოოს. ამის შესახებ განცხადება მან დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა.

პაატა იმნაძე

23 იანვარი 2020, 18:21

საქართველო

პაატა იმნაძე: საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკი არ არსებობს

„ჩვენ არ ვართ ისეთი მაღალი რისკის ქვეშ, ისევე როგორც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა, რადგანაც ჩვენ პირდაპირი რეისები აღარ გვაქვს უჰანთან საქართველოში. გამონაკლისი იყო პარიზი, სადაც არის 6 ფენა კვირაში. აღარ იქნება ეს ფრენებიც, იმიტომ რომ ჩაიკეტა უჰანი“, - განაცხადა იმნაძემ.

მოტოროლა

23 იანვარი 2020, 18:16

ტექნოლოგიები

Motorola Razr-ის გაყიდვის თარიღი დასახელდა

არსებული ინფორმაციით, 26 იანვრიდან ოპერატორის ვებგვერდზე წინასწარი შეკვეთების გაკეთება იქნება შესაძლებელი. 6 თებერვლიდან კი დასაკეცი სმარტფონი თავისუფლად გაიყიდება Verizon-ზე, Wallmart-ის ქსელსა და Motorola-ს ვებგვერდზე. Motorola Razr-ის ღირებულება 1500 დოლარი იქნება.

გრიპის ვირუსი

23 იანვარი 2020, 18:01

საქართველო

დადასტურდა, რომ ზუგდიდში გოგო გრიპის B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა

ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ზუგდიდში 22 წლის ახალგაზრდა გრიპის B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძეს თქმით, ინფორმაცია, რომ თითქოს ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა, არ შეესაბამება სიმართლეს.