imedi /  16 ოქტომბერი 2019, 16:17 / სანდო წყარო

Twitter-ი წესების დამრღვევი პოლიტიკოსების გაზიარების ფუნქციას შეზღუდავს

Twitter

Twitter-მა განმარტა როგორ იმუშავებს სახელმწიფო უწყებების და ოფიციალური პირების Twitter-პოსტები. ამის შესახება კომპანიამ ჯერ კიდევ ივნისში განაცხადა. როგორც წესი Twitter-ის წესების დამრღვევი ტვიტები იშლება, თუმცა ახალი რეგულაციის მიხედვით ამ მიმართულებით დამატებითი ცვლილებები იგეგმება

კერძოდ, შეურაცხყოფის შემცველი პოსტები, რომლებიც საზოგადოების მაღალი ინტერესის საგანს წარმოადგენს, აღარ წაიშლება და ის საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი. ამისთვის სამი პირობის დაცვაა აუცილებელი:

- ტვიტი ვერიფიცირებულმა ექაუნთმა უნდა გამოაქვეყნოს;

- ექაუნთს 100 ათასზე მეტი გამომწერი უნდა ჰყავდეს;

- ექაუნთი უნდა ეკუთვნოდეს აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ორგანოს მოქმედ ან პოტენციურ წარმომადგენელს.

ასეთ ტვიტებს დაერთვება სპეციალური გაფრთხილება და მომხმარებელი ვეღარ შეძლებს მის მოწონებას და პასუხის გაცემას ან გაზიარებას (ტვიტერის მიღმა). ნებადართული იქნება სადავო პოსტის გაზიარება მხოლოდ კომენტარის თანხლებით.

ბოლო წლებში Twitter-ს აკრიტიკებდნენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტვიტების მიმართ უმოქმედობის გამო, რომლებიც ხშირად სერვისის წესებს ეწინააღმდეგებოდა და პოლიტიკოსების და ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფებს შეიცავდა, მაგრამ კომპანია მათ არ შლიდა. 

ყველა სიახლე

დაკავება

19 ნოემბერი 2019, 16:45

მსოფლიო

ბერლინში ტერაქტების მომზადების ბრალდებით სირიელი დააკავეს

გერმანიის ფედერალური პოლიციის სპეციალური დანაყოფის თანამშრომლებმა ბერლინში დააკავეს სირიელი, რომელიც ტერაქტების მომზადებაშია ეჭვმიტანილი. ბერლინში მცხოვრები სირიის 26 წლის მოქალაქე ინტერნეტში ასაფეთქებელი მოწყობილობების მომზადების შესახებ ინფორმაციას ეძებდა და ამ საკითხზე ნაცნობებს ესაუბრებოდა.

ჯოკერი

19 ნოემბერი 2019, 16:37

ტაბლოიდი

ტრამპა თეთრ სახლში „ჯოკერის“ კინოჩვენება გამართა

ტრამპმა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის გამო იმპიჩმენტი ემუქრება, ფილმს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და თეთრი სახლის თანამშრომლებთან ერთად ფილმს კინოჩვენებისთვის სპეციალურად მოწყობილ ოთახში უყურა. მედიის ინფორმაციით, ტრამპს ფილმი მოეწონა.

ირაკლი კობახიძე

19 ნოემბერი 2019, 16:31

საქართველო

კობახიძე: არჩევნებზე ჩვენ მნიშვნელოვნად ავცდებით 50%-იან მაჩვენებელს

მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ მნიშვნელოვნად ავცდებით 50%-იან მაჩვენებელს. ვიდრე ოპოზიცია დროს კარგავს დესტრუქციული ნაბიჯების დაგეგმვაზე, ჩვენ ვმუშაობთ, საარჩევნო პროცესებისთვის ვემზადებით და გვაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ IRI-ის კვლევის შედეგები.

კახაბერ ოქრიაშვილი

19 ნოემბერი 2019, 16:23

საქართველო

ოქრიაშვილი: მაჟორიტარულ სისტემაში მოსახლეობის 99% ვერ ერკვევა, დებილები ყველგან არიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კახაბერ ოქრიაშვილის განცხადებით, მოსახლეობის 99% საარჩევნო სისტემებში ვერ ერკვევა და არ იცის რით განსხვავდება ან რა არის კარგი მაჟორიტარული და პროპორციული სისტემა. ამის შესახებ ოქრიაშვილმა პარლამენტში დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

19 ნოემბერი 2019, 16:21

საქართველო

თალაკვაძე: მაჟორიტარებს უფლება აქვთ, თავისი პოზიცია ჰქონდეთ

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, არჩევნების სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის შესახებ, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას გამოეხმაურა. მისი ​თქმით, მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში შეთანხმებული პოზიცია არ არსებობს, მაგრამ მაჟორიტარებს აქვთ უფლება, თავისი პოზიცია ჰქონდეთ.

მექსიკა

19 ნოემბერი 2019, 16:20

მსოფლიო

მექსიკის ერთ-ერთ ფერმაში 25 ცხედარი იპოვეს

მოკლულთა შორის 5 ქალი და 20 კაცია. 6 მათგანი ნათესავებმა უკვე ამოიცნეს. ცხედრები მას შემდეგ იპოვეს, რაც 15 ადამიანი, მათ შორის 3 არასრულწოვანი, დააკავეს. წინასწარი ცნობით, ბოროტმოქმედები ნარკობიზნესთან იყვნენ დაკავშირებული. ისინი ადამიანებს იტაცებდნენ, აწამებდნენ და ხოცავდნენ.

მეტროში შეფერხება

19 ნოემბერი 2019, 16:12

საქართველო

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა 20 წუთით იყო შეფერხებული

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, 20 წუთის განმავლობაში მატარებლების მოძრაობა შეჩერებული იყო. როგორც imedinews-ს სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მოძრაობა შეწყვეტილი იყო ვარკეთილიდან სადგურის მოედნამდე. უწყების განმარტებით, მატარებლები მოძრაობდნენ ზონალურად - მხოლოდ სადგურის მოედნიდან ახმეტელის მიმართულებით.

სურსათის ეროვნული სააგენტო

19 ნოემბერი 2019, 15:57

ეკონომიკა

გლდანში გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს

„სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, გლდანში, ეგრეთ წოდებული თიანეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის განთავსებისა და რეალიზების შემთხვევები გამოვლინდა.

ჰაკერი

19 ნოემბერი 2019, 15:47

ტექნოლოგიები

ოფშორულ ბანკზე კიბერშეტევის შედეგად ჰაკერებმა 3 800 კომპანიის მონაცემები მოიპოვეს

მენის კუნძულზე მოქმედი ოფშორული ბანკი Cayman National Bank ჰაკერების შეტევის მსხვერპლი გახდა. შეტევებზე პასუხისმგებლობა ხაკერმა ფინეას ფიშერმა აიღო. მან სხვა ჰაკერებს „უთანასწორობასა და კაპიტალიზმთან ბრძოლისკენ“ მოუწოდა. ბანკში კიბერშეტევის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა მის მასშტაბზე კომენტარს არ აკეთებენ.

ლუის ენრიკე

19 ნოემბერი 2019, 15:43

სპორტი

მედია: ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ბრუნდება

ლუის ენრიკე ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ბრუნდება. ენრიკემ ეს თანამდებობა რამდენიმე თვის წინ, თავისი 9 წლის შვილის ავადმყოფობის გამო დატოვა, რომელიც აგვისტოში, ძვლის ტვინის სიმსივნის გამო, გარდაიცვალა. ესპანეთის ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი ჯგუფში პირველ ადგილზე დაასრულა.

მინა ჩანგი

19 ნოემბერი 2019, 15:27

მსოფლიო

რეზიუმესა და Time-ის გარეკანის გაყალბებაში დადანაშაულებულმა ამერიკელმა ჩინოსანმა სამსახური დატოვა

გადადგომის შესახებ განცხადებაში ჩანგი წერს, რომ სამსახურიდან პროტესტის ნიშნად მიდის. მისი განმარტებით, ის შეთქმულების მსხვერპლი გახდა, ხელმძღვანელობამ კი მის დასაცავად საკმარისი ზომები არ მიიღო და უფლბა არ მისცა ბრალდებებზე თავად ეპასუხა.

რომან გოცირიძე

19 ნოემბერი 2019, 15:20

საქართველო

რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი დალუქა. მისი თქმით, გუშინ მშვიდობიანი პიკეტის დაშლის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს ოთახში სამარცხვინო პერფორმანსი მოაწყო. „მან ჩამოსხმული ბოქლომი აჩვენა საზოგადოებას, როგორც სამხედრო ნაგავი, თითქოს დარუბანდის კარი ჩამოეხსნას.

ტიმოთი ვიქსი და კევინ კინგი

19 ნოემბერი 2019, 15:08

მსოფლიო

„თალიბანმა“ უცხოელი პროფესორები სამწლიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლა

ამერიკელი კევინ კინგი და ავსტრალიელი ტიმოთი ვიქსი ქაბულში, ავღანეთის ამერიკულ უნივერსიტეტის ლექტორები იყვნენ, როცა 2016 წელს ისინი „თალიბანის“ მებრძოლებმა გაიტაცეს. 2017 წელს დაჯგუფებამ მათი მონაწილეობით ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც პროფესორები ტრამპს „თალიბანთან“ მოლაპარაკებების დაწყებას სთხოვდნენ.

პედოფილია

19 ნოემბერი 2019, 14:46

მსოფლიო

საფრანგეთში პედოფილი ქირურგის 250 მსხვერპლი იპოვეს

თავდაპირველად მის მსხვერპლად მხოლოდ 4 არასრუწლოვანი გოგო მიიჩნეოდა, თუმცა დაზარალებულების რიცხვი თანდათან იზრდებოდა. 18 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ექიმის 250 პოტენციური მსხვერპლი ამოიცნო. მათგან 184 მზად არის, სკუარნეკის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს.

უნიტაზი

19 ნოემბერი 2019, 14:44

ტაბლოიდი

მეცნიერებმა შექმნეს უნიტაზის საფარი, რომელიც განავალს არ იკრავს 💩

სპეციალური ფენა უნიტაზზე სპრეის მეშვეობით თავსდება. ნივთიერება ბაქტერიების რაოდენობას და უსიამოვნო სუნსაც ამცირებს. საფარის განახლება კი 50 ჩარეცხვის შემდეგ არის საჭირო. მეცნიერების თმით, ამ გამოგონების დახმარებით ჩასარეცხად გამოყენებული წყლის რაოდენობა 90%-ით შემცირდება. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში უნიტაზების ჩასარეცხად ყოველდღიურად 141 მილიარდი ტონა წყალი იხარჯება.

მამუკა მდინარაძე

19 ნოემბერი 2019, 14:40

საქართველო

მდინარაძე დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივის შესახებ დისკუსიას გამორიცხავს

დარწმუნებული ვარ, რომ პროპორციული სისტემა არის კარგი. განვითარებული მოვლენების ფონზე, 2020 წელს ჩატარდება შერეული სისტემით არჩევნები და საქართველო უნდა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე," - განაცხადა მდინარაძემ. მისივე თქმით, ხუნდაძემ ძალიან არასწორი აზრი გაახმოვანა.

მეუფე იაკობი

19 ნოემბერი 2019, 14:25

საქართველო

მეუფე იაკობი: ევროპამ ტოლერანტობა ჩვენგან უნდა ისწავლოს

დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპელი და ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორები დაგვეხმარებიან. ვიცით ეს ხანგრძლივი პროცესია. მე აფხაზეთის ომის მონაწილე ვარ. ალიან ბევრი მეგობარი დავკარგე. ყოველთვის ვუთანაგრძნობდი აფხაზ ხალხს, რადგან ეს არ იყო ჩვენი და აფხაზების ომი. ეს იყო რუსეთ - საქართველოს ომი. ამის შესახებ მეუფე იაკობმა ევროპარლამენტში სემინარზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

იტალია პოლიცია

19 ნოემბერი 2019, 14:19

ძალოვნები

იტალიაში საქართველოს მოქალაქე ტერორისტებთან კავშირის ბრალდებით დააკავეს

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, 48 წლის კაცი ნეაპოლში აიყვანეს. ტერორისტებთან კავშირის გარდა, დაკავებულს კრიმინალურ სამყაროს წევრობას, ქურდობასა და ფულის გათეთრებას ედავებიან. საქართველოს მოქალაქე ციხეშია გადაყვანილი. შესაძლოა, მისი ესპანეთში ექსტრადირება განხორციელდეს, რადგან მასზე ძებნა ამ ქვეყანაშიც არის გამოცხადებული.

19 ნოემბერი 2019, 14:12

ვიდეო

ჩემი ქალაქის ვარ მეეზოვე - ამბავი თბილისის ქუჩებიდან

ევრო 5

19 ნოემბერი 2019, 14:09

ეკონომიკა

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა

ახალი სტანდარტის ამოქმედება 2020 წლის პირველი იანვრიდან იგეგმებოდა. თუმცა, ბიზნესგაერთიანებები დადგენილების გადავადებას ითხოვდნენ. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ „ევრო 5“-ის ამოქმედების შემდეგ, საწვავის მიწოდებას საქართველოში აზერბაიჯანი ვეღარ შეძლებდა და დიზელის შემოტანა მხოლოდ რუსეთიდან იქნებოდა შესაძლებელი.