30 ოქტომბერი 2019, 21:04 / სანდო წყარო

Facebook-მა 200 საეჭვო ანგარიში დაბლოკა

Facebook-მა 200 ანგარიშის დაბლოკვის შესახებ განაცხადა, რომელთა მეშვეობითაც სოციალური ქსელით აფრიკის სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევას შეეცადნენ, - წერს Reuters-ი.  

ანგარიშებს აფრიკის 8 ქვეყანაში ერთ მილიონიან აუდიტორიაზე ჰქონდა წვდომა. 

გამოცემის ცნობით, დადგინდა, რომ ანგარიშებს კავშირი ჰქონდა ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის ორგანიზაციასთან. 

ქსელის ანგარიშები გამოიყენებოდა მადაგასკარის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის, მოზამბიკის, კონგოს, კოტ-დ’ივუარის, კამერუნის, სუდანის და ლიბიის შიდა საქმეებში ჩარევისთვის. ყველა ამ ქვეყნებში კამპანიებში მონაწილეობისთვის ხდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა. Facebook-ის ინფორმაციით, მათ იცოდნენ ვისთან თანამშრომლობდნენ. 

ევგენი პრიგოჟინის კომპანიაში რუსულ მედიას განუცხადეს, რომ ინფორმაცია ანგარიშების დაბლოკვის შესახებ სიცრუეა, ხოლო  Facebook-ი თვითპიარით არის დაკავებული. 

აშშ-ის მთავრობა ევგენი პრიგოჟინს და მის სააგენტოს ქვეყნის არჩევნებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებენ. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ  Facebook-ი ბრიტანეთის რეგულატორს ჯარიმის სახით £500 ათასს გადაუხდის, ამის შესახებ ინფორმაციას Information Commissioner's Office ("ICO") ავრცელებს. 

ყველა სიახლე

03 აპრილი 2020, 14:48

COVID19

პაატა იმნაძე: ფულის დეზინფექციისთვის ხსნარებისა და ცხელი უთოს გამოყენება საკმაოდ ეფექტურია

საქართველოს ეროვნული ბანკი და სხვა კომერციული ბანკები ფულს დეზინფექციას დიდი ხანია უტარებენ- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პაატა იმნაძე ამბობს, ფული, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ნივთი შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს, თუ ის ხელიდან ხელში გადაიცემა.

მამუკა მაჩაიძე

03 აპრილი 2020, 14:46

COVID19

მამუკა მაჩაიძე: ადამიანი კორონავირუსის გავრცელებას სომპტომების გამოჩენამდე იწყებს

„სამწუხაროდ, კორონავირუსის გავრცელებას ადამიანი სომპტომების გამოჩენამდე იწყებს. გავრცელების საშუალო პერიოდია 24-48 საათი სიმპტომების დაწყებამდე. თუმცა ადამიანებში ინკუბაციის პერიოდი განსხვავებულია და 4-დან 6 დღემდეც შეიძლება იყოს, ზოგიერთში კი 10-დან 14 დღემდე. ვირუსის მართვაში ერთ-ერთი სირთულე სწორედ ეს არის, რის გამოც იგი ადვილად ვრცელდება. ადამიანი ვირუსის გავრცელებას სიმპტომების გამოვლენამდე იწყებს. თუმცა, გავრცელება პიკს სიმპტომების დაწყების პირველ დღეებში აღწევს“, - დასძინა მაჩაიძემ.

ნათია თურნავა

03 აპრილი 2020, 14:40

საზოგადოება

ნათია თურნავა: როგორც კი ამის ობიექტური შესაძლებლობა მოგვეცემა, პროექტ Open Net-საც განვაახლებთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, უახლოეს პერიოდში, როგორც კი ამისი ობიექტური შესაძლებლობა იქნება, პროექტ Open Net-ის განხორციელება გაგრძელდება. ასე უპასუხა ნათია თურნავამ დისტანციური სწავლებისას შექმნილი გარკვეული პრობლემების კოტექსტში დასმულ შეკითხვას, რა ბედი ეწია საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს, რომლის განხორციელებაც 2014-2016 წლებში უნდა დაწყებულიყო.

პაატა იმნაძე

03 აპრილი 2020, 14:37

COVID19

პაატა იმნაძე: დაძაბულ რეჟიმში კიდევ დიდხანს ვიცხოვრებთ - მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის ფსიქიკას

„ჩვენ ისედაც ყველა დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში ვართ. მე მგონი მოსახლეობასაც მობეზრდა და მეც მრცხვენია უკვე ჩემი ერთი და იგივე კითხვაზე, ერთი და იგივე პასუხი რამდენჯერ შეიძლება გავცე. მოვუფრთხილდეთ რა ერთმანეთის ფსიქიკას“, - განაცხადა იმნაძემ.

03 აპრილი 2020, 14:36

COVID19

დევნილთა სააგენტოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა, რომლის მიზანსაც, ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში, სისხლის მარაგების შევსება წარმოადგენდა. „ქვეყანაში გარკვეული მარაგი არსებობს, თუმცა ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დონორთა რაოდენობა შემცირდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ შეჩერდეს და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, სისხლის დონაცია გაგრძელდეს. ამ გამოწვევის პერიოდში, განსაკუთრებით საჭიროა სისხლის გაღება და თანამოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენა“, - ნათქვამია პრესრელიზში.

03 აპრილი 2020, 14:34

COVID19

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 491 ფაქტი გამოავლინა

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 491 ფაქტი გამოავლინა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პაატა იმნაძე

03 აპრილი 2020, 14:32

COVID19

დავრეკოთ თუ არა 112-ზე, 37 გრადუსი სიცხის დროს

მე რომ არ ვთქვა, რომ 37 გრადუსი არ ითვლება ტემპერატურად, ჩემზე მეტი იცის Google-მა და არსებობს ასევე სხვადასხვა ენიკლოპედიები და არსად არ წერია, რომ 37 გრადუსი ეს არის ტემპერატურა, რომელზეც უნდა შეშფოთდეს- ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ კითხვას- გამოვიძახოთ თუ არა ექიმი 37 გრადუსი ტემპერატურის შემთხვევაში.

ლევან დავითაშვილი

03 აპრილი 2020, 14:29

COVID19

ლევან დავითაშვილი: საქართველოში ხორბლის მარაგების შევსების პრობლემა არ იქნება

მისი თქმით, შესაბამისად, პური, რომელიც პირველადი მოხმარების პროდუქტია, მოსახლეობას უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდება შესაბამის ფასად. „თუ ჩვენ ახლო გეოგრაფიიდან ვერ მოვახერხებთ მარაგების შევსებას, გვაქვს დრო, იმდენი საკმარისი მარაგი, რომ უფრო შორი გეოგრაფიიდან უწყვეტ რეჟიმში მივიღოთ პროდუქტი, მაგრამ ხორბლის მარაგთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემა არ არის და არც პერსექტიულ შესყიდვებთან დაკავშირებით იქნება არანაირი შეფერხება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

პაატა იმნაძე

03 აპრილი 2020, 14:27

COVID19

პაატა იმნაძე სწრაფი ტესტების ხარისხზე: იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ

მე რომ ვამბობდი, სწრაფ ტესტებზე ჯერ თავი შევიკავოთო, მსაყვედურობდნენ რატომ არ არისო. რომ ვთქვი არისო - რატომ არისო, რა ვქნა ახლა - ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო, - ასე უპასუხა სწრაფი ტესტების ხარისხზე შეკითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დარსულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. „ვამბობ და ვიძახი ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს, დღეს ვაკეთებთ იმითი, რაც არის ოქროს სტანდარტი, იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ“, - განაცხადა იმნაძემ.

ნათია თურნავა

03 აპრილი 2020, 14:26

COVID19

ნათია თურნავა: ფონდი „ქართუ“, როგორც ყოველთვის საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლების გვერდით დგას

ფონდი „ქართუ“, როგორც ყოველთვის საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლების გვერდით დგას - ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ეს იყო ასევე, თბილისის წყალდიდობის დროს, ეს იყო სხვა მრავალი აუცილებელი პროექტის შესრულების დროს და ახლაც.

03 აპრილი 2020, 14:18

COVID19

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა დაუშვა

საქართველოს პროკურატურამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი იმ ბრალდებულებისთვის, რომელთაც სატელეფონო კომუნიკაცია ბრალდების მხარის მიერ აქვთ შეზღუდული, სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა დაუშვა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პაატა იმნაძე

03 აპრილი 2020, 14:15

COVID19

პაატა იმნაძე: როგორც ჩანს, მოქალაქეების ნაწილი მაინც ვერ იაზრებს, რასთან გვაქვს საქმე

საკარანტინო ზონა დღეს მთელი საქართველოა და ყველგან მოქმედებს საკმაოდ მკაცრი საკარანტინო ზომები, ამიტომ კიდევ თუ იქნება მისაღები დამატებითიზომები მისაღები, ეს არ შეეხება ლოკალურად დასახლებებსა და ქალაქებს და ამ შემთხვევაში შეიძლება მთლიანად ქვეყანაში გამკაცრდეს ზომები- მის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კითხვა ეხებოდა რუსთავს და იგეგმება თუ არა ქალაქის საკარანტინე ზონად გამოცხადება.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 14:11

საზოგადოება

მაია ცქიტიშვილი: კომენდანტის საათი დაირღვევა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში

კომენდანტის საათი დაირღვევა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში და თუ მოქალაქეთა გადაადგილება დაფიქსირდება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

03 აპრილი 2020, 13:59

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ამ დროისთვის პაციენტების მისაღებად 20 კლინიკაა მობილიზებული

ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 20 კლინიკა სრულადაა მობილიზებული იმისთვის, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული და ასევე ცხელების ნიშნის მქონე პაციენტები მიიღოს ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ორშაბათიდან ამ პროცესში დამატებით 9 კლინიკა ჩაერთვება და პაციენტების ზრდის შემთხვევაში კიდევ 6 კლინიკა შეძლებს მათ მიღებას.

ნათია თურნავა

03 აპრილი 2020, 13:57

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბიზნესისთვის შექმნილი ეს დისკომფორტი იყოს დროებითი

„მესმის, რომ ბევრ ბიზნესს შეექმნა დისკომფორტი და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს დისკომფორტი იყოს დროებითი“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მინისტრმა ონლაინგაყიდვებთან დაკავშირებით არსებულ შეზღუდვებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მაია

03 აპრილი 2020, 13:55

საზოგადოება

მაია ცქიტიშვილი: 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებშია დაშვებული, რაც ეხება მედიასა და საჯარო მოხელეებს

შეზღუდვა 3-ზე მეტი ადამიანის ერთად შეკრებასთან დაკავშირებით ყველაზე პროცესზე ვერ გავრცელდება. ეს ეხება მედიას, საჯარო მოხელეებს და ამჟამად მთავრობის ადმინისტრაციაშიც 3-ზე მეტი ადამიანი იმყოფება-ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.

კახა კალაძე

03 აპრილი 2020, 13:43

COVID19

თბილისის მერიისა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირები „ქართული ოცნების“ გუნდის ინიციატივას უერთდებიან და ყოველთვიური ანაზღაურების მესამედს Covid-19-თან ბრძოლის ფონდში ჩარიცხავენ

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები და ჩემი თანაგუნდელები თბილისის საკრებულოდან, მზადყოფნას გამოვთქვამთ, შევუერთდეთ ინიციატივას და ჩვენი ყოველთვიური ანაზღაურების მესამედი ჩავრიცხოთ კოვიდ19-თან ბრძოლის ფონდში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ამით ისინი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას უერთდებაინ.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 13:40

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი: მთელი გუნდის კოორდინირებულმა მუშაობამ გამოიღო ის შედეგი, რომელსაც უცხოელი პარტნიორებიც ხედავენ

მეამაყება, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს აქვს გარკვეული წარმატებები და მათ შორის კორონავირუსთან ბრძოლაში, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ სინამდვილეში ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ წარმატებას ბევრ სხვა სფეროშიც მიაღწია, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 13:38

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც არა აქვთ გააზრებული პასუხისმგებლობა

ის შეზღუდვა, რომელიც დაწესებულია ადამიანების შეკრებასთან მიმართებაში, ისევე როგორც ყველა ის შეზღუდვა, რომელიც საგანგებო მდომარეობიდან და საკარანტინო რეჟიმიდან გამომდინარე დაწესდა, უნდა იყოს დაცული. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებს აქვთ ინფორმაცია ამა თუ იმ დარღვევის შესახებ, მოვუწოდებ, რომ დარეკონ თუნდაც 112-ზე- ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავა

03 აპრილი 2020, 13:37

COVID19

საქართველოში შეკერილი პირბადეები აფთიაქებში სავარაუდოდ მომდევნო კვირიდან გაიყიდება

„ორი კვირის წინ დავიწყეთ პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამა, რომელშიც არის რამდენიმე მსხვილი და ასევე წვრილი სამკერვალო წარმოება ჩართული, ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად ავაწყვეთ ნედლეულის მოწოდება, რაც მარტივი არ არის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე შემდეგი კვირიდან ვეცდებით, ეს პირბადეები გამოჩნდეს სააფთიაქო ქსელებში.