imedi /  10 დეკემბერი 2019, 19:41 / სანდო წყარო

„კასპერსკის ლაბორატორია“ სმარტფონის გამოშვებას გეგმავს

კასპერსკი

„კასპერსკის ლაბორატორია“ დაცული სმარტფონის გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ რუსულ გამოცემა „კომერსანტს“ KasperskyOS-ის ბიზნესგანვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა გრიგორი სიზოვმა განუცხადა.

მისი თქმით, KasperskyOS-ის ბაზაზე შექმნილმა სმარტფონით შესაძლოა კორპორაციები და ბიზნესმენები დაინტერესდნენ. სიზოვის განცხადებით, სმარტფონს უსაფრთხოების დამატებითი საშუალებები აღარ დასჭირდება.

„საუბარია არა რომელიმე ოპერაციული სისტემის რეინკარნაცაიზე, არამედ ახალი ოპერაციული სისტემის შექმნაზე“, - განაცხადა სიზოვმა.

​კომპანიაში ამბობენ, რომ ფართო მომხმარებელს, დიდი ალბათობით, ასეთი სმარტფონი არ დააინტერესებს. ამჟამად კომპანია ჩიპსეტების მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს მართავს, საბოლოო გადაწყვეტილებას სმარტფონის გამოშვების შესახებ კი „კასპერსკის ლაბორატორია“ 2020 წლის ბოლოს მიიღებს.

ყველა სიახლე

ლიბია

17 იანვარი 2020, 19:27

მსოფლიო

ევროკავშირმა შესაძლოა ლიბიაში მშვიდობისმყოფელები გაგზავნოს

საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელიმ გერმანულ გამოცემა Der Spiegel-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ევროკავშირი ლიბიაში მშვიდობისმყოფელების გაგზავნას არ გამორიცხავს.

ზურაბ ჯაფარიძე

17 იანვარი 2020, 18:45

ძალოვნები

სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო. მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის გადაწყვეტილებით, მას 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ანდროიდი

17 იანვარი 2020, 18:42

ტექნოლოგიები

Huawei-მ Android-ის საიდუმლო გაამხილა

კომპანია Huawei-მ გაასაჯაროვა საიდუმლო ინფორმაცია iOS და Android-ის შემქმნელების შემოსავლების შესახებ.კონფიდენციალური ინფორმაცია Developer Day-მა კომპანიის IDC ტოპ მენეჯერზე ფრანცისკო ჯერონიმოზე დაყრდნობით გაავრცელა, რომელმაც ფინანსური მონაცემები Twitter-ზე გამოაქვეყნა.

პატიმარი

17 იანვარი 2020, 18:16

მსოფლიო

მკვლელობაში ბრალდებული ამერიკელი სიკვდილით დასჯამდე რამდენიმე საათით ადრე შეიწყალეს

ჯორჯიის შტატის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭომ 16 იანვარს მკვლელობაში ბრალდებული ჯიმი ფლეტჩერ მესერი შეიწყალა. პატიმარს სასიკვდილო განაჩენი ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლების გარეშე სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.

17 იანვარი 2020, 17:44

საქართველო

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის გამოცდა 5 თებერვალს ჩატარდება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის გამოცდა ზოგად უნარებში 5 თებერვლის 10:00 საათზე ჩატარდება. რეგისტრაცია 24 იანვრის 18:00 საათამდე მიმდინარეობს.

ემანუელ მაკრონი

17 იანვარი 2020, 17:41

მსოფლიო

საფრანგეთმა საუდის არაბეთში სარადარო სისტემა განათავსა

საფრანგეთი საუდის არაბეთში, აღმოსავლეთ სანაპიროზე სარადარო სისტემას განათავსებს. ამ გადაწყვეტილების მიზანი სამეფოს ნავთობტერმინალზე განხორციელებული შეტევის შემდეგ მოკავშირის თავდაცვის სისტემის გაძლიერებასა, წერს Reuters-ი. პარიზი ირანს სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ინციდენტის განმეორების თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ზომებს იღებს.

მასწავლებელი

17 იანვარი 2020, 17:33

საქართველო

საქართველოს განათლების სისტემაში 59 952 მასწავლებელია

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (მასწავლებლის სახლის) ინფორმაციით, 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული გამოცდების შედეგად, მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსი 7 949 პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებელმა აიმაღლა.

სოფლის მეურნეობა

17 იანვარი 2020, 17:23

ეკონომიკა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ წელსაც 40 მილიონი ლარით ფინანსდება

პროექტების ჩამონათვალში მცირე ცვლილებები შევა და არსებულ კატეგორიებს გზისპირა მოსაცდელები დაემატება. კორექტივები დოკუმენტში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, გასულ წელს შერჩეული პროექტების ანალიზის შედეგად და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრა.

ლიბანი

17 იანვარი 2020, 16:57

მსოფლიო

ლიბანში ანტისახელისუფლებო გამოსვლები არ წყდება

ლიბანში ანსტისახელისუფლებო გამოსვლები გრძელდება. დედაქალაქში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ათობით ადამიანი შეიკრიბა და მათი მტკიცებით, პოლიციის მხრიდან ძალის უკანონო გამოყენება და ბოლო რამდენიმე დღეში 100-ზე მეტი დემონსტრანტის დაკავება გააპროტესტა.

17 იანვარი 2020, 16:52

ეკონომიკა

2019 წელს საქართველოს საგარეო ვალი $306 მილიონით გაიზარდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ქვეყნის საგარეო ვალდებულებები იზრდება. 2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, $5,74 მილიარდს შეადგენს. ერთი წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო ვალდებულებები $306,17მილიონით არის გაზრდილი.

დავით დვალი ჯარჯი აქიმიძე

17 იანვარი 2020, 16:34

ძალოვნები

„რუსთავი 2“-ში ქიბარ ხალვაშის 60%-იან წილს ყადაღა მოეხსნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი ქიბარ ხალვაშისა და პაატა კარსანიძის მიმართ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრში წილის რეგისტრაციის გაუქმებისა და შპს-ს წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის თაობაზე განუხილველად დატოვა.

დებორა დუგანი

17 იანვარი 2020, 16:26

კულტურა

„გრემის“ ხელმძღვანელი დაჯილდოების ცერემონიამდე 10 დღით ადრე პოსტიდან გადააყენეს

დუგანი, რომელიც მუსიკალური პრემია „გრემის“ ორგანიზაციით იყო დაკავებილი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს. ამჟამად აკადემია დამოუკიდებელ გამოძიებას ატარებს. მის მოვალეობას დროებით სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე უმცროსი ჰარვი მეისონი შეასრულებს.

ბადრი ბასიშვილი

17 იანვარი 2020, 15:58

საქართველო

პარლამენტმა ნიკა მელიას ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ ბადრი ბასიშვილის დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილების მომხრე 75, წინააღმდეგი კი 2 დეპუტატი იყო. „ნაციონალური მოძრაობა“ რიგგარეშე პლენარულ სხდომას არ დასწრებია.

ლანა კლეიტონი

17 იანვარი 2020, 15:58

მსოფლიო

აშშ-ში მედდამ ქმარი თვალის წვეთებით მოკლა

სამხრეთ კაროლინის შტატში სასამართლომ 53 წლის მედდას, ლანა კლეიტონს თვალის წვეთებით მეუღლის მკვლელობისთვის 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ WSOC-TV ავრცელებს. 64 წლის სტივენ კლეიტონი 2018 წლის 21 ივლისს გარდაიცვალა, მას შემდეგ რაც მეუღლემ მას წყალში თვალის წვეთები გაურია.

17 იანვარი 2020, 15:30

თემა

ამ დაავადებისაგან ყოველწლიურად 400 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება. რა უნდა ვიცოდეთ მალარიის შესახებ?

თანამედროვე მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის მალარიას წამყვანიადგილი უჭირავს. ის ადამიანის სიცოცხლისთვის ყველაზე საშიშ დაავადებათაგან ერთ-ერთია, განსაკუთრებულ საფრთხეს კი ბავშვებს უქმნის. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად მალარიით 200 მილიონზე მეტი ადამიანი ავადდება. თუმცა ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული ანგარიში საკმაოდ ოპტიმისტურია.

17 იანვარი 2020, 15:20

თემა

რა ინფორმაციას ინახავს თვითმფრინავის „შავი ყუთი“ და ვინ და როგორ შიფრავს მას?

თეირანში ჩამოვარდნილიუკრაინული ავიალაინერის შავი ყუთის გაშიფრვა გრძელდება. Boeing 737-800-ზე თავდასხმის საქმის გამოძიებაში ყველა ის ქვეყანა მონაწილეობს, რომლისმოქალაქეებიც 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. ეგრეთ წოდებული შავი ყუთების გაშიფრვას ირანელიდა უკრაინელიექსპერტები ცდილობენ. ორივე ბორტჩამწერი ძლიერად არის დაზიანებული. ამიტომ, თუ მათზე ჩაწერილი ინფორმაციის წაკითხვა ვერ მოხერხდა, შესაძლოა ირანს შავი ყუთების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგზავნა მოუწიოს. მაგალითად, კანადასა და საფრანგეთში, რომლებიც მსგავსი სამუშაოებისთვის გაცილებით თანამედროვე ტექნოლოგიებს ფლობენ.

კელი დეგნანი

17 იანვარი 2020, 15:13

საქართველო

კელი დეგნანმა წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ილაპარაკა

„წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველებისთვის, აჩვენონ მსოფლიოს, რომ ის პროგრესი, რომლისთვისაც ამდენი იშრომეს, შეუქცევადია“, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ახალმა ელჩმა სახელმწიფო დეპარტამენტში ფიცის დადების ცერემონიაზე განაცხადა. ელჩის სიტყვა ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კელი დეგნანი

17 იანვარი 2020, 14:58

საქართველო

კელი დეგნანი: საქართველომ აგრესიული მეზობლის მიუხედავად ბევრს მიაღწია

„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი“, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ახალმა ელჩმა სახელმწიფო დეპარტამენტში ფიცის დადების ცერემონიაზე განაცხადა. ელჩის სიტყვა ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ტოჩინოშინი შოდაი

17 იანვარი 2020, 14:34

სპორტი

ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოზე მეოთხედ დამარცხდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ჰაცუ ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა კიდევ ერთი მარცხი იწვნია. ქართველი სუმოისტის მეტოქე ბაშოს ლიდერი, დასავლეთის მე-4 მაეგაშირა შოდაი იყო, რომელმაც ბრძოლა იორიკირის ილეთით მოიგო. მიმდინარე ჰაცუ ბაშოზე ლევან გორგაძის ბალანსი 2:4-ია.

შობადობა ახალშობილი

17 იანვარი 2020, 13:38

მსოფლიო

ჩინეთში შობადობის მაჩვენებელი 70-წლიან მინიმუმამდე დაეცა

ჩინეთში შობადობის მაჩვენებელი 70-წლიან მინიმუმამდე დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 2019 წელს შობადობის მაჩვენებელმა ათას კაცზე 10,48 შეადგინა, რაც 1949 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გასულ წელს დაბადებულთა რიცხვი 580 ათასით შემცირდა და 14,65 მილიონი შეადგინა.