imedi /  19 დეკემბერი 2019, 18:00 / სანდო წყარო

ადამიანის პირველი წინაპრები, რომლებმაც აფრიკა დატოვეს, კუნძულ იავაზე გადაშენდნენ

Homo Erectus

Homo Sapiens-ის ნათესავი Homo Erectus-ი იმაზე გვიან გადაშენდა, ვიდრე მეცნიერებს აქამდე ეგონათ. ამის შესახებ BBC წერს

გამოცემის ინფორმაციით, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე ამ სხეობის წარმომადგენლები 100 000 წლის წინ გადაშენდნენ, მაშინ როცა დანარჩენ მსოფლიოში ეს გაცილებით ადრე მოხდა. შესაბამისად, დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში Homo Erectus-ები Homo Sapiens-ებთან ერთდროულად არსებობდნენ. 

ძვლების ფრაგმენტები, რომლებთანაც მეცნიერები მუშაობდნენ, არქეოლოგებმა ჯერ კიდევ 1930-იან წლებში, მდინარე სოლოსთან აღმოაჩინეს, თუმცა რეგიონის რთული გეოლოგიის გამო მათი დათარიღება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. 

Homo Erectus-ი ან „წელში გამართული ადამიანი“ Homo Sapiens-ის პირველი წინაპარი იყო, რომელმაც აფრიკა დატოვა. აფრიკაში ადამიანის ეს სახეობა 500 000 წლის წინ, ჩინეთში 400 000 წლის წინ გადაშენდა. მეცნიერები ამის მიზეზად სხვა სახეობებთან კონკურენციას ასახელებენ. თუმცა იზოლირებულ იავაზე Homo Erectus-ის გარდა არავინ ცხოვრობდა, ამიტომაც აქ მათ ასე დიდხანს გაძლევს. 

სპეციალისტების აზრით, კუნძულზე პოპულაციის გადაშენება კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია. 

ყველა სიახლე

24 იანვარი 2020, 13:00

ძალოვნები

ზაზა სარალიძემ სასამართლო პროცესი ხმაურით პროტესტის ნიშნად დატოვა

„აქტიურად გრძელდება საუბარი იმაზე, რომ მე ვარ ხელისუფლებასთან და მკვლელებთან გარიგებული. აქ კონკრეტულ საქმეზე საუბარი არ მიდის. უფლებადამცველები მეუბნებიან, შენი შვილი მოკვლის ღირსი იყოო, ჩემი აგრესია მათკენ მიდის. სუბელიანისა და კალანდიების ოჯახმა შთამომავალი მომიკლეს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

გოგი თოდაძე

24 იანვარი 2020, 12:54

კულტურა

ცნობილი ქართველი რეჟისორი გოგი თოდაძე გარდაიცვალა

ის იყო სკოლა-სტუდია „ბერიკების“ დირექოტრი და სამხატვრო ხელმძღვანელი; მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი. ევროპის ახალგაზრდა შემოქმედთა სწავლების სემინარის (ქ. ანკარა) პედაგოგი; მსოფლიოს მრავალი თეატრალური ფესტივალის მონაწილე და პრიზიორი (რუსეთი, გერმანია, ინდოეთი, იაპონია, კორეა, მონაკო)

კინოთეატრი

24 იანვარი 2020, 12:45

კულტურა

კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩინეთში 70 ათასი კინოთეატრი დაიხურა

კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩინეთში 70 ათასი კინოთეატრი დაიხურა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter-ი ავრცელებს. შესაბამისი ერთობლივი განცხადება ქვეყნის კინოთეატრების უმსხვილესმა ქსელებმა გაავრცელეს.

ახალგორი

24 იანვარი 2020, 12:33

საქართველო

ახალგორში მცხოვრები პენსიონერებისთვის „გამშვები პუნქტი“ გაიხსნა

დე ფაქტო რეჟიმმა ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ პენსიონერებს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიის ასაღებად გადასვლის უფლება მისცა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ცხინვალის უშიშროების საბჭოს ორი დეკემბრის გადაწყვეტილებით, ახალგორის გამშვებ პუნქტს პენსიონერებისთვის ხუთი დღით გახსნიდა.

სუნდარ პიჩაი

24 იანვარი 2020, 12:31

ტექნოლოგიები

Android 11-ის გამოსვლის თარიღი ცნობილია

კომპანია Google-მა დეველოპერების კონფერენციის თარიღი დაასახელა, რომელზეც Android-ის ახალი ვერსიის პრეზენტაციაა დაგეგმილი. XDA Developers​-ის ცნობით, ღონისძიება 12-14 მაისს ქალაქ მაუნთინ-ვიუში გაიმართება. ღონისძიების ჩატარების ადგილი და თარიღი Google-ის გენერალურმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ გაასაჯაროვა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი შარლ მიშელი

24 იანვარი 2020, 12:13

მსოფლიო

შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა Brexit-ის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ მიშელი Twitter-ზე წერს. 29 იანვარს შეთანხმების რატიფიცირება ევროპარლამენტში იგეგმება.

აშშ

24 იანვარი 2020, 12:07

მსოფლიო

აშშ-ში ფეხმძიმე ქალებზე ვიზების გაცემის ახალი რეგულაცია ამოქმედდა

შეერთებული შტატები ფეხმძიმე ქალებზე ვიზების გაცემის ახალ რეგულაციას დღეიდან აამოქმედებს. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. ახალი რეგულაციით, ფეხმძიმე ქალებს იმის დამტკიცება მოუწევთ, რომ შეერთებულ შტატებში მათი ვიზიტის მიზანს ბავშვის გაჩენა არ წარმოადგენს. ახალი რეგულაცია „ბი“ ტიპის ტურისტულ ვიზაზე ვრცელდება.

ესპანეთი

24 იანვარი 2020, 11:52

მსოფლიო

ესპანეთში სტიქიას 13 ადამიანი ემსხვერპლა

ქარიშხალმა „გლორიამ“ ესპანეთის აღმოსავლეთი ნაწილი დააზარალა. ქარის სიჩქარე საათში 140 კილომეტრს აღემატება. ტალღების სიმაღლემ ესპანეთის სანაპიროებთან 10 მეტრს გადააჭარბა. მაღალმთიან რეგიონებში ინტენსიურმა თოვამ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა შეუქმნა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას ესპანეთში 13 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.

აჭარა

24 იანვარი 2020, 11:40

საქართველო

დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი აჭარის 17 სკოლაში სწავლის პროცესი შეწყდა

დიდთოვლობის გამო მაღალმთიან აჭარაში სწავლის პროცესი 17 სკოლაში შეწყდა. აჭარის განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსწავლეები სკოლებში არ გამოცხადდნენ, რის გამოც სასწავლო პროცესი ხულოს 10 და შუახევის 7 სკოლაში არ ჩატარდა. ხულოში თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 50 სმ-ია, მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრი, ხოლო კურორტ გოდერძიზე 1.5 მეტრს აღწევს.

24 იანვარი 2020, 11:33

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების 25 შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების 25 შემთხვევაა დადასტურდა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 830-ს მიაღწია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა მისი შეფასებით, ეპიდემიის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის საერთაშორისო დონეზე გამოცხადება ნაადრევია.

კახა დამენია

24 იანვარი 2020, 11:15

ძალოვნები

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კახა დამენია დამნაშავედ ცნო

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზუგდიდში არსებული, კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე, დადიანების ბაღისა და სასახლეთა კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი მიწის ნაკვეთის უკანონოდ პრივატიზების ფაქტზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კ.დ. დამნაშავედ ცნო.

24 იანვარი 2020, 10:58

მსოფლიო

პერუში საწვავმზიდის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ლიმაში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა. გამოცემა Comercio-ს ინფორმაციით, უბედურ შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან. აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ახლომდებარე შენობებზეც გავრცელდა. ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები იყო მობილიზებული.

მორის ყვითელაშვილი

24 იანვარი 2020, 10:48

საქართველო

მორის ყვითელაშვილი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ყვითელაშვილი საქართველოს სახელით 2017 წლიდან ასპარეზობს. მის მიერ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი მეოთხეა, რომელიც ქართველმა მოციგურავეებმა ბოლო ორი თვის მანძილზე დაიმსახურეს. დეკემბერში კაზაკოვა-რევიას წყვილი გრან-პრის და ბუტაევა-ბერულავას დუეტი კი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა.

ჯონ ვიაფარა

24 იანვარი 2020, 10:15

სპორტი

კოლუმბიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს აშშ-ში გაასამართლებენ

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჯონ ვიაფარა აშშ-ს გადასცეს. ექსტრადირებულ სპორტსმენს ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ. ვიაფარა კოლუმბიის ქალაქ კალიში 2019 წელს, ტეხასის საოლქო სასამართლოს მოთხოვნით დააპატიმრეს. ამერიკული მხარის მტკიცებით, ფეხბურთელი 2008-2018 წლებში აშშ-ის ტერიტორიაზე ნარკოტიკების ტრანზიტს ახორციელებდა.

ჩვილი

24 იანვარი 2020, 10:04

საქართველო

ვარკეთილში ლიფტში ნაპოვნი ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ჩვილი იპოვეს. შემთხვევა 23 იანვარს, საღამოს საათებში დაფიქსირდა. ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ექიმების განცხადებით, ჩვილს კლინიკაში შეყვანისას დაბალი ტემპერატურა ჰქონდა.

24 იანვარი 2020, 09:50

საქართველო

შუახევის მუნიციპალიტეტში უჩამბა-წაბლანის გზაზე ზვავი ჩამოწვა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აჭარის მაღალმთიანეთში გზების თოვლის საფარისგან წმენდა გვიან ღამით დაიწყო. შუახევის მუნიციპალიტეტში უჩამბა-წაბლანის გზაზე ჩამოწვა ზვავი, თუმცა პრობლემა მყისიერად აღმოიფხვრა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მარიო ლეიტე და სილვა

24 იანვარი 2020, 09:34

ეკონომიკა

ანგოლელი მილიარდერი ქალის საქმის ფიგურანტმა ბანკირმა თანამდებობა დატოვა

​​​​​​​ანგოლური ბანკის, Banco de Fomento Angola-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მარიო ლეიტე და სილვამ თანამდებობა დატოვა, მას შემდეგ რაც გენერალურმა პროკურატურამ მას აფრიკის უმდიდრესი ქალის, იზაბელ დუშ სანტუშის საქმეზე ბრალი წაუყენა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP ავრცელებს.

იუსტიციის სამინისტრო

24 იანვარი 2020, 09:17

საქართველო

საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა

ვიცეპრემიერის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი ცენტრი საქართველოსთვის ინოვაციურია - ასეთი მოდელის და ფუნქციების ორგანო საქართველოში დღემდე არასდროს ყოფილა.

კაროლინ ვოზნიაცკი

24 იანვარი 2020, 09:06

სპორტი

კაროლინ ვოზნიაცკიმ კარიერა დაასრულა

დანიელმა ჩოგბურთელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ სპორტული კარიერა დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ტუნისელ ონს ჟაბერთან 5:7, 6:3, 5:7 დამარცხდა.

Tinder

24 იანვარი 2020, 08:47

ტექნოლოგიები

Tinder-ში პოლიციის გამოძახების ღილაკი გაჩნდება

გაცნობის აპლიკაცია Tinder-ში გაჩნდება სპეციალური ღილაკი, რომელზე დაჭერითაც მომხმარებელი პოლიციას გამოიძახებს, თუ პაემნის დროს თავს საფრთხეში იგრძნობს. ამ მიზნით Tinder-ის მფლობელი კომპანია Match Group-ი აპლიკაცია Noonlight-ის წილს შეიძენს, რომელიც ადამიანის ადგილსამყოფელს სწავლობს და საფრთხის დროს საგანგებო სამსახურს უკავშირდება.