imedi /  14 იანვარი 2020, 11:25 / სანდო წყარო

ავსტრალიის ტყის ხანძრებისას წარმოქმნილი კვამლი მთელ დედამიწას შემოუვლის

ტყის ხანძრების კვამლი

კვამლის მოძრაობა ახალი ზელანდიისკენ

ავსტრალიაში მასიური ტყის ხანძრებისას წარმოქმნილი კვამლი დედამიწას შემოუვლის და ავსტრალიაში დაბრუნდება. ამის შესახებ NASA-ზე დაყრდნობით BBC წერს

გამოცემის ინფორმაციით, კვამლმა სამხრეთ ამერიკაზე გადაიარა და უკვე ნახევარი პლანეტა გადაკვეთა. NASA-ში განმარტავენ, რომ ძლიერმა ხანძრებმა უჩვეულოდ ბევრი ჭექა-ქუხილი გამოიწვია, რის გამოც კვამლი სტრატოსფეროში, 17.7 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა. 

კვამლმა სამხრეთ ამერიკაში ცის ფერი შეცვალა, ახალ ზელანდიაში კი ჰაერის ხარისხსა და მთებში თოვლის ფერზე იმოქმედა. მეცნიერები აცხადებენ, რომ ხანძრების სიძლიერეს კლიმატის ცვლილებამ შეუწყო ხელი. 

ტყის ხანძრები ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას  28 ადამიანი ემსხვერპლა. 2000-ზე მეტი სახლი კი ხანძარმა გაანადგურა. ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძრებს დაახლოებით ნახევარი მილიარდი გარეული ცხოველი ემსხვერპლა. ხანძრებთან დაკავშირებით ქვეყანაში საჯარო გამოძიება ჩატარდება. დღეისთვის ავსტრალიაში ხანძრის 100 კერა ფიქსირდება.

ყველა სიახლე

კობა კობალაძე

17 თებერვალი 2020, 17:44

საქართველო

კობა კობალაძე შოთაძეს: როდის გაეცემა პასუხი ერთ კაცსაც და იმ შემადგენლობასაც, რომელებიც ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობენ

ერთხელ და სამუდამოდ, როდის გაეცემა პასუხი ერთ კაცსაც და იმ შემადგენლობასაც, რომელებიც ამ ქვეყანაში აღრევის შემოტანას ცდილობენ“, - იკითხა კობა კობალაძემ., - ამ კითხვით მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კობა კობალაძემ.

თინა ბოკუჩავა

17 თებერვალი 2020, 17:40

საქართველო

თინა ბოკუჩავა: იყო საკითხები, რომლებზეც მეოთხე პრეზიდენტთან ვერ ვთანხმდებოდით, თუმცა ახლა გვესმის, რომ ამ ყველაფრის გვერდზე გადადება შეგვიძლია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ოპოზიციის გაერთიანებას საერთო მიზნისთვის საზოგადოების დაკვეთად მიიჩნევს. თინა ბოკუჩავამ ასე უპასუხა ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან თანამშრომლობის კონტექსტში დასმულ შეკითხვას.

ეკონომიკური რეიტინგი

17 თებერვალი 2020, 17:35

ეკონომიკა

Fitch-მა საქართველოს გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი ძალაში დატოვა

სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დაადასტურა. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველოს სუვერენული რეიტინგი „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით გამყარებულია მაღალი მართველობის ხარისხით, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოთი და რეგიონული შოკებისადმი მაკროეკონომიკური მდგრადობით.

17 თებერვალი 2020, 17:30

ეკონომიკა

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობაში ცვლილებებია

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გამგეობას ახალი თავმჯდომარე და წევრები ჰყავს. გამგეობის წევრებმა თავმჯდომარედ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, მის მოადგილედ გამგეობის ახლადარჩეული წევრი, ინვესტორთა საბჭოს მდივანი გიორგი ჩერქეზიშვილი აირჩიეს.

მაია ზავრაშვილი

17 თებერვალი 2020, 17:15

ეკონომიკა

მაია ზავრაშვილი: წიაღის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის ვიზიტორთა რაოდენობა 600%-ით არის გაზრდილი

პროგრამის „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ სასარგებლო წიაღისეულის ახალი კომპონენტის დაანონსებიდან დღემდე საბადოების რუკა, რომელიც წიაღის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული, 3 ათასზე მეტმა ადამიანმა მოინახულა. წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ, მაია ზავრაშვილის განცხადებით, შემოსულ მომხმარებლებს შორის საქართველოს გარდა, მაღალი აქტივობა ფიქსირდება ამერიკიდან, ირლანდიიდან და თურქეთიდან.

რატი იონათამიშვილი

17 თებერვალი 2020, 17:04

საქართველო

რატი იონათამიშვილი ირაკლი შოთაძეს: რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ გაფლანგული 48 მილიონი ლარი საქართველოს ბიუჯეტში დაბრუნდეს

რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ გაფლანგული 48 მილიონი ლარი საქართველოს ბიუჯეტში დაბრუნდეს და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და საჭიროებებს მოხმარდეს, - ამ კითხვით გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით მიმართა.

გიორგი მარგველაშვილი

17 თებერვალი 2020, 16:55

საქართველო

გიორგი მარგველაშვილი: პარტნიორად განვიხილავ ყველა პოლიტიკოსს იმ პროცესში, რომ საქართველოში იყოს დემოკრატია

„ჩემთვის მთავარია ღირებულებები და არა პროვნებები. ბოლო ოც წელზე მეტია ერთი და იგივეს ვამბობ, რომ საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული და ადამიანები უნდა იყვნენ თავისუფლები, პოლიტიკოსები არ უნდა ისხდნენ ციხეში. ასე რომ, ვინც მე მისმენს, მათთვის არაფერი შეცვლილა. იგივეს ვლაპარაკობ, რასაც ბევრი წელი ვლაპარაკობდი“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

გიგა ბოკერია

17 თებერვალი 2020, 16:51

საქართველო

გიგა ბოკერია: მივესალმები გიორგი მარგველაშვილის მზაობას, რომ „ლეიბორისტური პარტიის" ოფისში მიმდინარე კოორდინაციას შემოუერთდეს

„ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფიგურის შემოერთებას მივესალმები ამ ბრძოლის დროს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის ეროვნული ამოცანა. ვგულისხმობ, ივანიშვილის ჩამოცილებას, პროპორციული, დაბალანსებული სისტემის მიღებას და ქვეყნის ამ ჩიხიდან გამოყვანას “, - ამის შესახებ გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ლევან გოგიჩაიშვილი

17 თებერვალი 2020, 16:44

საქართველო

ლევან გოგიჩაიშვილი შოთაძეს: რამდენად ნორმალურია, დასაქმდეთ იმ კომპანიაში, რომლის წინააღმდეგ აღძრული საქმეც მანამდე დახურეთ?

რამდენად ნორმალურია, დასაქმდე იმ კომპანიაში, რომლის საქმესაც ფინანსურ პოლიციაში იძიებდით, შემდეგ პროკურატურაში მუშაობისას ეს საქმე დახურეთ და თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ამ კომპანიაში დაიწყეთ მუშაობა, - ამ კითხვით პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მიმართა.

ლევან კობერიძე

17 თებერვალი 2020, 16:25

საქართველო

ლევან კობერიძე ირაკლი შოთაძეს: რით განსხვავდება „თბილავიამშენის“ საქმე წართმეული ქონების სხვა საქმეებისგან?

რატომღაც, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გამარჯვება ახლა თქვენთან ასოცირდება, რაც ჩემთვის ცოტა გაუგებარია, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ლევან კობერიძემ გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს განუცხადა. კობერიძე დაინტერესდა, რატომ დაიხურა „თბილავიამშენის“ საქმე შოთაძის მთავარი პროკურორობის პერიოდში და რით განსხვავდება ის წართმეული ქონების სხვა საქმეებისგან.

ზაზა ბოხუა

17 თებერვალი 2020, 16:20

საქართველო

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ თანამდებობა დატოვა

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ინფორმაციას, უწყების პრესსამსახური ადასტურებს.

კახა კალაძე

17 თებერვალი 2020, 16:09

საქართველო

კახა კალაძე: მერია ვაკის პარკში მშენებლობის მომხრე არ არის

რესტორნის აშენების შემოთავაზება მას შემდეგ განიხილება, რაც პროექტი შემუშავება, ზოგადად მერია აქ მშენებლობის მომხრე არ არის და ისევ ადგილმონაცვლეობის საკითხს განიხილავს.

პეპ გვარდიოლა

17 თებერვალი 2020, 16:05

სპორტი

პეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტიდან“ წასვლას არ აპირებს

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ მეგობრებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის გუნდის დატოვებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ კლუბს 2 წელი ევროტურნირებში მონაწილეობა აეკრძალა, რისი მიზეზიც ლიცენზირების და სპონსორული შემოსავლების მიღების წესების უხეში დარღვევა გახდა.

17 თებერვალი 2020, 16:02

საქართველო

ესტონეთის საგარეო დაზვერვა: 2020 წელს რუსეთი ფოკუსირებული იქნება საქართველოს საპარლამენტო და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე

დოკუმენტში წერია, რომ რუსეთი ჩაერია დასავლეთში გამართულ არჩევნებში 2019 წელს და სავარაუდოდ, იმავეს გაიმეორებს 2020 წელს. „რუსეთი, რა თქმა უნდა, ფოკუსირებული იქნება აშშ-ის საპრეზიდენტო და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

კახა კალაძე

17 თებერვალი 2020, 15:42

საქართველო

კახა კალაძე მარგველაშვილზე: არ მგონია, პოლიტიკურ პლასტელინს სხვადასხვა პარტიასთან პოლიტიკური მიკედლების რამე პრობლემა ჰქონდეს

არ მგონია, პოლიტიკურ პლასტელინს სხვადასხვა პარტიასთან პოლიტიკური მიკედლების რამე პრობლემა ჰქონდეს, მათ შორის, სააკაშვილთანაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი შოთაძე

17 თებერვალი 2020, 15:29

საქართველო

ირაკლი შოთაძე: თუ ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი, ძალიან მწარედ ცდებიან

თუ ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი, ძალიან მწარედ ცდებიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე გენერალური პროკურორის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა. პროკურატურის განვითარების სამომავლო გეგმებზე საუბრის დაწყებამდე, ირაკლი შოთაძე ოპოზიციონერი დეპუტატების ქმედებებს გამოეხმაურა, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით პერფორმანსი განმართეს.

მამუკა მდინარაძე

17 თებერვალი 2020, 15:13

საქართველო

მამუკა მდინარაძე: სახის დაკარგვის დღევანდელი მაგალითი განსაკუთრებული იყო

სახის დაკარგვის კონკრეტული მაგალითი ბევრი გვქონია, მაგარამ ეს ერთ-ერთი განსაკუთრებული იყო, - ასე შეაფასა დღეს პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატთა პერფორმანსი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

ირაკლი შოთაძე

17 თებერვალი 2020, 14:52

საქართველო

ირაკლი შოთაძე: კომიტეტთან იმ მიმართულებებსა და ხედვაზე ვაპირებ საუბარს, რაც პროკურატურის განვითარებისა და რეფორმირების გზაზე გამაჩნია

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საპროკურორო საბჭოს ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის. ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ საკანონმდებლო ორგანოში მისვლის შემდეგ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

17 თებერვალი 2020, 14:50

საქართველო

მამუკა მდინარაძე: მადლობა დამოუკიდებელ დეპუტატებს, რომ ამ ცირკში მონაწილეობა არ მიიღეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დამოუკიდებელ დეპუტატებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მათ ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილის მიერ მოწყობილ პერფორმანსში მონაწილეობა არ მიიღეს.

გია ვოლსკი

17 თებერვალი 2020, 14:35

საქართველო

გია ვოლსკი: ნაცმოძრაობის პერფორმანსი ძალიან შემაძრწუნებელი იყო, რადგან იმ ძალას წამოადგენენ, რომელმაც ბევრი ადამიანი გააუბედურა

„ძალიან შემაძრწუნებელი იყო, რასაც ვუყურე. ადამიანები არიან იმ პოლიტიკურ ძალაში, თვითონ არ ჩაუდენიათ, მაგრამ სისხლი დაღვარეს, ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი გააუბედურეს და დღეს ისე იქცევიან, გეგონება, დემოკრატიის ერთადერთი მაძებარები არიან, თანაც ევროპის ეგიდით. ეს არის სირცხვილი”, - განაცხადა ვოლსკიმ.