imedi /  17 იანვარი 2020, 09:16 / სანდო წყარო

ევროკომისიას სახის ამომცნობი სისტემების დროებით აკრძალვა სურს

სახის ამომცნობი სისტემა

ევროკომისიამ მოამზადა 18-გვერდიანი დასკვნა, რომელშიც ევროკავშირის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახის ამომცნობი სისტემების გამოყენების დროებით აკრძალვას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს

მათი ინფორმაციით, ევროკომისიაში მიაჩნიათ, რომ დროებითი აკრძალვა ამ საკითხთან დაკავშირებული კანონმდებლობის დასახვეწადაა საჭირო. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებები ევროკავშირში მოქმედ ნორმატიულ აქტებში შევა, რომლებიც პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას იცავს.

ამასთან ერთად, ევროკომისია არ გამორიცხავს, რომ აკრძალვა არ შეეხოს იმ შემთხვევებს, რომლებიც უსაფრთხოების სფეროს ან სამეცნიერო კვლევებს ეხება. უწყებაში აცხადებენ, რომ სახის ამომცნობი სისტემების გამოყენების ახალი წესები როგორც მათ შემქმნელებს, ასევე მომხმარებლებს შეეხება, ევროკავშირის ქვეყნებმა კი ამ კანონის დაცვის მიზნით სპეციალური საზედამხედველო ორგანოები უნდა შექმნან.

ყველა სიახლე

07 ივლისი 2020, 19:01

ეკონომიკა

Amazon-ის აქციების ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

ამერიკული კორპორაციის Amazon-ის აქციების ღირებულება რეკორდულ ნიშნულზეა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ​Nasdaq-ის ბირჟის მონაცემებით, ერთი აქციის ფასი $3000 დოლარზე მეტია. გამოცემის ცნობით, კომპანიის აქციებზე ასეთი ფასი პირველად დაფიქსირდა. Amazon-ის კაპიტალიზაციამ $1.5 ტრილიონს გადააჭარბა.

ციმბირი ტყის ხანძარი

07 ივლისი 2020, 18:53

მსოფლიო

ციმბირში ისტორიაში ყველაზე ცხელი ივნისი დაფიქსირდა

ტყის ხანძრების გამო ატმოსფეროში 59 მეგატონა CO2 გამოიყო, რაც ბოლო 18 წლის განმავლობაში რუსეთის რეგიონისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სიცხის ტალღამ არქტიკაში ყინულის რაოდენობის კლება გამოიწვია.

07 ივლისი 2020, 18:47

საზოგადოება

შალვა კერესელიძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში განახლებული სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში განახლებული სასწავლო პროცესის მიმდინარეობა შალვა კერესელიძემ დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთანეთის მხარის რწმუნებუსლის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით მცხეთა-მთიანეთში არსებულმა პროფესიულმა სასწავლებლებმა მუშაობა განაახლა.

07 ივლისი 2020, 18:42

საზოგადოება

ვარდისფერი ღვინოების საერთაშორისო კონკურსზე ქართულმა ღვინოებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს

ოქროს მედლები შემდეგ ღვინოებს ერგო: იბერიელი, „ზურაბ თოფურიძე ჩხავერი (გურია) – 2018“ და მარანი „დიმნა“ (იმერეთი)- „ძელშავი 2017“; ღვინომ „ზურაბ თოფურიძე ჩხავერი 2018“ ასევე დაიმსახურა საუკეთესო ღვინები სპეციალური ჯილდო.

რომან კაკულია

07 ივლისი 2020, 18:40

პოლიტიკა

რომან კაკულია: საზღვარი რომ გაგვეხსნა და 10 შემთხვევა დაფიქსირებულიყო, მერე გენახათ, რა დღეში იქნებოდა ოპოზიცია

ჩვენ რომ საზღვარი გაგვეხსნა და 10 შემთხვევა დაფიქსირებულიყო, მერე გენახათ, რა დღეში იქნებოდა ოპოზიცია - იტყოდნენ, რა დროს ეკონომიკაა, როცა ადამიანების ჯანმრთელობაზეა საუბარი. ახლა ისინი საპირისპიროს საუბრობენ. კიდევ ერთ გამოწვევად, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით დასახელდა - მთავრობებს მოუწევთ არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება, რათა სწორი მიმართულება მისცენ პროცესს. არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელსაც ამ შემთხვევაში უარყოფითი მხარე არ ექნებოდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.

ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი

07 ივლისი 2020, 18:37

COVID19

აშშ-ში გამგზავრებამდე მექსიკის პრეზიდენტმა კორონავირუსზე ტესტირება გაიარა, რომელმაც უარყოფითი შედეგი აჩვენა

აშშ-ში გამგზავრებამდე მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა კორონავირუსზე ტესტირება გაიარა, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა. ამის შესახებ თავად მექსიკის პრეზიდენტმა განაცხადა.

07 ივლისი 2020, 18:34

მსოფლიო

ირანში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ირანში, თეირანთან მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ადამიანურმა შეცდომამ ქარხანაში აფეთქება გამოიწვია… შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა”, - განაცხადა ადგილობრივმა მაღალშინოსანმა, ამინ ბაბაიმ.

07 ივლისი 2020, 18:19

COVID19

ევროპაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა

ევროპაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ სააფენტო „ფრანს-პრესი“ საკუთარ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

07 ივლისი 2020, 18:16

პოლიტიკა

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-5 თემატური ჯგუფის სხდომა გაიმართა

ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-5 თემატური ჯგუფის - „სოფლის მეურნეობა და სასოფლო განვითარება; მეთევზეობა და საზღვაო მმართველობა; რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე“ რიგით მე-5 სხდომა.

რომან კაკულია

07 ივლისი 2020, 18:12

ეკონომიკა

რომან კაკულიამ განმარტა როგორ მიიღებს გადაწყვეტილებებს კონკურენციის სააგენტო

„ახლა იქნება კოლეგიალური ორგანო - პარლამენტის მიერ დამტკიცებული 5 წევრი, რომელიც ფაქტობრივად ყველა ძირითად გადაწყვეტილებაზე იქნება პასუხისმგებელი და ჩვენ გამოვრიცხავთ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას. იმიტომ რომ ძალიან დიდ თანხებთან, ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან ექნება სააგენტოს საქმე და გამჭვირვალობის ხარისხი და პასუხისმგებლობის გადანაწილება, ვფიქრობ, წაადგება საქმეს და ევროპული გადაწყვეტილებაც ასეთია“, - აღნიშნა კაკულიამ.

რომან კაკულია

07 ივლისი 2020, 18:11

ეკონომიკა

რომან კაკულია: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ნიშნავს ლიბერტარიანული მიდგომა

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ნიშნავს ლიბერტარიანული მიდგომა. ამ მიდგომის მქადაგებლები ხშირად მხოლოდ გადასახადებზე საუბრობენ და ადამიანებს ჰგონიათ, რომ ისინი მხოლოდ ეკონომიკაზე არიან კონცენტრირებულები და მხოლოდ ბიზნესის განვითარებაზე ზრუნავენ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.

07 ივლისი 2020, 18:09

სამართალი

პროკურატურამ მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ი.ქ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

07 ივლისი 2020, 18:08

პოლიტიკა

იშლება თუ არა „ძალა ერთობაშია“ და არღვევს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ თანამოაზრეებისთვის მიცემულ პირობას - მხარეების პოზიცია

იშლება თუ არა „ძალა ერთობაშია“? ეს დიდი ალბათობით ნაციონალური მოძრაობის პასუხზე იქნება დამოკიდებული, რა ფორმით მიიღებენ ისინი მონაწილეობას არჩევნებში. არსებობდა წერილობითი შეთანხმება, რომლის თანახმადაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ძალა ერთობაშია“ კოალიციის სახით უნდა გასულიყო.

07 ივლისი 2020, 18:01

ეკონომიკა

Tesla-მ შემოსავლებით, ახალი რეკორდი დაამყარა

ამერიკული კომპანია Tesla-ს საბაზრო ღირებულება კიდევ $14 მილიარდით გაიზარდა. თითქმის 5 დღეში ილონ მასკის კომპანიამ ახალი რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ Bloomberg წერს.

რომან კაკულია

07 ივლისი 2020, 18:00

ეკონომიკა

რომან კაკულია: კონკურენციის სააგენტო არ იყო აღჭურვილი რეალური ინსტრუმენტებით, რათა საზოგადოებისათვის რეალური კონკურენცია შეეთავაზებინა

კონკურენციის სააგენტო არ იყო აღჭურვილი რეალური ინსტრუმენტებით, რათა მას რეალური კონკურენცია შეეთავაზებინა საზოგადოებისათვის. არსებობდა პროცედურული ნორმები, რომლებიც არ იძლეოდა საშუალებას, ​რეალურად შესწავლილიყო საკითხი, არ არსებობდა არავითარი სანქციები, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.

გადამწვარი სავარგულები

07 ივლისი 2020, 17:56

საზოგადოება

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს მათ მიერ სავარგულებზე ხელოვნურად გაჩენილი ხანძრების გამო აფრთხილებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს მათ მიერ სავარგულებზე ხელოვნურად გაჩენილი ხანძრების გამო აფრთხილებს. სამინისტროს განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით აკრძალულია ქმედებაა, შესაბამისად, დასჯადია. სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები მკაცრად გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც მსგავსი ქმედების ჩადენის რისკი არსებობს.

07 ივლისი 2020, 17:38

მსოფლიო

იაპონია ჩინეთის მიერ ქვეყნის საზღვაო საზღვრის დარღვევას აპროტესტებს

ჩინეთის გემებმა იაპონიის საზღვაო საზღვარი დაარღვიეს და ამ ტერიტორიაზე რეკორდული დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ CNN იუწყება.

რალფ რანგნიკი

07 ივლისი 2020, 17:27

სპორტი

„მილანის“ მთავარი მწვრთნელი მომავალ სეზონში რალფ რანგნიკი იქნება

„მილანის“ მთავარი მწვრთნელი მომავალ სეზონში რალფ რანგნიკი იქნება. Guardian-ის ინფორმაციით, გერმანელმა სპეციალისტმა როსონერის ხელმძღვანელებთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწია, თუმცა გარკვეული დეტალები კვლავაც დასაზუსტებელია. რანგნიკს სურს, რომ მწრთვნელობასთან ერთად კიდევ ერთი თანამდებობა, სპორტული დირექტორობაც შეითავსოს, რაც საშუალებას მისცემს კლუბის სატრანსფერო კამპანია მთლიანად გააკონტროლოს. ამ ეტაპზე სპორტული დირექტორის პოსტი „მილანის“ ცოცხალ ლეგენდას, პაოლო მალდინის უჭირავს. რანგნიკს სამწვრთნელო კარიერაში შვიდ სხვადასხვა გუნდში უმუშავია და ჩატარებული 722 მატჩიდან 345 მოიგო, 165 ფრედ დაასრულა და 212 წააგო.

ტისადან ამოღებული ნაგავი

07 ივლისი 2020, 17:27

მსოფლიო

უნგრეთის პრეზიდენტი უკრაინასა და რუმინეთს მდინარეების დაბინძურების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

„იმედგაცრუებული ვარ, რომ ტისას დაბინძურების დონე არ შემცირებულა. ეს ხანგრძლივ საფრთხეს წარმოადგენს მდინარის ეკოსისტემისთვის. ჩვენი მანქანები ვეღარ უმკლავდებიან ნაგავს, რომელიც უზარმაზარი რაოდენობით მოედინება“, - წერს ადერი ზელენსკისადმი წერილში.

გიორგი ვაშაძე

07 ივლისი 2020, 17:21

პოლიტიკა

მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დაშლის წინაშეა

მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დაშლის წინაშეა. როგორც „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „იმედს“ განუცხადა, დღეის მდგომარეობით „ძალა ერთობაშია“ ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას, თუმცა რა იქნება მომავალში, ჯერ უცნობია. „დღეის მდგომარეობით ძალა ერთობაშია ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას, თუმცა ხვალ, ზეგ, ახალი საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, უცნობია. ყოველთვის ერთი რამ უნდა ვიფიქროთ: მთავარია რა უნდა ხალხს და არა ის, რა უნდა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას თუ ლიდერს“, - აცხადებს ვაშაძე.