imedi /  24 თებერვალი 2020, 23:20 / სანდო წყარო

NASA-ს ლეგენდარული მათემატიკოსი კეტრინ ჯონსონი 101 წლისა გარდაიცვალა

კეტრინ ჯონსონი

კეტრინ ჯონსონი

NASA-ს ლეგენდარული მათემატიკოსი კეტრინ ჯონსონი 101 წლისა გარდაიცვალა, წერს BBC. 

ის კოსმონავტიკის ისტორიაში სხვადასხვა კოსმოსური ექსპედიციების ტრაექტორიების გამოთვლით შევიდა, მათ შორის მთვარეზე გაფრენის ექსპედიციის.

NASA-ში განაცხადეს, რომ „კეტრინ ჯონსონი გამორჩეული იყო თავისი უბადლო ჭკუით და იმით, რომ არ ნებისმიერი რასობრივი და სოციალური ბარიერების წინაშე არ ჩერდებოდა“.

კეტრინ ჯონსონი NASA-ში 50-იანი წლების ბოლოდან მუშაობდა. ის სხვადასხვა ასტრონავტებისთვის, მათ შორის ჯონ გლენისთვის, სარაკეტო ტრაექტორიების პარამეტრებს ითვლიდა.

1969 წელს მის მიერ განხორციელებული გამოთვლები კომპიუტერულ პროგრამაში გამოიყენებოდა, რომლითაც პირველი სამთვარეო ექსპედიციის „აპოლონ 11“-ის მოდულის დაშვებისა და სტარტის პარამეტრების გამოთვლა ხდებოდა.

1970 წელს „აპოლონ 13“-ის მთვარისკენ წარუმატებელი ფრენის დროს კეტრინ ჯონსონმა სწრაფად შესძლო ხომალდის დედამიწაზე დაბრუნების ახალი პარამეტრების გამოთვლა, რა დროსაც, არა კომპიუტერები, არამედ საკუთარი ასტრონომიული ცხრილები გამოიყენა. მიიჩნევა, რომ ზუსტად ამან გადაარჩინა ასტრონავტები სიკვდილისგან.

2015 წელს აშშ-ს იმდროინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ის თავისუფლების მედალით დააჯილდოვა.

ყველა სიახლე

24 სექტემბერი 2020, 11:44

COVID19

ზუგდიდში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 5-ით გაიზარდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გუშინ კორონავირუსზე 631 ნიმუში გაიტესტა, მათგან ხუთი დადებითია. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, ახალი შემთვევებიდან 4 ზუგდიდის კლასტერს უკავშირდება, ხოლო ერთი საბერიოდან გადმოსული მოქალაქეა, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს 200-ზე მეტი ანალიზის კვლევა.

uncle bens რებრენდინგი

24 სექტემბერი 2020, 11:43

მსოფლიო

კორპორაცია Mars-ი ბრენდს Uncle Benʼs სახელწოდებას და ლოგოტიპს შეუცვლის

„ვაცნობიერებთ უთანასწორობას, რომელიც ბრენდის სახელწოდებას და სახეს უკავშირდება და როგორც ივნისში აღვნიშნეთ, მზად ვართ შევიცვალოთ“, - განაცხადეს კომპანიაში.

24 სექტემბერი 2020, 11:36

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი 3,372 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 3,372 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ქვეყანაში COVID-19 188,106 ადამიანს დაუდგინდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 52 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3,757-მდე გაიზარდა, ჯამში 83,458 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი შერმადინი

24 სექტემბერი 2020, 11:33

სპორტი

გიორგი შერმადინი „ბილბაოსთან“ მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა

ესპანეთის ლიგა „ენდესას“ მეორე ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარმა“ სტუმრად „ბილბაო“ 81:70 დაამარცხა.

24 სექტემბერი 2020, 11:31

COVID19

სომხეთში კორონავირუსი 374 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 374 ადამიანს დაუდასტურდა, 3 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 48,251 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 945 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 43,266.

ლუის სუარესი

24 სექტემბერი 2020, 11:22

სპორტი

ლუის სუარესი კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს

„ბარსელონას“ ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ამის შესახებ მადრიდული კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

24 სექტემბერი 2020, 11:20

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 86,508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 86,508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 5,732,518-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ინდოეთში მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 91,149-ს აღწევს, ჯამში კი 4,674,987 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

24 სექტემბერი 2020, 11:17

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უნგრელ კოლეგას უმასპინძლებს

24-25 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის თავდაცვის მინისტრი ესტუმრება. ტიბორ ბენკოს ქართველი კოლეგა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. ეს იქნება უნგრეთის თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში. თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, საქართველოსა და უნგრეთის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები გაფართოებულ შეხვედრას გამართავენ. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეები საქართველოსა და უნგრეთს შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

მარინა ენდელაძე

24 სექტემბერი 2020, 11:17

COVID19

მარინა ენდელაძე: მინდა დავამშვიდო მოსახლეობა, სისტემა გამართულია

„ამ მატებას ჩვენ ველოდებოდით. რა თქმა უნდა, ამდენი კოვიდინფიცირებულის კონტაქტის მოძიების შემდეგ მოემატებოდა. მაგრამ სისტემა გამართულია, მინდა დავამშვიდო მოსახლეობა. უკვე მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით და ყველანაირად შევძლებთ ამ პაციენტების მართვას“, - განაცხადა ენდელძაემ.

24 სექტემბერი 2020, 11:13

რეგიონი

პარლამენტის თავმჯდომარემ და ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ოზურგეთში ფერმერებთან შეხვედრა გამართეს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და “ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ პროექტებზე, დარგის განვითარების ხელშეწყობაზე და პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

კორონავირუსი საქართველო

24 სექტემბერი 2020, 11:10

COVID19

კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში, 34 კი თბილისში დაფიქსირდა

„გამოვლინდა 259 ახალი შემთხვევა, რომელიც რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: კვლავ ლიდერობს აჭარა, სადაც დღეს არის 164 შემთხვევა, თბილისში - 34, იმერეთში - 22, აქედან 15 ქუთაისში, სამი წყალტუბოში, თერჯოლაში - ერთი, საჩხერეში - ერთი, ბაღდათში - ორი. სამეგრელო-ზემო სვანეთში - 15, გორში - ერთი, მარნეულში - ერთი, მცხეთაში - ერთი, საზღვარგარეთიდან იმპორტირებული - ხუთი“, - განაცხადა ენდელაძემ.

გიორგი გახარია

24 სექტემბერი 2020, 11:06

COVID19

გიორგი გახარია: ადაპტაციის ეტაპზე, ჩვენ სწრაფად უნდა გამოვავლინოთ, ეფექტიანად ვუმკურნალოთ და ასევე სწრაფად დავაბრუნოთ ჩვენი გამოჯანმრთელებული მოქალაქეები ნორმალურ ცხოვრებაში

დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რისკების მართვის, ადაპტაციის ეტაპზე, ეს მოიცავს სწრაფი გამოვლენის და გავრცელების შენელების ეტაპს, კლინიკურ მართვას და ადამიანის სწრაფ დაბრუნებას ნორმალურ ცხოვრებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა მეორე ეტაპზე და აღნიშნა, რომ მეორე ეტაპი იყო ადაპტაცია და მთავრობას, სწორედ ამ ადაპტაციისთვის სჭირდებოდა დრო.

24 სექტემბერი 2020, 11:05

COVID19

აჭარაში კორონავირუსის 164 შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში აღებული 4000-მდე PCR ტესტიდან, 164 ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის, სტაციონარში მკურნალობს - 497 პაციენტი, მათ შორის 47 არასრულწლოვანი და 14 ორსული, კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - 694 პაციენტი, 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო საკარანტინო სივრციდან ბინაზე 38 პაციენტი გაეწერა.

24 სექტემბერი 2020, 10:55

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 2,143 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 2,143 ადამიანს დაუდგინეს, 19 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 278,070 შემთხვევა გამოვლინდა, 9,428 ადამიანი კი გარდაიცვალა.

გიორგი გახარია

24 სექტემბერი 2020, 10:50

COVID19

გიორგი გახარია: პირველ ეტაპზე, როდესაც ვირუსის შესახებ მსოფლიოში ცოდნა იყო მინიმალური, ჩვენი ამოცანა იყო ვირუსის დროში სწრაფი გავრცელების მაქსიმალურად შეკავება და ჩვენ ეს ეფექტურად განვახორციელეთ

მობილობის ზრდის შედეგია ის, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებით აჭარაში, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

24 სექტემბერი 2020, 10:49

საზოგადოება

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის ჩამოფრენის დარბაზში აუქციონის გამოცხადებისთვის ემზადება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოების პარალელურად, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ტერმინალში მგზავრებისთვის სხვადასხვა ტიპის მომსახურებების შეთავაზებისთვის ემზადება. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, პირველ ეტაპზე აუქციონი ჩამოფრენის დარბაზში არსებულ კვების ობიექტზე გამოცხადდება, სადაც ჩამომფრენი მგზავრების ქცევისა და საჭიროებების გათვალისწინებით შემუშავებული იქნა მარკეტის ტიპის სწრაფი კვების ობიექტის კონცეფცია

გიორგი გახარია

24 სექტემბერი 2020, 10:45

COVID19

გიორგი გახარია: ვირუსის მართვის ეტაპზეც ჩვენ უნდა ვიყოთ დისციპლინირებულები, რათა მოვიგოთ დრო, სანამ მსოფლიოში ვაქცინა შეიქმნება

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ვირუსის მართვის ეტაპზე უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება სისტემა, რომელმაც სწრაფად უნდა გამოავლინოს ინფიცირების შემთხვევები, შემდეგ კი კლინიკურმა ჯგუფმა ეფექტურად უნდა უმკურნალოს მოქალაქეებს. ახლაც, მართვის ეტაპზეც ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად დისციპლინირებულები, რათა მოვიგოთ დრო, სანამ მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

კორონავირუსი საქართველო

24 სექტემბერი 2020, 10:45

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 259 ადამიანს დაუდასტურდა, 62 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

გიორგი გახარია

24 სექტემბერი 2020, 10:41

COVID19

გიორგი გახარია: სამომავლოდ ნებისმიერი შეზღუდვა იქნება მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური, ეს არ იქნება სისტემური

მკაცრი წესებით, დისციპლინით, მაგრამ არა შეზღუდვებით და ეკონომიკის გაჩერებით, ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც შესაძლოა დაწესდეს, იქნება ლოკალური და არა მთელი ქვეყნის მასშტაბით. პრემიერის განცხადებით, შეზღუდვები არ შეეხება ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის ეკონომიკა, განათლება და საარჩევნო პროცესი.

გიორგი გახარია

24 სექტემბერი 2020, 10:40

COVID19

გიორგი გახარია: თებერვალ-მარტში ჩვენ დღეში 200 ტესტს ვაკეთებდით, ახლა კი დღეში საშუალოდ 9000 ტესტს ვაკეთებთ

თებერვალ-მარტში, როდესაც ვირუსის გავრცელება დაიწყო, ჩვენ დღეში 200 ტესტს ვაკეთებდით, PCR-ტესტების მარაგებიც კი არ გვქონდა. ახლა ჩვენი სისტემა საშუალოდ დღეში 9000 ტესტს აკეთებს და რა თქმა უნდა, ამისთვის მოსამზადებლად დრო და რესურსები იყო საჭირო, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.