imedi /  30 მარტი 2020, 14:53 / სანდო წყარო

Microsoft-მა სახის ამოცნობის ტექნოლოგიაზე მომუშავე სტარტაპების დაფინანსება შეწყვიტა

სახის ამოცნობის ტექნოლოგია

Microsoft-მა სახის ამოცნობის ტექნოლოგიაზე მომუშავე სტარტაპებში ყველა მინორიტარული ინვესტიცია შეწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა TechCrunch-ი ავრცელებს.

ასეთი გადაწყვეტილება ისრაელური კომპანია AnyVision-ის გარშემო განვითარებული სკანდალითაა გამოწვეული. Microsoft-ის მიერ დაქირავებულმა გამომძიებელთა გუნდმა, რომელსაც აშშ-ის ყოფილი გენპროკურორი ერიკ ჰოლდერი ხელმძღვანელობდა, დაადგინა, რომ AnyVision-ის ტექნოლოგიას ისრაელის მთავრობა მდინარე იორდანეს დასავლეთი სანაპიროს მოსახლეობაზე თვალთვალისთვის იყენებდა.

კომპანიის განცხადებით, მინორიტარული ინვესტიციები არ იძლევა სათანადო კონტროლის განხორციელების საშუალებას, რაც მგრძნობიარე ტექნოლოგიებზე მუშაობისასაა აუცილებელი.

2019 წლის ივნისში Microsoft-მა AnyVision-ში 74 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

ყველა სიახლე

02 ივნისი 2020, 17:56

ეკონომიკა

Condé Nast traveller-ი მოგზაურებს ზაფხულში საქართველოს დათვალიერებას ურჩევს

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სამოგზაურო პორტალი, Condé Nast traveller-ი იმ ადამიანებს, ვინც საზაფხულო მოგზაურობას გეგმავს, საქართველოში სტუმრობას ურჩევს. მალდივები, საქართველო, საბერძნეთი შრი-ლანკა, ესპანეთი და ბალი - ასეთია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელსაც პორტალი მოგზაურებს სთავაზობს.

02 ივნისი 2020, 17:51

COVID19

კორონავირუსით მსოფლიოს 31 ქვეყანაში 127 ჟურნალისტი დაიღუპა

ბოლო 3 თვის განმავლობაში მსოფლიოს 31 ქვეყანაში კოვიდ-19-ით 123 ჟურნალისტი დაიღუპა. საგანგაშო სტატისტიკას დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაცია Press Emblem Campaign აქვეყნებს. PEC-ის ინფორმაციით, გარდაცვლილთა 2/3 პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაინფიცირდა. მხოლოდ მაისში კორონავირუსით 72 ჟურნალისტი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი რეპორტიორი კოვიდ-19-მა ლათინური ამერიკის ქვეყნებში იმსხვერპლა.

თამარ გაბუნია

02 ივნისი 2020, 17:50

საზოგადოება

თამარ გაბუნიას განცხადებით, ტურისტების ტესტირებასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს

„ჩვენი მიდგომა ასეთია, შევისწავლოთ და გამოვავლინოთ მწვანე ქვეყნები, საიდანაც ეპიდემიოლოგიური რისკის მაჩვენებელი მაღალი არ იქნება და ამ ქვეყნიდან ტურისტების შემოყვანაზე ვიმუშაოთ. სიტუაციასა და რეკომენდაციებთან ერთად ტესტირების შესაძლებლობებიც იცვლება, ამდენად თუ გაჩნდა ისეთი ტესტი, რომელიც მოგვცემს მარტივად ანალიზის ჩატარების საშუალებას, რომელიც სარწმუნო იქნება, ამ შემთხვევაში შეიძლება ტესტირებაზე ვისაუბროთ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მასობრივი გადაშენება

02 ივნისი 2020, 17:46

მსოფლიო

კვლევა: დედამიწაზე მეექვსე მასობრივი გადაშენება დაიწყო

ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენს პლანეტაზე მეექვსე მასობრივი გადაშენების პროცესი მიმდინარეობს. ცოცხალი არსებები ბუნებრივ ტემპთან შედარებით დედამიწის ზურგიდან 100-ჯერ სწრაფად ქრებიან. თუმცა წინა პერიოდებისგან განსხვავებით, როდესაც გადაშენება ბუნებრივ კატაკლიზმებით იყო გამოწვეული, ეს პროცესი ადამიანის აქტივობის შედეგია.

02 ივნისი 2020, 17:41

მსოფლიო

ჯორჯ კლუნიმ რასიზმი პანდემიას შეადარა

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯორჯ კლუნი აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ფაქტს და საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. მსახიობმა ჯერ 1992 წელს მომხდარი ფაქტი გაიხსენა, როცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ოთხი თეთრკანიანი ოფიცერი გაამართლა, რომელთაც აფროამერიკელი როდნი კინგი სასტიკად სცემეს.

ნიკოლ ფაშინიანი

02 ივნისი 2020, 17:37

მსოფლიო

ფაშინიანი მოსახლეობის უპასუხისმგებლობით აღშფოთებულია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ მოედანზე ათობით ადამიანია შეკრებილი. მისი თქმით, ვიდეო შენგავითის რაიონშია გადაღებული. „ეს არის ხალხის მხრიდან უპასუხისმგებლობის გამოვლინება. უსაფრთხოების ეროვნული სამსახურის უფროსს განკარგულება მივეცი, მსგავსი ღონისძიებების ორგანიზატორებით დაინტერესდნენ“, – აცხადებს ფაშინიანი. სომხეთის პრემიერმა 2 დღის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის და მისი ოჯახის წევრები კოვიდ 19-ით არიან ინფიცირებულები.

ირაკლი კობახიძე

02 ივნისი 2020, 17:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნებზე ვირუსის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დასაყვანად ყველაფერი გაკეთდება

„საუბარია, რა თქმა უნდა, შესაბამის ეკიპირებაზე, საუბარია პირბადეებზე, საუბარია იმაზე, რომ დამატებითი ცნობები იქნება მიღებული ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის საუბნო კომისიის წევრებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის. ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიდეს ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკები. დეტალებზე ვმსჯელობთ საბჭოს ფორმატში“, - განაცხადა კობახიძემ.

ბარსელონა

02 ივნისი 2020, 17:24

COVID19

RAC: „ბარსელონას“ 5 ფეხბურთელსა და 2 მწვრთნელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ 5 ფეხბურთელსა და 2 მწვრთნელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით კატალონიური რადიო (RAC) ავრცელებს. მისი ცნობით, შვიდივე შემთხვევაში კორონავირუსი სეროლოგიური ტესტმა გამოავლინა. ყველა ინფიცირებული თავს კარგად გრძნობს და მათთან დაავადება სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.

02 ივნისი 2020, 17:22

COVID19

ინდოეთში კოვიდინფიცირებულთა სამკურნალოდ რემდესივირის გამოყენება დაუშვეს

ინდოეთში, COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ პრეპარატი „რემდესივირი“ დაუშვეს. ამის შესახებ გამოცემა The Times of იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა მაკონტროლებელმა აღნიშნული მედიკამენტით მკურნალობის 5-დღიანი კურსი დასაშვებად მიიჩნია. ბოლო ინფორმაციით, ინდოეთში კორონავირუსის 199 785 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა ქვეყანაში 5 600-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობით ქვეყანა მსოფლიოში მე-7 ადგილზეა.

02 ივნისი 2020, 17:19

ეკონომიკა

ლარი აშშ დოლართან მიმართებით კიდევ 4 თეთრით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.0772 ლარი ეღირება, ევრო – 3.4366 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.8671 ლარი.

გიგა ბოკერია

02 ივნისი 2020, 17:11

პოლიტიკა

გიგა ბოკერიას აზრით, საქართველოს მომავალი პრემიერი „ევროპული საქართველოს“ წევრი უნდა იყოს

„ლოგიკურია, რომ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ცალ-ცალკე გადიან არჩევნებზე, თავიანთი ხედვა ჰქონდეთ იმის თაობაზე, რა პერსონებს უკავშირებენ ამა თუ იმ მიმართულებებს. საბოლოოდ, ეს კომპოზიცია იმის მიხედვით შედგება, ვინ რა წონას მოიპოვებს. „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, რომ ამ კოალიციაში სიმძიმის ცენტრი ჩვენ ვიყოთ“.

თეთრი სახლი

02 ივნისი 2020, 17:08

მსოფლიო

ვაშინგტონში თეთრი სახლის მიმდებარე ქუჩები ჩაიკეტა

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა ვაშინგტონში, თეთრი სახლის მიმდებარე რამდენიმე ქუჩა ჩაკეტა, რაც პრეზიდენტის რეზიდენციის გარშემო უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას უკავშირედბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. მისივე ცნობით, გასულ ღამით ლაფაიეტის ეროვნული პარკის გარშემო 2,5 მეტრის სიმაღლის ლითონის ღობე აღმართეს.

ავღანეთი

02 ივნისი 2020, 17:08

მსოფლიო

ავღანეთში ტერაქტს სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა

ასაფეთქებელი მოწყობილობა კუნდუზის პროვინციაში სატვირთო მანქანის ჩავლისას ამოქმედდა, რომელსაც მუშები გადაჰყავდა. აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა.

საბავშვო მოედანი

02 ივნისი 2020, 17:04

საზოგადოება

გლდანის რაიონში შვიდ მისამართზე ბავშვთა გასართობი ზონები მოეწყო

გლდანის რაიონში ბავშვთა გასართობი ზონები ეწყობა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, სამუშაოები შვიდ მისამართზე უკვე დასრულდა, რვა მისამართზე კი - დაიწყო. გასართობი ზონები ქერჩის N6 კორპუსის, გლდანის მესამე მიკრორაიონის კორპ N79 „ბ“, მეექვსე მიკრორაიონის N21 კორპუსის, მეორე მიკრორაიონის N42 ა კორპუსის, მერვე მიკრორაიონის N24-25 კორპუსების მიმდებარედ და „ა“ მიკრორაიონის N54, ასევე, მეხუთე მიკრორაიონის N13 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო.

02 ივნისი 2020, 16:59

საზოგადოება

ჩუღურეთის რაიონში აქციის ფარგლებში, 14 მისამართზე 16 ხე-მცენარე დაირგო

ჩუღურეთის რაიონში აქციის ფარგლებში, 14 მისამართზე 16 ხე-მცენარე დაირგო. გამწვანების ღონისძიებაში ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე თანამშრომლებთან ერთად ჩაერთო. საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, რაიონის მასშტაბით სულ 86 ჯიშის ხე-მცენარე დაირგო.

02 ივნისი 2020, 16:56

მსოფლიო

პარიზში პოლიციელის მიერ 2016 წელს მოკლული შავკანიანი კაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია აკრძალეს

პარიზის პოლიციამ აკრძალა დემონსტრაცია, რომელიც 2016 წელს პოლიციელის მიერ მოკლული შავკანიანი კაცის, 24 წლის ხსოვნას უნდა მიძღვნოდა. დემონსტრაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს სურდათ, ასე გამოხმაურებოდნენ აშშ-ში მიმდინარე აქციებს, რომელიც ასევე პოლიციელის მიერ მოკლულ ჯორჯ ფლოიდს უკავშირდება.

ინდოეთი ციკლონი ევაკუაცია

02 ივნისი 2020, 16:55

მსოფლიო

ინდოეთის მთავრობამ ციკლონის გამო მუმბაიში ევაკუაცია დაიწყო

სტიქია ინდოეთის ფინანსურ დედაქალაქს სავარაუდოდ ოთხშაბათს დღისით დაატყდება თავს. ევაკუაციის პროცესს კორონავირუსის პანდემია ართულებს. მუმბაიში COVID-19-ის 53 ათას შემთხვევაზე მეტია დაფიქსირებული.

02 ივნისი 2020, 16:54

მსოფლიო

New York Post: ნიუ-იორკში მასობრივი არეულობის მონაწილეებმა Rolex-ის მაღაზიიდან 2.4 მილიონი დოლარის ღირებულების საათები გაიტანეს

ნიუ-იორკში სოჰოს უბანში მასობრივი არეულობის მონაწილეებმა Rolex-ის მაღაზიიდან 2.4 მილიონი დოლარის ღირებულების საათები გაიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი ქალაქის პოლიციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

02 ივნისი 2020, 16:53

COVID19

ბოლო 24 საათში ბელგიაში კორონავირუსით 100-მდე ადამიანი დაინფიცირდა

გასულ დღე-ღამეში ბელგიაში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 58 615-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში 19 პაციენტი გარდაიცვალა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ინფექციამ 9 505 ადამიანი იმსხვერპლა. ამ დროისთვის 15 919 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბრუნო ლე მერი

02 ივნისი 2020, 16:39

ეკონომიკა

საფრანგეთში წელს ეკონომიკის 11%-იან ვარდნას ელოდებიან

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის, ბრუნო ლე მერის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნის ეკონომიკის ვარდნა 2020 წელს 11%-ს შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.