imedi /  06 მაისი 2020, 18:41 / სანდო წყარო

ასტრონომებმა დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე შავი ხვრელი აღმოაჩინეს

შავი ხვრელი

ასტრონომებმა დედამიწისგან 1 000 სინათლის წელიწადის მანძილზე შავი ხვრელი აღმოაჩინეს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს ჩვენს პლანეტასთან ყველაზე ახლოს მდებარე მსგავსი ობიექტია. თვითონ შავი ხვრელი უხილავია, მაგრამ მისი ადგილმდებარეობის დადგენა მის გარშემო მბრუნავი 2 კაშკაშა ვარსკვლავის მეშვეობით მოხერხდა. დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში მათი ნახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება.

ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ერთ-ერთი ვარსკვლავი უცნობი ობიექტის ირგვლივ ბრუნავს და სრული ბრუნის შესასრულებლად 40 დღე სჭირდება. შედეგად, მეცნიერები მიხვდნენ, რომ მათ წინაშე 2 ვარსკვლავისა და შავი ხვრელისგან შემდგარი ვარსკვლავური სისტემა იყო.

აღმოჩენამ სპეციალისტები გააკვირვა, რადგან როგორც წესი შავი ხვრელები გარშემო მდებარე ობიექტებთან აქტიურ კომუნიკაციაში ხოლმე და დროთა განმავლობაში მათ შთანთქავს. ეს ერთ-ერთი პირველი ასეთი ობიექტია. ასტრონომები მათ ჩუმ შავ ხვრელებს უწოდებენ და ფიქრობენ, რომ ახალი აღმოჩენა შავი ხვრელების სპეციფიკაში გარკვევაში დაეხმარებათ.

ყველა სიახლე

26 მაისი 2020, 16:31

საზოგადოება

ვახტანგ გომელაურს ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის გენერალური დირექტორი და ეროვნული პოლიციის მთავარი კომისარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

„ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის სახელით, პატივი მაქვს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით კი საქართველოს პოლიციას, რომლებთანაც ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გაგვაჩნია, მივულოცო ქვეყნის დამოუკიდებლობა. გილოცავთ!“-ნათქვამია მარია გამეზ გამეზ-ის მილოცვაში.

თავისუფალი საქართველო

26 მაისი 2020, 16:27

პოლიტიკა

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით „თავისუფალი საქართველო“ ხვალ საპროტესტო აქციას გამართავს

„თავისუფალი საქართველო“ ხვალ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს. „27 მაისს, 13:00 საათზე, მეტრო „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარედ, პარტია „თავისუფალი საქართველო“ საპროტესტო აქციას გამართავს, მოთხოვნით: აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.

26 მაისი 2020, 16:25

პოლიტიკა

რა ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში

საქართელოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. პროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი და ირაკლი კობახიძე არიან. „რეგლამენტში ცვლილების განხორციელება გამოწვეულია იმით, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებით იცვლება მათ შორის, დასახელებებიც. კონსტიტუციაში წერია, სიტყვა - ოპოზიცია და არ არის უმცირესობა, შესაბამისად, ხდება პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია, მათ შორის კომიტეტებისაც. ასევე, კონკრეტდება საპარლამენტო ცხოვრებაში როგორც უმრავლესობაში შემავალი ასევე, ოპოზიციაში არსებული ფრაქციების მონაწილეობა. როგორც ასეთი, სუბიექტები - უმრავლესობა და უმცირესობა აღარ იქნება.

კორონავირუსი ვაქცინა

26 მაისი 2020, 16:22

COVID19

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად უკვე €9.5 მილიარდზე მეტი შეგროვდა

ჯერ კიდევ 4 მაისს, ფონ დერ ლაიენმა დონორთა საერთაშორისო ონლიან-კონფერენცია გამართა. აშშ-მა ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა. პირველ ეტაპზე 7.4 მილიარდი ევრო შეგროვდა. ამ ინიციატივის მიზეზი - გლობალურ დონეზე ვაქცინების და წამლების შესაქმენლად კვლევები კოორდინაცია. პრეპარატების შექმნისთანავე ისინი ყველა სახელმწიფოსთვის იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის ყველაზე ღარიბებისთვის.

26 მაისი 2020, 16:16

მსოფლიო

ავსტრალიაში 2019 წლის ხანძრებით გამოწვეულმა დაკვამლიანებამ 500-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ავსტრალიაში გასული წლის რამდენიმეკვირიანი ხანძრებით გამოწვეულმა დაკვამლიანებამ და ჰაერის დაბინძურებამ უკვე 445 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გასულ წელს ავსტრალიაში ტყის ხანძრები რეკორდულად მაღალმა ტემპერატურამ და რამდენიმეთვიანმა გვალვებმა გამოიწვია.

სალომე ზურაბიშვილი
რუვენ რივლინ

26 მაისი 2020, 16:10

საზოგადოება

ისრაელის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

მოხარული ვართ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კარგი ურთიერთობითა და თანამშრომლობით, რომელიც ეფუძნება დაახლოებით 2,600 წლოვან ებრაელთა საქართველოში ცხოვრების ძალიან დიდ ისტორიას- ამის შესახებ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ისრაელის პრეიდენტის წერილში წერია, რომელიც მან სალომე ზურაბიშვილს გამოუგზავნა.

ადამ კინზინგერი

26 მაისი 2020, 16:06

პოლიტიკა

ადამ კინზინგერი: რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში თქვენ გვერდით ვართ

„საქართველოს, ჩვენს დიდებულ მეგობრებსა და მოკავშირეებს, დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. თავისუფლებისთვის ბრძოლას განაგრძობთ და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში თქვენ გვერდით ვართ“, - წერს კინზინგერი.

26 მაისი 2020, 15:59

საზოგადოება

27 მაისს საქართველოს მოქალაქეები ინდოეთიდან სამშობლოში დაბრუნდებიან

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით და კოორდინაციით, 2020 წლის 27 მაისს, ავიაკომპანია Air India-ს რეისით სამშობლოს დაბრუნდება 15 მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, საქართველოში გამოფრინდება ინდოეთში მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის 18 მოქალაქეც.

26 მაისი 2020, 15:56

ტაბლოიდი

ინდოეთში მშობლებმა შეცდომით ცოცხალი ჩვილი დაკრძალეს

ინდოეთის შტატ გუჯარატში მშობლებმა შეცდომით, ცოცხალი ჩვილი დაკრძალეს. ამის შესახებ The Indian Express-ი წერს. გამოცემის ცნობით, მეორე დღეს გამვლელმა იპოვა ჩვილი გოგო, რომელსაც მიწა ჰქონდა მიყრილი. ჩვილი ცოცხალი იყო და ტიროდა. კაცმა დაუძახა მეზობლებს, გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო. თუმცა ადგილობრივებმა ჩვილის ახლო მდებარე კლინიკაში გადაყვანა უფრო სწრაფად შეძლეს.

ვადიმ პრისტაიკო

26 მაისი 2020, 15:54

საზოგადოება

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკთხებში უკრაინის ვიცე-პრემიერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ევროპული და ევროატლანტკური ინტეგრაციის საკთხებში უკრაინის ვიცე-პრემიერი ვადიმ პრისტაიკო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს: „ჩემი გულითადი მილოცვა ჩვენ ქართველ მეგობრებს, რომლებიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. თქვენი ძალა და თავისუფლებისადმი ერთგულება ჩვენ ყოველთვის შთაგვაგონებდა. მჯერა, რომ უკრაინის და საქართველოს პარტნიორობა გვაძლიერებს და ჩვენ ერთად მოვიტანთ მშვიდობას და უსაფრთხოებას რეგიონში“, - ნათქვამია მის პირად Twitter გვერდზე.

26 მაისი 2020, 15:49

COVID19

ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 38 000-ს გადააჭარბა

ბელარუსში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 855 059-ს მიაღწია. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე 208 პაციენტი გარდაიცვალა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 15 086-ს აღწევს.

თენგიზ ცერცვაძე

26 მაისი 2020, 15:48

საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: დამოუკიდებლობა ყველაფრის ქვაკუთხედია, დანარჩენი ყველაფერი მიღწევადია

„ილია ჭავჭავაძე ამბობდა „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს“-ო, ასეა ზუსტად. დამოუკიდებლობა ყველაფრის ქვაკუთხედია . ყველაფერი დანარჩენი მიღწევადია, ყველაფერი დანარჩენი ადამიანის ნიჭზე, უნარსა და მონდომებაზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

გიორგი ვოლსკი

26 მაისი 2020, 15:44

ეკონომიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია დიდი ხანია ცდილობს, რომ პოლიტიკური ხასიათის ცირკი მოაწყოს, ქულები და დივიდენდები ჩაიწეროს

მე არა მგონია, რომ სიმწვავე უნდა აკლდეს ოპოზიციის შეკითხვებს, პირიქით, მწვავეც უნდა იყოს და საქმიანიც, მაგრამ ეს სურვილები და ეს ოცნებები უკვე დიდი ხანია ჩავაბარეთ წარსულს, იმიტომ, რომ დიდი ხანია არის მცდელობა, რომ პოლიტიკური ხასიათის ცირკი მოეწყოს და ქულები და დივიდენდები ჩაიწერონ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა. გიორგი ვოლსკის განცხადებით, მოხსენებაში, რომლითაც ხვალ, პრემიერი პარლამენტის წინაშე წარდგება ყველა მნიშვნელოვან თემაზე იქნება აქცენტი გაკეთებული და მმართველი გუნდის შეკითხვებიც შეეხება ყველა იმ თემას, რაც საზოგადოებას აინტერესებს.

ნათია თურნავა

26 მაისი 2020, 15:40

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ვაძლიერებთ საკუთარ ენერგეტიკას, რომელიც დამოუკიდებლობის საწინდარია

ჩვენ ვაძლიერებთ საკუთარ ენერგეტიკას, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი და დამოუკიდებლობის საწინდარია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მან დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ბორჯომიდან მიულოცა.

26 მაისი 2020, 15:32

რეგიონი

აჭარაში ადმინისტრაციული შენობები და ბათუმის ბულვარი საქართველოს დროშებით გაფორმდა

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული შენობები საქართველოს დროშებით გაფორმდა. დროშები გადმოიფინა ასევე ბათუმის ბულვარის სიმბოლოდ ქცეულ ისტორიულ კოლონადებზეც. ერთი დღით კი ბულვარის მოცეკვავე შადრევნებზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდება.

ქეთევან ციხელშვილი

26 მაისი 2020, 15:27

საზოგადოება

ქეთევან ციხელაშვილი: ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის არ დასრულდება, სანამ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია

„ეს დღე ჩვენია, მრწამსის თუ ეთნიკურობის განურჩევლად. საუკუნეზე მეტი ხნის წინ სწორედ ასეთი პლურალიზმით და ერთიანობით იზეიმეს ჩვენმა წინაპრებმა სანუკვარი დამოუკიდებლობა და ამ მყარ საფუძველზე აუცილებლად დავაშენებთ კიდევ უფრო ძლიერ, ერთიან საქართველოს“, - აღნიშნა ციხელაშვილმა.

26 მაისი 2020, 15:26

ეკონომიკა

ღამის კლუბების და ბარების მფლობელები იაფ კრედიტზე ხელმისაწვდომობას ითხოვენ

ეკონომიკის სამინისტროს ჩავაბარეთ წერილი 1 500 ხელმოწერით. სექტორის მოთხოვნაა, მეტი ყურადღების მიქცევა და დახმარება, - ამის შესახებ „ტვ. პირველის“ ეთერში საქართველოს კლუბებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის წარმომადგენელმა, დავით ლეჟავამ განაცხადა.

26 მაისი 2020, 15:13

ეკონომიკა

დახურული კლუბებისა და ბარების წარმომადგენლები მთავრობას სახელმწიფო ბალანსზე არსებული ღია სივრცეების გამოყენების ინიციატივით მიმართავენ

დღეს „დედაენის ბაღში“ ბაღში ბარებისა და რესტორნების გაერთიანებაში 100-მდე ბიზნესსუბიექტი შეიკრიბა და პრესკონფერენცია გამართა. ისინი მთავრობას, დახურული სივრცეების გახსნის ნებართვის არგაცემის შემთხვევაში, სახელმწიფო ბალანსზე არსებული ღია სივრცეების გამოყენების ინიციატივით მიმართავენ.

გია ვოლსკი

26 მაისი 2020, 15:08

პოლიტიკა

გია ვოლსკი 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე: ჩვენს ოპონენტებს ხშირად უჭირთ ამ დღის გახსენება, დახასიათება და შეფასება

ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც სახლში მიასვენეს, განსაკუთრებული სისასტიკით იყო მოკლული და ოჯახის წევრებს აუკრძალეს კუბოს თავსახურის ახდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს 2011 წლის 26 მაისის მოვლენების კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქცია განსაკუთრებული სისატიკით დაშალა.

ოთარ კახიძე

26 მაისი 2020, 15:07

პოლიტიკა

ოთარ კახიძე: 2011 წლის 26 მაისს აქციის დაშლისას პოლიციამ ძალას გადაამეტა

„ეს იყო ძალიან სამარცხვინო ფურცელი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ცდილობდნენ, თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი ჩაეშალათ და ამისთვის იყვნენ კავშირზე ჩვენი მტრის, რუსეთის სპეცსამსახურებთან. ამავე დროს, აქციის დაშლას თან ახლდა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება, სამწუხაროდ, მთლიანობაში ამ ყველაფერს მოჰყვა მსხვერპლი, დაიღუპნენ პოლიციელები და ასევე მოყვა ამ ყველაფერს მოქალაქეთა გარდაცვალება. ამიტომ ტრაგედიის დღეა ეს ჩვენთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამგვარი დღეები საქართველოში არ განმეორდეს“,- განაცხადა კახიძემ.