imedi /  12 მაისი 2020, 12:36 / სანდო წყარო

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სმარტფონები დასახელდა

2020 წლის პირველ კვარტალში Apple-ს, Xiaomi-სა და Samsung-ის სმარტფონები ყველაზე გაყიდვადი გახდა - ასეთია Catalys-ის ანალიტიკოსების დასკვნა. გლობალური ბაზრის კვლევის შედეგები სააგენტომ Twitter-ზე გამოაქვეყნა.

რეიტინგში პირველ ადგილს iPhone 11 იკავებს. მსოფლიოში მისი 18 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. მეორე ადგილზეა Xiaomi Redmi Note 8 / Note 8T, მესამე ადგილს კი Samsung Galaxy A51 იკავებს.

ყველა სიახლე

მარინა ეზუგბაია

28 მაისი 2020, 10:46

COVID19

ინფექციურ საავადმყოფოში სამი მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა

„ჩვენს ცენტრში მყოფი სამი მძიმე პაციენტის დინამიკა გაუმჯობესდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ სამიდან ერთის მდგომარეობა ჯერ კიდევ საყურადღებოა, დანარჩენი ორის მდგომარეობა დინამიურად გაუმჯობესებულია - სუბიექტური, რადიოლოგიური და კლინიკური მონაცემებითაც“.

28 მაისი 2020, 10:43

სპორტი

ტყვიის სროლაში ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირების ჩატარების ახალი თარიღი ცნობილია

ტყვიის სროლაში ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირების ჩატარების ახალი თარიღი ცნობილია. ოლიმპიური სალიცენზიო ტურნირის სტატუსი ექნება 2021 წლის ევროპის ზამთრის ჩემპიონატს 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში, რომელსაც ფინეთი 26 თებერვლიდან 8 მარტამდე უმასპინძლებს.

მარინა ეზუგბაია

28 მაისი 2020, 10:38

COVID19

საქართველოში უკვე ინფიცირებულთა 78% გამოჯანმრთელდა

„ინფიცირებულთა დაახლოებით 78% უკვე გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 153 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 408-ით აჭარბებს ამჟამად მკურნალობაზე მყოფი პაციენტების რაოდენობას“.

ბოჭორიშვილის კლინიკა

28 მაისი 2020, 10:35

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობას 18 წლამდე ასაკის 11 პაციენტი აგრძელებს

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბოჭორიშვილის კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღიათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს მაკა სოლოღავშილმა განუცხადა.კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

კორონავირუსი საქართველო

28 მაისი 2020, 10:20

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 16 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

28 მაისი 2020, 10:17

სამართალი

მეწარმე „პერსილისა“ და „არიელის“ შეფუთვაში იაფფასიანი ფხვნილის დაფასოებაში ამხილეს

უწყების ცნობით, ბრალდებულს თურქეთიდან ჩამოჰქონდა იაფფასიანი სარეცხი ფხვნილი, კუსტარულად მოწყობილ საამქროში აფასოებდა და მას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების - „პერსილისა“ და „არიელის“ სასაქონლო ნიშნით ჰყიდდა.

სერბეთის საფეხბურთო ჩემპიონატი

28 მაისი 2020, 10:13

სპორტი

სერბეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებზე მაყურებელს დასწრება 1-ლი ივნისიდან შეეძლება

1-ლი ივნისიდან სერბეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებზე მაყურებელს დასწრება შეეძლება. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, სუპერლიგა 29 მაისს უნდა განახლდეს, ზაფხულის პირველივე დღიდან კი სტადიონის ტრიბუნაზე გულშემატკივარსაც შეუშვებენ, თუმცა რეგულაციებისა და მინიმუმ ერთმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა თითოეულ მათგანს მოუწევს.

გიორგი გახარია

28 მაისი 2020, 10:12

ეკონომიკა

დღეს პრემიერ-მინისტრი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციას გამართავს

გუშინ, პარლამენტში გამოსვლისას გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო იპოთეკური სესხის სუბსიდირებას მოახდენს ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც წლის ბოლომდე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გადაწყვეტს.

28 მაისი 2020, 10:10

მსოფლიო

საფრანგეთის სასამართლომ რუანდის გენოციდისთვის დაკავებული ფეილსენ კაბუგა პატიმრობაში დატოვა

ფეილსენ კაბუგა, რომელსაც რუანდაში მოწყობილ გენოციდსა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში სდებს ბრალს, დანაშაულს არ აღიარებს. მისი ადვოკატის მტკიცებით, კაბუგას ტუტსების ეთნიკური ჯგუფის წინაშე ბრალი არ მიუძღვის.

ბცჟ კორონავირუსი

28 მაისი 2020, 10:04

COVID19

საბერძნეთი ბცჟ-ს საყოველთაო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ათენში უარყვეს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში ქვეყანაში ბცჟ-ს საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყება. ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა 27 მაისს გაავრცელეს. მათი წყარო ათენის ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი, ევანგელოს იამარელოსი იყო. თუმცა ტელეკომპანია Skai-ს ეთერში ამავე სასწავლო დაწესებულების დოცენტმა, ანასტასია კოტანიდუმ განაცხადა, რომ ბცჟ კორონავირუსისგან არ იცავს და საბერძნეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.

კალიების შემოსევა ინდოეთი

28 მაისი 2020, 09:50

მსოფლიო

კალიების შემოსევის შედეგად ინდოეთში ნათესები 50 ათასი ჰექტარზე განადგურდა

კალიების შემოსევა ინდოეთში საკვების წარმოების კლებას და ფასების ზრდას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ ხელს შეუშლის ქვეყანას ეფექტურად გაუმკლავდეს პანდემიას. რაჯასტანის და მადჰია-პრადეშის ტერიტორიაზე ათეულობით მილიონი მწერისგან შემდგარი 8 გუნდი მოქმედებს, თითოეული დაახლოებით 1 კვადრატული კილომეტრის სიდიდის. სიტუაციას ართულებს პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემებიც.

ბრაზილია კორონავირუსი

28 მაისი 2020, 09:42

COVID19

24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 20 599 შემთხვევა დაფიქსირდა

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 1 068 პაციენტი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 25 598-ს მიაღწია.

ნათია თურნავა

28 მაისი 2020, 09:29

ეკონომიკა

ქართული წარმოების პირბადეების ექსპორტი შესაძლოა აშშ-სა და უკრაინაში განხორციელდეს

ქართული წარმოების პირბადეებზე მოთხოვნა არის აშშ-ში, ევროპის ქვეყნებსა და უკრაინაში. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა. „სიმართლე გითხრათ, თვალს უხაროდა პარლამენტში დეპუტატებს რომ ვუყურებდი, ეკეთათ ყველას ნაირფეროვანი, სხვადასხვა ფასონის, სხვდასხვა ნაჭრის, სხვადასხვა ფერის, ყველა მაღალი ხარისხის და თითქმის ყველა ქართული წარმოების პირბადე. 20-მდე სხვადასხვა კომპანია აწარმოებს და იმდენად გაჯერდა უკვე საქართველოს ბაზარი, რომ ამ დღეებში დავრთეთ ნება გაიტანონ ექსპორტზე. ამერიკის შეერთებულ შტატებშია მოთხოვნა, არის ევროპულ ქვეყნებში მოთხოვნა, არის უკრაინაში მოთხოვნა. ეს იმას ნიშნავს, რომ იმპორტიორიდან ვიქეცით ექსპორტიორად 2 თვეში“, - აღნიშნა მინისტრმა.

ძაღლი კორონავირუსი ყნოსვა

28 მაისი 2020, 09:16

COVID19

ფინელმა მეცნიერებმა ძაღლებს კორონავირუსის ყნოსვით დადგენა ასწავლეს

სპეციალისტები, რომლებსაც ძაღლების დიაგნოსტიკაში გაწვრთნის დიდი გამოცდილება აქვთ ამტკიცებენ, რომ ძაღლები ინფიცირებულებს პრაქტიკულად PCR-ტესტების სიზუსტით ავლენენ. მეცნიერები კვლევის ბოლო ეტაპისთვის ემზადებიან, რომელზეც ძაღლებს ნიმუშების უფრო დიდი რაოდენობასთან მოუწევთ გამკლავება. ამის შემდეგ ცხოველების გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში დაიწყება.

კორონავირუსი

28 მაისი 2020, 09:00

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 353 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ვირუსი სულ 179 717 ადამიანს დაუდგინეს. მათგან 8 411 შემთხვევა ლეტალური აღმოჩნდა. 163 ათასი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კაჰურანგის ეროვნული პარკი

28 მაისი 2020, 08:49

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში 2 დაკარგული ტურისტი 18 დღის შემდეგ ცოცხლები იპოვეს

23 წლის ჯესიკა ოკონორი და დიონ რეინოლდსი 452 ათასი ჰექტარი სიდიდის უღრანი ტყით დაფარულ კაჰურანგის ეროვნულ პარკში ლაშქრობაში 9 მაისს წავიდნენ და დაბრუნებას 5 დღეში გეგმავდნენ.

კორონავიურსი ჩინეთი ტესტირება

28 მაისი 2020, 08:37

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 2 შემთხვევა გამოვლინდა

ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს. უწყების ცნობით, ორივე შემთხვევა იმპორტირებულია. საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 82 995 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 78 288 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 634 კი გარდაიცვალა.

კორონავირუსი კლინიკები

28 მაისი 2020, 08:24

COVID19

რა ვითარებაა თბილისის კლინიკებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები მკურნალობენ

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 32 პაციენტი მკურნალობს, ყველა მათგანი სტაბილურია, მათ შორის გაუმჯობესებულია სამი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

Boeing 737

28 მაისი 2020, 08:16

ტექნოლოგიები

Boeing 737 Max-ის წარმოება განახლდა

ასეთი გადაწყვეტილება კომპანიის ხელმძღვანელობას იმის მიუხედავად მიიღო, რომ კომპანიას ავიაციის ფედერალური სამსახურისგან ამ თვითმფრინავებით ფრენის განახლების უფლება მიღებული ჯერ არ აქვს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ნებართვას 2020 წლის შუისთვის მიიღებენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

28 მაისი 2020, 08:05

პოლიტიკა

ლავროვის უწყება: რუსმა ექსპერტებმა ლუგარის ლაბორატორიის ყველა შენობაში შესვლა უნდა შეძლონ

„მიუხედავად საქართველოს მთავრობის განცხადებებისა, რომ თავად აკონტროლებენ და აფინანსებენ ლაბორატორიის საქმიანობას, მასში მიმდინარე კვლევები შეერთებულ შტატებსა და მის პარტნიორებთან არის აფილირებული, რაც კითხვებს ბადებს. მივესალმებით საქართველოს მხრიდან ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების მიღებისთვის მზადყოფნას, თუმცა ასეთ ვიზიტს მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ რუსი ექსპერტები ლაბორატორიის ყველა, მათ შორის ამერიკელი სპეციალისტების მიერ დაკავებულ შენობაში შესვლას შეძლებენ და ექნებათ წვდომა ყველა სასურველ დოკუმენტაციაზე. ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ ფორმატში, სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე. მზად ვართ გამონაკლისი დავუშვათ ცენტრის მიერ აკრედიტებული პენტაგონის წარმომადგენლებისთვის“, -ვკითხულობთ განცხადებაში.