imedi /  27 ივნისი 2020, 12:39 / სანდო წყარო

NASA-მ მთვარეზე მომუშავე ტუალეტის შექმნისთვის ჯილდო დააწესა🚽

NASA-ში 2024 წლის მთვარის მისიისთვის მზადების ფარგლებში ტუალეტის შექმნისთვის ჯილდო დააწესეს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, მისიის ფარგლებში დედამიწის თანამგზავრზე პირველად ქალიც გაემგზავრება, ამიტომ ტუალეტი ორივე სქესის წარმომადგენელზე უნდა იყოს გათვლილი. ამასთან, მოწყობილობა სააგენტოს რამდენიმე ტექნიკურ პარამეტრს უნდა აკმაყოფილებდეს. ტუალეტი 14 დღის განმავლობაში 2 ასტრონავტს მოემსახურება.

პროექტის ბიუჯეტი 35 ათასს დოლარს შეადგენს. გამარჯვებული დიზაინის ავტორი 20 ათასს მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელს 10 ათასი შეხვდება, მესამე ადგილზე გასული კი 5 ათას დოლარს მიიღებს. პროექტების მიღება 17 აგვისტოს შეწყდება, გამარჯვებულის ვინაობა კი ოქტომბერში გახდება ცნობილი.

ყველა სიახლე

გივი მიქანაძე

15 ივნისი 2021, 17:39

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ვაკის 41-ე უბანზე დაშვებული შეცდომების უკან კომპეტენციასთან დაკავშირებული პრობლემები იდგა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპარლამენტო არჩვენების დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომისიის სხდომაზე მომხდარი კამათის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რა კითხვები გაუჩნდა კომისიას ვაკის #41-ე უბანთან დაკავშირებით.

ჯო ბაიდენი შარლ მიშელი

15 ივნისი 2021, 17:38

მსოფლიო

შარლ მიშელი ჯო ბაიდენს შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა.

15 ივნისი 2021, 17:36

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს „სილიკონ ველის“ დელეგაცია ესტუმრა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის, „სილიკონ ველის“ დელეგაცია ესტუმრა. „გამოწვევები თანამედროვე ინტერნეტ-ტექნოლოგიებში“ - ამ თემაზე საჯარო ლექცია სტუდენტებს მისურის უნივერსიტეტის დოქტორმა, დავით ნოზაძემ წაუკითხა.

თეიმურაზ ჯანჯალია
ენრიკო ვალვოსი

15 ივნისი 2021, 17:32

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

„შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე, რომელიც წარმატებით ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. აღინიშნა იტალიასთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და ინვესტიციების მოცულობის გაზრდის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის სამომავლო პრიორიტეტებს, რომელიც მიმართულია ევროკავშირში მეტი პოლიტიკური, დარგობრივი თუ სავაჭრო-ეკონომიკური ინტეგრაციისკენ. ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში.

დავით სერგეენკო

15 ივნისი 2021, 17:32

პოლიტიკა

დავით სერგეენკო: პოსტკოვიდური დაავადება აზიანებს იქამდე არსებულ სუსტ წერტილებს - ჯანდაცვის მომავალი ბიუჯეტისთვის, ამაზე ზრუნვაც უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი

„იმ ძირითად სტრატეგიას, თუ როგორ უნდა ებრძოლო არაგადამდებ დაავადებებს, დაემატა ერთი და ჯერ კიდევ ბოლომდე შეუცნობელი ფენომენი, რომელიც არის პოსტკოვიდი“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ამირან გემაყრელიძის მიერ სტრატეგიის წარდგენის შემდეგ.

ნინო ლომჯარია

15 ივნისი 2021, 17:28

საზოგადოება

ნინო ლომჯარია: თუ დავინახეთ, რომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანა და ოჯახებში ინტეგრაცია შეჩერდა, მონიტორინგის განხორციელების გადაწყვეტილებას მივიღებთ

თუ უახლოეს დღეებში დავინახეთ, რომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანა და მათი ოჯახებში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა ან აქტივობა დაეცა, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მონიტორინგი განხორციელდეს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს, ნინოწმინდის პანსიონატში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.

15 ივნისი 2021, 17:28

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ხაზი გაესვა ეუთოს თანათავმჯდომარეობის როლს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში. პრემიერმა ხაზი გაუსვა ზაზა გახელაძისა და ყველა სხვა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების საკითხის დაყენებას ყველა დონეზე, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში.

ამირან გამყრელიძე

15 ივნისი 2021, 17:26

COVID19

ამირან გამყრელიძე: კოვიდ სიკვდილიანობის ძირითადი შემთხვევები პირდაპირ უკავშირდება არაგადამდები დაავადებების არასაკმარისად კონტროლსა და მართვას

„კოვიდ სიკვდილიანობის ძირითადი შემთხვევები და დიდი პროცენტი პირდაპირ უკავშირდება არაგადამდები დაავადებების არასაკმარისად კონტროლსა და მართვას. ამიტომ, ახალ სტრატეგიაში ასევე გათვალისწინებულია პოსტკოვიდური სინდრომი, გახანგრძლივებული კოვიდი და მთელი რიგი რეკომენდაციები ამ მიმართულებით. მომავალი 5 წლის განმავლობაში ქვეყნის ამ მთავარ გამოწვევასთან ბრძოლაში ეს სტრატეგია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

15 ივნისი 2021, 17:23

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ეუთოს გენერალურ მდივანთან ჰელგა მარია შმიდთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

15 ივნისი 2021, 17:21

რეგიონი

ნამახვანჰესის მშენებლობის მომხრეებმა სოფელ ოფურჩხეთში საპროტესტო აქცია გამართეს

ნამახვანჰესის მშენებლობის მომხრეებმა სოფელ ოფურჩხეთში საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილობრივები და კომპანიაში დასაქმებული ადამიანები პროექტის განხორციელებას ითხოვენ.

15 ივნისი 2021, 17:16

რეგიონი

ნინოწმინდის პანსიონში ხელმძღვანელის უფლებამოსილების გადაბარება დაიწყო

მას შემდეგ, რაც მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობმა შეცვალა, ნინოწმინდის პანსიონში გადაბარების პროცესი მიმდინარეობს. პანსიონში საპატრიარქოს წარმომადგენლები იმყოფებიან. ადგილზეა პანსიონის ახალი ხელმძღვანელიც.

15 ივნისი 2021, 17:06

სამართალი

ბათუმის გეზში არადეკლარირებული 5 930 კილოგრამი საკონდიტრო ნაწარმი გამოვლინდა

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ,,ბათუმი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აზერბაიჯანის მოქალაქის კუთვნილ ავტომობილში განთავსებული ტრანზიტული ტვირთის, რისკის პროფილის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული 5 930 კილოგრამი საკონდიტრო ნაწარმი გამოავლინეს.

15 ივნისი 2021, 17:02

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდა.

15 ივნისი 2021, 16:55

საზოგადოება

ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა მუშაობა დაასრულა

„ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის“ თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, მოკვლევის საბოლოო ანგარიშის პროექტი განიხილეს.

15 ივნისი 2021, 16:48

საზოგადოება

15 ივნისი ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა

15 ივნისი ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა, რომლის აღნიშვნაც საზოგადოების განვითარების ყველა სფეროში ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის წახალისებას და მათი უფლებების უკეთ რეალიზებას ემსახურება. ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

პაატა იმნაძე

15 ივნისი 2021, 16:45

COVID19

პაატა იმნაძე: ზაფხულის პერიოდი უნდა გამოვიყენოთ, რომ სკოლა უსაფრთხო გახდეს, პედაგოგები აცრილები იყვნენ

„რა თქმა უნდა, ეს არ იქნება იძულებითი ღონისძიება, თუმცა, კერძო სასწავლებლებს შეუძლიათ თავიანთ კონტრაქტებში გაითვალისწინონ ეს. ალბათ, იცით, რომ ბევრ ქართველ სტუდენტს, რომელიც საზღვარგარეთ სასწავლებლად მიდის, არ იღებენ თუ აცრილი არ არის. ეს ნორმალური პრაქტიკაა მსოფლიოში “, - აღნიშნავს პაატა იმნაძე.

15 ივნისი 2021, 16:43

COVID19

საფრანგეთში დღეიდან 12-18 წლის მოზარდების ვაქცინაცია დაიწყო

საფრანგეთში დღეიდან 12-18 წლის მოზარდების ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Le Figaro წერს.

მედეა ჯანიაშვილი

15 ივნისი 2021, 16:26

ეკონომიკა

მედეა ჯანიაშვილი ზაფხულის ტურისტულ სეზონზე: ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს

დღეიდან ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა და აჭარის შავიზღვისპირეთი ტურისტების მოლოდინშია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანიაშვილი აცხადებს, რომ მოლოდინები პოზიტიურია და მნიშვნელოვანია ტურისტების მიღება რეგულაციებს სრული დაცვით მოხდეს.

15 ივნისი 2021, 16:16

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამო“ ბაქოს „ნეფთჩის“ შეხვდება

შვეიცარიაში უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ჩემპიონის მეტოქე გაირკვა.

15 ივნისი 2021, 16:16

პოლიტიკა

ბოლნისში დააკავეს კაცი, რომელსაც ბრალად ედება ცოლის ცემა, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა 12 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს - 1981 წელს დაბადებულ ს.ი.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ქალმა გონება დაკარგა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.