imedi /  04 აგვისტო 2020, 00:29 / სანდო წყარო

სინგაპურელმა მეცნიერებმა ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო პრეპარატი წარმატებით გამოსცადეს

სინგაპურელი მეცნიერების განცხადებით, მათ მიერ შექმნილი ყვითელი ცხელების საწინააღმეგო ექსპერიმენტული პრეპარატის კლინიკური გამოცდის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. კვლევის შედეგები ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.

სპეციალისტებმა პოტენციური პრეპარატი შექმნეს. საუბარია მონოკლონალურ ანტისხეულზე. ყვითელი ცხელება წარმოადგენს მწვავე ვირუსულ ჰემორაგიულ დაავადებას, რომელიც გადაეცემა ინფიცირებული კოღოს საშუალებით.

ეს დაავადება გავრცელებულია სამხრეთ ამერიკასა და აფრიკის ქვეყნებში. ყოველწლიურად ვირუსით დაახლოებით 200 000 ადამიანი ინფიცირდება, საიდანაც 30 000-მდე პაციენტი იღუპება.

ყველა სიახლე

ეკატერინე დგებუაძე

24 სექტემბერი 2020, 18:03

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძემ განმარტა, მშობლების სურვილის შემთხვევაში, როგორ გაგრძელდება 1-6 კლასელთათვის დისტანციურად სწავლა

„ჩვენს მოსწავლეებს და მათ მშობლებს ვთავაზობთ კიდევ ერთ განსხვავებულ სერვისს და მოდელს, რაც გულისხმობს შემდეგს: მშობლებს, რომელსაც აქვთ შიში, რომ მოსწავლეები დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში, სკოლები დააორგანიზებენ ერთ განსხვავებულ კლასს, რომელიც ამ მოსწავლეებისთვის წარიამრთება დისტანციურ ფორმატში. ეს არის არჩევანი და შეთანხმება სკოლასა და მშობელს შორის“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

სტელა კირიაკიდესი

24 სექტემბერი 2020, 17:59

COVID19

ევროკომისარი: ევროპა მზად უნდა იყოს შეზღუდვების დაწესებისთვის

ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა განაცხადა, რომ ევროპა შეზღუდვების დაწესებისთვის მზად უნდა იყოს.

24 სექტემბერი 2020, 17:55

რეგიონი

„ქართული ოცნება“ აჭარის წარმატებული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს აქვეყნებს

წარმატებულ პროექტებს შორისაა ზარზმის გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, შუახევში საჯარო სკოლის მშენებლობა, პეტრას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხილის გადამამუშავებელი საწარმო „ნენა“ და ღვინის ორი ქარხანა, ასევე შუახევის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი სანერგე-საჩითილე მეურნეობა.

ირაკლი ანთაძე

24 სექტემბერი 2020, 17:53

საზოგადოება

ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი უკანონო პატიმრობიდან ხვალ გათავისუფლდება

ოკუპანტების მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს 86-დღიანი პატიმრობის შემდეგ ხვალ გაათავისუფლებენ. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

24 სექტემბერი 2020, 17:46

სამართალი

პოლიციამ მეუღლისა და ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით ახალციხეში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მეუღლისა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

24 სექტემბერი 2020, 17:43

სამართალი

პროკურატურის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 აპრილის გამამართლებელი განაჩენი და ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ჯ.ჭ. დამნაშავედ ცნო.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

24 სექტემბერი 2020, 17:41

საზოგადოება

საზოგადოებრივ მაუწყებელს ხვალიდან ახალი გენერალური დირექტორი უხელმძღვანელებს

ერთ-ერთმა კანდიდატმა, ალექსანდრე ვახტანგოვმა გასაუბრებისას საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ვახტანოვის თქმით, მას შთაბეჭდილება დარჩა, რომ საბჭოს უკვე გადაწყვეტილება მიღებული აქვს და კონკურენციას აზრი აღარ ჰქონდა. ბორდის თავმჯდომარის თქმით, კონკურსანტის ამ მოსაზრებაზე კომენტარის გაკეთება უხერხულია, რადგან საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ დღევანდელი გასაუბრების შემდგომ მიიღებს.

დომინიკ რააბი

24 სექტემბერი 2020, 17:39

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი ბელარუსში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირებს სანქციებს დაუწესებს

დიდი ბრიტანეთი ბელარუსში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირებს სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა.

24 სექტემბერი 2020, 17:37

ეკონომიკა

კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია არასაბანკო სექტორთან და ეცნობა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ვითარებას, ასევე, სხვა მიმდინარე საკითხებს. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მორიგი ასეთი შეხვედრა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

24 სექტემბერი 2020, 17:32

COVID19

ზლატან იბრაჰიმოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა

„მილანის“ შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ Sun-ი წერს. ფეხბურთელი კარანტინში გადაიყვანეს, რაც შეეხება კლუბის სხვა მოთამაშეებს, მათი ტესტების პასუხები უარყოფითია.

24 სექტემბერი 2020, 17:27

საზოგადოება

საქართველოში მსოფლიო საზღვაო დღე აღინიშნება

24 სექტემბერს მსოფლიო საზღვაო დღე აღინიშნება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მიესალმება მსოფლიო საზღვაო დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ წამოწყებულ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც ხაზს უსვამს საზღვაო სფეროში საქართველოს მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და სამომავლო პერსპექტივებს, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

აკაკაი ბობოხიძე

24 სექტემბერი 2020, 17:21

პოლიტიკა

„ევროპული საქართველო“ დარწმუნებულია, რომ წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონის მაჟორიტარულ ოლქში აკაკი ბობოხიძე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაამარცხებს

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მათ შორის კანდიდატის შეცვლასთან დაკავშირებით, არ აქვს მნიშვნელობა რა იწვევს კითხვის ნიშნებს, პირადი მოტივი თუ რამე მსგავსი, ჩვენთვის ეს არის შეფასების მიღმა. ჩვენი ორიენტირი არის „ქართული ოცნების“ დამარცხება და ჩვენი კანდიდატი იქ ამისთვის იბრძვის", - განაცახდა პარტიის წევრმა სერგი კაპანაძემ.

ზაალ უდუმაშვილი

24 სექტემბერი 2020, 17:21

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი დევი ჭანკოტაძის ჩანაცვლებაზე: ჩვეულებრივი ამბავია, როცა კამპანიის სტრატეგიაში ცვლილებები შედის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში დევი ჭანკოტაძის ჩანაცვლებას კამპანიის სტრატეგიაში ცვლილებებით ხსნის. „რეალურად, საგანგაშო არაფერი მომხდარა. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, როცა კამპანიის სტრატეგიაში ცვლილებები შედის. ბატონი დევი, რომელ ოლქშიც არ უნდა დააყენო მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე, ყველგან მომგებიანი ფიგურაა.

გახარია მიმართვა

24 სექტემბერი 2020, 17:18

პოლიტიკა

გიორგი გახარიამ, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ღია მმართველობის მაღალი დონის სამიტის მონაწილეებს მიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ღია მმართველობის მაღალი დონის სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში, ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

24 სექტემბერი 2020, 17:15

რეგიონი

ისრაელის ელჩმა ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს სამემდიცინო ინვენტარი გადასცა

ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რან გიდორმა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელთან ერთად ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს საჩუქრად სამედიცინო ინვენტარი გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიება საინფორმაციო კამპანიის „გამოწვევა-კიბოს სკრინინგ 2020!“ ფარგლებში გაიმართა. კამპანიის მიზანია, კიბოსა და სკრინინგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

24 სექტემბერი 2020, 17:15

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 10,000-ს გადააჭარბა

ინდონეზიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 10,000-ს გადააჭარბა. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 4,634 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 128 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 262,022 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 191,853-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 10,105 ადამიანი ემსხვერპლა.

ივანე ჩხაიძე

24 სექტემბერი 2020, 17:15

COVID19

ივანე ჩხაიძე: კორონავირუსი ბავშვებს ნაკლებად აზიანებს, გრიპისთვის კი სწორედ ბავშვებია ძირითადი სამიზნე

მისი თქმით, ორი ვირუსის - გირიპისა და კორონავირუსის თანაარსებობას უკიდურესად მძიმე თვეებში, ვერც ერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს.

სკოლის მშენებლობა

24 სექტემბერი 2020, 17:15

რეგიონი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მე-3 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

სოფელ ხაბუმეში N3 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების მშენებლობის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილზე გაეცნენ.

ირაკლი ნადარეიშვილი

24 სექტემბერი 2020, 17:07

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: ეკონომიკის სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში მუშაობს სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან ეკონომიკური სტიმულირებისა და ხელშეწყობის პაკეტების მიმართულებით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა, რომელზეც აღნიშნული ბიზნეს-მიმართულების წინაშე დღეს არსებული გამოწვევები განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, აღნიშნული ცენტრების საქმიანობა შეიზღუდა, რამაც მათი ფინანსური მდგომარეობა პრობლემების წინაშე დააყენა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე.

ივანე ჩხაიძე

24 სექტემბერი 2020, 17:07

COVID19

ივანე ჩხაიძე: ბავშვები გაცილებით ნაკლებად არიან გამავრცელებლები კორონავირუსის, ვიდრე მოზრდილები

მისი თქმით, სასწავლო პროცესის აღდგენა დაბალი კლასის მოსწავლეთათვის შესაბამისი პირობებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით საფრთხეს არ წარმოადგენს.