imedi /  15 სექტემბერი 2020, 13:41 / სანდო წყარო

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცილა, რომელიც კორონავირუსს სრულად ანეიტრალებს

აშშ-ის პიტსბურგის უნივერსიტეტში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცილა, რომელსაც უნარი შესწევს, მინიმალური დოზის შემთხვევაშიც კი სრულად გაანეიტრალოს ახალი ტიპის კორონავირუსი. კერძოდ, ცილას შეუძლია კონტაქტში შევიდეს კორონავირუსის S-ცილასთან, შეაღწიოს მასში და გაანადგუროს ის. ამის შესახებ რადიო „თავისუფლების“ ცნობით, გამოკვლევა ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.

საუბარია ცილოვან შენაერთზე, რომელიც ათჯერ უფრო მცირე ზომისაა სრული ზომის ანტისხეულთან შედარებით და რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატ Ab8-ის შესაქმნელად გამოიყენება.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ამ პრეპარატმა მაღალი ეფექტიანობა გამოავლინა კორონავირუსის ინფექციის მკურნალობისას თაგვებსა და ზაზუნებში. ამასთან, სპეციალისტებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ აღმოჩენილი ნივთიერების მოლეკულები კავშირში არ შედის ადამიანის უჯრედებთან, რის ხარჯზეც შესაძლებელია არასასურველი თანმდევი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა.

„Ab8-ს არა მხოლოდ COVID-19-ის თერაპიის პოტენციალი მოეპოვება, არამედ განიხილება როგორც პროფილაქტიკური საშუალება ახალი ტიპის კორონავირუსით ადამიანების დაავადების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა გამოკვლევის ავტორმა ჯონ მელორსმა.

ყველა სიახლე

30 სექტემბერი 2020, 17:44

პოლიტიკა

Emerging Europe: მედიის ინტერესის მიუხედავად, მინისტრმა ზალკალიანმა უარი თქვა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან გაზიარებული დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებაზე

„ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ემყარება საერთო ინტერესებსა და ათწლეულების განმავლობაში პარტნიორობას. მჭიდრო თანამშრომლობა თბილისსა და ბაქოს შორის არა მხოლოდ ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას, არამედ აძლიერებს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. თუმცა, არსებობს დიდი ხნის განმავლობაში გადაუჭრელი საკითხები, რომელთა მოგვარება საჭიროა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად”,- აცხადებს ავტორი.

გიორგი კახიანი

30 სექტემბერი 2020, 17:28

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ გარკვეული დაძაბულობისა და პროვოკაციების შემოტანას ამ პროცესში

ვხედავთ, რომ დაძაბულობის შემოტანისა და პროვოკაციების მცდელობაა. ეს არის ხელწერა, რომელიც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ადრეც და ახლაც ამას აგრძელებს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში. მისი თქმით, თუ არ ჩავთვლით ბოლო რამდენიმე ინციდენტს, წინასაარჩევნო პროცესი ძალიან მშვიდად მიმდინარეობდა.

30 სექტემბერი 2020, 17:25

სპორტი

„ფერენცვაროში“, სადაც ლაშა დვალი გამოდის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს

„ფერენცვაროში“, სადაც ლაშა დვალი გამოდის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 25-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს, - ამის შესახებ ინფორმაციას The News Tribune ავრცელებს. უნგრეთის ჩემპიონმა ნორვეგიის „მიოლდესთან“ სტუმრად 3:3, საკუთარ მოედანზე კი 0:0 ითამაშა და შემდეგ ეტაპზე გასვლაზე გატანილი მეტი ბურთის წყალობით გავიდა.

30 სექტემბერი 2020, 17:24

სამართალი

შროშასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

შროშასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთოს ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ამასთან, მსუბუქად დაშავდა მეორე ავტომობილის მძღოლიც.

30 სექტემბერი 2020, 17:21

სპორტი

საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის შეხვედრა 1-ელ ნოემბერს გაიმართება

საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებ გუნდებს შორის შეხვედრა 1-ელ ნოემბერს თბილისში, მაყურებლის გარეშე გაიმართება. რაგბი ევროპის ხელმძღვანელობამ საბოლოო გადაწყვეტილება ევროპაში და საქართველოში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების საფუძველზე მიიღო.

გიორგი გახარია
კადრი სიმსონი

30 სექტემბერი 2020, 17:20

ეკონომიკა

გიორგი გახარიამ და ევროკომისარმა კადრი სიმსონმა ერთობლივი კონკრეტული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების კუთხით არსებული პერსპექტივები განიხილეს

შეხვედრისას, პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის ეფექტური ძალისხმევა Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით, პრემიერ-მინისტრის თქმით, შემთხვევების მატების მიუხედავად, საქართველო სრულად აკონტროლებს სიტუაციას.

30 სექტემბერი 2020, 17:08

ეკონომიკა

ADB-მ საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისების ხელშესაწყობად სექტორული განვითარების პროგრამის პირველი სესხი დაამტკიცა

წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის ფარგლებში ADB 130 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პოლიტიკაზე დაფუძნებულ სესხს გამოყოფს, ხოლო 20 მილიონი აშშ დოლარი პროექტის განსახორციელებლად მიმართული სესხია.

ეკატერინე დგებუაძე

30 სექტემბერი 2020, 17:07

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძემ განმარტა, სად და როგორ უნდა დარეგისტრირდეს მოსწავლე, თუ მას სწავლის ონლაინ გაგრძელება უნდა

„ეს არის online.emis.ge პორტალი სადაც შეუძლია მშობელს შევიდეს და რეგისტრაცია განახორციელოს. თუ მშობელს არ აქვს გარკვეულად ხელმისაწვდომობა ან ტექნიკურად რაიმე პრობლემა შეექმნა, შეუძლია სკოლაში მივიდეს და სკოლა დაეხმარება, რომ მან პორტალზე საკუთარი შვილი დაარეგისტრიროს“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

ეკა ხუცუშვლი
ადვოკატი

30 სექტემბერი 2020, 17:03

სამართალი

ადვოკატი: გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, გურამ ამირხანაშვილმა გამოძიებას ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც მისთვის იყო ცნობილი

გიორგი შაქარაშვილისთვის საქმეზე, ძალადობის ორგანიზების და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის დაკავებული 6 არასრულწლოვნის ეპიზოდზე დაზარალებული და ბრალდების ე.წ ოქროს მოწმე გურამ ამირხანაშვილი დაიკითხა.

ნათია თურნავა

30 სექტემბერი 2020, 16:56

ეკონომიკა

ნათია თურნავა: გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის კვლევა ობიექტურად ასახავს იმ წარმატებას, რასაც ხელისუფლებამ COVID-19-თან ბრძოლისას მიაღწია

გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) კვლევა ძალიან ობიექტურად ასახავს იმ წარმატებას, რასაც ხელისუფლებამ COVID-19-თან ბრძოლის დროს მიაღწია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ UNECE-ის კვლევის „COVID-19-ის გავლენა საქართველოს ვაჭრობასა და სტრუქტურულ ტრანსფორმაციაზე“ შეფასებისას განაცხადა.

ტიმოტი რეი ბრაუნი

30 სექტემბერი 2020, 16:55

მსოფლიო

აივისგან პირველი განკურნებული ადამიანი ლეიკემიით გარდაიცვალა

54 წლის ამერიკელი ტიმოტი რეი ბრაუნის დაღუპვის მიზეზი ლეიკემია გახდა. 2007 წელს ბრაუნს ბერლინში ძვლის ტვინის ორი ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა, რის შემდეგს მას აივის მიმართ იმუნიტეტი გაუჩნდა. შედეგად მას აივ-საწინააღმდეგო წამლები არ სჭირდებოდა და მის ორგანიზმში აღარ იყო ვირუსი, რომელსაც შიდსის გამოწვევა შეუძლია.

30 სექტემბერი 2020, 16:51

მსოფლიო

ბელარუსში მიტინგებში მონაწილეობისთვის კალათბურთელი ელენა ლევჩენკო დააპატიმრეს

სპორტსმენი 30 სექტემბერს მინსკის აეროპორტში დააკავეს. მტკიცებულების სახით, რომ ლევენკომ დანაშაული ჩაიდინა, სასამართლოში მისი Instagram-დან ფოტოები წარადგინეს, რომლებიც 23 აგვისტოსა და 27 სექტემბერს არის გადაღებული. თავად სპორტსმენის თქმით, მას არ ახსოვს, აღნიშნულ დღეებში სად იმყოფებოდა. „მე ქუჩაში ვსეირნობდი“- განაცხადა ელენა ლევჩენკომ.

გია ყანჩელი

30 სექტემბერი 2020, 16:47

საზოგადოება

თბილისში, ჩუღურეთში მდებარე „არტოს ბაღს“ გია ყანჩელის სახელობის არტოს ბაღი დაერქმევა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივითა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონში ე.წ. „არტოს ბაღისთვის“ გია ყანჩელის სახელის მინიჭების შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა. 2020 წლის, 2 ოქტომბერს კომპოზიტორის გარდაცვალებიდან ერთი წელი სრულდება. გია ყანჩელი ჩუღურეთის რაიონში, „არტოს ბაღის“ მიმდებარედ ცხოვრობდა და მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი ამ უბანს და ტერიტორიას უკავშირდება.

სლოვაკეთი

30 სექტემბერი 2020, 16:46

COVID19

სლოვაკეთში გაუარესებული ეპიდვითარების გამო 45 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო სლოვაკეთში 1-ლი ოქტომბრიდან 45 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

30 სექტემბერი 2020, 16:44

პოლიტიკა

დღეს „რუსთავი 2“ მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგებს გაასაჯაროებს

ტელეკომპანიის დაკვეთით ბრიტანული კომპანია „Survation” განაგრძობს გამოკითხვებს მაჟორიტარულ ოლქებში. კვლევა ორი თბილისში და ოთხი რეგიონში ჩატარდა. მონაცემებს ტელეკომპანია დღეს, 21:00 საათზე, მთავარ გამოშვებაში წარმოადგენს.

30 სექტემბერი 2020, 16:36

საზოგადოება

სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულო დღეს ოფიციალურად გაიხსნება

ქალაქ-სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულო დღეს ოფიციალურად გაიხსნება. ვირტუალურ ცერემონიას გახსნიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და კალიფორნიის შტატის ვიცე-გუბერნატორი, ელენი კოულანაკისი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გენერალური საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან მოემსახურება.

გიორგი გახარია

30 სექტემბერი 2020, 16:26

პოლიტიკა

გიორგი გახარია დევიდ მაკალისტერთან შეხვედრაზე: დემოკრატიული განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერების გზაზე საქართველოს ხელისუფლებამ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა

საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობა, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, საქართველოს წარმატება Covid-19-თან ბრძოლაში, ქვეყანაში განხორციელებული საარჩევნო სისტემის რეფორმა, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება იყო შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

30 სექტემბერი 2020, 16:19

COVID19

გორის სამედიცინო ცენტრმა პაციენტების მიღება შეაჩერა

გორის სამედიცინო ცენტრმა დღეს პაციენტების მიღება შეაჩერა. სამედიცინო ცენტრის ფუნქციონირების შეჩერების მიზეზი სადეზინფექციო სამუშაოები და ეპიდკვლევა გახდა. საგანგებო ზომების მიღება მას მერე გახდა საჭირო, რაც COVID-19 კლინიკის რენტგენოლოგს დაუდასტურდა. ის აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში თბილისიდან დადის.

30 სექტემბერი 2020, 16:19

საზოგადოება

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორს, მერაბ ჩუხუას მოუსმინა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებს სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა მერაბ ჩუხუამ, ცენტრის საქმიანობაზე, კავკასიელი ხალხების დიასპორულ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან არსებული კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებისა თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია. მერაბ ჩუხუამ, დამსწრე საზოგადოებას შეახსენა ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები: ჩერქეზი ერის ისტორიისა და კულტურის კვლევა-პოპულარიზაცია, ჩრდილოკავკასიის ხალხთა და თვითმყოფად კულტურათა შორის დიალოგის წარმოება; საქართველოს ინტელექტუალური რესურსის გააქტიურება, მეცნიერებისა და კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლების, ასევე უცხოეთში არსებული კავკასიოლოგიური ცენტრების გაერთიანება კავკასიის რეგიონში შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის მისაღწევად.

30 სექტემბერი 2020, 16:17

საზოგადოება

ჩინეთის საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 71-ე წლისთავს ვირტუალურად აღნიშნავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 71-ე წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოში ჩინეთის საელჩომ სპეციალური ვებ-გვერდი შექმნა, რომელიც 30 სექტემბერს ოფიციალურად ამუშავდა. ჩინეთის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში ჩინეთის ელჩმა - ლი იენმა და ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა - მაია ცქიტიშვილმა ვიდეო მიმართვა გაავრცელეს.