imedi /  01 ოქტომბერი 2020, 17:14 / სანდო წყარო

Xiaomi-მ ყველაზე იაფი ტელევიზორი წარადგინა

Xiaomi-მ ბიუჯეტური ტელევიზორი Redmi Smart TV A32 გამოუშვა. ამ მოდელის შეძენა ჩინეთშია შესაძლებელი. ამის შესახებ GizmoChina წერს.

ახალი ტელევიზორის სერია Smart TV A-ს ახალი მოწყობილობაა. მოდელი Smart TV A32 Xiaomi-ს ტელევიზორების ხაზში ყველაზე იაფიანია.

მისი ღირებულება 799 იუანია (117$). იგეგმება თუ არა მისი მსოფლიო ბაზარზე გამოშვება, ჯერჯერობით უცნობია.

ყველა სიახლე

ეკატერინე ტიკარაძე

20 ოქტომბერი 2020, 19:57

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა და ექიმებისთვის ღირსეული პირობების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია

„ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა და ექიმებისთვის ღირსეული პირობების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარი ხაზი პაციენტზე გადის, რისთვისაც ჩვენ პროფესიონალი ექიმები გვესაჭიროება. მომდევნო 4 წლის განმავლობაში , მოქალაქეებს მაღალი ჯანდაცვის სისტემას მივაწვდით. საყოველთაო ჯანდაცვას, კი უნივერსალურ და ხარისხიან ჯანდაცვად გარდავქმნით. რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას, სახელმწიფო და სამინისტრო 100-მდე ამბულატორიის აღჭურვას ახორციელებს, რომელიც მომავალში აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 ნათია მეზვრიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 19:57

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვები გვაძლევს შესაძლებლობას, სიტუაცია ეკონომიკისთვის მძიმე ზიანის გარეშე ვმართოთ

მაქსიმალურად ვცდილობთ, შეზღუდვებს თავი ავარიდოთ. ცალსახად შემიძლია თქმა, რომ მთავრობა, საკოორდინაციო საბჭო მკაცრს შეზღუდვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით არ გეგმავს, ისეთს, როგორი შეზღუდვებიც გვქონდა საგანგებო მდგომარეობის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მზარდია და მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ვთქვით, რომ შესაძლოა, ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზარდოს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

20 ოქტომბერი 2020, 19:35

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 21 331 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 331 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 241 ადამიანი გარდაიცვალა.

არჩევნები

20 ოქტომბერი 2020, 19:35

პოლიტიკა

​უცხოეთში მყოფი მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შეიქმნა

ელექტრონული რეესტრის მეშვეობით საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ მოიძიონ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბანი, სადაც შეძლებენ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას.

20 ოქტომბერი 2020, 19:24

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 10 874 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 874 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 89 ადამიანი გარდაიცვალა.

20 ოქტომბერი 2020, 19:19

მსოფლიო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევისთვის Google-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევისთვის კომპანია Google-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

ბექა ლილუაშვილი

20 ოქტომბერი 2020, 19:14

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: ეკონომიკაში ერთი მილიარდი ლარის ღირებულების სახელმწიფო აქტივი ჩაიდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნისთვის

„მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ჩაიდება ერთი მილიარდი ლარის ღირებულების სახელმწიფო აქტივი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისათვის და სამუშაო ადგილების შექმნისთვის” - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაციაზე განაცხადა.

ბექა ლილუაშვილი

20 ოქტომბერი 2020, 19:08

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: მთავარი მიზანია, აღდგენის პროცესი ვაქციოთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდად და შედეგად, შევამციროთ სიღარიბე

„დღეს არსებული გლობალური პანდემიის და რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური გამოწვევების ფონზე „ქართული ოცნების“ მთავარი მოკლევადიანი ამოცანაა სწრაფი ტემპით ეკონომიკური აღდგენა, გრძელვადიან პერიოდში - მომდევნო 4 წლის განმავლობაში მთავარი ამოცანა და მიზანია, აღდგენის პროცესი ვაქციოთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდად და შედეგად შევამციროთ სიღარიბე“

რიჩარდ ბერჯი და სოფიო ქაცარავა

20 ოქტომბერი 2020, 19:06

ეკონომიკა

საქართველოსა და ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

„დარწმუნებული ვარ, საქართველოს და ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება კიდევ უფრო გააძლიერებს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, რაც ჩვენი ქვეყნების საერთო პრიორიტეტს წარმოადგენს. გასული და მიმდინარე წლის სტატისტიკური მონაცემებით, გაერთიანებული სამეფო საქართველოს მთავარი ინვესტორია. სასიხარულოა, რომ ამ გარემოებაზე COVID-19-ის პანდემიას გავლენა არ მოუხდენია. საქართველოს საელჩო განაგრძობს აქტიურ მუშაობას სტრატეგიულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ყველა სფეროში მხარდაჭერის და ხელშეწყობის აღმოჩენის მიზნით“, - აღნიშნა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სოფიო ქაცარავამ.​

გიორგი არსოშვილი

20 ოქტომბერი 2020, 18:51

COVID19

როგორია პანდემიის პირობებში 112-ის მუშაობის სპეციფიკა და რა მიიჩნევა არამიზნობრივ ზარად - გიორგი არსოშვილის განმარტება

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას, ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში 112-ის მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არამიზნობრივი და განმეორებითი ზარების გამო, მუშაობის პროცესი ფერხდება.

არმენ სარგსიანი

20 ოქტომბერი 2020, 18:50

მსოფლიო

სომხეთის პრეზიდენტი: რუსეთის მთიანი ყარაბაღის ირგვლივ კონფლიქტში ჩართვის აუცილებლობა არ არსებობს

სომხეთის პრეზიდენტის, არმენ სარგსიანის განცხადებით, რუსეთის მთიანი ყარაბაღის ირგვლივ კონფლიქტში ჩართვის აუცილებლობა არ არის.

მაია ცქიტიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 18:42

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: კობი-ქვეშეთი-გუდაურის გზის პროექტი ერთის მხრივ, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ლოჯისტიკური პოტენციალის სრულად ათვისებას და მეორეს მხრივ, მოსახლეობისთვის კომფორტს

კობი-ქვეშეთი-გუდაურის გზის პროექტი ერთის მხრივ, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ლოჯისტიკური პოტენციალის სრულად ათვისებას და მეორეს მხრივ, მოსახლეობისთვის კომფორტს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა. მინისტრმა სხვა პროექტებთან ერთად კობი-ქვეშეთი-გუდაურის გზის პროექტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი უნიკალურია.

ნინო ზამბახიძე

20 ოქტომბერი 2020, 18:40

ეკონომიკა

ნინო ზამბახიძე: პირველი რაც გააჟღერა პრემიერმა, იყო ის, რომ დაგვეცვა უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დღეს მნიშვნელოვანია მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის

ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე უფრო სტუმარ-მასპინძლობის სექტორს დაეტყო კოვიდი და პანდემია და ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დადგა ეს მიმართულება, როგორც მსხვილი, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესები. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს დგას, ესენია - საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადების გადავადება, ვინაიდან ძირითად შემთხვევაში სტუმარ-მასპინძლობის მსხვილი ბიზნესები სხვა პროექტებს მიღებული სტუმრებიდან და შემოსავლებიდან აფინანსებდნენ,- ამის შესახებ „აჭარა ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ნინო ზამბახიზემ პრემიერ-მინისტრსა და მსხვილ დამსაქმებლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ნარკოტიკები დაკავება პარაგვაი

20 ოქტომბერი 2020, 18:39

მსოფლიო

პარაგვაიში რეკორდული რაოდენობის კოკაინი ამოიღეს

ნარკოტიკები ერთ-ერთ კონტეინერში ნახშირის ტომრებში აღმოაჩინეს. დაკავებულია ტელეკომპანია Publica-ს ყოფილი დირექტორი კრისტიან ტურინი, რომლის სახელზეც კონტეინერები იყო გაფორმებული.

მაია ბითაძე

20 ოქტომბერი 2020, 18:35

პოლიტიკა

მაია ბითაძე: „ქართული ოცნება“ პირველი ხელისუფლებაა, რომელმაც გარემოს დაცვის საკითხები აქტუალური გახადა

,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წევრმა, მაია ბითაძემ რუსთავში, პოლიტიკური პარტიის მიერ წარმოდგენილ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას გარემოსდაცვითი საკითხებზე ილაპარაკა.

ილჰამ ალიევი

20 ოქტომბერი 2020, 18:24

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: სომხეთის ხელმძღვანელობა მუხლებზე დავაჩოქეთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის ხელმძღვანელობა მუხლებზე დააჩოქა.

ანრი ოხანაშვილი

20 ოქტომბერი 2020, 18:23

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნება“ ყველა რეიტინგით საზოგადოების დიდი ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს

ყველა რეიტინგით, მათ შორის, სააკაშვილი-გვარამიას გაყალბებულით, „ქართული ოცნება“, ჩვენი საზოგადოების დიდი ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს, შესაბამისად, ჩვენ ვართ ლიდერი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ენდობა ჩვენი საზოგადოება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ,,Ipsos"-ის კვლევების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით ყველაზე მაღალი რეიტინგი დაუფიქსირდა.

მაია ცქიტიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 18:23

რეგიონი

მაია ცქიტიშვილი: წყალტუბოს პროექტთან დაკავშირებით შემოსულია 3 წინადადება ქართული კომპანიებისგან, რომლებსაც გამოცდილი უცხოური პარტნიორები ჰყავთ

წყალტუბოს პროექტთან წარმოდგენილია 3 წინადადება ქართული კომპანიებისგან, რომლებსაც უცხოური გამოცდილი პარტნიორები ჰყავთ. ამ სამი პროექტიდან გამოვლინდება ერთი გამარჯვებული და გენგეგმა გვაჩვენებს, რა მოცულობის მშენებლობა შეიძლება განხორციელდეს წყალტუბოს ცენტრალურ ზონაში, სადაც განლაგებულია ძირითადი საინვესტიციო პროექტები და მიტოვებული სასტუმროები, რომლებიც უნდა მოხვდეს საპრიტავიზაციო ნუსხაში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 18:20

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილის თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტიცია პირდაპირ აისახება მოსახლეობის დასაქმებაზე

„ასეთი ტიპის ინვესტიცია საშუალებას აძლევს ჩვენს, ქართულ კომპანიებს, პირველი, რომ მიიღონ მონაწილეობა ამ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებაში და როგორც კონტრაქტორებმა იმუშაონ, დაასაქმონ ჩვენი ქართველი მუშები და სპეციალისტები, ინჟინრები. მაგრამ ამის გარდა ასევე იქმნება საწარმოები, რომლებიც არიან ორიენტირებულები უკვე პროდუქციის წარმოებაზე“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

20 ოქტომბერი 2020, 18:11

საზოგადოება

ნუცუბიძის IV მიკრორაიონში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

ვაკის რაიონში გზების განახლების პროცესი გრძელდება. ამ დროისთვის, გზის რეაბილიტაცია ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N13-14 კორპუსებთან დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.