imedi /  12 ნოემბერი 2020, 14:49 / სანდო წყარო

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით სტარტაპ გრაინდი ევროპისა და აზიის მასშტაბურ ტექნოლოგიურ კონფერენციას მასპინძლობს

10-12 დეკემბერს, თბილისი სტარტაპ გრაინდის ევროპა-აზიის ტექნოლოგიურ კონფერენციას ვირტუალურად უმასპინძლებს. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებას 5,000-ზე მეტი მონაწილე და 100-ზე მეტი უმაღლესი რანგის სპიკერი ეყოლება და სტარტაპ გრაინდის ორგანიზებით გამართული ყველაზე მასშტაბური ონლაინ ღონისძიება იქნება მსოფლიოში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამდღიანი ვირტუალური კონფერენცია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მოიცავს 20-ზე მეტ თემატურ სესიას, სტარტაპ პროგრამას, მასტერკლასებსა და სემინარებს. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძების სპიკერებს შორის არიან მილიარდ დოლარიანი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლები და ინვესტორები უმსხვილესი ვენჩურული ფონდებიდან. კონფერენციის ფარგლებში, სტარტაპები 35-ზე მეტი ქვეყნიდან, ერთმანეთს სტარტაპ პროგრამის ფარგლებში შეეჯიბრებიან. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლებს, პირისპირ გაესაუბრონ ინვესტორებს და დაფინანსების მოსაპოვებლად საკუთარი პროექტები წარუდგინონ, გაიცნონ სხვა ქვეყნების სტარტაპების წარმომადგენლები და დაგეგმონ სამომავლო თანამშრომლობა.

„ვინაიდან, COVID-19-ით გამოწვეული პანდემია საქართველოსა და მსოფლიოსთვის ერთგვარ გამოწვევად იქცა, განსაკუთრებული მასშტაბი შეიძინა და სრულიად შეცვალა ცხოვრების ყოველდღიური რიტმი, კონფერენციაზე პანდემიით გამოწვეულ ცვლილებებსა და ახალ გარემოსთან სტარტაპებისა თუ ბიზნესის ადაპტირებაზეც ისაუბრებენ. საერთაშორისო სპიკერები კი მონაწილეებს მსოფლიოსა და ცალკეული ქვეყნების მაგალითებს გაუზიარებენ.

ღონისძიება საქართველოს ბანკთან, აჭარაბეთთან და USMAC-თან პარტნიორობით ხორციელდება.

სტარტაპ გრაინდი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გაერთიანებაა სტარტაპებისთვის, რომელიც 125-ზე მეტი ქვეყნიდან, 2 მლნ-ზე მეტ ანტრეპრენერს აერთიანებს. Startup Grind Europe Asia Connect-ის პირველი საერთაშორისო კონფერენცია თბილისში 2019 წელს გაიმართა, რომელსაც 1,700-ზე მეტი მონაწილე და 40-ზე მეტი სპიკერი ესწრებოდა. ღონისძიების ძირითადი მიზანი მსოფლიოს მასშტაბით ცოდნის გაზიარება, მნიშვნელოვანი კავშირების დამყარება, სტარტაპ საზოგადოების ფორმირება და ეკოსისტემის განვითარებაა.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია სტარტაპ გრაინდის ოფიციალურ ვებგვერდზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

30 ნოემბერი 2020, 16:35

მსოფლიო

ინდონეზიაში, ვულკანის გააქტიურების გამო, მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებს ტოვებს

ინდონეზიაში, ილ-ლევოტოლოკის ვულკანის გააქტიურების გამო, საკუთარი საცხოვრებელი სახლები ათასობით ადამიანმა დატოვა. ვულკანური კვამლისა და გაზის ამოფრქვევის შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ლავის ამოფრქვევის შესახებ გააფრთხილა.

იაგო ხვიჩა

30 ნოემბერი 2020, 16:34

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: არსებობს პოტენციალი ან რაღაცაზე შევთანხმდეთ, ან ვერაფერზე და ბოლომდე იყოს პოლიტიკური კრიზისი - ოპოზიცია ქუჩაში, ხელისუფლება მარტო პარლამენტში

„საცობში რომ მანქანა მოყვება, ყველა მანქანამ უნდა იმოძრაოს, რომ სხვა მანქანებისთის სივრცე გააჩინოს, ზუსტად იგივე სიტუაცია გვაქვს ახლა ჩვენს პოლიტიკაში. სანამ ხელისუფლება არ „ამოძრავდება“, ეს ჩიხი მანამდე იქნება. შეიძლება მარტო ხელისუფლების „მოძრაობაც“ არ იყოს საკმარისი, მაგრამ ეს საჭიროა იმისთვის, რომ ჩიხი დაიძრას და რაღაც გამოჩნდეს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

30 ნოემბერი 2020, 16:21

COVID19

ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკის 5 მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკის 5 მედიკოსს, მათ შორის ერთ ორსულს, კორონავირუსი დაუდასტურდა. გეგმიური ტესტირების შედეგები ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი მკურნალობის კურსს ბინაზე გადიან. კოვიდ-კლინიკა ამ დროისთვის სრული დატვირთვით მუშაობს. საავადმყოფოში მოწყობილია ბოქსირებული განყოფილება, რომელიც ყველა საჭირო აპარატურით არის აღჭურვილი.

ნინო ტალიაშვილი

30 ნოემბერი 2020, 16:19

რეგიონი

ნინო ტალიაშვილი: „ევროპის უნივერსიტეტი" სტრასბურგთან და ბრიუსელთან სტაჟირების პროგრამაზე მუშაობს

„ევროპის უნივერსიტეტი" სტრასბურგთან და ბრიუსელთან სტაჟირების პროგრამაზე მუშაობს, - ამის შესახებ „ევროპის უნივერსიტეტის" რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გადაცემა „იმედის დღეში" სტუმრობისას განაცხადა.

30 ნოემბერი 2020, 16:18

საზოგადოება

„ევროპის უნივერსიტეტმა“ სტუდენტებს, რომლებსაც პერსონალურ კომპიუტერთან წვდომა არ ჰქონდათ, ლეპტოპები გადასცა

„ევროპის უნივერსიტეტის" რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-რექტორი ნინო ტალიაშვილი აცხადებს, რომ პანდემიიდან გამომდინარე შექმნილ ვითარებას უნივერსიტეტი მიმდინარე სემესტრში უფრო ადაპტირებული და მობილიზებული შეხვდა.

ნათია თურნავა

30 ნოემბერი 2020, 15:55

COVID19

ნათია თურნავა: სამედიცინო ჟანგბადის გაზრდილი მოთხოვნის 90 პროცენტს უკვე ადგილობრივი წარმოების ჟანგბადი ფარავს

ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის დახმარების მიზნით, საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმადობის გაზრდის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ჟანგბადის მწარმოებელი 10 გენერატორი შეიძინა, რომელიც ჯამურად შეძლებს დღიურად 9.3 ტ. ჟანგბადის შესაბამისი მოცულობის სამედიცინო ჟანგბადის წარმოებას.

ნიკოლოზ სამხარაძე

30 ნოემბერი 2020, 15:41

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: „ქართული ოცნება“ ულტიმატუმების შესრულებას არ აპირებს

მესამე რაუნდის თარიღი ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა სავარაუდოდ, შეხვედრა ამ კვირაში შედგება. რაც შეეხება კომპრომისისთვის მზაობას, რა თქმა უნდა, ამისთვის მზაობა არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ულტიმატუმების შესრულებას „ქართული ოცნება“ არ აპირებს.

30 ნოემბერი 2020, 15:37

რეგიონი

ბათუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს

მისი გაყვანის დროს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ჩხვირკვია ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერიაა. ის პარტიიდან ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების დროს დაკავების შემდეგ გარიცხეს.

30 ნოემბერი 2020, 15:12

ეკონომიკა

საქართველოდან 5 562 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა

2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 29 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 5 562 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ექსპორტირებული ვაშლის ღირებულებამ 2,4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

30 ნოემბერი 2020, 15:09

საზოგადოება

1-ლი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

1988 წლიდან მოყოლებული მსოფლიო ყოველწლიურად 1-ელ დეკემბერს აღინიშნავს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, როდესაც ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება ერთიანდება აივ/შიდსის პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მისაქცევად. ადამიანები მთელს მსოფლიოში ერთიანდებიან, რათა გლობალური სოლიდარობა და თანადგომა გამოხატონ აივ/შიდსით მცხოვრები ადამიანების მიმართ.

ბათუმი აქცია

30 ნოემბერი 2020, 15:06

რეგიონი

ბათუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე მორიგი ინციდენტი მოხდა

აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლის უკანა შესასვლელთან გადაინაცვლეს, რის შემდეგაც ვითარება ადგილზე კვლავ დაიძაბა. დემონსტრანტები აჭარის მთავრობის მეთაურთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა ამის საშუალება არ ეძელვათ.

30 ნოემბერი 2020, 15:06

COVID19

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი და ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მდგომარეობა განიხილა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათში, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 1244 ფაქტი გამოავლინა. იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის - 67 პირი, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის კი 1177 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

30 ნოემბერი 2020, 15:02

COVID19

კოვიდპაციენტებისთვის რუხის კლინიკაში ჟანგბადის 2 გენერატორი დამონტაჟდა

საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ნინო აკობიას განცხადებით, დანადგარები კოვიდპაციენტებისთვის 24-საათიან რეჟიმში, ჟანგბადის შეუფერხებლად მიწოდებას უზრუნველყოფს. ჟანგბადის დანადგარები კლინიკას ჯანდაცვის სამინისტრომ უსასყიდლოდ გადასცა.

კორონავირუსი

30 ნოემბერი 2020, 14:59

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 82 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

24 საათის განმავლობაში შიდა ქართლში 3 პაციენტი გარდაიცვალა. ისინი ხაშურის, ქარელისა და კასპის მცხოვრები იყვნენ, მათი ასაკი 60-დან 90 წლამდეა. სამივეს თანმდევი დაავადებები ჰქონდა, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა.

კონსტანტინე გამსახურდია

30 ნოემბერი 2020, 14:51

პოლიტიკა

კონსტანტინე გამსახურდია: სამოქალაქო დაპირისპირება არის სასიკვდილო განაჩენი როგორც ქვეყნისთვის, ისე სახელმწიფოსთვის, ვინც ამას ვერ გაიგებს,1000-ჯერ გავუმეოროთ

რაზეც ქართველობა დღეს დანამდვილებით უნდა შეთანხმდეს, არის ის, რომ სამოქალაქო დაპირისპირება არის კოშმარი და სასიკვდილო განაჩენი როგორც ქვეყნისთვის, ისე სახელმწიფოსთვის, ვინც ამას ვერ გაიგებს, 1000-ჯერ გავუმეოროთ, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია Facebook-ში წერს. საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ასევე 1991 წლის 20-22 დეკემბრის მოვლენებს იხსენებს.

ავტომობილების განბაჟება

30 ნოემბერი 2020, 14:49

სამართალი

მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურის განხორციელებასთან დაკავშირებით აფრთხილებს

​ახალი სამუშაო გრაფიკის თანახმად, შეგახსენებთ, რომ მომსახურების სააგენტოს შეგიძლიათ მიმართოთ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს, - ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურის განხორციელებას ეხება.

საბა ბუაძე

30 ნოემბერი 2020, 14:49

პოლიტიკა

საბა ბუაძე: დავემორჩილოთ რეგულაციებს და უსაფრთხოების ზომებს და ნუ მივცემთ საშუალებას ნურც ხელისუფლებას და ნურც სხვებს, რომ ეს ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ

„სამართლებრივი თვალსაზრისით აქ არანაირი ვალდებულება არ არსებობს, ამიტომ თუ ვინმეს სურვილი აქვს პოლიტიკურ აქტში მიიღოს მონაწილეობა, ეს ადამიანები არიან თავისუფლები, თუმცა, ყველას მინდა ვურჩიო, რომ დავემორჩილოთ იმ რეგულაციებს და უსაფრთხოების ზომებს, რომლებიც არსებობს და ნუ მივცემთ საშუალებას ნურც ხელისუფლებას და ნურც სხვებს, რომ ეს გამოიყენონ ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის“, - განაცხადა ბუაძემ.

მაია სანდუ

30 ნოემბერი 2020, 14:47

მსოფლიო

მაია სანდუმ დნესტრისპირეთის რეგიონიდან რუსული სამხედრო კონტინგენტის გაყვანა მოითხოვა

მოლდოვის არჩეულმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ დნესტრისპირეთის რეგიონიდან რუსული სამხედრო კონტინგენტის გაყვანა და რუსეთის მონაწილეობით სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლა მოითხოვა.

30 ნოემბერი 2020, 14:35

სამართალი

კარტოგრაფების საქმეზე სასამართლოს სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

დაკავებულთა ადვოკატებმა სხდომაზე 200 ადამიანის ხელმოწერა წარმოადგინეს, რომლებიც მელაშვილსა და ილიჩოვას თავდებში უდგებიან. მათ შორის არიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები. ამაზე დაყრდნობით უფლებადამცველები ბრალდებულებისთვის პატიმრობის ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიებით შეცვლას მოითხოვენ.

30 ნოემბერი 2020, 14:26

სამართალი

არასრულწლოვანი შვილების შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ორი არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე ბრალდებულ ვ.ე.-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ვ.ე.-მ სარგებლის მიღების მიზნით, შეიმუშავა არასრულწლოვნებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გეგმა.