imedi /  01 დეკემბერი 2020, 18:49 / სანდო წყარო

Cullen International-ის ექსპერტი: როდესაც სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არ იზრდება კონკურენცია, მარეგულირებელმა კომისიებმა სავალდებულო უნდა გახადონ MVNO-ების დაშვება

ვერონიკა ბოკაროვა

ვერონიკა ბოკაროვა

მაშინ, როცა სატელეკომუნიკაციო ბაზარი მომწიფებულია, ინვესტიციები უკვე განხორციელებულია, ასევე, ბაზარი სრულად გაჯერებულია და ვერ იზრდება კონკურენცია, მარეგულირებელმა კომისიებმა სავალდებულო უნდა გახადონ MVNO-ების დაშვება,- ეს განცხადება Cullen International-ის მთავარმა ანალიტიკოსმა და კონკურენციის ექსპერტმა ვერონიკა ბოკაროვამ საქართველოს ქსელის ოპერატორთა ჯგუფის GeoNog2020 ფორუმზე გააკეთა.

Cullen International-ის მთავარი ანალიტიკოსი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში MVNO-ები (ვირტუალური ქსელური მობილური ოპერატორი) შესაძლოა რაიმე ფორმით საფრთხეს წარმოადგენდნენ, მეტიც, მისი განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკა ნათლად აჩვენებს, რომ MVNO აჩენს ახალ შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით.

„MVNO ოპერატორზე გადასვლის შემთხვევაში, არ დგება ქსელის შეცვლის საჭიროება, მომხმარებლები რჩებიან ისევ ძველ ქსელზე და MNO ოპერატორები კვლავ ინარჩუნებენ საბითუმო შემოსავალს, ხოლო ახალი მოთამაშეები გამოიყენებენ არსებული ოპერატორების რესურსებს, მაგრამ მათ ექნებათ შესაძლებლობა შესთავაზონ მომხმარებლებს უკეთესი მომსახურების პირობები“, - აღნიშნა ბოკაროვამ.

კონკურენციის ექსპერტის აზრით, MVNO-ს კარგი მაგალითია Virgin Mobile, რომელიც პირველად გამოჩნდა დიდ ბრიტანეთში და რამდენიმე წლის შემდეგ მომხმარებელთა კმაყოფილების კუთხით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებდა. მისივე განცხადებით, საქართველოში არსებობს ისეთი ბაზრები და მიმართულებები, რომელიც არ არის განვითარებული და მისი ათვისება და განვითარება სწორედ ვირტუალურ ოპერატორებს შეუძლიათ.

„იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მე შევისწავლე ქართულ ბაზართან დაკავშირებით, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს ნიშური ბაზრები, რომლებსაც შესაძლოა უკეთ მოემსახურონ ახალი მოთამაშეები, რადგან მათ უფრო უკეთ უნდა ესმოდეთ სხვადასხვა მომხმარებელთა ჯგუფების სპეციფიკური საჭიროებები. აქედან გამომდინარე, ეროვნული მარეგულირებელი საჭიროა იყოს გახსნილი და შექმნას წინაპირობა ბაზრის განვითარებისთვის და მისცეს შესაძლებლობა ბაზარმა თავად გააკეთოს ყველაზე ეფექტური არჩევანი“, - განაცხადა Cullen International-ის ექსპერტმა.

GeoNog2020 ფორუმს კომუნიკაციების კომისიის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე იმედაძე ესწრებოდა, რომელმაც კომუნიკაციების კომისიის მიერ 2021 წლიდან ვირტუალური ოპერატორის დაშვების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ისაუბრა. ეკატერინე იმედაძის განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, MVNO ეფექტური საშუალებაა ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებისთვის. ვირტუალურ ოპერატორებს საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ აბონენტის კმაყოფილების ხარისხის ყველა პარამეტრით, კომპანიები მარტივად ერგებიან აბონენტების მუდმივად ცვლად მოთხოვნებს, რადგან შესაძლებლობა აქვთ მომხმარებელს მათთვის ხელსაყრელი შეთავაზებები გაუკეთონ, რაზეც ტრადიციული ოპერატორები არ ფოკუსირდებიან.

„მსოფლიო მასშტაბით 80-მდე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, გერმანიაში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, 1300-ზე მეტი ვირტუალური ოპერატორი არსებობს, რომელთა უპირატესობა ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში თვალსაჩინოა. 2010-დან 2018 წლამდე MVNO-ების რაოდენობა 61%-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, MVNO აბონენტები 220 მილიონს აჭარბებს, რაც მსოფლიოს მთლიანი სააბონენტო ბაზის 2.46%-ს შეადგენს. დღეს ყველაზე მეტი 139 ვირტუალური ოპერატორი აშშ-შია, ხოლო 53 ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველაზე დიდი საბაზრო წილი ვირტუალურ ოპერატორებს დანიაში აქვთ. არსებული პროგნოზებით, 2022 წლისთვის MVNO-ების რაოდენობა 18%-ით მოიმატებს და 260 მილიონ აბონენტს მიაღწევს, ხოლო 2024 წლისთვის ვირტუალური ოპერატორების ბაზრის ღირებულება 40%-ზე მეტით გაიზრდება“,- განაცხადა იმედაძემ.

MVNO, ანუ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი, დასავლეთში უკვე კარგად აპრობირებული პრაქტიკაა. მოგეხსენებათ, MVNO-ებს საკუთარი ქსელური ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ და მობილური სერვისის მიწოდებას სხვა ოპერატორის ინფრასტრუქტურის მეშვეობით ახორციელებენ. ეს მათ საშუალებას აძლევთ მინიმალური დანახარჯებით მოახდინონ ბაზრის მაქსიმალური დივერსიფიკაცია და საგრძნობლად გაზარდონ არსებული კონკურენცია.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

20 იანვარი 2021, 11:34

საზოგადოება

კახა კალაძე: მაქსიმალურად ვითვალისწინებთ კერძო მესაკუთრის ინტერესებს, ისე რომ ქალაქის ინტერესები არ დავარღვიოთ

იმ მოქალაქეებს, რომლებსაც გენგეგმის მიღების შედეგად გაუუარესდათ მიწის ნაკვეთის სტატუსი, შეუძლიათ მოგვმართონ და ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ამას ითვალისწინებს გენგეგმა. ურბანული და არქიტექტურული სამსახურები შეისწავლიან ამ მიწის ნაკვეთის სტატუსს, რა იყო გენგეგმის მიღებამდე და შესაძლებელია თუ არა ძველი სტატუსის დაბრუნება. თუ ძველი სტატუსის დაბრუნება დააზიანებს გენგეგმისა და ქალაქის ინტერესებს, ჩვენ მზად ვართ, ადგილმონაცვლეობის პრინციპით დავაკმაყოფილოთ ასეთი მოთხოვნები, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

თამარ ტალიაშვილი

20 იანვარი 2021, 11:33

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: ოპოზიციის ამომრჩევლის დაკვეთა არ არის საბოტაჟი, რაც ჩანს საპროტესტო აქციებზე მისულ და არჩევნებზე მათთვის ხმის მიმცემ ადამიანთა რაოდენობას შორის უზარმაზარ განსხვავებაში

„9 პოლიტიკური სუბიექტი შევიდა პარლამენტში და შესაბამისად პარლამენტი შედგა, როგორც მრავალ პარტიული, დანარჩენი უკვე ოპოზიციონერთა პოლიტიკური არჩევანია, როგორ გამოიყენებენ ამ მანდატებს - გამოიყენებენ საბოტაჟისთვის, ბოიკოტისთვის თუ მსოფლიო კრიზისის პერიოდში, თავის გამოცდილებას მოახმარენ საქმის კეთებას. ოპოზიციის ნაწილის მიზანია საბოტაჟი და რევოლუციური სცენარი და ეს ძალიან სამწუხაროა“ - განაცხადა ტალიაშვილმა.

კახა კალაძე

20 იანვარი 2021, 11:29

საზოგადოება

კახა კალაძე: მომავალი წლების მთავარი საზრუნავი იქნება, რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული და გაჭირვებული ოჯახი გვყავდეს

320 მილიონი ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით დაიხარჯა, ეს არის ის კონკრეტული, სადაც ერთი ლარი არ მოგვიკლია, რადგან ჩვენ კარგად გვესმის ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, ძალიან ბევრ ოჯახს გვერდით დავუდექით, ბევრი სიცოცხლე გადავარჩინეთ. ჩვენი ამით არ ვტრაბახობთ, ეს ჩვენი ვალდებულება და მოვალეობაა, მაგრამ მთავარი საზრუნავი იქნება, რომ მომდევნო წლების განმავლობაში რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული და ნაკლებად გაჭირვებული ოჯახი გვყავდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

20 იანვარი 2021, 11:28

საზოგადოება

კახა კალაძემ 2021 წელს თბილისის მერიის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ძირითადი პრიორიტეტები არის არსებული სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობის მიმართულებით მხარდაჭერა და თანადგომა. 350 მილიონი გამოიყოფა ამ მიმართულებით და 440 მილიონი იქნება მიმართული ინფრასტრუქტურული მიმართულებით. თუმცა ხაზი მინდა გავუსვა ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს. იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გვაქვს დაწყებული, სატრანსპორტო პოლიტიკა მაქვს მხედველობაში, რომელიც ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. ეს , რა თქმა უნდა, 2021 წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება. ასევე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება“, - აღნიშნა კალაძემ.

ჯეიმს აპატურაი

20 იანვარი 2021, 11:13

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს და საუბარს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე

2021 წელს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პირველი ვიზიტი ბრიუსელში და შეხვედრები ნატოსა და ევროკავშირში მართლაც პოზიტიური გზავნილია საქართველოს მხრიდან და ჩვენი ურთიერთობების სიმტკიცეზე მიუთითებს, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ, „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მამუკა ხაზარაძე

20 იანვარი 2021, 11:01

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: პოლიტიკა ბინძური იქნება იქამდე, ვიდრე ეს ველი არ გაიწმინდება

არჩევნების გაყალბება პოლიტიკის გაყალბების ბრალია, პოლიტიკაში დამკვიდრებული სიცრუის, სიტყვის გატეხვის და ღალატის ბრალი. ამიტომ ვიდრე პოლიტიკაზე ან რამე საქმეზე დავიწყებთ საუბარს და გეგმებს დავაწყობთ, ჯერ წესებზე უნდა შევთანხმდეთ. ასე გამოეხმაურა „ლელოს“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე „მოქალაქეების“ ლიდერ, ალეკო ელისაშვილთან დაპირისპირების ფაქტს სოციალურ ქსელში.

20 იანვარი 2021, 10:59

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 103 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 103 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 114 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

20 იანვარი 2021, 10:59

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 745 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 745 პირი, მათ შორის, თბილისში - 340, აჭარაში-52, იმერეთში-179. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

20 იანვარი 2021, 10:57

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 212 თბილისში, 61 იმერეთში, 33 კი აჭარაში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 469 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა, აჭარა-33, იმერეთი-61, ქვემო ქართლი-31, შიდა ქართლი-34, გურია-12, სამეგრელო - ზემო სვანეთი-32, კახეთი-25, მცხეთა-მთიანეთი-20, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-1“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კორონავირუსი

20 იანვარი 2021, 10:57

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 469 ადამიანს დაუდასტურდა, 1 792 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი

20 იანვარი 2021, 10:56

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 14 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2021, 10:40

მსოფლიო

WSJ: ტრამპი ახალი პოლიტიკური პარტიის შესაძლებლობას განიხილავდა

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომლის უფლებამოსილების ვადაც დღეს იწურება, ბოლო კვირების განმავლობაში თავის თანამოაზრეებთან ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის საკითხს განიხილავდა. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.

20 იანვარი 2021, 10:36

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსის 62,094 შემთხვევა გამოვლინდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 62,094 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1,192 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 8,573,864 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 211,491 ადამიანი გარდაიცვალა.

სტივ ბენონი

20 იანვარი 2021, 10:33

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა თავისი ყოფილი მრჩეველი, სტივ ბენონი შეიწყალა

ტრამპმა ეს თავისი შემცვლელის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბენონი „კონსერვატიული მოძრაობის მნიშვნელოვანი ლიდერი იყო“, მისთვის ბრალდების წარდგენა კი ბენონის პოლიტიკურ პროექტში ჩართულობას უკავშირდება.

20 იანვარი 2021, 10:08

COVID19

გერმანიაში 1,148 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 15,974 ადამიანს დაუდგინეს, 1,148 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2,068,002 შემთხვევა გამოვლინდა, 48,770 ადამიანი გარდაიცვალა.

მადრიდის ცენტრი

20 იანვარი 2021, 09:56

მსოფლიო

ესპანეთის ხელისუფლებამ მადრიდი კატასტროფის ზონად გამოაცხადა

ესპანეთის დედაქალაქი დიდთოვლობისა და დაბალი ტემპერატურის გამო ხელისუფლებამ კატასტროფის ზონად გამოაცხადა. შედეგად, მიყენებული ზარალის კომპენსირება უფრო მარტივად მოხდება. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

თეა წულუკიანი

20 იანვარი 2021, 09:40

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: 21 იანვარი იქნება ძალიან დიდი დღე საქართველოსთვის, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო იმას იტყვის, რაც რეალობაა, რომ საქართველო რუსეთთან არის მართალი

მე მაქვს მოლოდინი, რომ 2021 წლის 21 იანვარი იქნება ძალიან დიდი დღე საქართველოსთვის, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო იმას იტყვის, რაც რეალობაა, რომ საქართველო რუსეთთან არის მართალი, ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ეთნიკური წმენდის საკითხში, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამების და მოკვდინების საკითხში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

20 იანვარი 2021, 09:29

საზოგადოება

დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში თოვლია მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 20 იანვარს ქუთაისში თოვლს პროგნოზირებენ. დღისით +1 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი -4 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც თოვლია მოსალოდნელი, დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 კი გრადუსი იქნება. თოვლია ნავარაუდები ასევე ბათუმში. დღისით სინოპტიკოსები იქ +3 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ენგურჰესი

20 იანვარი 2021, 09:03

ეკონომიკა

„ენგურჰესი“ დღეიდან სამი თვით ჩერდება

20 იანვრიდან, „ენგურჰესი“ სამი თვით გაჩერდება. გადაწყვეტილება გვირაბში დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება. როგორც ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, ამით ქვეყნის კონტროლირებად ტერიტორიაზე ენერგო სისტემა არ დაზიანდება, რადგან სეზონურად ამ დროს გამომუშავება მინიმალურია. რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ მომარაგდება „ენგურჰესის“ გაჩერების პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთი - ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიას მიიღებს, ანაზღაურება კი აფხაზური მხარის უზრუნველსაყოფი იქნება.

20 იანვარი 2021, 08:58

საზოგადოება

დღეიდან, საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისათვის რეგისტრაცია იწყება

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისათვის რეგისტრაცია დღეიდან იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არანაკლებ 75 დღისა, საშუალება აქვთ სწავლა საქართველოში გააგრძელონ. ამისათვის მათ 20 იანვრის 09:00 საათიდან პირველი თებერვლის 18:00 საათამდე განცხადებით უნდა მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რეგისტრაციის თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში. .