08 მარტი 2021, 18:28 / სანდო წყარო

მთვარეზე გაფრენა ქართველებსაც შეუძლიათ. ინსტრუქცია

ჰოლანდიური ფონდი არტექო, მისი დამფუძნებლის - დალი უბილავა-დე გრააფის ინიციატივით, რომელიც ევროპის კოსმოსური სააგენტოს ESA/ESTEC/Space Expo თანამშრომელიცაა, აანონსებს საერთაშორისო კონკურსის პირობებს 2023 წელს მთვარეზე ტურისტული მისიის „ჩემო მთვარევ“ (Dear Moon) ქართველი წევრების შესარჩევად.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას, მათ შორის, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, ქართველებსაც ეძლევათ შანსი კოსმოსში გასამგზავრებლად.

„მკაცრი სელექციის შემდეგ შეირჩევა 8 ყველაზე შემოქმედებითი, ამბიციური და ნიჭიერი ახალგაზრდა სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც იაპონელ მილიარდერთან იუსაკუ მაეზავასთან ერთად ილონ მასკის კოსმოსური ხომალდით „სთარშიფი“ განახორციელებენ კაცობრიობის ისტორიაში უნიკალურ, ერთკვირიან ტურისტულ მოგზაურობას მთვარეზე. მილიარდიანი ბიუჯეტის მისიაში „ჩემო მთვარევ“ მონაწილეობა შერჩეული წევრებისთვის უფასოა, რამდენადაც მისია უკვე დაფინანსებულია იაპონელი მილიარდერის მაეზავას მიერ“ - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

მისიის შესახებ

ამბავი 2018 წელს დაიწყო, როცა იაპონელმა მილიარდერმა, ხელოვნების ქომაგმა და კოლექციონერმა იუსაკუ მაეზავამ განაცხადა, რომ ის ილონ მასკის „სფეის X“-თან თანამშრომლობით 2023-ში აპირებდა მთვარეზე გაფრენას რვა მხატვართან ერთად, მაგრამ ეს წინადადება ახლახანს მან კიდევ უფრო გააფართოვდა და ის ეძებს არა კონკრეტულად მხატვრებს, არამედ ამბიციურ, ნიჭიერ და მისიისთვის შესაფერის შემოქმედებით ადამიანებს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც მასთან ერთად მთვარეზე გაფრინდებიან. მაეზავას კოსმოსური მოგზაურობის თანაგუნდელები, რომელებიც თავისთავად, უნდა აკმაყოფილებდნენ საბაზისო ტექნიკურ მოთხოვნებს, შეირჩევიან 2 უმთავრესი კრიტერიუმით:

1. კანდიდატმა უნდა შეძლოს მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი კრეატიულობა კოსმოსში მოგზაურობის დროს სხვათა (საზოგადოების) შთაგონებისთვის;

2. კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ სურვილი და მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარონ/მხარი დაუჭირონ თავიანთ თანაგუნდელებს.

„ეს არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი რვა მგზავრის შერჩევისას” - ამბობს მაეზავა.

მისიაში მონაწილე კანდიდატების სელექციის პროცესსაც სწორედ ის წარმართავს.

„პროცესები ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. ძალიან ამბიციურად ჟღერს ასევე მისიის კანდიდატების შერჩევის პროცედურაც. ვფიქრობთ, ქართველები ჩვენი ხასიათით და შესაძლებლობებით, ვპასუხობთ მაეძავას მოთხოვნებს და ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის ნამდვილად აღმოჩნდებიან კოსმოსური მისიისთვის საჭირო მონაცემების, ტექნიკური ცოდნის და შემოქმედებითი ნიჭის მქონე ის ადამიანები, ვისაც იაპონელი მილიარდერი შანსს მისცემს მთვარეზე გასამგზავრებლად - განაცხადა დალი უბილავა დე გრააფმა.

ორ წელიწადში, ანუ 2023 წელს მთვარეზე პირველი კომერციული პილოტირებული მისია „ჩემო მთვარევ“ (Dear Moon) შესრულდება. მისიის ფარგლებში იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეძავა და მის მიერ საბოლოოდ შერჩეული 8 ადამიანი ერთი კვირის განმავლობაში მთვარის გარშემო იმოგზაურებენ. ადგილები უკვე დაჯავშნილია, ბილეთები ყველა მგზავრისთვის უკვე ნაყიდია, მთვარის მისია „ჩემო მთვარევ“ დაფინანსებულია მაეზავას მიერ.

კონკურსის პირობები

რეგისტრაცია

მთვარის ტურისტულ მისიაში მონაწილეობის მსურველ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეგისტრირდეს ამ ლინკზე.

რეგისტრაციის დედლაინია 2021 წლის 14 მარტი, 19.00 (საქართველოს დროით).

შერჩევის პროცესი

რეგისტრაციის შემდეგ, ყველა დარეგისტრირებული კანდიდატი ელ.ფოსტით მიიღებს წერილს, დეტალური ინფორმაციით სელექციის პროცესის შემდგომი ეტაპების შესახებ.

შემდგომი და უმთავრესი პროცედურების თანმიმდევრობა კი ასეთია:

2021, მარტი - კანდიდატების ე.წ. სქრინინგი,
2021, აპრილი/მაისი - ონლაინ ინტერვიუების ეტაპი,
2021, მაისის ბოლოს - საბოლოო გასაუბრებები და სამედიცინო გამოკვლევები,
2021, ივნისის ბოლოს - გამარჯვებულების, მისიის მონაწილეების საბოლოო გამოცხადება,
2021, აგვისტოდან - დაიგეგმება გამარჯვებული კანდიდატების საწვრთნელი და მომზადებული სამუშაოები ამერიკის, იაპონიის, ევროპის, კოსმოსურ სააგენტოებში.

სთარშიფი

2023 წელს იუსაკუ მაეზავა და მისი 8 თანაგუნდელი ამერიკიდან მთვარისკენ გეზს აიღებენ ილონ მასკის კოსმოსური ხომალდით „სთარშიფი“. კოსმოსური ხომალდი „სთარშიფი“ ამჟამად ტესტირების პროცესშია. მასკი დარწმუნებულია, რომ 2023 წლისთვის კოსმოსური ხომალდი სრულ მზადყოფნაში იქნება: „დარწმუნებული ვარ, რომ „სთარშიფი“ უსაფრთხო იქნება 2023 წლისთვის ადამიანების მთვარისკენ ტრანსპორტირებისთვის“.

მილიარდერი მაეზავა ასევე ამბობს, რომ მას სრული ნდობა აქვს ილონ მასკის და მისი კომპანიის „სფეის X“ და მოუთმენლად ელის ისტორიულ კოსმოსურ მოგზაურობას. „ცოტათი მეშინია კიდეც, მაგრამ ჩემი ცნობისმოყვარეობა უფრო ძლიერია და ის იმარჯვებს", - ამბობს ის.

დამატებითი ინფორმაცია

დიდი ხნის განმავლობაში კოსმოსის ათვისება კოსმოსური სააგენტოების და მათი ასტრონავტების პრეროგატივა იყო, შესაბამისად ფინანსდებოდა კოსმოსური სააგენტოების /სახელმწიფო ბიუჯეტებიდან.
ერთი ადამიანის კოსმოსურ სადგურზე გამგზავრება დაახლოებით 90 მილიონი დოლარი ჯდება, ხოლო მთვარეზე გამგზავრება - რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი.

2008 წლიდან ილონ მასკის კომერციული კომპანია „სფეის X“ უკვე ახორციელებს უპილოტო, ხოლო 2019 წლიდან პილოტირებულ (ასტრონავტების) მისიებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. სფეის X-ს დაგეგმილი აქვს კოსმოსური ტურიზმის განვითარების სხვადასხვა კომერციული კოსმოსური მისიები და ადამიანების ტურისტების სტატუსით მოგზაურობა კოსმოსში: 2021 წლის ბოლომდე დედამიწის გარშემო, 2023 წელს მთვარისკენ და შემდგომში მარსისკენ. ბაზარზე არიან ასევე სხვა კომპანიები, რომლებიც ასევე კოსმოსური ტურიზმით არიან დაინტერესებულნი და წლის ბოლომდე გეგმავენ პირველი ტურისტების კოსმოსში გამგზავრებას.

ყველა სიახლე

თამარ ბარკალაია

13 ივნისი 2021, 15:14

საზოგადოება

თამარ ბარკალაია: ამ ეტაპზე ნინოწმინდის პანსიონში 23 ბავშვი იმყოფება

ამ ეტაპზე 23 ბავშვი არის ნინოწმინდის პანსიონში. დანარჩენების დიდი უმრავლესობა ოჯახებშია გაყვანილი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა. მისი თქმით, ნინოწმინდის პანსიონში იმყოფებიან სოციალური მუშაკები, როგორც უსაფრთხოების გარანტი.

13 ივნისი 2021, 15:09

საზოგადოება

მოსალოდნელია თუ არა ამინდის გაუმჯობესება უახლოეს დღეებში

მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.„ხვალ, 14 ივნისს საქართველოს ძირითად ტერიტორიაზე, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ზოგან, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით“.

ანდრია ჯაღმაიძე

13 ივნისი 2021, 14:40

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი არ დაიხურება, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება

საპატრიაქროს ინიციატივით შედგა დღევანდელი შეხვედრა, მოწვეული იყვნენ ევროკავშირის ელჩი, ჯანდაცვის სამინისტრო, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, რომლებსაც ეხება ბავშვთა უფლებები, UNICEF-ი, ვისაუბრეთ ბოლო დროს შექმნილ სირთულეებზე, რაც ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლთან იყო დაკავშირებული და არა ხოლოდ ამ ბავშვთა სახლთან, არამედ ზოგადად, პრინციპზე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თანამედროვე სტანდარტები უნდა იყოს გათვალისწინებული, - ამის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

კარლ ჰარცელი

13 ივნისი 2021, 14:37

საზოგადოება

კარლ ჰარცელი ნინოწმინდის პანსიონზე: ამ ბავშვებისთვის, საუკეთესო პირობები უნდა იყოს შექმნილი - მათ ფსიქოლოგიური და ფინანსური დახმარება უნდა გაეწიოთ

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საუბარი ნაყოფიერი იყო და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარებისთვის საუკეთესო პირობები უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

გურამ მაჭარაშვილი

13 ივნისი 2021, 14:32

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ეფექტური გზავნილები გვექნება ყველა სახელმწიფოსთან, რომლებსაც აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებასთან დაკავშირებით

ჩენ გვექნება ეფექტური გზავნილები ყველა სახელმწიფოს მიმართ, რომლებსაც აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

13 ივნისი 2021, 14:27

საზოგადოება

საპატრიარქოში, სინოდის წევრებმა, ევროკავშირის ელჩმა და UNICEF-ის წარმომადგენელმა ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე ისაუბრეს

საქართველოს საპატრიარქოში სინოდის წევრები ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდნენ. შეხვედრაზე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საკითხზე ისაუბრეს. უცხოელმა დიპლომატებმა ბავშვების დაწესებულებიდან გაყვანის პროცესი დადებითად შეაფასეს.

13 ივნისი 2021, 14:12

საზოგადოება

საპატრიარქოში სინოდის წევრებსა და ევროკავშირის ელჩს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს საპატრიარქოში სინოდის წევრები ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ხვდებიან. ასევე შეხვედრაზე იმყოფებიან სხვადასხვა ორგანიზიაციის წარმომადგენლებიც. ამ დროისთვის შეხვედრის დეტალები უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

დავით მათიკაშვილი

13 ივნისი 2021, 13:56

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: საქართველო ნატო-სა და ევროკავშირთან ძალიან ახლოს არის, დამოუკიდებლობის შემდეგ ასე ახლოს ნამდვილად არ ყოფილა

დიდ სურვილს გამოვთქვამთ, რომ საქართველოსთვის, როგორც სრულუფლებიანი წევრისთვის ნატო-ს კარი გაიღება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დავით მათიკაშვილი

13 ივნისი 2021, 13:49

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მნიშვნელოვანია ის როლი, რომელიც აშშ-სთან ერთად ითამაშა საქართველომ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხში

მნიშვნელოვანია ის როლი, რომელიც აშშ-სთან ერთად ითამაშა საქართველომ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხში. ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ არაერთი მადლობის წერილი გავრცელდა, რომელიც მიიღო, როგორც ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისგან, ასევე სტრატეგიული პარტნიორებისგან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

13 ივნისი 2021, 13:47

პოლიტიკა

რას წერენ მსოფლიოს გავლენიანი გამოცემები სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების მიღწევაში ირაკლი ღარიბაშვილის როლზე

ესპანურენოვანი პოპულარული გამოცემები (ევროპაპრესი, ელ მუნდო, ელ პაისი და სხვა) სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე წერენ. მასალებში აღნიშნულია საქართველოს დადებითი პოზიციონირება შეთანხმების პროცესში. „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც შეასრულა ჰუმანიტარული მედიატორის როლი აღნიშნულ მილაპარაკებაში”, - აღნიშნულია Europa Press-ის მასალაში.

ირაკლი ღარიბაშვილი

13 ივნისი 2021, 13:21

პოლიტიკა

თურქული Daily Sabah-ი სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაში ირაკლი ღარიბაშვილის როლზე წერს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, ბაქოს მხრიდან ამ ნაბიჯს ერევანი კონფლიქტის ზონაში დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემით უპასუხებს, - ამის შესახებ თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“ წერს.

ირაკლი ღარიბაშვილი

13 ივნისი 2021, 13:15

პოლიტიკა

France 24: საქართველოს პრემიერის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, ბაქოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს ერევანი კონფლიქტის ზონაში დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემით უპასუხებს

როგორც გამოცემა წერს, აზერბაიჯანმა 15 სომეხი სამხედრო ტყვე უკვე გაათავისუფლა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, ბაქოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს ერევანი კონფლიქტის ზონაში დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემით უპასუხებს.

კახა კალაძე

13 ივნისი 2021, 13:15

საზოგადოება

კახა კალაძე: 13 ივნისი არის დღე, რომელიც დედაქალაქს ყოველთვის ემახსოვრება

ყველას გვახსოვს 2015 წელს რამხელა ტრაგედია დატრიალდა, ეს არის დღე, რომელიც ჩვენს დედაქალაქს, თბილისს ყოველთვის ემახსოვრება. სამწუხაროა, რომ ბევრი ადამიანი დავკარგეთ. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ამ ადიანების ოჯახებსა და ახლობლებს, მთელ საქართველოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

13 ივნისი 2021, 13:03

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 425-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 20 6742-მა მოქალაქემ გაიარა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 353 965 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 339 392, გარდაიცვალა 5 048 პაციენტი.

13 ივნისი 2021, 12:56

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.38%-ია

12 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.38%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 2.61%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2.29%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 353 965 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 339 392, გარდაიცვალა 5 048 პაციენტი.

ირაკლი ღარიბაშვილი

13 ივნისი 2021, 12:50

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაზე: ჩვენ ძალიან აქტიური როლი შევასრულეთ - 24-საათიან რეჟიმში მქონდა სატელეფონო საუბრები ორი ქვეყნის ლიდერებთან

ჩვენ ძალიან აქტიური როლი შევასრულეთ, პირადად ვიყავი ჩართული, 24-საათიანრეჟიმში მქონდა სატელეფონო საუბრები ორი ქვეყნის ლიდერებთან, მანამდეც მქონდა შეხვედრები, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, მჭიდრო კოორდინაციაში ვიყავით, რაც დასრულდა კონკრეტული შედეგით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების შეფასებისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

13 ივნისი 2021, 12:49

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: 13 ივნისი გვახსენებს, რომ მუდამ უნდა ვიყოთ მობილიზებული და ყოველთვის მზრუნველი

ეს დღე გვახსენებს, რომ მუდამ უნდა ვიყოთ მობილიზებული და ყოველთვის მზრუნველი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 13 ივნისს შეეწირა ჩვენი არაერთი მოქალაქე, მეორე მხრივ კი ამ ტრაგედიამ გააერთიანა მთელი ჩვენი საზოგადოება.

ირაკლი ღარიბაშვილი

13 ივნისი 2021, 12:44

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნატოს სამიტზე ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი

ნატოს სამიტზე ჩვენ ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი, - ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა შეთანხმებას და ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს და მოლოდინია, რომ ეს სათანადოდ იქნება ასახული და დაფასებული.

ჰელგა შმიდი

13 ივნისი 2021, 12:26

პოლიტიკა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი ეწვევა

2021 წლის 14-16 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

13 ივნისი 2021, 12:16

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ირაკლი ღარიბაშვილი თამარაშვილისა და ვარაზის ხევის დამაკავშირებელ გზაზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან, ტრაგედიის მსხვერპლთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.