imedi /  04 აგვისტო 2017, 16:42 / სანდო წყარო

iPhone 8-ის წარმოება დაიწყო

ინსაიდერმა სტივ ჰემერსტოფერმა, რომელიც ცნობილია ნიკით OnLeaks, განაცხადა, რომ Apple-მა უკვე დაიწყო iPhone 8-ის წარმოება. მან ამის შესახებ, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Twitter-ზე დაწერა.

მისი თქმით, მოწყობილობის წარმოება გრაფიკის მიხედვით დაიწყო და შესაბამისად, მისი გაყიდვაში გაშვებაც არ შეფერხდება.

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ iPhone 8-ის გაყიდვა დაგვიანდებოდა, რადგან წარმოებაში OLED--დისფლეები დააკლდათ. ახალი მოწყობილობის პრეზენტაცია შემოდგომით იგეგმება. არსებული ინფორმაციით, მას OLED-დისფლეის გარდა უკაბელო დატენვის შესაძლებლობა და სახის სკანერი ექნება.

კომენტარები ()