imedi /  07 აგვისტო 2017, 13:20 / სანდო წყარო

მეცნიერებმა ადამიანის წარმოშობის გავრცელებული თეორია უარყვეს

ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის ამერიკული უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კლიმატის ცვლილება ადამიანის ევოლუციის მამოძრავებელი ძალა არ იყო. მათი აზრით, ადამიანი შესაძლოა "სრულიად შემთხვევით" გაჩნდა. ვრცლად მეცნიერების სტატიას გამოცემა Phys.org-ი აქვეყნებს.

Homo-ს გვარი, რომელსაც თანამედროვე ადამიანი მიეკუთვნება, 2,5-2,08 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა. მიიჩნეულია, რომ ამის მიზეზი კლიმატის გლობალური ცვლილება გახდა. ამასთან, გაქრა ადრინდელი საარსებო გარემოებები და გაჩნდა ახალი, რის შედეგადაც ახალი სახეობებიც წარმოიშვა. ამერიკელმა მეცნიერებმა ახალი კვლევა, გარე ფაქტორების გათვალისწინების გარეშე ჩაატარეს.

აღმოჩნდა, რომ ევოლუციის პროცესში სახეობათა წარმოქმნაში "აფეთქებები" შესაძლოა შემთხვევით ხდებოდეს. ამასთან, მასშტაბები შეიძლება ახალი ადამიანის შექმნას უტოლდებდეს. მკვლევრების თქმით, სავსებით შესაძლებელია, რომ Homo-ს გვარი, კლიმატური ზემოქმედების გარეშე გაჩნდა.

კომენტარები ()