imedi /  08 აგვისტო 2017, 14:02 / სანდო წყარო

ქალის და კაცის ტვინებს შორის მთავარი სხვაობა დაადგინეს

მკვლევართა გუნდმა, მეცნიერ დენიელ ამენის ხელმძღვანელობთ, გამოიკვლია კაცისა და ქალის ტვინებს შორის მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი. აღმოჩნდა, რომ ქალებს პრეფრონტალური ქერქი და ლიმფური კვანძების ნაწილი უფრო აქტიური აქვთ, ვიდრე კაცებს. მეცნიერების სტატიას ვრცლად Journal of Alzheimer's Disease-ი აქვეყნებს.

კვლევაში მონაწილეობა 119-მა ჯანმრთელმა და 26 683-მა თავის ტვინის ტრავმების (ბიპოლარული და აფექტური აშლილობა, შიზოფრენია, ფსიქოზი) მქონე ადამიანებმა მიიღეს. დაასკანერეს ტვინის 128 ნაწილი, მშვიდ გარემოში და ასევე მიცემული დავალების ამოხსნის დროს. ტომოგრაფიულმა აპარატმა SPECT-მა საშუალება მისცა მეცნიერებს სისხლის განსხვავებული ნაკადები დაეფიქსირებინათ.

მეცნიერების თქმით, მიღებული შედეგების საშუალებით, შეიძლება დადგინდეს ის ფენომენი, თუ რატომ ემართებათ ალცჰაიმერის დაავადება და დეპრესია უფრო ხშირად ქალებს, ხოლო კაცებს - ქცევითი აშლილობა. 

მიუხედავად მეცნიერი ამენის კვლევისა, ბიოლოგების უმეტესობის აზრით, ეს შედეგი ფსიქიკური აშლილობის წარმოქმნის მიზეზს ბოლომდე მაინც ვერ ადგენს. 

კომენტარები ()