imedi /  02 სექტემბერი 2017, 11:57 / სანდო წყარო

აშშ-ში გამოიგონეს გაჯეტი, რომელიც ნაბახუსების სინდრომისგან დაგიცავთ

აშშ-ში არსებული კომპანია PureWine-ის დამფუძნებელმა დევიდ მედოუსმა გამოიგონა გაჯეტი, რომელიც ალკოჰოლის მიღების შემდეგ ნაბახუსევს თავიდან აგაცილებთ.

ნაბახუსევის ტიპური სინდრომებია: თავის ტკივილი, კანის გაწითლება და სხვა მრავალი უსიამოვნო შეგრძნება. მედოუსის აზრით, ამ ყევლაფრის მიზეზი ღვინოში შემავალი სულფედები და ჰისტამინებია.

მედოუსის კომპანიამ გამოიგონა გაჯეტი, რომელიც ღვინოს ამ ნივთიერებებისგან ასუფთავებს. ეს ფაქტობრივად ფილტრია, რომელიც ღვინოს ბოთლის თავზე მაგრდება და ღვინოს ფილტრავს.

გამოგონებამ ღვინის მოყვარულებს შორის მოწონება უკვე დაიმსახურა, თუმცა ექიმი-ალერგოლოგები მას სკეპტიკურად უყურებენ, რადგან თვლიან, რომ ღვინის ამ ნივთიერებებისგან გათავისუფლება ნაბახუსევის სინდრომს ვერ მოხსნის.

კომენტარები ()