imedi /  02 სექტემბერი 2017, 12:34 / სანდო წყარო

მეცნიერებმა ასაკის მიხედვით სექსუალური აქტის ოპტიმალური რაოდენობა გამოთვალეს

კინსლის სექსის, გენდერისა და რეპროდუქციის ინსტიტუტის მკვლევარებმა დაადგინეს, როგორ მოქმედებს ასაკი ადამიანების სექსუალურ აქტივობაზე. მათ ასევე გამოითვალეს კვირის მანძილზე სექსუალური აქტის შესაძლო მაქსიმალური რაოდენობა ახლგაზრდებსა და საშუალო ასაკის ადამიანებში. კვლევის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

მკვლევარებმა 1170 ამერიკელი 10 წლის მანძილზე ორჯერ გამოკითხეს. აღმოჩნდა, რომ 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდები სექსით წელიწადში 112-ჯერ კავდებიან, დაახლოებით, კვირაში ორჯერ. 30-დან 39 წლამდე ადამიანების სექსუალური აქტივობა უფრო ნაკლები იყო- წელიწადში 86. 40-49 წლის ასაკის ადამიანების მონაცემები, კი წელიწადში მხოლოდ 69 სექსუალური აქტით შემოიფარგლებოდა.

მეცნიერების აზრით, ადამიანების სექსუალურ აქტოვობაზე მათი ასაკის გარდა, დიდ გავლენას მათი ცხოვრების წესიც ახდენს.

კომენტარები ()