imedi /  07 სექტემბერი 2017, 21:54 / სანდო წყარო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უპილოტო ავტომობილების დანერგვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაჭირა კანონპროექტს, რომელიც უპილოტო ავტომობილების დანერგვის დაჩქარებას შეეხება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

საუბარია მსგავსი ტიპის პირველ დოკუმენტზე, რომელიც მხარს უჭერს ამ ტექნოლოგიის განვითარებას მისი მასიურად გამოყენების მიზნით.

კანონპროექტი მოძრაობის უსაფრთხოების სამმართველოს უფლებას აძლევს წელიწადში 25 000-მდე უპლიტო ავტომობილის გამოცდის ნებართვა გასცეს. მომავალში ამ რიცხვის 100 000-მდე გაზრდა იგეგმება. 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი განსახილველად სენატს გადაეგზავნა. კონგრესის ზედა პალატა მის განხილვას სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყებს.

კომენტარები ()