imedi /  09 სექტემბერი 2017, 00:41 / სანდო წყარო

პლუტონის მთებსა და ვაკეებს ოფიციალური სახელები მიენიჭა

პლუტონი

ასტრონომიის საერთაშორისო კავშირმა მიიღო სხვასხვა სახელების სია, რომელიც პლუტონის ტოპოგრაფიულ ობიექტებს დაერქმევა. გუნდი New Horizons-ის მიერ შედგენილი სახელების სიიდან, NASA-მ ოფიციალურად 14 დააკმაყოფილა. აღსანიშნავია, რომ სახელებს არამხოლოდ ასტრონომები და ასტრონავტები, არამედ სხვა პროფესიის წარმომადგენლები სოცქსელებში ირჩევდნენ. 

Pluto’s first official surface-feature names are marked on this map.

ფოტო: NASA/JHUAPL/SwRI/Ross Beyer

პლუტონის რუკაზე ყველაზე დიდ რეგიონს კლაიდ ტომბო დაერქვა - ამერიკელი ასტრონომის სახელი რომელმაც პლუტონი 1930 წელს აღმოაჩინა. პლუტონის "გულში" ასევე შევიდა 3 ფერდობი. ერთ-ერთ მათგანს 1957 წელს, საბჭოთა კავშირის მიერ გაშვებული თანამგზავრის "სპუტნიკ 1"-ის სახელი დაერქვა, მეორეს ამერიკული "ვოიაჟერი", ხოლო"ჰაიაბუსას" სახელი, პლუტონის აღმოსავლეთ ნაწილის მთებს, იაპონური თანამგავრის საპატივცემულოდ მიანიჭეს. 

ცნობილი ასტრონომებისა და მეცნიერების სახელების გარდა, პლუტონის გეოგრაფიულ ობიექტებს, სხვადასხვა ღმერთებისა და ლეგენდის გმირების სახელებიც დაარქვეს: სლეიპნირი ვიკინგების მითოლოგიიდან, ადლივუნი ესკიმოსების ღვთაება და ჯანგავული ავსტრიელი აბორიგენების ლეგენდებიდან.

კომენტარები ()