imedi /  09 სექტემბერი 2017, 22:15 / სანდო წყარო

მეცნიერები: კაცის ალკოჰოლიზმი უფრო საშიშია, ვიდრე ქალის

ფინელმა მეცნიერებმა, წარმოადგინეს კვლევის შედეგები, რომელიც ახალგაზრდების მიერ, ალკოჰოლის მიღების რისკებს ეხებოდა. ვრცლად კვლევას Sciencedaily აქვეყნებს. 

სპეციალისტები კვლევებს 23-28 წლის ქალებსა და კაცებზე ატარებდნენ. მათ შორის იყვნენ მოხალისეები, რომლებსაც ალკოჰოლური სასმელების მიღების 10-წლიანი სტაჟი ჰქონდათ. 

მეცნიერები, ექსპერიმენტის მონაწილეების რეაქციებს დააკვირდნენ სპეციალურ მაგნიტურ იმპულსზე (TMC), რომელიც ააქტიურებს ტვინის ნეირონებს. მანამდე აღმოჩენილი იყო, რომ TMC-ზე უფრო მაღალი ელექტრონული პასუხი ჰქონდათ იმათ, ვინც სპირტიან სასმელს რეგულარუად იღებს. 

"კვლევით დავადგინეთ, რომ მსმელ კაცებს ТМС-ზე უფრო მძაფრი რეაქცია, ქალებს კი გაცილებით სუსტი შედეგი ჰქონდათ, რაც ძალიან გაგვიკვირდა. მიღებული შედეგები მოწმობს, რომ ალკოჰოლის ხანგრძლივი მიღება, აზიანებს კაცის ტვინს უფრო მეტად, ვიდრე ქალისას", - ნათქვამია კვლევაში. 

მკვლევრების თქმით, ალკოჰოლიზმის ფარმაკოლოგიური მკურნალობის დროს, გენდერული სხვაობაც გასათვალისწინებელია. 

კომენტარები ()