imedi /  10 სექტემბერი 2017, 11:21 / სანდო წყარო

NASA სუპერვულკანების ამოფრქვევის შეჩერებაზე მუშაობს

მსოფლიოში 20 მიძინებული სუპერვულკანია, რომელთაგან ერთ-ერთის ამოფრქვევამაც კი შესაძლოა ასეულობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. ამის შესახებ გამოცემა The Independent-ი წერს.

მეცნიერების თქმით, ამ ვულკანების ამოფრქვევა გაცილებით უფრო საშიში იქნება კაცობრიობისთვის, ვიდრე ასტეროიდის დაჯახება. როგორც ისინი ამბობენ, სუპერვულკანების ამოფრქვევა დედამიწაზე სურსათის მოსავლის განადგურებას გამოიწვეს, რაც მასობრივი შიმშილობისა და სიკვდილიანობის ზრდის მიზეზი გახდება.

სუპერვუკლანის ამოფქრვევას შესაძლოა უბიძგოს ატმოსფეროში გაზისა და სხვა მავნე ნივთიერებების დიდი ოდენობით მოხვედრამაც კი, ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში ე.წ. ვულკანური ზამთრის წინაპირობას ქმნის. სპეციალისტების თქმით, ყველაზე საშიში სუპერვულკანი აშშ-ში, ვაიომინგის შტატში მდებარეობს და მას იელოუსტოუნი ჰქვია.

NASA-ს მკვლევრები ამბობენ, რომ მომდევნო რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში ფართომასშტაბიანი ამოფრქვევის ალბათობა ძალიან მცირეა, თუმცა ისინი პრობლემის არსებობას არ უარყოფენ და ვუკლანების მდგომარეობას მუდმივად ამონიტორინგებენ. მეცნიერებმა დედამიწის უდიდესი ვულკანების რუკა უკვე შექმნეს.

NASA უკვე მუშაობს რამდენიმე გეგმაზე, რომლებმაც სუპერვულკანების ამოფრქვევას ხელი უნდა შეუშალოს. გეგმების არსი მის კომპლექსურ ტექნიკურ და ტექნოლოგიურ ალგორითმში მდგომარეობს. ერთი ასეთი ვარიანტი დიდი მოცულობის წყლით ვულკანის გაციებაა - სუპერვუკლანების ტერიტორიებზე მიწის სიღრმეში არსებული მაღალი ტემპერატურის დარეგულირება წყლით მოხდება, ისინი ჭაბურღილის მეშვეობით წყლით გაიჟღინთება. ამ მეთოდით მიძინებული სუპერვუკლანების ადგილებიდან ელექტროენერგიის მიღებაც კი იქნება შესაძლებელი. 

ცნობილია, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, პლანეტაზე მომხდარმა სტიქიურმა უბედურებებმა 8 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიო ეკონომიკას 7 ტრილიონი დოლარის ზარალი მიაყენა.

კომენტარები ()