imedi /  11 სექტემბერი 2017, 17:00 / სანდო წყარო

ესპანეთმა Facebook-ი დააჯარიმა

ესპანეთის ხელისუფლებამ Facebook-ი, მომხმარებლების პირადი ინფორმაციების სარეკლამო ჩვენებებში გამოყენებისთვის, 1,2 მილიონი ევროთი დააჯარიმა. როგორც გამოცემა El Pais-ი აღნიშნავს, სოცქსელები აგროვდება მომხმარებლების ინფორმაციას, მაგრამ არ აფრთხილებდა რა მიზნებისთვის. 

გარდა ამისა, კიდევ ერთი დარღვევა იყო ის, რომ პირადი ინფორმაცია მისი გამოყენების შემდეგ არქივში ინახება. 

Facebook-ში განაცხადეს, რომ მათ მხოლოდ აჩვენებდნენ რეკლამას, რომელიც მათთვის სარგებელს მოიტანდა "ლაიქებზე" დაფუძნებით. "მომხმარებლები თვითონ ირჩევენ რა ინფორმაცია დაამატონ საკუთარ პროფილზე. ჩვენ არ ვიყენებთ ამ ინფორმაციას სარეკლამო ტარგეტისთვის", - განაცხადეს კომპანიაში.

კომენტარები ()