imedi /  12 სექტემბერი 2017, 20:27 / სანდო წყარო

ტატუს მთავარი საფრთხე დასახელდა

გერმანელმა და ფრანგმა მეცნიერებმა ტატუს მთავარი საფრთხე დაასახელეს. შესაბამისი კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ტიტანის დიოქსიდის მიკრონაწილები, რომელთაც შეიცავს ტატუსთვის განკუთვნილი მელანი, შეიწოვება კანში და შესაბამისი ნანონაწილაკები ლიმფურ კვანძებამდე აღწევს. 

მეცნიერების თქმით, ტიტანის დიოქსიდი ლიმფური კვანძების გადიდებას და მისი ფუნქციის დარღვევას უწყობს ხელს.

ტატუს გაკეთების შემდეგ დიოქსიდის ნაწილაკების გავრცელებაზე დაკვირვება სპეციალისტებმა რენტგენოფლუორესცენტული ანალიზის ჩატარებით შეძლეს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტატუს გაკეთებამდე სასურველია პიგმენტის ქიმიური შემადგენლობის გარკვევა. მელნის უმრავლესობა ორგანულ ნივთიერებებს შეიცავს, თუმცა ყველა შემთხვევაში - არა. კერძოდ, ტიტანის დიოქსიდი რიგით მეორე ყველაზე პოპულარული ინგრედიენტია, რომელსაც ტატუსთვის განკუთვნილი მელანი შეიცავს.

კომენტარები ()