imedi /  13 სექტემბერი 2017, 00:55 / სანდო წყარო

10 წლის ჩინელი ვუნდერკინდი სტუდენტი გახდა

ჩჟან ივენი

10 წლის ჩინელმა გოგომ ქალაქ შანციუს ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა და სტუდენტი გახდა. ამის შესახებ პორტალი China.org.cn-ი იუწყება.

მისაღებ გამოცდებზე ვუნდერკინდმა ჩჟან ივენმა 353 ქულა მიიღო. ეს მისი მეორე მცდელობა იყო. შარშანაც სცადა იგივე, როცა ცხრა წლის იყო, თუმცა მაშინ მხოლოდ 172 ქულის მიღება შეძლო.

ჩინელი ბავშვების უმრავლესობისგან განსხვავებით, ჩჟან ივენს სახელმწიფო სკოლაში არასდროს უვლია. მისი განათლებით მშობლები იყვნენ დაკავებულნი.

მისი მამა იმედოვნებს, რომ მოგვიანებით ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან მისი ქალიშვილი სხვა უმაღლეს სასწავლებელში გადავა, სადაც სწავლას ასპირანტურაში გააგრძელებს და სამეცნიერო ხარისხსაც მიიღებს.

კომენტარები ()